Blog

  • საფრანგეთის ელჩი: “TBC ბანკის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები უცნაურია ნამდვილად

    საქართველოში საფრანგეთის ელჩისთვის “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები გარკვეულ კითხვებს ბადებს.

    პასკალ მენიეს შეფასებით, ბანკის გარშემო შექმნილი ვითარება უცნაურია.  

    “ასეთი რამ ჩემთვის წარსულთან ასოცირდება. ეს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზეა დალისტული და მას ასევე უცხოელი აქციონერები ჰყავს; ამ ბანკის მიმართ მენეჯმენტის კუთხით ყველაფერი წესრიგშია. შესაძლოა, რაიმე არასწორი მომხდარიყო 10 წელზე მეტი ხნის წინ, თუმცა ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ საკითხით დაინტერესება ახლა, ამდენი ხნის შემდეგ და არა – მანამდე“, განაცხადა ფრანგმა დიპლომატმა.

  • სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა – დავა ტერმინების გარშემო

    სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში – ადამიანის უფლებების კომიტეტში, სადაც სხვადასხვა ნაციონალისტური ჯგუფი ანტიდისკრიმინაციული და სხვა კანონებიდან ტერმინების: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ამოღებას ითხოვენ. კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ერთ-ერთ გამომსვლელს მოუწოდა, სიძულვილის ენა არ გამოეყენებინა.

  • ქართველმა დეპუტატმა ბაქოში 600 ევროდ იმღერა

    დეპუტატმა, ზაზა ხუციშვილმა, ბაქოსა და თბილისში სიმღერით 2018 წელს დაახლოებით 6 200 ლარი იშოვა. ბაქოში ერთი კონცერტისთვის მიღებულმა ჰონორარმა 600 ევრო შეადგინა; თბილისში კი მას 2 320​ ლარი გადაუხადეს “ჰარდ როკ კაფემ” და ფაბ “ნალში”. ამ კლუბებში დეპუტატი გასულ წლებშიც უკრავდა.

    2018 წლის დეკლარაციის მიხედვით, 2017 წელს მან თბილისში დაკვრისთვის 5 466 ლარი მიიღო. ამავე დეკლარაციაში აღრიცხულია ბაქოში ჩატარებული კიდევ ერთი კონცერტი, ასევე 600-ევროიანი ჰონორარით. 2017 წელს კონცერტებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 7 200 ლარი შეადგინა. ამ წელს დეპუტატმა 827,46 ლარიც მიიღო, როგორც საავტორო ჰონორარი.

    2017 წლის დეკლარაციის თანახმად, 2016 წელს მუსიკოსი დეპუტატი მხოლოდ “ჰარდ როკ კაფეში” უკრავდა და ამ საქმიანობით მან 1 200 ლარი მიიღო. ამავე წელს ის იყო რადიოგადაცემის წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამისათვის მას 6 300 ლარი გადაუხადეს.

    ზაზა ხუციშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. ის მაჟორიტარ დეპუტატად ვაკის მესამე ოლქში აირჩიეს.

    ზაზა ხუციშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც 2017 წელს მოხვდნენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშში.

    ეს ანგარიში დეპუტატების არადეკლარირებულ ქონებას, ბიზნესკავშირებსა და დეპუტატობასთან შეუთავსებელ საქმიანობას შეეხებოდა. ანგარიშის მიხედვით, ზაზა ხუციშვილს დეკლარაციაში არ ჰქონდა შეტანილი ბინა მოსაშვილის ქუჩაზე (170 კვ. მეტრი).

    მოგვიანებით, საჯარო სამსახურის ბიურომ დაადასტურა, რომ არასრული იყო 59 დეპუტატის დეკლარაციები. მათ შორის იყო ზაზა ხუციშვილიც.

  • ყველაზე მეტად ეშინიათ იმის, რომ ჩვენ ცივილიზებულად ვამარცხებთ – გრიგოლ ვაშაძე ლიეჟში ემიგრანტებთან

    ბელგიაში, ქალაქ ლიჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს შეხვდა, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გრიგოლ ვაშაძეც ჩავიდა. მან კონგრესის სასახლის დარბზში შეკრებილ ემიგრანტებს სიტყვით მიმართა, არჩევნებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველა ფორმას გამოიყენებს ხელისუფლების ცივილიზერბულად შესაცვლელად. „მათ ყველაზ მეტად ეშინიათ იმის, რომ ცივილიზებულად ვამარცხებთ, თუ საჭირო გახდება საყოველტაო გაფიცვასაც გამოვიყენებთ“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ

  • ხოშარაულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს

    ხოშარაულის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით ქალს ჭრილობები საკუთარმა მეუღლემ მიაყენა. დაშავებული ამჟამად ღუდუშაულის კლინიკაშია გადაყვანილი.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს

  • კობახიძე “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხეზე

    ეკა ბესელიას საკანონმდებლო ინიციატივას საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე აფასებს და ამბობს, რომ ჯერ სიღრმეებშია ჩასახედი – ხომ არ გამოიწვევს ეს პროექტი სასამართლოებში საქმეების გაჭიანურებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს.
    ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტი და მისი ინიციატორი დეპუტატები გუნდის დაყოფის საფუძველი არ არის. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით, პოზიცია სუბიექტური ინტერესების გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს. მისივე თქმით, სამუშაო პროცესი რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდება და იგი ჯანსაღი და სტრუქტურირებული იქნება.
    “სასამართლოსთან დაკავშირებით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი პოზიცია, რომელიც ესაჭიროება ქვეყანას და ეს პოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს სუბიექტური ინტერესების გარეშე. ეს არისმთავარი. ამაზე ვიმუშავებთ მომდევნო თვეების განმავლობაშიც. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ გვაქვს მისაღები კანონი. ამ კანონის მიღებას დასჭირდება მინიმუმ ერთი თვე და შეიძლება ორი თვეც. ამის შემდეგ, თვითონ ამ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, თვითონ კანდიდატების წარდგენას და განხილვას და მათ არჩევას დასჭირდება დაახლოებით ორი თვე. ანუ საუბარია, ოთხ თვიან პროცესზე, ძალიან ჯანსაღ სტრუქტურირებულ პროცესზე და ამ პროცესს ყველა ერთად უნდა დავაკვირდეთ. ამ პროცესის მონაწილე უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი. ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება ქვეყნას. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და ამ პრინციპით თუ ვიმოქმედებთ თითოეული ჩვენგანი, ამ შემთხვევაში არავითარი პრობლემა არ შეიქმნება”,განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
    ირაკლი კობახიძეს “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხეზეც კითხეს – მისი თქმით, ასეთი საფრთხე არ არსებობს და თუკი ყველა გვერდზე გადადებს სუბიექტურ ინტერესებს, ყველაფერი კარგად იქნება. სასამართლოსთან დაკავშირებული თემით სპეკულირება კი კობახიძის განცხადებით, არასწორია.
    ჟურნალისტებთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მოსამართლეთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებზე და ეს პროცესი საზოგადოების თვალწინ წარიმართება.
    “რაც შეეხება, სასამართლოს საკითხს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე დღეში სიისწარმოდგენიდან მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ საგაზაფხულო სესიაზეგადაიდებოდა ამ საკითხის განხილვა. მანამდე დავდეთ პირობა, რომ შემუშავდებოდაპროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე იქნებოდა განხილული უკვე ახალი სია,რომელსაც წარმოადგენდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ,რომ არის ერთგვარი ქარიშხალი ჭიქაში, არაფერი არ ხდება ცუდი. პირიქით, ყველაფერიწარიმართება კარგად. ვმუშაობთ პროცედურაზე, კრიტერიუმებზე. ამის საფუძველზე იქნებაწარმოდგენილი განახლებული სია. ეს ყველაფერი წარიმართება საზოგადოების თვალწინ,დაკვირვების ქვეშ და შესაბამისად, ყველამ მშვიდად უნდა უყუროს პროცესს. ასეთ დროს,ბუნებრივია, არასწორია სპეკულირება იმ თემით, რომელიც უკავშირდება სასამართლოს,იმიტომ, რომ ყველაფერს ვაკეთებთ ისე, როგორც საქმეს სჭირდება”,განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
    მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე არ არსებობს და გუნდი არის ერთიანი. “ქართული ოცნების” დაშლის საფრთხე არ არსებობს. ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ეს ცალსახადშეიძლება ითქვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ყველა გადადებს გვერდით სუბიექტურინტერესებს, ამ შემთხვევაში ყველა იქნება ერთიანი გუნდის წევრი. გუნდის ერთიანობას,ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე, კონკრეტული ერთი ორი დეპუტატი, სამიდეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება კონკრეტულდეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ რაც შეეხება გუნდისერთიანობას, ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
    ელოდება თუ არა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას მიერ ახალი ფრაქციის შექმნას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუნდი ერთიანობაზე მუშაობს და სწორედ ესაა ამოცანაც.
  • სააკაშვილი: ივანიშვილმა გააოცა ევროპა გამოგზავნილი ნარკომანებით, მოჭიდავეებით, ტიტუშკებით

    მიხეილ სააკაშვილი ბელგიის ქალაქ ლიეჟში გუშინ ჩასულ ქართველ ემიგრანტებს მადლობას უხდის და ამბობს, რომ ემიგრანტებთან შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს ბევრი მოქალაქე იმყოფება. საააკშვილი კონგრესის სასახლესთან მომხდარ ინციდენტებსაც ეხმაურება აცხადებს, რომ ივანიშვილმა ევროპა გააოცა ნარკმანებით, მოჭიდავეებითა და ტიტუშკებით. „ერთ მხარეს არის ჭკვიანი, ნათელი ხალხი, მეორე მხარეს არის სრული კატასტროფა“- ამბობს საააკაშვილი ფაისბუქლაივში

    {{VIDEO}}

  • ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას იურისტობას უწუნებს

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, რომელიც პარლამენტში მოსამართლეთა კლანის ლობისტად სახელდება, ეკა ბესელიას იურისტობას უწუნებს და საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე მის საკანონმდებლო ინიციატივას აკრიტიკებს. ამობს, რომ ბესელიას ინიციატივა ანტიკონსტიტუციურია და არცერთი თავმოყვარე იურისტი მას ხელს არ მოაწერს.
    ზარდიაშვილმა დღეს კომენტარი გააკეთა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზეც , რომ ის პარლამენტში მოსამართლეთა კლანის ლობია. ზარდიაშვილმა ამ მოსაზრებას ბესელიას სუბიექტური ხედვა და ინტერესი უწოდა. უმრავლესობაში არსებულ განხეთქილებაზე კი თქვა, რომ გუნდის შიგნით საუბრები ვიღაცეებს ჟურნალისტებამდე მახინჯი ფორმით მიაქვთ.
    “თქვენ გაქვთ 1%იანი ინფორმაცია რაც იქ მოხდა, ვიღაცის ინტერესშია ამ მახინჯი ფორმით გამოვიდეს ინფორმაცია. ეს არის თითქმის შეუძლებელი, ვინც იცნობს კონსტიტუციას, სამართლებრივ ჩარჩოებს, აუცილებლად ის ადამიანი ამოიკითხავს, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური ბრალდებები და ცილისწამება და არა რაიმე სამართლებრივად შესაძლებელი ფუნქცია ან შესაძლებლობა,“ – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
    ვანო ზარდიაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრების გავრცელებაზეც ისაუბრა და მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო.
    “ფარულ ჩანაწერებს რაც შეეხება, ვადასტურებ, რომ ეს არის ძალიან ამორალური საქციელი, მისი გადამღებიც, გამავრცელებელიც, ჩემი აზრით იმსახურებს უმკაცრეს სასჯელი, შესაბამისად ამ საკითხზე კომენტირება იქნება ზედმეტი ჩემი მხრიდან. პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად, მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად მოვითხოვ ამ გამოძიების დასრულებას და შესაბამისად ყველა ერთად ვნახავთ ამ გამოძიების შედეგებს,“-განაცხადა ზარდიაშვილმა.
  • არასამთავრობოები პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებენ

    არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს და დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

    “ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები დეკანოზი გიორგი მამალაძის სისხლის სამართლის საქმეს ვეხმიანებით და სამართლიანი სასამართლოს უფლების ფუნდამენტური სტანდარტების დარღვევაზე ვუთითებთ და საქართველოს პრეზიდენტის მისი შეწყალებისკენ მოვუწოდებთ.

    საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი განაჩენები და მსჯავრდებული პირისა და მისი ადვოკატების ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ საქმეში დაირღვა არსებითი ხასიათის პროცესუალური და მატერიალურ-სამართლებრივი სტანდარტები, მათ შორის:
    • საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების მოპოვება კანონის მოთხოვნებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების უხეში დარღვევით განხორციელდა, რამაც საქმის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების (დანაშაულის საგნის) ვალიდურობა და სანდოობა ეჭვს ქვეშ დააყენა. კერძოდ, გ. მამალაძის დაკავება განხორციელდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მას შემდეგ რაც მან საპასპორტო კონტროლი გაიარა და ბარგი ჩააბარა. საგამოძიებო ორგანოს მიერ ბარგის ამოღება მსჯავრდებულის დაუსწრებლად, ვიდეოგადაღების გარეშე განხორციელდა და ბარგი მას დაკავებიდან დაახლოებით ცხრა საათის შემდგომ წარედგინა. საქმის მთავარი და ძირითადი მტკიცებულების ამ პირობებში და წესით ამოღება განაჩენის კანონიერების საკითხს არსებითად სადავოს ხდის.
    • საქმის განხილვის დროს არსებითად დაირღვა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. განაჩენებში სასამართლო ღიად უთითებს დაცვის მხარის ვალდებულებაზე გამამართლებელი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობის შესახებ, მაშინ როცა კანონი სწორედ ბრალდების მხარეს (პროკურატურას) აკისრებს მტკიცების ტვირთს. სასამართლო გ. მამალაძის საქმეში სრულად აიგნორებს ბრალდების ტვირთის განაწილების აღნიშნულ პრინციპს და ნაცვლად იმისა, რომ შეაფასოს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის ბრალეულობას, მსჯელობას იმის თაობაზე, წარადგინა თუ არა დაცვის მხარემ გამამართლებელი მტკიცებულებები.
    • საქმის განხილვის პროცესში დაირღვა სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი, რამაც საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის შესაძლებლობა არსებითად შეამცირა. კერძოდ, ორივე ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად და კანონით გაუთვალისწინებელი გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სხდომის დახურვის გადაწყვეტილება. ამასთან ერთად, გ. მამალაძის ადვოკატებს პროკურატურამ გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე შეუზღუდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, გაუხმაუროებლობის პირობის ჩამორთმევით.
    • პროცესუალური დარღვევების მიღმა პრობლემურია გ. მამალაძისთვის წარდგენილი და სასამართლოს მიერ დადასტურებული ბრალდების სამართლებრივი შეფასების და კვალიფიკაციის საკითხი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად „დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა“. დანაშაულის პირობებში მოიაზრება მათ შორის ,,ინფორმაციის მოძიება, დანაშაულებრივი ქმედების განზრახვა და სხვა. მნიშვნელოვანია რომ კანონმდებელი აქცენტს პირობების და არა პირობის შექმნაზე აკეთებს, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული კვალიფიკაციისთვის აუცილებელად უნდა დგინდებოდეს ყველა პირობის არსებობა. გ. მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენები კი ყურადღებას არა პირობებზე, არამდე ერთ პირობაზე ამახვილებს, კერძოდ, განაჩენები ეყრდნობა გ. მამალაძის მიერ ინტერნეტის საშუალებით დანაშაულის საგნის შესახებ ინფორმაციის მოძიებას და არ ასაბუთებს დანაშაულის მომზადებისთვის აუცილებელი ელემენტის – განზრახვის არსებობას.
    • პირველივე დღეებიდან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა მხრიდან, რამაც განაჩენის გამოტანამდე შექმნა საზოგადოებრივი წინასწარი განწყობა დეკანოზის დამნაშავეობასთან დაკავშირებით.
    ზემოთ აღნიშნული დარღვევების გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე მიღებული განაჩენები არ აკმაყოფილებს დასაბუთებული გადაწყვეტილების სტანდარტს. საქმეზე არსებითი და გადამწყვეტი ხასიათის მტკიცებულება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტის დარღვევით არის მოპოვებული, რაც მთლიანობაში გ. მამალაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაზე უთითებს.
    სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ობიექტურობა განსაკუთრებით სწორედ პოლიტიკური ინტერესის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებით იზომება, სამწუხაროდ, სამწუხაროა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა დეკანოზის საქმეზე მიუკერძოებლობის და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობის ეს ტესტი ვერ ჩააბარეს. ამ პირობებში ხელმომწერი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია დეკანოზი გიორგი მამალაძის მიმართ პრეზიდენტმა შეწყალების კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენოს და უსამართლო მართლმსაჯულების მძიმე შედეგებისა და უფლების დარღვევების აღმოფხვრა ამ გზით უზრუნველყოს. “

    ხელმომწერი ორგანიზაციები:


    ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
    კონსტიტუციის 42-ე მუხლი
    ადამიანის უფლებათა ცენტრი
    ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო (TI)
    პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)