Blog

  • სააკაშვილი: ევროპარლამენტმა აიძულა ევროკავშირი, მოლდოვასთვის დახმარება შეეწყვიტა – იგივე პერსპექტივა ელოდება საქართველოს

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის პერსპექტივაზე საუბრობს. სააკაშვილი ამბობს, რომ მოლდოვაშიც ისეთივე ოლიგარქიული ვითარება იყო როგორც საქართველოშია და, რაც ქვეყნისთვის იმით დასრულდა, რომ ევროკავშირმა მოლდოვას დახმარებაზე თქვა უარი. ექსპრეზიდენტის კომენტარს ტელეკომპანია “რუსთავი2” ავრცელებს.

    “ექსპრეზიდენტმა ევროპარლამენტმა აიძულა ევროკავშირი, მოლდოვას მთავრობის დახმარება შეეწყვიტა – ზუსტად იგივე პერსპექტივა ელოდება საქართველოს – საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები არ შემდგარა, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მოიპარეს – ის ქალი, რომელიც იქ ზის, არ შეიძლება, მას ლეგიტიმური პრეზიდენტი ეწოდოს. გარდა იმისა, რომ ის თოჯინაა, არჩეული არ არის”,განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეის სხდომას დაესწრო.

  • ეკა ბესელია კახა კალაძეს ურჩევს, მშობლის როლიდან გამოვიდეს

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს ურჩევს, მშობლის როლიდან გამოვიდეს. ამის შესახებ ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კალაძის განცხადების შეფასება სთხოვეს.

    “მე არ ვარ სტუმრად მისული. უკაცრავად, მაგრამ მე დავხვდი იმ ხალხს, ვინც მოვიდა. ამიტომ სტუმარს შეიძლება უთხრა, თუ ვერ ხვდება, მიბრძანდი… თუ მასპინძელი გადაწყვეტს, რომ სხვაგან წავიდეს, გადაწყვიტოს თვითონ. ამიტომ არ ველაპარაკოთ ასეთ ტონალობაში ერთმანეთს”, ამბობს ბესელია.

    “გედის და ლევანს დღეს არ გაუღვიძია, როგორც ზოგიერთებს, რომლებსაც დღეს გაახსენდათ, რომ არსებობს სამართლიანობა და ადამიანის უფლებები. ეს არის ორგანული და ემოციური მომენტი ჩვენთვის”,აღნიშნავს ბესელია.


    რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის თემას, ბესელიას თქმით, ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.

    “არ ვართ ის ადამიანები, ვისაც თითი უინდა დაუქნიო. მინდა, ყველას მივმართო, მეგობრებო – გამოვიდეთ მშობლის როლიდან და ზრდასრულის ენით ვისაუბროთ – მე მგონია, რომ ესეც (იგულისხმება კალაძის განცხადება) მშობლის როლია და არ გვინდა ამ როლიდან ლაპარაკი ერთმანეთთან. გავიარეთ ის გზა, რომელიც გვაძლევს უფლებას, ცოტა უფრო მაღალ რეგისტრში ველაპარაკოთ მეორეს, რომელმაც გუშინ გაიღვა და გაახსენდა, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა უნდა დაიცვას”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

  • სროლა თბილისის ცენტრში

    თაბუკაშვილის ქუჩაზე ცეცხლი ახალგაზრდა მამაკაცს გაუხსნეს. ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. თამარაშვილის ქუჩაზე თვითმხილველებმა გაიგეს ათამდე გასროლის ხმა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილი რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    მომხდარზე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით, მანქანაში მყოფებს მამაკაცმა, რომლის მისამართითაც ისროდნენ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

    თვითმხილველების განცხადებით, დაჭრილია ერთი მამაკაცი, რომელიც კლინიკაში სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილიდან კერძო მანქანით გადაიყვანეს.

    არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა უკვე ამოიღეს ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. 

    წყარო – რუსთავი 2

  • პრეზიდენტ ზურაბიშვილს “ავლაბრის სასახლეში” მუზეუმის განთავსების იდეა მოსწონს

    საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მოსწონს “ავლაბრის სასახლეში” საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის, ან სხვა მუზეუმის განთავსების იდეაც, თუმცა, ამისთვის საჭიროა შენობაში შესაბამისი სტანდარტების არსებობა.

    პრესსპიკერის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ მონაწილეობს ავლაბრის სასახლის მომავალი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით დაწყებულ კონსულტაციებში, თუმცა, პრეზიდენტსაც მიაჩნია, რომ კარგი იქნება შენობის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება.

  • პროტესტის მეორე დღე საპატრიარქოსთან

    ე.წ. ციანდის საქმეში ბრალდებული დეკანოზის – გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა გასული ღამე კარვებში გაატარეს. მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა ტერიტორიის დატოვებას არ აპირებს, ვიდრე დეკანოზს მატროსოვის ციხეში არ აზიარებენ. თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, მოძღვარი მზად იყო, გიორგი მამალაძე საკანში ეზიარებინა, თუმა საპატრიარქოს გარკვეულმა ჯგუფმა ამის საშუალება არ მისცა.

    თორნიკე მამალაძე მეუფე იაკობის იმ განცხადებასაც აფასებს, რომელშიც სასულიერო პირმა თქვა, რომ მზად არის დეკანოზის შეწყალებას დაუჭიროს მხარი, თუკი სასულიერო პირთა ვიწრო წრეში, გიორგი მამალაძე 2017 წლის თებერვალში განვითარებული მოვლენების ყველა დეტალს მოყვება. საპირისპირო ინფორმაცია აქვს მსჯავრდებული დეკანოზის ძმას, რომელიც ამბობს, რომ მეუფე იაკობი საპატიმროში დეკანოზს დაემუქრა და გააფრთხილა არაფერი ეთქვა.

    პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს მატროსოვის ციხეში უკვე 2 წელია იხდის. ის სასამართლოს სამივე ინსტანციამ დამნაშავედ ცნო და 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის საქმე ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უკვე გაგზავნეს.

  • პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილის ფონდი დააფუძნა

    {{ARTICLEIMAGE}}
    სალომე ზურაბიშვილის ფონდს ნათელა მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა. საქველმოქმედო ფონდი საგანმანათლებლო, სამეცნიერო პროექტებს დააფინანსებს. ფონდი ასევე იმუშავების ემიგრანტების მიმართულებით და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, გახდნენ შემომწირველებიც. თანხებს კი სპეციალური საბჭო გააკონტროლებს. აღნიშნულ ფონდში უკვე ჩაირიცხა რვაათას 80 ლარი, ეს არის პრეზიდენტის ხელფასი, რომელსაც ზურაბიშვილი ამ ფონდში გადარიცხავს.

  • 850 000 ტანსაცმელში, 425 000 მანქანებში, 2მლნ–ზე მეტი უძრავ ქონებაში. რა დახარჯა 2018 წელს კალაძის ოჯახმა

    {{ARTICLEIMAGE}}იანვრის ბოლოს თბილისის მერმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დეკლარაციაში ოჯახის შემოსავალი, გასავალი, ქონება და ფულადი სახსრებია ასახული. კახა კალაძემ და მისმა მეუღლემ მხოლოდ ტანსაცმელში 2018 წელს 850 000 ლარამდე თანხა დახარჯეს. ამავე წელს კახა კალაძემ შეიძინა 5 ავტომანქანა, მათ შორის ავტომანქანა გაზ 24. სულ ავტომობილების შესაძენად თბილისის მერმა  425 000 ლარამდე დახარჯა. 

    2018 წელს კახა კალაძემ თბილისში, მარო მაყაშვილის ჩიხში 2 ბინა და 3 ავტოფარეხი შეიძინა. ჯამში ეს ყველაფერი 1 943 838 ლარი დაუჯდა.  ხარჯი გაიღო სახლის მშენებლობისთვისაც -400 000 ლარი. საოჯახო ნივთების შესაძენად კი  83 382 ლარი დახარჯა.

    კახა კალაძემ სოლიდური ხარჯები გაიღო შვილის განათლებისთვის, ეზოს კეთილმოწყობისთვის, კომუნალური გადასახადებისთვის და სხვა ხარჯებისთვის. 


    იხილეთ დეკლარაცია სრულად.

  • კალაძე: ვისაც გუნდის დატოვება სურს, კარი ღიაა

    პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის განცხადებას აფასებს. კახა კალაძე ამბობს, რომ პარტიულ დისციპლინას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო ვისაც სურვილი აქვს, დატოვოს გუნდი, კარი ღიაა.

    “პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს – შეუძლებელია, ყველას ყველა თემაზე ერთნაირი მოსაზრება ჰქონდეს. როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი არის ღია – შეუძლიათ, დატოვონ გუნდი”, განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე სოფია 2019-ზე ცნობილია

    ნიკოლოზ ბასილაშვილი სეზონში მესამე ტურნირზე იწყებს თამაშს.  სოფიის ღია პირველობა ATP-ის 250-იანი სერიიდანაა და ქართველი ჩოგბურთელი იქ მე-5 ნომრად არის განთესილი. ბასილაშვილის  მეტოქის ვინაობა დღეს გაირკვა. 5 თებერვალს პირველ წრეში ნიკა გერმანელ დანიელ ბრანდსს დაუპირისპირდება, რომელმაც წარმატებით გაიარა საკვალიფიკაციო ბადე. იგი რანგით 180 ჩოგანი. 

    31 წლის ბრანდსს ბასილაშვილი 5 წლის წინ შეხვდა ორ სეტში – 6:3, 6:3 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის გამარჯვებული მერვედფინალში მოქმედი ჩემპიონის მირზა ბაშიჩისა და მარტინ კლიჟანის  შეხვედრის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

    ქართველი ჩოგბურთელი ამ დროისთვის მსოფლიო რეიტინგში 22 ადგილზე იმყოფება.

  • დუბაიში ახალი ცათამბჯენის მშენებლობა იწყება

    {{ARTICLEIMAGE}}დუბაიში ახალი ცათამბჯენის „ბურჯ ჯუმერას“ მშენებლობა იწყება. შენობა სიმაღლეში 550 მეტრი იქნება და ქვეყნის მმართველის, ემირის შეიჰ მუჰამედის თითის ანაბეჭდის ფორმა ექნება.

    დეველოპერების თქმით, შენობის ფასადი ციფრული დისფლეით იქნება დაფარული, რომელსაც  სხვადასხვა დღესასწაულებზე გამოიყენებენ.

    გეგმის მიხედვით, ცათამბჯენი დუბაიში სხვადასხვა საზოგადოებრივი და კულტურული ღონისძიებების ჩატარების ცენტრი გახდება. იქ გაიმართება აგრეთვე სამხატვრო და სხვა სახის გამოფენები.