Blog
-
ევროკავშირის ქვეყნებმა ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი აღიარეს
დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და სხვა ევროპულმა ქვეყნებმა ოფიციალურად აღიარეს ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო, როგორც ვენესუელას დროებითი პრეზიდენტი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კვირას ამოიწურა ევროკავშირის ქვეყნების მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა, რომლითაც ისინი ვენესუელას პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას თხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გუაიდოს აღიარებით ემუქრებოდნენ.“დიდი ბრიტანეთი და მისი ევროპელი მოკავშირეები აღიარებენ გუაიდოს როგორც დროებით კონსტიტუციურ პრეზიდენტს სანამ სანდო საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება“ – დაწერა დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივანმა ჯერემი ჰანტმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე.საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ვენესუელელებს აქვთ თავისუფლების და დემოკრატიის უფლება.გერმანიის კანცლემა, ანგელა მერკელმა კი ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ იმედი, რომ გუაიდო სწრაფ და სამართლიან საარჩევნო პროცესს ჩაუდგება სათავეში.ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, პედრო სანჩესმა კი განაცხადა, რომ ვენესუელა თვითონ უნდა იყოს მისი ბედის შემოქმედი.“საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ვალდებულება დაეხმაროს მას ამ პროცესში და მისცეს ამისთვის აუცილებელი გარანტიები. “რუსეთი კვლავ ვენესუელას არალეგიტიმურ პრეზიდენტს უჭერს მხარს და ამბობს, რომ ევროპული ქვეყნების პოზიცია ვენესუელას შიდა საქმეებში ჩარევაა და ძალაუფლების უზურპაციის ლეგიტიმაციას ნიშნავს.თავად ნიკოლას მადურო ამბობს, რომ არავისგან მიღებს ულტიმატუმს და აცხადებს: “მეც შემიძლია ევროკავშირს ულტიმატუმი წავუყენო, მაგალითად: შვიდ დღეს გაძლევთ რომ კატალონიის რესპუბლიკა აღიაროთ, თუ არადა ზომებს მივიღებთ. საერთაშორისო პოლიტიკა ულტიმატუებზე არ უნდა იყოს დამყარებული. იმპერიალიზმების და კოლონიების დრო აღარ არის. “მადურო ვენესუელაში სამოქალაქო ომსაც არ გამორიცხავს. ესპანეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში კითხვაზე – შეიძლება თუ არა ვენესუელაში კრიზისი სამოქალაქო ომში გადაიზარდოს, მადურომ უპასუხა: “ყველაფერი დამოკიდებულია ჩრდილოეთ იმპერიის (იგულისხმება აშშ) და მისი მოკავშირეების სიგიჟის და აგრესიულობის ხარისხსზე. “ -
კალაძე ფარულ ჩანაწერებზე (ვიდეო)
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის თემაზე მორიგ კომენტარს აკეთებს თბილისის მერი. კახა კალაძე ფაქტის მიუღებლობაზე აკეთებს აქცენტს.
რაც შეეხება ვარაუდებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ფარული ჩანაწერი შესაძლოა, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს გადაიღეს, რადგან ჩანაწერში ჩანს “აიფონ 5”, კალაძე ამბობს, რომ ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
-
ნათელაშვილი: შევადგინოთ “ზონდერსპორტსმენთა” შავი სია
{{ARTICLEIMAGE}}
სპორტის ოლიგარქიზაციის დამადასტურებელ ფაქტად მიიჩნევს “ლეიბორისტული პარტია” ჭიდაობის ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებს. შალვა ნათელაშვილია ამბობს, რომ ფედერაცია მოძალადე პოლიტზონდერებად გადაიქცა. მთავარი ლეიბორისტი მოითხოვს, რომ ფედერაციას ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდეს და ის სპორტის განვითარებას მოხმარდეს.“შევადგინოთ პოლიტზონდერსპორტსმენთა ერთობლივი შავი სია, რათა მათი დუხი არ იყოს საერთაშორისო შეჯიბრებში”, – მიმართავს ნათელაშვილი ოპოზიციას.
-
ივანიშვილს მისი ფულის გაფლანგვის გამო ჩივილი სურს, თუმცა სასამართლო უარს ეუბნება
სინგაპურის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი არ განიხილა. საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიზნესმენი და “ქართული ოცნების” ლიდერი შვეიცარული ბანკის, “კრედიტ სუისის” ბანკირს მისი ფულის გაფლანგვას ედავებოდა. პატრიკ ლესკადრონი ახლახან გაათავისუფლეს ციხიდან, 10 თვიანი პატიმრობის შემდეგ. ივანიშვილი სწორედ ლესკადროს სდებდა ბრალს მისი ფულის გაფლანგვაში და მის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა შვეიცარიაში, ახალ ზელანდიაში, ბერმუდასა და სინგაპურში.The Singapore Strait Times-ის ინფორმაციით სინგაპურელმა მოსამართლემ უარი თქვა საქმის განხილვაზე, რადგან დანაშაული შვეიცარიაში მოხდა და ის შვეიცარულმა სასამართლომ უნდა განიხილოს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, ჯერ უცნობია. -
მოუწევს თუ არა პრეზიდენტის გერს კონკურსის გავლა
ის ამბობს, რომ კაშიას დასაქმება კანონთან სრულ შესაბამისობაში მოხდა და მას დროებითი კონტრაქტი აქვს.
“ქალბატონ ნანა კაშიას აქვს 24-წლიანი სამუშაო გამოცდილება ევროკავშირის წარმომადგენლობაში საქართველოში, სადაც მუშაობდა უვადო კონტრაქტით. საუბრობს თავისუფლად 4 ენაზე და ის იყო გაცილებით მაღალანაზღაურებად პოზიციაზე”, განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.
-
რას ნიშნავს კარგი სექსი. ვარსკვლავები საკუთარ საიდუმლოს გვიზიარებენ
ვარსკვლავები, რომლებიც კინოში ხშირ შემთხვევაში იდეალურად გამოიყურებიან, რეალურ ცხოვრებაში მათი ვარსკვლავური სტატუსის და მილიონების მიუხედავად ისეთივე ემოციებს და პრობლემებს განიცდიან, როგორც ჩვენ, რიგითი მოკვდავები. კომპლექსებიც აქვთ და ფსიქოლოგიური პრობლემებიც, მათ შორის ინტიმური ურთიერთობებისას. დღეს გთავაზობთ 12 ცნობილი ვარსკვლავის მოსაზრებებს სექსთან დაკავშირებით. ვნახოთ, რას ნიშნავს მათთვის სექსი და რა რჩევებს გვაძლევენ ჩვენი ეკრანული ფავორიტები.სელმა ჰაიეკი
სელმა ჰაიეკის აზრით ურთიერთობებში რომანტიკის შესანარჩუნებლად აუცილებელია სექსი ყოველდღიურად არ გქონდეთ.
“ექვს წელზე მეტია გათხოვილი ვარ და ზუსტად შემიძლია ვთქვა: დროთა განმავლობაში ყველაზე გიჟური სექსიც კი შეიძლება მოგბეზრდეს. იმისთვის, რომ ჩვენი სექსი რაღაც ჩვეულებრივ ყოველდღიურობად არ იქცეს მე და ჩემი ქმარი ვცდილობთ ძალიან ხშირად არ გვქონდეს სექსი. საერთოდ, მე ვთვლი, რომ სექსი ურთიერთობების საფუძველი არ არის. ის გვეხმარება ემოციების გამდიდრებაში, მაგრამ მეტი არაფერი. ბევრ ქალს ვიცნობ, ვინც თავისი ფიგურის გამო ძალიან განიცდის. მე მოდელის პარამეტრებით არ გამოვირჩევი, მაგრამ თავს ძალიან სექსუალურდ ვთვლი, იმიტომ რომ ისეთს ვიღებ საკუთარ თავს, როგორიც ვარ. ჩემი აზრით, ბუნებრიობა და თავდაჯერებულობა არის ის, რაც მამაკაცებს ძალიან იზიდავს.“ – ამბობს მსახიობი
უილ სმიტი
როგორც ირკვევა, უილ სმიტს სხვადასხვა პერსონაჟად გარდასახა არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ საკუთარ საძინებელშიც უყვარს. მსახიობი აღიარებს, რომ ის და მისი ცოლი ხანდახან როლურ თამაშებს ირგებენ, რათა სექსუალური ცხოვრება გაამრავალფეროვნონ. მაგალითად, ის ყვება “სახლში ფილმ ჰენკოკის გადაღებებიდან კოსტუმი წავიღე და ხანდახან ჯადას ვაგრძნობინებ ხოლმე, რომ ნამდვილ სუპერგმირს გაყვა ცოლად.“სკარლეტ იოჰანსონი
მრავალი მამაკაცის საოცნებო ქალი ამბობს, რომ მოწონს სექსი ავტომობილში. “მიყვარს მანქანაში სექსი, განსაკუთრებით როცა რამე უჩვეულო მინდა. სხვათა შორის, უკანა სკამი სხადასხა ექსპერიმენტებისთვის კარგი ადგილია“ – ამტკიცებს მსახიობი.
მეგან ფოქსი

თანამედროვეობის ერთ–ერთი ყველაზე ლამაზი და სექსუალური მსახიობი ამტკიცებს, რომ კარგი სექსისთვის მთავარია თავდაჯერებული იყო. “ქალი, რომელიც თავის ძალას გრძნობს ჩემი აზრით სექსუალობას ასხივებს. სხვათა შოროის, ჩემი აზრით ვაგინა ქალებს მამაკაცებზე გავლენის არაჩვეულებრივ ძალას გვაძლევს“ .კიმ კეტროლი
სერიალში “სექსი დიდ ქალაქში“ სამანტა ჯონსის როლის შემსრულებელი, რომელმაც სექსის შესახებ აბსოლუტურად ყველაფერი იცის, მნიშვნელოვნად თვლის პარტიორისთვის გრძნობების გამოხატვას. “აგრძნობინეთ, როგორ მოგწონთ მისი შეხება, როგორ აღგაგზნებთ მისი კოცნა, გაიხსენით და იყავით მგრძნობიარე მისთვის და მასთან.“
კეიტ ბეკინსეილი

მსახიობი რჩევას აძლევს წყვილებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ცალ–ცალკე: “ასეთ დროს ვებ კამერა ჩემი გადამრჩენელია. მანამ, სანამ კავშირზე გავალ ყოველთვის ვეკითხები, რა ფორმაში უნდა რომ მნახოს და რომელი კაბა ჩავიცვა. როცა კამერა ირთვება, ყველაზე საინტერესო მაშინ იწყება.“ჯესიკა ალბა
მსახიობი აღიარებს, რომ არასოდეს რცხვენოდა თავისი სექსუალური თავგადასავლების: “ჩემი აზრით ქალს არ უნდა რცხვვენოდეს, რომ მოსწონს სექსი. ვაღიარებ, ის ადამიანი ვარ, რომელმაც შეიძლება დილით სრულიად უცხო მამაკაცთან ერთად გაიღვიძოს საწოლში.“
ჯენიფერ ლოპესი
მომღერალმა გააქარწყლა მითი იმის შესახებ, რომ ქალებს მოსწონთ, როცა მათ მკერდზე ხელს მაგრად უჭერენ და უსრესენ. “დამიჯერეთ ბიჭებო, როცა ამას აკეთებთ ერთადერთი, რაზეც ქალი ფიქრობს – ნეტა როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.“
ევა ლონგორია
“ვერასოდეს მიიღებთ სექსისგან სიამოვნებას, თუ საკუთარ სხეულს არ შეისწავლით. ინტიმური სიახლოვით სიამოვნება მას შემდეგ ვიგრძენი, რაც მასტურბირება დავიწყე. ჩემი პირველი ვიბრატორი რამდენიმე წლის წინ ვიყიდე და დამიჯერეთ, მან ჩემი სამყარო შეცვალა. ახლა ყველა ჩემს დაქალს ვაჩუქე ვიბრატორი. და სიხარულისგან კიოდნენ ამ სიურპრიზის გამო. ჩემი აზრით ორგაზმი საუკეთესო საჩუქარია, რაც ჩემი დაქალებისთვის შემეძლო გამეკეთებინა “– ამბობს ევა ლონგორია.
გვინეტ პელტროუ
გვინეტის აზრით სექსი კარგი საშუალებაა პარტნიორთან შესარიგებლად: “ჩემი აზრით ურთიერთობების ნებისმიერი გარჩევა საწოლით უნდა დასრულდეს. თუმცა კარგია თუ სკანდალების თავიდან აცილებას შეძლებ. ანუ როგორც კი იგრძნობ, რომ აგრესიული ხდები ჯობს შენს მამაკაცთან ერთად საძინებელში წახვიდე და იქ გადმოანთხიო უარყოფითი ემოციები.“
ევა მენდესი
რაიან გოსლინგის შეყვარებული იმით ტრაბახოს, რომ მღელვარე ახალგაზრდობის პერიოდში 50 ამერიკული შტატის შემოვლა და ყოველ შტატში სექსი ერთხელ მაინც მოასწრო. “იცით, ეს ძალიან ახალისებს ურთიერთობებს“– ამბობს მსახიობი.
კამერონ დიასი
კამერონს მოსწონს, როცა მამაკაცი ინიციატივას საკუთარ ხელში იღებს: “არის ამაში რაღაც ცხოველური და ამიტომაც ძალიან აღმგზნები“ – ამბობს მსახიობი. მისი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორთან ფიზიკური კონტაქტი და ამბობს, რომ მოსწონს როცა მუდმივად ეხება თავის მამაკაცს.
-
ავტომობილებისთვის სავალდებულო დაზღვევა შემოდის
პარლამენტი სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთათვის სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ პროექტის განხილვას იწყებს. პროექტი დღევანდელი ბიუროს სხდომის დღის წესრიგშია. საკანონმდებლო პაკეტის ავტორი საქართველოს მთავრობაა.“მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა–პატრონობის და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისათვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისათვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისათვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – წერია პროექტის განმარტებით ბარათში.კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით:მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი.მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი.ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი.სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი.მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი.სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი. -
კობახიძე ფარულ ჩანაწერში “აიფონ 5” – ის ნაცვლად, პარტიულ ნიშან 5-ს ხედავს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის “გამავრცელებლის კუთხით არის პროგრესი თუმცა, მთავარია პირველწყაროს დადგენა და ამიტომ, მმართველი გუნდი მუდმიმ კომუნიკაციაშია სამართალდამცავ ორგანოებთან”.
კობახიძის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, რომ ეს საქმე ბოლომდე გაიხსნას.
რაც შეეხება ვარაუდებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ფარული ჩანაწერი შესაძლოა, “ქართული ოცნების” მმართველობის დროს გადაიღეს, რადგან ჩანაწერში ჩანს “აიფონ 5”, კობახიძე სპეკულაციაზე საუბრობს.
“ეს არის მარტივი სპეკულაცია. იქ ტელეფონების გარჩევა სრულიად შეუძლებელია. 5 ჩანს, მაგრამ აიფონ 5 არ ვიცი”,განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვა და გავრცელების საქმეზე 17 დაკავებულთაგან სამს აღკვეთის ზომად პატიმრობა, ხოლო დანარჩენებს გირაო შეეფარდათ.
-
თბილისის საკრებულოს წევრმა გამგებელს პოლიცია გამოუძახა
თბილისის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილმა ვაკის რაიონის გამგეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, მან, როგორც საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრმა გამგებლის, ნოდარ ტურძელაძისგან მოითხოვა დოკუმენტები სოციალური დახმარებისთვის განკუთვნილი თანხების შესახებ და უარი მიიღო. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პოლიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ გამგეობაში არ გაანადგურონ დოკუმენტები, რომლებიც შესაძლოა, გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დოკუმენტები მას შემდეგ მოითხოვა, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის განკუთვნილი თანხის “ქართული ოცნების” კოორდინატორებისთვის გადარიცხვის შესახებ.
-
მოსწავლეებს შორის დაპირისპირების მიზეზს 61-ე სკოლის ადმინისტრაცია ხსნის
{{ARTICLEIMAGE}}
61-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების მიზეზზე სასწავლო დაწესებულების დირექტორი საუბრობს. მადინა ბაღდავაძის განცხადებით, კონფლიქტის მიზეზი მოსწავლის ხუმრობა გახდა.“ერთი გაეხუმრა მეორეს, მან ხუმრობა ვერ გაიგო და აქედან დაიწყო კონფლიქტი. ჩვენ პრევენციის მიზნით ყოველთვის ვიძახებთ საპატრულო პოლიციას. ეს იყო და ეს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება, ბავშვებს გაკაწრულები ჰქონდათ – ერთ-ერთ მოსწავლეს სათვალე ეკეთა, ხელი მოხდა და გაეკაწრა სათვალით”,განაცხადა სკოლის დირექტორმა.
61-ე საჯარო სკოლასთან, სადაც მეთერთმეტე კლასელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ცნობილია, რომ არავინ დაშავაბულა, თუმცა კონფლიქტის მიზეზი უცნობია. ადგილზე ასევე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.