Blog

  • კალაძის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა იწყება

    თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”” ოთარ ფარცხალაძისა და თბილისის მერიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

    საკრებულოს ოპოზიციამ უკვე მოამზადა სარჩელი, რომელსაც მთავარ პროკურატურაში უახლოეს დღეებში შეიტანს. საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ ვაკის შუაგულში, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული კომპანიისთვის 1500-ზე მეტი კვადრატული მეტრი მიწის გადაცემას.

    ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, მერიამ გასული წლის ბოლოს ჯერ ბავშვთა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 10-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება შეუწყვიტა, ორ დღეში კი კახა კალაძემ განკარგულება გამოსცა და ტერიტორიის გადაცემის პროცესი დაიწყო.

    “ამ მაფიოზური სქემის შემუშავებაში ჩართული იყო როგორც თბილისის მერი, სხვანაირად ვერ მოხდებოდა, ასევე რამდენიმე ის მაღალჩინოსანი, ვინც იღებდა გადაწყვეტილებას. შესაბამისად ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მიიღო ამ უკანონობაში მონაწილეობა და ასევე ფარცხალაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელიც ფიქტიურ გარიგებაშია მხილებული”, ამბობს ირაკლი ნადირაძე.

  • კახა კალაძე დემნა გვასალიას 1040 დოლარიანი ჰუდით – ფოტოები “ინსტაგრამიდან”

    {{ARTICLEIMAGE}}
    თბილისის მერი დიზაინერ დემნა გვასალიას სამოსში – კახა კალაძის ფოტო დიზაინერმა “ინსტაგრამის” გვერდზე ატვირთა. ჰუდის ღირებულება 1040 დოლარია.  

  • IX მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია 5 თებერვალს თბილისში გაიხსნება

    IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესია, რეგლამენტით დადგენილი წესით 5 თებერვალს გაიხსნება.

    საკონსტიტუციო ცვლილებებისა და პარლამენტის ახალი რეგლამენტის საფუძველზე, პარლამენტის პლენარული სხდომა თბილისში მდებარე სასახლეში გაიმართება.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ახალი რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე, პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

    ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის მიერ გაწეულ საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობას, საგარეო მიმართულებით განხორციელებულ სამუშაოს, ინსტიტუციური გაძლიერების კუთხით მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებს დაეთმობა.

    საქართველოს პარლამენტის წევრები უკვე დღეს 15:00 საათზე თბილისში, პარლამენტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში ბიუროს სხდომაზე შეიკრიბნენ. 

    საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და ქუთაისი. პლენარული სხდომები ქუთაისში ტარდება, კომიტეტების სხდომები კი ძირითადად, თბილისში. 2017 წელს მიღებულ ახალ კონსტიტუციაში, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის ოქტომბერში არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პარლამენტის ადგილსამყოფელი მითითებული აღარ არის. ამასთან, პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, “პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი, პარლამენტის სასახლე.”

    2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საკანონმდებლო ორგანო თბილისიდან ქუთაისში გადავიდა. პარლამენტის ქუთაისის შენობაში მერვე მოწვევის პარლამენტმა 2012 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო მუშაობა. მსჯელობა და დებატები პარლამენტის კვლავ თბილისში დაბრუნების თაობაზე მაშინვე დაიწყო.

  • დაპირისპირება მე-11 კლასელებს შორის

    {{ARTICLEIMAGE}}
    ინციდენტი თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში. ფიზიკური დაპირისპირება მე-11 კლასელებს შორის შესვენების დროს მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა თვითმხილველების თქმით, კონფლიქტი პოლიციის მოსვლამდე ამოიწურა. დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, საკლასო ოთახში მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხუმრობა გახდა, ისინი ხელით შეეხნენ ერთმანეთს, თუმცა სერიოზული დაზიანებები არ მიუღიათ და მხოლოდ ნაკაწრები აქვთ.

    61-ე საჯარო სკოლაში მომხდარ დაპირისპირებას განათლების მინისტრი გამოეხმაურება. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, ინციდენტის დასაწყისშივე მანდატურის სამსახური დროულად ჩაერთო და საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

    61-ე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

  • თვითმფრინავი რომელშიც ემილიანო სალასი იმყოფებოდა იპოვეს

    Sky Sports-ის ინფორმაციით, თვითმფრინავი რომელშიც ემილიანო სალასი იმყოფებოდა, ლა-მანშის სრუტის ფსკერზე იპოვეს.

    3 იანვარს დილით წყალქვეშა ძებნის ოპერაცია სპეციალურმა ჯგუფმა განაახლა. ნაპოვნ თვითმფრინავში არგენტინელი ფეხბურთელი და პილოტი დევიდ იბოთსონის სხეული ვერ აღმოაჩინეს.

    არგენტინელი ფეხბურთელის თვითმფრინავი საფრანგეთიდან უელსში, ქალაქ კარდიფის მიმართულებით მიფრინავდა. ემილიანო სალა საფეხბურთო კლუბმა “კარდიფ სიტიმ” ცოტა ხნის წინ შეიძინა,

  • არქეოლოგებმა 50 მუმია აღმოაჩინეს

    ეგვიპტელმა არქეოლოგებმა 50 მუმია აღმოაჩინეს. როგორც ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრო აცხადებს მუმიები ძვ.წ 305-30 -ით თარიღდება და პტოლემეების სამეფოს წარმომადგენლები იყვნენ. მუმიებიდან 12 ბავშვია, სამარხები ნაპოვნია 9 მეტრის სიღრმეში,ელ-მინიას საგუბერნატოროს ქვეშ, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქ, კაიროს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.


    ზოგიერთი მათგანი გახვეული იყო ტილოში, ზოგი მათგანი კი ქვის ან ხის კუბოში იყო ჩასვენებული.მათი ინდენტიფიკაცია ვერ მოხერხდა თუმცა ოფიციალური განცხადებით ისინი სიცოცხლეში მნიშვნელოვანი ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ.


  • 2019 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ცეცხლის სტიქიის ნიშნებისთვის

    როგორი იქნება 2019 წელი ფინანსური თვალსაზრისით ვერძისთვის, ლომისთვის და მშვილდოსნისთვის.

    ვერძი

    უზარმაზარი ნაბიჯები, რომლითაც კარიერულ კიბეზე წინ მიიწევთ ლოგიკურად სოლიდურ შემოსავალსაც გპირდებათ. ასეთი მდგომარეობა უდაოდ გააუმჯობესებს თქვენს თვითშეფასებას. ოღონდ თავში არ აგივარდეთ. კიდევ ერთი გაფრთხილება: ნუ დახარჯავთ ფულს ისე სწრაფად, როგორც გჩვევიათ. დიდი შემოსავლის გარდა ხომ შეიძლება უცაბედად მსხვილი ხარჯის გაწევაც მოგიხდეთ. კარგი ახალი ამბავი ის არის, რომ ფინანსური ცვლილებები, რომლებიც 2019 წელს თქვენს ცხოვრებაში ხდება აშკარად დადებითად წაგადგებათ.


    ლომი

    მხიარულება, წვეულებები და თავგადასავლები 2019 წელს არ მოგაკლდებათ. ცდუნება დიდია! მეტისმეტად ნუ დაკარგავთ თავს – ამ ყველაფერს ხომ ფასი აქვს, პირდაპირი მნიშვნელობით. და სერიოზული გასავალიც არ დააყოვნებს. დარწმუნებული ხართ, რომ ამ ყველაფრს გადახდა შეგიძლიათ? რატომ უნდა დააყენოთ საკუთარი თავი ამხელა სტრესის და რისკის პირისპირ? როგორც არ უნდა იყოს, ზაფხულის დაბნელება და თავშეკავებული სატურნი ნებსით თუ უნებლიედ აუცილებელი ცვლილებებისკენ გიბიძგებთ. პანიკაში ნუ ჩავარდებით ამ ინფორმაციის შემდეგ. ურანი კუროში კარიერულ წინსვლას გპირდებათ, შესაბამისად, ფულადი ნაკადი არა მხოლდ თქვენგან, არამედ თქვენი მიმართულებითაც დაიწყებს დენას.

    მშვილდოსანი
    2019 წელს მშვილდოსნებს ბედი გაანებივრებს. ეს კი იმას ნშნავს, რომ შესანიშნავი შანსი გაქვთ საკუთარი ფინანსური მიზნები საკუთარი ძალებით და პროფესიონალური შესაძლებლობებით დაძლიოთ. თუმცა სატურნი რქის თხაში გონივრულად გაფრთხილებთ: ახლა არ არის დრო ზედმეტი ფლანგვისთვის. დადგა მშვენიერი კარიერული მომენტი, რათა ფინანსური ფუნდამენტი ააშენოთ, რომელიც თქვენი „უსაფრთხოების ბალიში„ იქნება საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე. სტაბილურობა ამ წელს თქვენი მთავარი ფასეულობა უნდა იყოს, მიუხედავად იმისა რომ მას ზოგადად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებთ.

  • 2019 წლის ფინანსური ჰოროსკოპი წყლის ნიშნებისთვის

    როგორი იქნება 2019 წელი ფინანსური თვალსაზრისით თევზების, კირჩხიბის და მორიელისთვის

    კირჩხიბი

    ბოლო წელი ფინანსური სიტუაცია თქვენი ნიშნისთვის არასტაბილური იყო. ეს სავარაუდოდ თქვენი არამყარი სამსახურეობრივი პოზიციის ბრალია. მაგრამ 2019 წელი თქვენი კარიერული აღმასვლის პერიოდია, შესაბამისად ფინანსური არასტაბილურობაც გამოსწორდება. ზოგიერთ კირჩხიბს შეიძლება ხელფასიც მოუმატონ წარმატებული პროექტის ან განსკუთრებული კონცეფციის გამო, რომელზეც ახლა მუშაობენ. გახსოდეთ, რომ თქვენი ფინანსური პროგნოზი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად აფასებთ საკუთარ თავს და საკუთარ უნარებს. 2019 წელი გაჩვენებთ, რომ თქვენ ბევრად მეტი ღირხართ.

    მორიელი

    იუპიტერი მშვილდოსანში მთელი წლის განმავლობაში თქვენი შემოსავლების ზონაში დარჩება. ეს კი ნიშნავს, რომ შესაძლოა “დიდი კუში მოხსნათ“. სამსახურში რამდენიმე მომგებიან წინადადებას მიიღებთ . ახალი პოზიცია ხელფასის სიდიდის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. და ამის შეგრძნება თვითშეფასებას და ღირსების გრძნობას აგიმაღლებთ. თუმცა, ეიფორიისგან ფულის ფლანგვას ნუ შეუდგებით.


    თევზები

    თქვენი ფინანსური იმედები და სურვილები შესაძლოა 2019 წელს ასრულდეს, თუმცა მეტი თავდაჯერება და მეტი კარიერული რისკი დაგჭირდებათ. თუ ბოლო დროს თავდაჯერება გაკლიათ, გვერწმუნეთ, ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელდება. შესაძლოა უბრალოდ ფინანსური სტაბილურობის თქვენეული ხედვის შეცვლა მოგიწიოთ. დარწმუნდით, რომ დრო და ენერგია, რომელსაც შემოსავლის მისაღებად ხარჯავთ, მიღებული შემოსავლის პროპორციულია.

  • ნიკოლ ქიდმანი ტენისის მატჩზე ქმართან ერთად

    Australian Open 2019 –ის ნახევარფინალი ჩეხ ტენისისტ პეტრა კვიტოვასა და ამერიკელ ტენისისტ დენიელ კოლინსს შორის მელბურნში გაიმართა და როგორც მოსალოდნელი იყო პრესისა და ცნობილი ვარსკვლავების ყურადღება მიიპყრო. სხვა გულშემატკივრებს შორის ტრიბუნაზე ჟურნალისტებმა ნიკოლ ქიდმანი შენიშნეს ქმართან, კიტ ურბანთან ერთად.

    მსახიობი თამაშის ყურებით და მშვენიერი ამინდით ტკბებოდა. ფოტოგრაფებმა დრო იხელთეს და ქიდმანს უამრავი ფოტო გადაუღეს. მას  გრძელი, ვიწრო თეთრი კაბა ეცვა და თეთრი ფართე ქუდი ეხურა მზისგან დასაცავად. 

  • 2 და მეტი ძროხის მფლობელებს მეწარმე სუბიეტად დარეგისტრირება მოუწევთ

    2020 წლიდან მეწარმე სუბიექტად დარეგისტრირება  და გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს ყველას, ვისაც  ოჯახში 2 ან მეტი ძროხა ჰყავს და ყველსა და რძის ნაწარმს ყიდის.

    დარეგისტრირების გარდა ყველა მეწარმე რომელიც რძის ნაწარმს ყიდის ვალდებული იქნება პირუტყვის სადგომი შესაბამისი სტანდარტებით მოაწესრიგოს, ასევე სურსათის უვნებლობის კუთხით გააკონტროლოს იმ ჭურჭლის ხარისხი რომელშიც პროდუქი მზადდება.

    არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ რეგულაციები ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით სავალდებულოა.

    ნუგზარ სუარიძე ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის აგრო მიმართულებით ხელმძღვანელი აცხადებს რომ შინამეურნეობების ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირება მათთვის მომგებიანი გახდება და არაკეთილ სინდისიერი მეწარმეებისგან დაცულნი იქნებიან.

    „ამ რეგულაციების არ არსებობაქვეყნაში იწვევს იმას, რომ არაკეთილსინდისიერმა მეწარმეებმა ბებოს ყველის სტატუსით ისარგებლეს და ბებომ ვერ მოიგო აქედან. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ პროდუქტები,რომლებიც იწარმოება ჩვენს სოფლებში არის უვნებელი“,-ამბობს სუარიძე.

    სურსათის უვნებლობის სააგენტო საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე განცხადებას აქვეყნებს:

    “გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2-3 ძროხის ყოლის შემთხვევაში მეპატრონეს საფასურის გადახდა და ფინანსური ვალდებულებები დაეკისრება, სინამდვილეს არ შეესაბამება. 2020 წლიდან ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია სავალდებულოა იმ ფიზიკური პირებისთვის, ვინც აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს სურსათს. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. რეგულაციის მთავარია მიზანია, მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სურსათის მოკლევადობას და სურსათის წარმოებისას თანამედროვე სტანდარტების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დანერგვასა და დაცვას. ფერმერებს სურსათის უვნებლობის სპეციალისტები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას და გაუწევენ რეკომენდაციებს”, -აღნიშნულია განცხადებაში.