თბილისი მერის განცხადებით, „თიბისი ბანკის“ საქმეს არანაირი კავშირი არ აქვს ანაკლიის პროექტთან. კახი კალაძე ამ საქმესთან დაკავშირებით ვერც საპარლამენტო საგამოძიებო კიმისიის შექმნის აუცილებლობას ხედავს .
Blog
-
“აღვირახსნილი ტყუილების ტირაჟირება“– კოკა ყანდიაშვილი რუსთავი2–ს პასუხობს
ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი, რომელიც რუსთავი 2–ის ინფორმაციით რუსთაველის 12 ნომერში მდებარე სახელისუფლო ტროლების ფაბრიკას ხელმძღვანელობდა, ტელეკომპანიის ეთერში, შაბათის კურიერში გასულ რეპორტაჟს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პასუხობს.ის ადასტურებს, რომ რუსთაველის 12–ში ოფისი მართლაც იქირავა, თუმცა მისი განცხადებით იქ მისი ტურისტული სააგენტო მუშაობდა, შემდეგ სტუდია, ახლო მომავალში კი მისი ონლაინ გამოცემის რედაქცია განთავსდება.კოკა ყანდიაშვილის სტატუსი:“რუსთავი 2-ის სიუჟეტი კლასიკური მაგალითია, “ბოტობის”, “ტროლობის”, ცილისწამების, ბოღმისა და ღვარძლის, აღვირახსნილი ტყუილის ტირაჟირების, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მარიამ გაფრინდაშვილისგან კი, ისედაც არაფერი მიკვირს – სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიის რეალური ტროლია და არა ჟურნალისტი.
* მერამდენედ ცდილობთ ჩემს მოკვლას – თუ დაგითვლიათ? Rustavi 2* თი ბი სი ბანკთან არასდროს მქონია პრობლემა. 30 წელზე მეტია პირადად ვიცნობ მამუკასაც, ბადრისაც, ვახოსაც და პაატასაც – ამიტომ, ოდესმე, რაიმე კითხვა რომ გაჩენილიყო აუცილებლად ვიქნებოდი საქმის კურსში.* ათეულობით პოსტი დაგიწერიათ ჩემზე თქვე უსაქმურებო – ნათელაშვილ-კილაძე-ჩარკვიანებო ყველას ვერ ჩამოგთვლით…. შალიკომ ისე გაუბერა, რომ ასლან აბაშიძის მკვლელობის მცდელობაც კი დამაბრალა, “ლაზერული წამლებით”.• ახლა კი მოკლედ იმის შესახებ რა “ფაბრიკის” დირექტორი ვარ.კადრები, რომელსაც რუსთავი 2 გაჩვენებთ – ნამდვილად ჩვენი ოფისია, რომელშიც არაერთი ცნობილი სახე, მსახიობი, რეჟისორი თუ უბრალოდ გამოჩენილი ადამიანია ნამყოფი, მათ შორის რ2-ის სახეებიც. სწორედ ამ ოფისს ვამზადებთ, ახლახანს შევიძინეთ ახალი სავარძლები, მაგიდები 6-ში დაგვიმზადეს და მოგვიტანეს, (კადრებში კარგად ჩანს, რომ ყველაფერი ახალია) კარადები კი 15-ში იქნება. სარედაქციო ჯგუფი სრულად არაა ჩამოყალიბებული, ჯერ სულ რამდენიმე თანამშრომელი ვართ და ოფისის გამართვამდე სახლიდან ვმუშაობთ. რუსთავი2-ის მიერ გამოქვეყნებულ სიაში – (ეტყობა გამორჩათ) მეც კი არ ვარ ჩაწერილი.იმედი მაქვს, ძალიან მალე მოგიწვევთ ამ პროექტის პრეზენტაციაზე. (მანამდე შეგიძლიათ ნახოთ და შეგვიფასოთ ჩვენი ახალი მულტიმედია პორტალი,რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს). espersona.ge 2015 წელს ვიქირავეთ ერთ-ერთი ოფისი რუსთაველის 12-ში.ჯერ ტურისტული სააგენტო – Georgia OK შევქმენით.შემდეგ სტუდია, რომელიც რამდენიმე სერიალზე და ტელეპროექტზე მუშაობდა.• 2018 წელს გადავწყვიტეთ, მეგობრებთან ერთად, ახალი მულტიმედია კომპანია დაგვეფუძნებინა. პირველი და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი სააგენტო “ეS-პერსონაა”, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით ასეულობით ცნობილ ადამიანს, მათ შორის რ2-ის ჟურნალისტებსა და პროდიუსერებსაც დავუგზავნეთ, მაგრამ რუსთავი 2 რისი რუსთავი 2-ია, ჩვენი ოფისისთვის “ტროლების ფაბრიკა”, ხოლო თანამშრომლისთვის “ტროლები” არ დაერქმიათ.• რაც შეეხება სააკაშვილის სტატუსს, ეს არის იმის დამადასტურებელი თუ რამდენად სწორად მივლია დღემდე, ცხოვრების გზაზე. რა გასაკვირია, რომ ჩემზე დიდი ნაძირალა მას ცხოვრებაში არ შეხვედრია, არც კი იცნობს – მერაბიშვილს, ახალაიებს, ადეიშვილსა თუ, მეგის ქარდავას…. აქვე დავაზუსტებ – სანამ პირში სული მიდგას, მიშა სააკაშვილო – არ მოგასვენებ! და როგორც ღიად გებრძოდი 2003 წლიდან – ისე გავაგრძელებ მომავალშიც!ყველაზე საცოდაობა ისაა, რომ ის ადამიანები, ვინც საქართველოში პროფესია ჟურნალისტი გააუქმეს, აკრძალეს და პროკურორი გვარამია გახადეს, სიმართლისა და ქართული ჟურნალისტიკის სიმბოლო – საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, პარტიული საჭიროებისამებრ მიაწებონ სამარცხვინო იარლიყები სხვებს. “ტროლები” და “გნომები” თქვენსკენ მოიკითხეთ, ჟურნალისტის მანტიას ამოფარებულო ნაძირლებო, რომლებიც თავს ყველაფრის უფლებას აძლევთ! ჯერ იყო და “კგბ-ის” გენერალი გამხადეთ, შემდეგ ჯიჰადის ვიდეოები, მაესტროსა და საზმაუს შეჭმა ჟიჟილაშვილიანად, ახლა “ქართული ოცნების” პრეს/პიარ სამსახურის უფროსობა, ლაზერული ტაბლეტები და “ტროლების ფაბრიკა” – ჰკითხეთ მიშას, მის მახინჯ ფანტაზიებში, რა იქნება შემდეგი?ბოლოს კი, მინდა დიდი სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენს გუნდში არიან ახალგაზრდა, მოტივირებული და უნიჭიერესი ადამიანები, ვისთვისაც ამოსავალი წერტილი წესიერება, პატიოსნება და ჟურნალისტური პრინციპებია! რაც თქვენთვის საერთოდ არარსებული, უცხო – საშიში ხილია!• მედიას კი თხოვნით მოგმართავთ, 14-ში ვბრუნდები თბილისში და მზად ვარ გესტუმროთ ყველა იმ ეთერში, რომელიც ამ საკითხითაა დაინტერესებული“– წერს კოკა ყანდიაშვილი. -
პარლამენტში მოსამართლეთა შერჩევის წესის შესახებ ორი კანონპროექტი დარეგისტრირდა
როგორი უნდა იყოს უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების შერჩევის წესი – პარლამენტში დღეს ორი ალტერნატიული კანონპროექტი დარეგისტრირდა. პირველი პროექტის ავტორი მმართველი ძალა, კერძოდ კი ირაკლი კობახიძეა. მეორე კანონპროექტი კი ქართული ოცნებიდან წამოსულ ეკა ბესელიასა და მის თანამოაზრეებს ეკუთვნით. ქართულმა ოცნებამ უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეების შერჩევის ამერიკული მოდელი შეარჩია. პარტიაში ამბობენ, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება. ირაკლი კობახიძის ავტორობით მომზადებულ პროექტით 18 მოსამართლის შერჩევა ხუთ ეტაპად წარიმართება. პროცესი იუსტიციის საბჭოში დაიწყება და კანდიდატებს პარლამენტი დაამტკიცებს.საკუთარი კანონპროექტის მხარდაჭერის იმედი აქვს ეკა ბესელიას, რომელმაც ქართული ოცნება სწორედ მოსამართლეების თემაზე არსებული დაპისპირების გამო დატოვა. ამბობს, რომ მისი ინიციატივა პროგრესულია. ბესელიას კანონპრექტშიც მოსამართლებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს, თუმცა კანდიდატების მხარდასაჭერად საჭიროა საბჭოს არამოსამართლე წევრების მხარდაჭერაც. ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში ინაცვლებს. დაუჭრს თუ არა მხარს ბესელიას პროექტს ოპოზიცია, ჯერ არ არის ცნობილი, საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტს კი ოპოზიციის მხარდაჭერა ნამდვილად არ ექნება. ამბობენ, რომ ცვლილებები ფასადურია და მისი მთავარი მიზანი მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის გაძლიერებაა. ევროპულ საქართველოს კი მოსამართლეთა დანიშვნის წესის ალეტრანტიული კანონპრექტი აქვს. ირაკლი კობახიძისა და ეკა ბესელიას კანონპროექტებს არ ექნება დამოუკიდებელი დეპუტატის – დავით ჭიჭინაძის მხარდაჭერა. ჭიჭინაძე, რომელიც ეკა ბესელიას თანამოაზრედ განიხილებოდა დღეს ამბობს, რომ ორივე პროექტში მოსამართლეთა კანდიდატებს კვლავ იუსტიციის საბჭო არჩვეს რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. -
ტელეკომპანია იბერიას 18 ჟურნალისტის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ტელეკომპანია “იბერია”-ს 18 ჟურნალისტის სარჩელი, რომლებიც ტელეკომპანიის მოულოდნელი დახურვის და ხელშეკრულების გაუფრთხილებლად შეწყვეტის გამო კომპენსაციას ითხოვდნენ.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შრომის კოდექსი 2 თვიან კომპენსაციას, 1 კვირის სახელფასო დავალიანებას და 0,07% პირგასამტეხლოს ითვალისწინებდა.
ამ დრომდე სასამართლოს განხილვაშია კიდევ 11 ჟურნალისტის სარჩელი, მათ შორის არიან ტელეკომპანია “იბერიას” რეგიონული ჟურნალისტები.
ყოფილ თანამშრომლებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” უწევს.
ტელეკომპანია “იბერია“ გასული წლის ოქტომბერში დაიხურა. დახურვამდე ტელეკომპანიის მფლობელი და თანამშრომლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებამ ომეგა ჯგუფზე ფინანსური ზეწოლით ტელეკომპანიის არსებობას შეუქმნა საფრთხე.
-
ბაკურიანში თხილამურით სრიალში საბავშვო შეჯიბრი გაიმართა
ბაკურიანში თხილამურით სრიალში საბავშვო შეჯიბრი გაიმართა.შეჯიბრში მონაწილეობა 10-დან 13 წლამდე ბავშვებმა მიიღეს.ღონისძიება ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა და 65 ბავშვი მონაწილეობდა აქედან კი რვა სპორტსკოლის მოსწავლე იყო.დაჯილდოვდა 18 ბავშვი, რომელებსაც საჩუქრად სამახსოვრო სიგელები და სათხილამურო ატრიბუტები გადაეცათ.
{{ARTICLEIMAGE}}
სპორტსკოლა „Ikiski/იკისკის” გადაეცა სპეციალური ჯილდო გუნდური თამაშისთვის, რომლის აღსაზრდელებმაც ყველაზე მეტი მედალი მიიღეს.
გამარჯვებულები გოგონები არიან:1. ანასტასია ახალკაცი; 2. კესო ლაპიაშვილი; 3. მაშო გამცემლიძე.
გამარჯვებული ბიჭები არიან: 1.ნიკალა ხაფავა; 2. ალექსანდრე როყვა; 3. გიორგი დიაკონოვი.
-
ელისო კილაძე კახა კალაძეზე შეტევას აანონსებს
გაზეთ ქრონიკა+ –ის რედაქტორი, ელისო კილაძე ფეისბუქზე ვრცელ სტატუსს უძღვნის კვირიკაშვილი–ხაზარაძე–ივანიშვილის ურთიერთობებს და კულუარულ პროცესებს. მისი აზრით ხაზარაძესთან დაკავშირებული პროცესი ივანიშვილის შურისძიებაა იმის გამო, რომ მან კვირიკაშვილთან ერთად პოლიტიკური თამაში და მნიშვნელოვანი გავლენის მოპოვება სცადა. ელისო კილაძის აზრით რიგში შემდეგი კახა კალაძეა, რომელიც მისი თქმით 2018 წლის მაისის აქციების უკან იდგა და გიორგი გახარიას ებრძოდა.
გთავაზობთ სტატუსს სრულად:
“პრემიერობის ბოლო წელს კვირიკაშვილი შეეცადა ბოლომდე გაეკონტროლებია სიტუაცია და დაიწყო პარტია “ქართული ოცნების ” ვერტიკალის დალაგება(პარტიის თავმჯდომარეები გახდნენ მერები )
გეგმა იყო მარტივი:
კვირიკაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატი,პრემიერ-მინისტრი მამუკა ხაზარაძე.( უცხოეთში ვიზიტებისას,რომელსაც ხაზარაძის ლობისტები უწყობდნენ,პრემიერი უკვე ღიად საუბრობდა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე).
შს მინისტრი ბალასტი მღებრიშვილიც მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობდა თავს კვირიკაშვილის ფრთებქვეშ (კახელების კარტელი მიაყიდა )
ამ ჯგუფისთვის სრულიად მოულოდნელად,ივანიშვილი ორ მინისტრს ცვლის-შს მინისტრად ნიშნავს გიორგი გახარიას,კაბინეტში შეყავს მამუკა ბახტაძე ( ჩემს გარდა ორმა კაცმა იცის ამ საკადრო ცვლილების რეალური მიზეზი)იწყება დიდი წინააღმდეგობა ხელისუფლების შიგნით-კვირიკაშვილი ხვდება რომ გეგმა აერია.საჭიროა მოქმედება.
13-14 მაისი ,რუსთაველზე “თეთრი ხმაურის” მიტინგი იყო კვირიკაშვილ-კალაძის რევანში გიორგი გახარიას წინააღმდეგ,რომელშიც ჩართული იყო სუსის გოგაშვილის ფრთა(ქართული მარშის კონტრაქციები)რევანში არ შედგა !
17 მაისი საერთოდ ჩაიშალა !
მერე იყო ზაზა სარალიძის აქციები ,რომელიც კვირიკაშვილმა ირაკლი შოთაძის გადასაყენებლად გამოიყენა(გაირკვა რომ შოთაძის სპეცჯგუფი კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ,ალავიძის კორუფციულ სქემებს იძიებდა)
პარალელურად,კვირიკაშვილი შეეცადა გახარიას ცნობილი #ბოდიშისგანმეორებას,მაგრამ მას აქციაზე ბოთლები ესროლეს.
ივანიშვილი დაბრუნდა და იმ ცნობილ პოლიტსაბჭოს სხდომაზე,პირველად გაჟღერდა ხაზარაძის გვარი(აქციის დამფინანსებლის რანგში),ქუმსიშვილს მაგიდაზე დაუდეს ჩანაწერი გოგიტა ვაშაძესთან,რომელიც აქციის დაფინანსებას და გაგრძელებას ეხებოდა !
კვირიკაშვილი გადააყენეს !ხაზარაძეს კი რომელმაც პოლიტიკურ ველზე თამაში მოინდომა,ძველი საქმეები ამოუქექეს.
მისი გალომება და გახარიას წერილზე საჯარო განცხადება კვირიკაშვილის კორუმპირებული ჯგუფის შურისძიებაა -ვა ბანკზე წავიდნენ !
რიგში შემდეგი კახი კალაძეა ,რომელიც ასევე იდგა 13-14 მაისის აქციების უკან (ვერც დამალა “თეთრ ხმაურთან” მისი მეგობრობა)
ივანიშვილი გადავიდა მოქმედებაზე და სხვა გზა არც დაუტოვეს-მშვიდად ვერ დაელოდებოდა,როდის დაამხობდა კვირიკაშვილ-ხაზარაძე !
შემდეგი არეულობის მცდელობა-თბილისი პრაიდია !რაც შეეხება ტვ პირველს,პირველი რეიდერული შეტევა ბევრად უფრო შთამბეჭდავი იყო და მასში დიმიტრი ქუმსიშვილი და თემურ უგულავა მონაწილეობდნენ( შეგნებულად არ ვკონკრეტდები რატომ წავიდა ტელევიზიიდან ნინო შუბლაძე და ვინ მოყავდათ მის ადგილას,რა გეგმა ქონდა სოსოს და ვის ამუშავებდა ჟურნალისტებთან),ეს გეგმა სხვათა შორის,ივანიშვილმა ჩაშალა ,მას მერე რაც ქუმსიშვილის მესიჯების ამბავი გაიგო !
p.s.ამჯერად,მართალია დანაკარგებით,მაგრამ ივანიშვილი არ დამარცხდა,თუ რადიკალური ცვლილებები არ გაატარა,მას სერიოზული პრობლემები შეექმნება,და უკვე არა ხაზარაძესთან,( კვირიკაშვილთან,ალავიძესთან და ა.შ. )ქართველ ხალხთან მოუწევს მძიმე საუბარი. “
-
ეკა ბესელია იურიდიულ კომიტეტში ბრუნდება
ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ბრუნდება. ამჯერად ის ეკა კომიტეტის წევრად დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით შევა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ნატო ჩხეიძე იყო გაწევრიანებული, თუმცა მან კომიტეტი დატოვა. როგორც ჩანს ადგილი ეკა ბესელიას დაუთმო. ბიურომ ცნობად მიიღო ნატო ჩხეიძის იურიდიული კომიტეტიდან გასვლა და კომიტეტში დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით ეკა ბესელიას შესვლა.
ბესელიამ კომიტეტის წევრობა მას შემდეგ დაკარგა, რაც ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა. მანამდე ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან თავად გადადგა, როგორც თვითონ ამბობდა მოსამართლეთა სკანდალური სიის ჩაგდების მიზნით.
-
ბატონო ფადი ასლებო, იერიშის შანსს არ მოგცემთ, გაფრთხილებთ – ფიფია ბიზნესის თავისუფლებაზე
ბიზნესემნი გოჩა ფიფია ბოლო პერიოდის მოვლენებს ეხმაურება და იმ ბიზნესმენებს პასუხობს, რომლებიც აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან წნეხის ქვეშ არიან. ფიფიას თქმით, ეს ბიზნესემენები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ახორციელებენ და თავს ესხმიან სახელმწიფოს. ფიფია ირწმუნება, რომ საქართველო ბიზნესის კეთების თავისუფლებით, უკანასკნელი შვიდი-რვა წლის განმავლობაში, გამორჩეულია.
„პირველ რიგში, მოგმართავთ თქვენ, ქართული საბანკო სისტემის ე.წ. დამფუძნებელ მამებს, თქვენ არ გაქვთ არანაირი უფლება, გონორით ისაუბროთ ბიზნესის თავისუფლებაზე, რადგანაც არ მახსოვს თქვენი ხმა მაშინ, როცა ბიზნესისა და ბიზნესმენების მკვლელობების პროცესები მიმდინარეობდა, როცა ბიზნესმენებს კლავდნენ, როცა ბიზნესმენები თავს იკლავდნენ, როცა ბიზნესმენებს სასტიკი გზებით ბიზნესებს ართმევდნენ, ხომ არ თანამონაწილეობდით თქვენც ამ პროცესებშიც? რაც შეგეხებათ თქვენ, ბატონო „ფადი ასლებო“, თქვენ ტიპური წარმომადგენლები ხართ იმ ნაცისტური, ე.წ. ნაციონალური მოძრაობის, რომელმაც თავის დროზე, გასაქანი მისცა თქვენნაირ ფსევდობიზნესმენებს, რომელთაც მოახერხეს, მექრთამეობითა და სიყალბით მიაღწიეს სიმაღლეებს, საიდანაც დღეს გვესაუბრებით. ჩვენ, ქართველი ბიზნესმენები ასეთი იერიშის შანსს არ მოგცემთ და გაფრთხილებთ ნაციზმთან და ე.წ. ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაში მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გადაგვეღობება წინ, უგუნური მოყვარე თუ გონიერი მტერი“, – აცხადებს გოჩა ფიფია.
-
კურიოზული მომენტი ბუნდესლიგაში – ლევერკუზენი გაშვებული გოლისგან თოვლმა იხსნა (ვიდეო)
ბუნდესლიგის 25-ე ტურში ერთმანეთს ლევერკუზენის ”ბაიერი” და ”ჰანოვერი” უპირისპირდებოდნენ.
32-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო ”ბაიერის” სასარგებლოდ, მატჩში კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი ერთზე გასულმა ჰანოვერის ფეხბურთელმა მეკარე ჩამოიშორა და ცარიელი კარისკენ დაბალი დარტყმით გადაგზავნა ბურთი, თუმცა გაზონზე არსებულმა თოვლმა ბურთი კარის ხაზის გადაკვეთამდე შეაჩერა.
საბოლოო ჯამში, მატჩი ლევერკუზენის გამარჯვებით დასრულდა 3:2, თუმცა ვინ იცის რა მოხდებოდა ეს გოლი რომ გასულიყო.