გედევან ფოფხაძე, რომელიც მმართველი გუნდის დატოვებას გეგმავს, ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მშობლის გარეშე მივიდა. კითხვაზე, შერიგდება თუ არა თანაპარტიელებთან დღეს, მმართველ გუნდთან დაპირისპირებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ “საჩხუბარი არავისთან აქვს”.
“ვაპირებ, შევიდე და მოვისმინო პოზიცია. რაც ვთქვი, ერთ-ერთი პრინციპული თემაა, რომ სასამართლოზე უნდა იყოს საჯარო განხილვები და უნდა მქონდეს საშუალება, თქვენთან მოვიდე და ჩემი პოზიცია ვაფიქსირო და ეს არ უნდა ჩაითვალოს არადისციპლინურ ქცევად. როგორც ხედავთ, მშობლის გარეშე ვარ მოსული და იმედია, არ დამჭირდება მშობელთან ერთად მოსვლა. სკოლაში ხომ არა ვართ, რა დისციპლინაზეა საუბარი? თუ დისციპლინა გვინდა, მაშინ შიდაპარტიული დემოკრატიის ის ხარისხი უნდა გვქონდეს, რომელიც არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, გვექნება იმის საშუალება, რომ საჯარო სივრცეში ამომწურავად ვისაუბროთ”,განაცხადა ფოფხაძემ.
{{ARTICLEIMAGE}}
უცნაური კონკურსი ავსტრალიის ზოოპარკში – კონკურსის ავტორებმა დამთვალიერებელი გამოწვევის წინაშე დააყენეს: დამთვალიერებელმა უნდა ახსნას, რატომ უნდა დაერქვას ზოოპარკის ბინადარ ყველაზე შხამიან გველს მათი ყოფილი შეყვარებულის სახელი, ამისთვის კი შემოწირულობაც უნდა გაიღონ.
კონკურსის გამარჯვებულის ვინაობა 14 თებვერვალს, ვალენტინობის დღეს გახდება ცნლობილი.
“არ შეიძლება, რომ ასე უცებ შეიცვალოს ადამიანი. ამ საკითხებზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას”, თქვა გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე.
რაც შეეხება კითხვას, აპირებს თუ არა “ქართული ოცნების”, დატოვებას: “ბუნებრივია, ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუმცა ახლა ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ გამოსწორდეს ის ხარვეზები, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლებაში და ბოლომდე მივიყვანოთ და გავაცნოთ კოლეგებს ის პოზიცია, რომელიც გვაქვს აღნიშნულ მოსამართლეებთან დაკავშირებით”, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირები, რომლებიც მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანს ეწინააღმდეგებიან, 2012 წლის შემდეგ მათ მიერ განხილულ ვერც ერთ პრობლემურ საქმეს ვერ ასახელებენ. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუ “რეაქციაში” განაცხადა.
“ადრე იყო მილიონი ქეისი, ახლა არ არის არც ერთი. ეს ნიშნავს, რომ შეიცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე. ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს ახლა სჩადიან კარგ რაღაცებს”, განაცხადა კობახიძემ.
{{ARTICLEIMAGE}}
გედევან ფოფხაძე, რომელიც მმართველ გუნდთან დაპირისპირების გამო საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავს, ამბობს, რომ პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება არაკორექტულია.
“არავინ იმყოფება პარტიულ პატიმრობაში, ამ გუნდის კარი ყველასთვის იყო ღია – შესასვლელად და გამოსასვლელადაც – არ მგონია, რომ ამ გუნდის წარმატებაში მონაწილეობა არ მქონდეს მიღებული – გვაქვს რაღაც ვალდებულებები, ღვაწლი. ჩვენი ბევრი რიგითი წევრი დარჩა გაწბილებული, რომ “ოცნებამ” ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგა, რომელიც არ იყო მისაღები მათთვის. არ მგონია, რომ ასე მარტივად უარის თქმა თანაგუნდელებზე სწორი იყოს”,ამბობს გედევან ფოფხაძე.
{{ARTICLEIMAGE}}
გედევან ფოფხაძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავს, ამბობს, რომ ტექსტი, რომელიც ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ 5 თებერვალს გაავრცელა, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
“სააკაშვილის რეჟიმის გამართლებას ვახდენთ და ჩემთვის ასეთი მიდგომა პრინციპულად მიუღებელია. რა მოტივააციით ისარგებლა პოლიტსაბჭომ, ეს მას შეუძლია, დაასაბუთოს. მე არ პათოსს და ამ მიდგომას მხარს ვერ დავუჭერ”,ამბობს გედევან ფოფხაძე, რომელიც პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე დასასწრებად მივიდა. კითხვაზე, მოხდება თუ არა შერიგება, ფოფხაძე აცხადებს, რომ ის არავისთან არის ნაჩხუბარი.
ზაზა სარალიძე პროკურატურის შენობის ეზოში იმყოფება და მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვს. ზაზა სარალიძესთან ერთად ადგილზე იმყოფებიან მალხაზ მაჩალიკაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.
ალეკო ცქიტიშვილის განმარტებით, მას პროკურატურისგან აინტერესებს პასუხი საქმეზე, რომლის გამოსაძიებლად “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” მიმართა მას შემდეგ, არც გასულ წელს, პარლამენტთან შვილმოკლული მამების აქციის მონაწილეებს სამართალდამცავებმა შეუზღუდეს კარვების გაშლის კანონიერი უფლება.
ცქიტიშვილის განცხადებით, ამ საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან პირდაპირ უკავშირდება კარვის გაშლისთვის ხელისშეშლის დროს ზაზა სარალიძის დაპირისპირებას სამართალდამცავებთან, რომლის გამოც ბრალი წაუყენეს და პატიმრობა ემუქრება. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, “ადამიანის უფლებათა ცენტრი” პროკურატურისგან განსხვავებით თვლის, რომ ზაზა სარალიძე არა დამნაშავე, არამედ დაზარალებულია.
“ქართული ოცნების” უმრავლესობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება. შეხვედრას ამჯერადაც დაესწრება “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი. ბოლო 7 საათიანი შეხვედრის შემდეგ, რომელიც შაბათს გაიმართა, “ოცნების” ერთი ნაწილი, კონკრეტულად კი ბესელია და მისი თანამოაზრეები არ მალავდნენ, რომ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. თუმცა მწვავე კომენტარებისგან ყველა თავს იკავებდა. როგორც ჩანს, ოცნების ბოლო შეხვედრაზე უმრავლესობის წევრებს შორის ურთიერთობების დარეგულირება ვერ მოხერხდა. სხდომაზე დასასწრებად მივიდა გედევან ფოფხაძე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავს. შეხვედრაზე მივიდა ეკა ბესელიაც, თუმცა მას კომენტარი არ გაუკეთებია.
61 წლის ასაკში გარდაიცვალა თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა.
2017 წლის ივლისში ვანო ზოდელავა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში მოჰყვა და თავის ტრავმა მიიღო. მას შემდეგ სიცოცხლის ბოლო დღემდე იგი საავადმყოფოში რჩებოდა.
ვანო ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი გახლდათ, ხოლო 1998-2004 წლებში – თბილისის.