Blog
-
ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როცა ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი – სააკაშვილი ხაზარაძეზე
მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის განცხადებას პასუხობს, რომელიც მან კვირის პალიტრასთან ინტერვიუში გააკეთა. თიბისი ბანკის დამფუძნებელი ამბობს, რომ წერილს, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ გამოაქვეყნა დღესაც ხელს მოაწერდა. საუბარია წერილზე, რომლის დაწერასაც მისგან იმ მუქარის წერილში ითხოვდნენ, რომელიც ხაზარაძის თქმით შს მინისტრმა გაუგზავნა და რომელიც საუბარი იყო იმაზე, რომ ნაციონალური მოძრაობის რევანში დაუშვებელია.“იმ წერილს დღესაც ხელს მოვაწერ. გულწრფელი ვიყავი. ერთი მხრივ, ყოფილი ლიდერი გაკულაკებით გვემუქრებოდა, მეორე ამბობდა, რომ გადავჭამეთ მოსახლეობა“ – განუცხადა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალისტრას“.კითხვაზე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ განცხადების გავრცელებით მამუკა ხაზარაძემ მუქარის წერილის ერთ-ერთი პირობა შეასრულა, თუ მართლა გულწრფელად ფიქრობდა რევანში საფრთხეზე, ბიზნესმენი პასუხობს, რომ ის აბსოლუტურად გულწრფელი იყო.მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში მამუკა აზარაძეს ინტერვიუს საპასუხოდ უჭკუოს და უთავმოყვარეოს უწოდებს:“თურმე კრედიტორებზე წნეხის შემცირების მოთხოვნა და ზემოგებებზე უარის თქმა “განკულაკება” ყოფილა და არა ცივილიზებული საბანკო ურთიერთობები. მინდა მათ ვუთხრა, ვინც ხაზარაძეში ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პოტენციურ მოკავშირეს ხედავს. იგივე შეცდომა დავუშვი მე, როდესაც პატარკაციშვილის საფრთხის გამო, ივანიშვილის საფრთხეზე თვალები დავხუჭეთ. ერთი ყაჩაღით მეორეს ჩანაცვლება, არ შეიძლება იყოს ჩვენი მიზანი. ამოცანა ყაჩაღების მოშორება და მტაცებლებისგან და რეკეტირებისგან ბიზნესის და საზოგადოების გათავისუფლებაა.რაც შეეხება ხაზარაძეს, ამ ადამიანს არც თავმოყვარეობა აქვს და არც ჭკუა, ამიტომ ძალიანაც ნუ შეიცოდებთ, როდესაც ბოლომდე შეახრამუნებს ზვიგენთა მფლობელი. და თუ არ შეახრამუნებს, ისინი ყოველთვის გარიგდებიან, ქართველი ხალხის ხარჯზე.“ – წერს სააკაშვილი.მამუკა ხაზარაძე გამოცემასთან ინტერვიუში საუბრობს წერილის დაწერის მოტივებზე და მიზეზებზე:„იმ წერილში, რომელიც გამოვაქვეყნე, გულწრფელად ვთქვი, რომ არსებული სასამართლო სისტემა მიუღებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესმა რაღაცნაირად ამოისუნთქა. ასევე, გულწრფელად ვთქვი, რა გადამხდა „ნაციონალების“ დროს. ვამბობ, რომ დღეს რევანშის დრო არ არის, ის კაცი იქიდან ამბობს, ჩამოვალ და გაგაკულაკებთო. თუმცა, როგორც ჩანს, ეს წერილიც არ მოეწონათ“.– ამბობს ხაზარაძე.რაც შეეხება მუქარის წერილის დანარჩენი მოთხოვნების შესრულებას, ხაზარაძე ამბობს, რომ მათი შესრულება არც უფიქრია:„როგორც კი წავიკითხე წერილი, რომელიც მივიღე, იმ საღამოსვე დავწერე ზემოხსენებული განცხადება. მივხვდი, რომ არჩევანის წინაშე მაყენებდნენ და რაღაც უნდა გამეკეთებინა, დავწერე ის, რასაც ვფიქრობდი. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, არ გამივლია თავში, რომ რომელიმე ტელევიზიის საქმიანობაში ჩავრეულიყავი, მივსულიყავი ავთო წერეთელთან და მეთქვა, იცი, მე პრობლემები მაქვს პროკურატურასთან და ამიტომ შენზე ზეწოლა უნდა მოვახდინო-მეთქი. ეს ხომ წარმოუდგენელია?! რატომ იყვნენ ასე დარწმუნებული, რომ ამას გავაკეთებდი, არ ვიცი. ეტყობა, ეჭვობდნენ, რომ „ტვ პირველთან“ რაღაც კავშირი მაქვს“, – აცხადებს ხაზარაძე. -
დავა სამეფო ოჯახში. ბაგრატიონები საქმეს სასამართლოში არჩევენ
ნუგზარ და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკებმა დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სასამართლოში უჩივლეს.მოსარჩელე მხარის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიის ინფორმაციით დავა “დავით ბაგრატიონ-მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახელის უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთას ეხება.იურიდიული კომპანია საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს:“სასამართლო დავა ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკები დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ ‼️‼️‼️როგორც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის უკვე ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა დავით ბაგრატიონ მუხრანელის წინააღმდეგ საქართველოს სამეფო სახლის სახელის უნაბერთვოდ სარგებლობის აღკვეთის თაობაზე.დავის სირთულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო დავას განიხილავს კოლეგიური (სამი მოსამართლის) შემადგენლობით – მაია გიგაური (თავმჯდომარე), თამარ ლაკერბაია, გიორგი გოგიჩაშვილი.მომდევნო სხდომაზე დაგეგმილია სპეციალისტების სტატაუსით მოწვეული ისტორიულ მეცნიერებათა აკადემიკოსების – როინ მეტრეველისა და გიორგი ოთხმეზურის გამოკითხვა.სასამართლო სხდომები საჯაროა და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად დაესწრონ. სხდომა გაიმართება ა.წ. 12 მარტს 15:00სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს #42 სხდომათა დარბაზში.მოსარჩელეების ნუგზარ და ანა ბაგრატიონ გრუზინსკების ინტერესებს სასამართლოში იცავს იურიდიული კომპანია „სამართლის გზის“ მმართველი პარტნიორი, ადვოკატი ლევან გორელაშვილი. “ – წერია განცხადებაში.ანა ბაგრატიონ გრუზინსკიმ და დავით ბაგრატიონ მუხრანელმა პატრიარქის ინიციატივით 2009 წელს იქორწინეს. მათ ჯვარი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. ეკლესია არ მალავდა , რომ ეს ქორწინება საქართველოში მონარქიული წყობილების აღდგენის საფუძველი უნდა ყოფილიყო და ბაგრატიონების ორი შტოს ქორწინებით გაერთიანება ამიტომაც მოხდა, რათა ამ ქორწინებაში დაბადებული ბავშვი ბაგრატიონთა ტახტის მემკვიდრე გამხდარიყო.თუმცა სამეფო ოჯახმა დიდხანს ვერ გაძლო. წყვილი მალევე დაშორდა ერთმანეთს.გარკვეული დროის შემდეგ სამეფო წყვილი შერიგდა და 2011 წელს მათ შვილი – გიორგი ბაგრატიონ–ბაგრატიონი შეეძინათ. ბავშვი მადრიდში დაიბადა. მისი დაბადებით ბაგრატიონთა ორი შტო – გრუზინსკები და მუხრანელები შეიკრა და ამიტომაც ბავშვი ბაგრატიონი–ბაგრატიონის გვარს ატარებს. 2013 წელს ბავშვი პატრიარქმა მონათლა და ბაგრატიონთა დინასტიის მემკვიდრედ გამოცხადდა.ჯერჯერობით უცნობია დავის დეტალები. მოპასუხე მხარის უფლებადამცველი აცხადებს, რომ საქმე აბსურდულია და არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. -
ჯენიფერ ლოპესი მეოთხედ თხოვდება
ალექს როდრიგესთან თითქმის ორწლიანი ურთიერთობების შემდეგ ბოლ– ბოლო წყვილი დაინიშნა. ამის შესახებ მათ ინსტაგრამზე განაცხადეს. მოგვიანებით კი ინფორმაცია მომღერლის მენეჯერმა დაადასტურა. სპორტსმენმა და მომღერალმა სოციალურ ქსელებში ერთი და იგივე, პლაჟზე გადაღებული ფოტო გამოდეს, ერთმანეთისთვის ჩაკიდებულით, ჯენიფერის თითზე კი უზარმაზარი ნიშნობის ბეჭდით. ალექსმა თავის პოსტს მიაწერა: “მან თქვა დიახ!“
პოპ ვარსკვლავის თაყვანისმცემლები ამ მომენტს დიდი ხანია ელოდნენ. წყვილი ორი წლის მანძილზე მუდმივად საჯაროდ უხსნიდა ერთმანეთს სიყვარულს და ბედნიერად გამოიყურებოდა. ამ დღეებში ლოპესმა და როდრიგესმა სანაპიროზე ხანმოკლე არდადეგები მოიწყვეს, საიდანაც მუდმივად დებდნენ ერთობლივ ფოტოებს და ვიდეოებს. როგორც ჩანს ხელი სპორტსმენმა ჯენიფერს სწორედ სანაპიროზე სთხოვა.
შეგახსენებთ, რომ ბეისბოლისტის და მომღერლის ურთიერთობები ბევერლი ჰილზის რესტორანში მათი შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ლოპესი, რომელიც მანამდე სამჯერ იყო გათხოვილი ფრთხილად ეკიდებოდა ხელახალი გათხოვების იდეას.: “მე მჯერა ქორწინების და ვისურვებდი რომ ვინმესთან ერთად დავბერდე, ერთგულებაში და სიყვარულში. მაგრამ არ მინდა მოვლენების დაჩქარება“ – ეუბნებოდა ჯენიფერ ლოპესი ჟურნალისტებს. ხმები იმის შესახებ, რომ წყვილმა დაქორწინება გადაწყვიტა დიდი ხანია ვრცელდებოდა, მაგრამ თავად მომღერალი ამბობდა, რომ საქორწილო ბეჭედი ჯერ არ მიუღია. მათი ალაპარაკება ამ თემაზე ვერავინ შეძლო, ვერც ცნობილმა წამყვანმა ელენ დეჯენერესმა თავის გადაცემაში. ჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება 49 წლის მომღერლის და მსახიობის და 43 წლის სპორტსმენის ქორწილი. -
ვიქტორია ბექჰემმა ქმარზე და მოდელზე იეჭვიანა
44 წლის ვიქტორია ბექჰემის ფანები მისი ოჯახის გამო ნერვიულობენ. მრავალ ჭორს დევიდ ბექჰემის გატაცებების შესახებ ახალი დაემატა. ინფორმირებული წყაროს ცნობით ვიქტორიამ ქმარზე და 50 წლის მოდელზე, ჰელენა კრისტენსენზე იეჭვიანა.დევიდ ბექჰემი დროის დიდ ნაწილს მაიამიში ატარებს, სადაც მისი საფეხბურთო კლუბია. სწორედ მაიამიში, ერთ–ერთ წვეულებაზე აქტიურად ფლირტაობდა ჰელენა კრისტენსენთან. ეს შემთხვევა პირველი არ არის. გასული წლის დეკემბერში დევიდი ჰელენთან ერთად დროს მხიარულად ატარებდა, როცა პაპარაცებმა შენიშნეს. ისინი ერთად მშვენივრად ერთობოდნენ ერთ–ერთ წვეულებაზე და სელფიც კი გადაიღეს. ერთობლივმა ფოტოებმა მხოლოდ მეგობრული ურთიერთობის შთაბეჭდილება არ დატოვა.
ამჟამად დევიდის და ვიქტორიას ურთიერთობები როგორც ამბობენ საკმაოდ დაძაბულია. სანამ დევიდ ბექჰემი მაიამიშია, ვიქტორია ლონდონში რჩება და დროს დედასთან და დედამთილთან ერთად ატარებს.
ჭორები დევიდის ღალატის შესახებ მუდმივად ვრცელდება. ბევრი დარწმუნებულია, რომ ვიქტორია არაერთხელ იძულებული გახდა თვალი დაეხუჭა ქმრის ღალატზე, რათა ოჯახი შეენარჩუნებინა. მრავალრიცხოვანი ჭორების მიუხედავად ჯერჯერობით ბექჰემების ოჯახი ერთ–ერთი ყველაზე მყარი წყვილია შოუ–ბიზნესის სამყაროში. -
რატომ არის საშიში სალარო აპარატის ჩეკების შენახვა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თერმოქაღალდის შემადგენლობაში, რომელსაც სალარო აპარატის ჩეკების დასამზადებლად იყენებენ საშიში ნივთიერება შედის. ეს არის ქალის ჰორმონის – ესტროგენის ანალოგი, რომელიც ორგანიზმისთვის საშიშია.გამოცემა Genetic Engineering & Biotechnology News – ის ცნობით ესპანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სალარო აპარტში გამოყენებული ქაღალდი ქიმიკატ ბისფენოლ A -ს შეიცავს. ქალის ჰორმონის – ესტროგენის ეს ანალოგი ადამიანთან ხშირი კონტაქტისას უნაყოფობის, დიაბეტის, სიმსივნის და ნაადრევი მშობიარობის რისკსაც კი ზრდის. სპეციალისტებმა სამი ქვეყნის: ესპანეთის, ბრაზილიის და საფრანგეთის მაღაზიების ჩეკები შეისწავლეს. მათი რეკომენდაციაა, არ შეინახოთ ჩეკები სახლში ან მანქანაში. ნუ დასრისავთ ხელით და ნუ ჩაიდებთ პირში. -
მიტოვებულმა ქალმა საყვარელი ცოცხლად დაამარხინა
64 წლის იტალიელმა ქალმა სიცილიური მაფიის ბოევიკები დაიქირავა ყოფილ საყვარელთან ანგარიშსწორებისთვის, რომელმაც მას ძვირფასეულობა მოპარა და მიატოვა. დაქირავებულმა მკვლელებმა მილანის პროვინციაში მდებარე ვილაზე ის ცოცხლად ჩამარხეს ბეტონის სვეტში.41 წლის ალბანელი ლამაი ასტრიდი, რომელიც 2013 წელს გაუჩინარდა გამოძიებამ ახლახანს აღმოაჩინა, როცა კალტანისეტას პროვინციაში მაფიის წინააღმდეგ გამოძიებას ატარებდა.ასტრიდის მკვლელობის და მისი სხეულის გადამალვის ბრალდებით ოთხი მკვლელი დააკავეს, რომლებიც გავლენიანი მაფიოზურ ოჯახზე – რიეზებზე მუშაობენ. როცა მოკლულის ყოფილმა საყვარელმა მისი ცხედრის აღმოჩენის შესახებ გაიგო, გენუის აეროპორტის გამოყენებით გაქცევა სცადა, თუმცა ის პოლიციამ დააკავა.ამ ისტორიის დეტალებს გამოცემა გარდიანი წერს. გამოძიების ვერსიით ქალმა გადაწყვიტა ყოფილი საყვარლისთვის, რომელმაც ის მიატოვა და გაძარცვა სამაგიერო გადაეხადა და ამისთვის მან რიეზის მაფიასთან თავისი კონტაქტები გამოიყენა.მამაკაცის სხეული მისი სამოსის ნარჩენებით ამოიცნეს, რომელიც ბეტონის კოლონიდან ამოიღეს. -
“შემინდეთ და მომიტევეთ“ – სალომე ზურაბიშვილი
„კითხვებზე არ ვპასუხობ. დღეს არის შენდობის დღე და შემინდეთ, მომიტევეთ და მე მგონი, რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ,” – განუცხადა დღეს სამების ტაძრიდან გამოსულმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს. თუმცა, პრეზიდენტმა ჟურნალისტების ყველა შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. მათ შორის ისიც, მიუტევა თუ არა მან მამა გიორგი მამალაძეს.მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს აღნიშნავს. საკვირაო ქადაგება სამების ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ლიტურგიას ესწრებოდა პრეზიდენტიც.შენდობის დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს, მორწმუნეები კი მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს მიტევებას სთხოვენ.საგანგებო ღვთისმსახურება საღამოს სრულდება, რის შემდეგაც მისი უწმინდესობა მრევლსა და სასულიერო პირებს შენდობას სთხოვს. სააღდგომო მარხვა ხვალიდან იწყება ის 28 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულით დასრულდება. -
ავიაკატასტროფა ეთიოპიაში. დაიღუპა 157 ადამიანი
157 ადამიანი დაიღუპა ეთიოპიაში,, ავიაკომპანია “ეთიოპიის ავიახაზების“ თვითმფრინავის , ბოინგ 737 –ის ჩამოვარდნის შედეგად. თვითმფრინავი რომელიც ადის აბებადან კენიის დედაქალაქში მიფრინავდა კვირას დილით ეთიოპიაში ქალაქ დებრე–ზეიტის სიახლოვეს ჩამოვარდა.სააგენტო როიტერის ცნობით ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა. სულ ბორტზე 157 ადამიანი იმყოფებოდა. მათ შორის ეკიპაჟის 8 წევრი და 149 მგზავრი. ბორტზე 32 კენიელი, 18 კანადელი, 8 ამერიკელი, 7 დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და რუსეთის 3 მოქალაქე იყო.
ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს სამძებრო–სამაშველო სამუშაოები.
-
“ქვეყანას ჭირდება კანონი და სამართალი“ – თაკო ჩარკვიანმა პარტია დააფუძნა
“ქუჩაში რომ გახვიდეთ და იკითხოთ, რა აკლია თქვენს ქვეყანას – უპირობოდ ყველა გეუბნებათ, რომ კანონი და სამართალი, „კანონი და სამართალი“ ჰქვია ჩვენ პარტიას“ – ეს განცხადება თაკო ჩარკვიანმა მის მიერ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაანონსებული პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებელთა ყრილობაზე გააკეთა.პარტიის „ კანონი და სამართალი“ დამფუძნებელთა ყრილობა ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში გაიმართა, სადაც შეკრებილებს თაკო ჩარკვიანმა საკუთარი გუნდის წევრებად ირაკლი ღლონტი, მიხეილ რამიშვილი, ქეთევან ენუქიძე, გიორგი ცობეხია, თამარ პატარაია და მარი საველიძე წარუდგინა. ახალი პარტიის მხარდამჭერებთან და დელეგატებთან ერთად, დამფუძნებელთა ყრილობას პარტიის გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.„ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ, რომ შრომა დაფასდა გაერთიანებული ოპოზიციისა მეორე ტურით. ძალიან კარგია, რომ გაანალიზდა კარგად – ძლიერი ოპოზიცია არის და მშვიდად აღარ სძინავს ხელისუფლებას. ეს არის დემოკრატიული, გენიალური ფორმულა, რომლითაც ყველამ უნდა ისარგებლოს. ვის სჭირდება მიძინებული და სუსტი ოპოზიცია?!–მხოლოდ ცუდ ხელისუფლებას, მხოლოდ რუსული კორუფციული მართვის ჯგუფს, რომელიც მგონია , რომ სათავეში არის. მეშვიდე წელია ვხედავ, რომ რუსული კორუფციული მართვის სტილს გვთავაზობს. ზუსტად ის კრიზისი, რომელიც დღეს ქვეყანაშია – ვგულისხმობ ინფლაციას, ნარკოტრაფიკს, პლანტაციებს, რომელიც შემოგვთავაზეს და დროებით შეჩერდა პროგრამა, მონოპოლიზებული ბიზნესი, გარჩევები მაღალ ეშელონებში, თუ ქუჩებში – ეს არის რუსული კორუფციული მართვის სტილი. ქუჩაში რომ გახვიდეთ და იკითხოთ, რა აკლია თქვენს ქვეყანას – უპირობოდ ყველა გეუბნებათ, რომ კანონი და სამართალი, „კანონი და სამართალი“ ჰქვია ჩვენ პარტიას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. მისივე თქმით, პარტიას კონსულტაციებს უცხოელებიც გაუწევენ , პარტიის სავიზიტო ბარათი რეგიონის განვითარების პროგრამა იქნება. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, თაკო ჩარკვიანის თქმით, „კანონი და სამართალი“ გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას გეგმავს.„ჩვენ ერთად არჩევნების მეორე ტური დავდეთ, რაზეა საუბარი. სად არის ქვეყანაში ფუფუნება, რომ პოლიტიკიდან გავწიოთ გრიგოლ ვაშაძე და გიორგი ვაშაძე? ორი ასეთი ნათელი პოლიტიკოსი გვყავდეს და გაწიო? ეს ხომ სისულელეა. განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.ახალი პარტიის წევრების სიტყვით გამოსვლის შემდეგ, შეკრებილებს სიტყვით გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემაც მიმართა. „გულწრფელად გილოცავთ, რომ არენაზე გამოჩნდა ორგანიზაცია, რომელსაც სახელმწიფოს ბედი აღელვებს. რასაც ოდესმე გადაწყვეტს, რომ დაიწყოს თაკო ჩარკვიანმა, ვიქნები მის გვერდზე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ შევქმნათ რამდენიმე კოლონა, რომელიც მოვა საქართველოში, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, დავკარგავთ ქვყანას. ჩვენ ვითანამშრომლებთ, გვაქვს ერთიანი ამოცანები. ამ ჭირის დამარცხება მარტო არ გამოუვა არავის“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ -
“დატოვე პარლამენტი ქუთაისში“.აქცია–პერფორმანსი
“დატოვე პარლამენტი ქუთაისში” – აქცია–პერფორმანსი ამ ლოზუნგით დღეს ქუთაისში გაიმართა. დილიდან პლაკატები ქუთაისის სხვადასხვა ქუჩებში გააკრეს პლაკატები ნიკო ნიკოლაძის, ტიციან ტაბიძის, დავით კაკაბაძის, ნიკო მარის, ექვთიმე თაყაიშვილის და მელიტონ ბალანჩივაძის გამოსახულებით და ამ წარწერით.
პერფორმანსი ორგანიზაციის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ინიციატივით გაიმართა, პოსტერების ავტორი კი მხატვარი ლევან ვეკუაა. აქციაზე მხატვრები მოქალაქეებთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ.
პოსტერების გამოკვრა იმ აქცია-პერფომანსის შემადგენელი ნაწილია, რომელიც 12 მარტს ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.
ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. “ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.
