Blog

  • რა ხდება ხურვალეთში – შსს კადრებს ავრცელებს

    რა ხდება ხურვალეთში – ამ კადრებს შსს ავრცელებს, იმის დასტურად, რომ რამდენიმე საათის წინ სოფელ ხურვალეთში რუსი სამხედროების შესვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და სოფელში სიმშიდეა.

  • პარლამენტში ვართ, საბავშვო ბაღში კი არა? – კამათი პარლამენტში

    პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა დაიწყო.

    ამ თემაზე სამი კანონპროექტია წარდგენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ირაკლი კობახიძეს და უმრავლესობის წევრებს ეკუთვნის, ერთი ეკა ბესალიას და მის თანაგუნდელებს და მესამე – „ევროპულ საქართველოს“.
    საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კანონპროექტების განხილვა “ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული პროექტით დაიწყო, რომელიც ოთარ კახიძემ წარადგინა და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა, რა დროსაც დაპირისპირება და შელაპარაკება მოხდა „ევროპული საქართველოს“ წევრ ხათუნა გოგორიშვილსა და „ქართული ოცნების“ წერვრ, გურამ მაჭარაშვილს შორის. გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ დასმულ შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღო. „მეოცედ ამბობთ, პოლიტიკაზე ნუ ვილაპარაკებთო, პარლამენტში ვართ, პარლამენტში, რომ იცოდეთ!“ – განუცხადა გოგორიშვილმა მაჭარაშვილს.

  • “ერევათ ოკუპანტებს ქართული ტერიტორიაა თუ არა”- გორის მერი

    გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი  ამბობს, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს. 

    “უბრალოდ სამი ნიღბიანი [არის], ნიღბები უკეთიათ ხოლმე [ოკუპანტებს], დგას ცოტა მოცილებით სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ არა. უფრო სწორად იქეთა მხარე უნდა იყოს”, — განაცხადა თავზარაშვილმა.

    კონსტანტინე თავზარაშვილმა ეს კომენტარი On.ge-სთან საუბრისას გააკეთა.

    ადგილობრივი მაცხოვრებლების და დავით ქაცარავას ინფორმაციით,სოფელ ხურვალეთში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს დილით რუსი სამხედროები შევიდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არ დასტურდება, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან.

  • დაკავება ახალწვეულის მიმართ ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე

    ახალწვეულის ქაზიმ გახრამანოვის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოხდა. ბრალდებულებს ბრალი წარედგინებათ, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. შეგახსენებთ, რომ ახალწვეული ქაზიმ გახრამანოვი, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს უკვე 5 თვეა კრწანისის სასწავლო ცენტრში გადის, სხვა ახალწვეულებს ოფიცრის თანდასწრებით, თანხის გამოძალვასა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.
  • თბილისი აუცილებლად იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი–კალაძე თბილისელებს გენგემის მიღებას ულოცავს

    ამ წუთებში თბილისის საკრებულოში ხმაურიანი სხდომა მიმდინარეობს, სადაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მსჯელობენ, გეგმას  ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს. საკრებულოს სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათიოთ ადრე, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისელებს დედაქალაქის ახალი გენგეგმის დამტკიცება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს გენერალური გეგმა ათვლის წერტილია, საიდანაც დაიწყება თბილისის განვითარების ახალი გზა.

  • მსხვილი ნარკორეალიზატორები დავაკავეთ – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა. თბილისის, ქვემო ქართლის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები მასშტაბურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებებს რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ. შედეგად, თბილისში – ფონიჭალის დასახლებაში დაკავებულია მსხვილი ნარკორეალიზატორები, რომლებიც ნარკოტიკებს სისტემატურად ასაღებდნენ. ასევე, ნარკოდანაშაულისთვის, დედაქალაქის სხვა უბნებში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დაკავებულია 9 პირი. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    {{VIDEO}}

  • “არ არის საზღვრის გადმოწევის ახალი ნიშნები” – საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი

    საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოეგი ტვიტერზე აქვეყნებს სტატუსს იმის შესახებ, რომ ხურვალეთში საზღვრის გადმოწევის ნიშნები არ აღმოჩნდა. 

    “ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები ამჟამად მონიტორინგს აწარმოებენ დიდი ხურვალეთის ტერიტორიაზე. ახალი ბორდერიზაციის ნიშნები არ შეიმჩნევა. ტერიტორიაზე უსაფრთხოების ძალები იმყოფებიან, თუმცა ინციდენტები არ დაფიქსირებულა. კომუნიკაციისთვის გამოყენებულია ყველა  მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი.“ – წერს ჰოეგი.

    ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხურვალეთში რუსი სამხედროები ქართული მოსახლეობის ბაღებში შევიდნენ დღეს ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ადგილზე გაემგზავრნენ, თუმცა  პოლიციას დაკეტილი აქვს ხურვალეთში შესასვლელი გზა და გადაადგილების საშუალებას არავის აძლევს. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს.სიტუაციაში გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.  

    “ევროკავშირის სადამვკრივებლო მისია ამ დროისთვის აკვირდება დიდი ხურვალეთის მიმდებარე ტერირტორიას. არ არის საზღვრის გადმოწევის ახალი ნიშნები. ძალოვანი სტურქუტრების წარმოამდგენლები აქ არიან, თუმცა, ჩვენ ჯერჯერობით არც ერთი ინციდენტი არ დაგვიფიქსირებია. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, მოქმედებს, რათა უკეთესი კომუნიკაცია უზრუნველყოს,” – წერს ერიკ ჰოეგი საკუთარ თვითერის გვერდზე.

  • სუს-ი არ ადასტურებს რუსი სამხედროების შემოსვლას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი სამხედროების   სოფელ ხურვალეთში, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოსვლას არ ადასტურებს.

    “ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან. საოკუპაციო ძალების მხრიდან განხირციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

    ადგილობრივების ინფორმციით სოფელ ხურვალეთში ქართული მხარის მიერ  კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოიჭრნენ. ადგილზე იმყოფება ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერი დავით ქაცარავა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ხურვალეთში ჩასვლას მოუწოდებს. ხურვალეთის საგუშაგოსთან პოლიციას გზა აქვს ჩაკეტილი და სოფლის მიმართულებით არავის უშვებს. ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინება, რომ რუსი ჯარისკაცები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან შესული, მოსახლეობის ეზოებში და ბაღებში. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და მოქალაქეები ხურვალეთის საგუშაგოსთან იმყოფებიან, თუმცა მათ პოლიცია არ ატარებს.

  • ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა

    ხურვალეთში რუსი სამხედროების გადაადგილება შეიმჩნევა. ვითარების გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.  პოლიციას დაკეტილი აქვს ხურვალეთში შესასვლელი გზა და გადაადგილების საშუალებას არავის აძლევს. მათი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს.

  • ხურვალეთის შესასვლელი პოლიციამ ჩაკეტა

    ხურვალეთის საგუშაგოსთან პოლიციას გზა აქვს ჩაკეტილი და სოფლის მიმართულებით არავის უშვებს. ადგილობრივი მოსახლეობა იტყობინება, რომ რუსი ჯარისკაცები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არიან შესული, მოსახლეობის ეზოებში და ბაღებში. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები და მოქალაქეები ხურვალეთის საგუშაგოსთან იმყოფებიან, თუმცა მათ პოლიცია არ ატარებს.