Blog

  • ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულ 17 წლის გოგოს პატიმრობა შეეფარდა

    გორის რაიონულმა სასამართლომ ხაშურში, 74 წლის ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 14 წლის გოგოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    დაცვის მხარე გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებული არასრულწლოვანია.

    სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, კომენტარი ბრალდებული გოგოს ადვოკატმა გააკეთა.

    “პროკურატურა შემოვიდა შუამდგომლობით, რომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული. ჩვენ არ დავეთანხმეთ. ჩვენი პოზიცია გირაოს შეფარდება იყო. მოსამართლემ მდგომარეობა თავის შეხედულებით შეაფასა და ამ ეტაპზე, პატიმრობის გამოყენება გადაწყვიტა. რა თქმა უნდა, ბრალდებული ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მოგეხსენებათ, ბავშვია და ემოციების მართვაც კი ვერ შეძლო. მძიმე სურათი იყო”. – თქვა ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2009 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

    დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

    სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო”. – ნათქვამია განცხადებაში.

    ცნობისთვის, მკვლელობა ხაშურის მუნიციპალიტეტში, მინის ქარხნის დასახლების მიმდებარედ, ორი დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

  • რუსეთში, სუროვიკინოს კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს, არის მსხვერპლი

    რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, ქალაქ სუროვიკინოს #19 კოლონიის პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს და მძევლები აიყვანეს.

    ვრცელდება ინფორმაცია 3 ადამიანის დაღუპვის შესახებაც. ვრცელდება ცნობები  5 დაშავებულის შესახებ, მათ შორისაა დაწესებულების ხელმძღვანელი ანდრეი დევიატოვი, სამი თანამშრომელი და ერთი პატიმარი.

    რუსეთის უშიშროების ძალებთან დაახლოებული რამდენიმე ტელეგრამარხი იუწყება, რომ თავდამსხმელებმა გამოაცხადეს თავიანთი კავშირი ISIS-თან. ამასობაში, ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ფორმაში გამოწყობილი რამდენიმე პირი და სისხლიანი ოთახი.

    მძევლები ორ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვენ, ირწმუნება გამოცემა Sapa Kavkaz.

  • დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა – გოცირიძე

    დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა – გოცირიძე

    ”დელეგატების წარდგენა ნიშნავს მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებას შემოვლითი გზით, რაც ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებაა -”ქართულმა ოცნებამ“ მორჩილი, მოღალატე ადამიანების პოლიტიკური კლასი გამოზარდა – მათ პარტია კი არ განაახლეს, არამედ ნაცადი, ყველაფერზე წამსვლელი, მონა-მორჩილი ადამიანები წარმოგვიდგინეს! [….]ქართულ ოცნებას“ ძველი რეგიონალურ-ფეოდალური სისტემის შენარჩუნება სურს. ეს ის სისტემაა, როდესაც ფულიანი პირები მოსყიდვითა თუ სხვადასხვა გავლენით დეპუტატის მანდატს ინარჩუნებენ, ხოლო შემდეგ პარლამენტში უტყვ, მდუმარე დეპუტატთა სიაში ეწერებიან“,

    ასე აფასებს მმართველი პარტიის მიერ 26 ოქტომბრის არჩევნებში დელეგატებად წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი რომან გოცირიძე.

  • ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს გვიანი საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

    მათი ცნობით, ასევე შესაძლებელია, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვაც დაფიქსირდეს.

    23 აგვისტოს გვიან საღამოდან 24 აგვისტოს დღის ბოლომდე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში და მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.

    მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო),“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • დავით ქაცარავას პარტია “ჩვენ” საარჩევნო პროცესში ერთვება

    ანტი-საოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური პარტია, ჩვენ  რამდენიმე დღის წინ დააარსა, რამდენიმე წუთის წინ კი თანაგუნდელები წარადგინა.

    დავით ქაცარავას თანაგუნდელები არიან  პიარ მენეჯერი ხატია ბაკურაძე, მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიშიკო რამიშვილი, პოლიტიკური მეცნიერების ლექტორი გიგიშა პატარიძე და ა.შ.

    “ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებს რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ” – განაცხადა დავით ქაცარავამ.

  • პარტიების აკრძალვას არ ვაპირებთ, საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე – კალაძე

    პარტიების აკრძალვას არ ვაპირებთ, საუბარია კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე – კალაძე

    ქართული ოცნება არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც თქვენ ციტირებთ. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. აქ საუბარია იმ კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ვისი დაკვეთით კეთდებოდა ეს, ცხადი უნდა გახდეს ყველასთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.

    ამ უგუნური ქმედებით, რომელიც, მგონია, რომ ნაკარნახევი იყო გარედან, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი გმირი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა, დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი და ნებისმიერი ქართველი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ გააჩეროთ და კითხოთ, რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, გეტყვის, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. ამ უგუნურ ქმედებებს და ბოროტებას, რაც იყო ჩადენილი, სჭირდება შესაბამისი გამოძიება, სჭირდება პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი.

    თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე.

  • მოლდოვის პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიულია, იგივე მოხდება საქართველოშიც – კობახიძე

    მოლდოვის პარლამენტი ფაქტობრივად ერთპარტიულია, იგივე მოხდება საქართველოშიც – კობახიძე

    “მანდატების გაუქმება შეუძლია მარტო საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის წევრობა…პარლამენტი დარჩება დემოკრატიულად არჩეული, სადაც ქართულ ოცნებას ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის მნიშვნელოვანი.[…] მოლდოვის პარლამენტი დღეს ფაქტობრივად ერთპარტიულია, მაგრამ არავინ არ საუბრობს ამაზე, არაფერი არ ხდება ასეთ დროს, მოლდოვის პარლამენტი არის ფაქტობრივად ერთპარტიული მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს, იგივე მოხდება საქართველოშიც. ერთი და. იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც საქართველოში ისე მოლდოვაში და უკრაინაში”.

    აცხადებს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.

  • ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიის თბილისის დელეგატები წარადგინა

    პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ის 8 დელეგატი წარადგინა, რომლებიც პარტიას თბილისში წარმოადგენენ. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს დელეგატები ქართული ოცნების პროპორციულ სიაში, ე.წ. გამსვლელ ადგილებზე იქნებიან წარმოდგენილი.

    სია:

    • დიდუბე-ჩუღურეთი – გია ვოლსკი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
    • მთაწმინდა-კრწანისი – დავით კაჭარავა, პარლამენტის დეპუტატი
    • ვაკე – ზუკა რურუა, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ნაკრების მცველი
    • საბურთალო – აკაკი ალადაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი
    • ნაძალადევი – ირაკლი ხელაძე, თბილისის საკრებულოს წევრი
    • გლდანი – ლადო ბოჟაძე, თბილისის საკრებულოს წევრი
    • ისანი – ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის მოქმედი გამგებელი
    • სამგორი – ვარლამ ლიპარტელიანი, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი

    რამდენიმე დღის წინ ქართულმა ოცნებამ პროპორციული დელეგატების ნაწილი რეგიონებში წარადგინა. რეგიონში ოცნების დელეგატები იქნებიან:

    სია:

    • გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყარო – დავით სონღულაშვილი
    • თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხი – ირაკლი ქადაგიშვილი
    • რუსთავი და გარდაბნის სოფლები – ირაკლი შატაკიშვილი,
    • მარნეული-გარდაბანი – ზაურ დარგალი
    • ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკი – დავით შერაზადიშვილი (ბოლნისის მოქმედი მერი)
    • ახალციხე-ბორჯომი-ასპინძა-ადიგენი – ანტონ ობოლაშვილი
    • ახალქალაქი-ნინოწმინდა – სამველ მანუკიანი
    • მცხეთა-მთიანეთი – დიმიტრი ხუნდაძე
    • გორი-კასპი – ლადო ხინჩეგაშვილი (გორის მოქმედი მერი)
    • ხაშური-ქარელი – ზაზა დუგლაძე
    • ქუთაისი – ზაზა ლომინაძე
    • წყალტუბო-სამტრედია-ვანი-ხონი – გივი ჭიჭინაძე
    • საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაული – პაატა კვიჟინაძე
    • ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბული – ზვიად შალამბერიძე, (მოქმედი გუბერნატორი)
    • ზუგდიდი – დათო კოდუა (გუბერნატორის ყოფილი მოადგილე)
    • ფოთი-ხობი-სენაკში – გიორგი ხახუბია
    • მარტვილი-აბაშა-წალენჯიხა-ჩხოროწყუ – ილია ინჯია (ბიზნესმენი).
    • ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაური – ვასიკო ჩიგოგიძე
    • რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთში – გოჩა ენუქიძე
    • ბათუმი – არჩილ ბერიძე, (ალილოს სოლისტი)
    • ქობულეთი – გია ჭყონია, (ბიზნესმენი)
    • ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულო – ანზორ ბოლქვაძე.
  • დავაკავეთ მოქალაქე, ლამინირებული 100-ლარიანებით კრიპტოსაფულეზე – 30 900 ჩაირიცხა – შსს

    დავაკავეთ მოქალაქე, ლამინირებული 100-ლარიანებით კრიპტოსაფულეზე – 30 900 ჩაირიცხა – შსს

    დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე რ.პ დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100-ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფულეზე – ჯამში 30 900 ლარი ჩარიცხა” – წერია შსს-ის განცხადებაში.

    დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობის მთავარი გარანტია – იონათამიშვილი

    ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობის მთავარი გარანტი. შესაბამისად, ჩვენ ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია და განსაკუთრებით მათი მფარველები და პატრონები ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ ერთად დაისახეს მიზნად, რომ ჩვენი ქვეყანა გაანადგურონ. შესაბამისად, რასაკვირველია, უსაფრთხოების ზომები გარანტირებული და მაქსიმალურად დაცული იქნება, ვინაიდან პირველ რიგში, ეს დღეს საქართველოსთვისაა საჭირო – რადგან, ეს ადამიანები დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტად სწორედაც რომ მშვიდობასა და კეთილდღეობას ებრძვიან.

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა.