Blog

  • უნდა დავიკიდოთ ორივე ძალა-უცნობი ივანიშვილზე და სააკაშვილზე

    გიორგი გაჩეჩილაძე, ანუ “უცნობი“ დღეს ტვ პირველის ეთერში “დაიცავი საქართველოს“ გააქტიურებაზე საუბრობდა, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი თვითონაც არის. გუშინ პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა აქტიურად ერთვება საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში. რას ფიქრობს და რას გეგმავს გია გაჩეჩილაძე.უცნობის მთავარი თეზისები დაიცავი საქართველოსთან, პოლიტიკურ სფეროში გააქტიურებასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით:

    • ყოველდღიური ურთიერთობა აქვს დავით მაღრაძესთან და განიხილავენ იმას, რაც ქვეყანაში ხდება.
    • გუშინ გაიგო, რომ დავით მაღრაძე გრიგოლიასთან გამოსვლას და განცხადების გაკეთებას აპირებდა.“კონკრეტულად არ გვილაპარაკია. იდეის დონეზე ვფიქრობთ ყველანი, რომ ახალი სისხლი არის საჭირო პოლიტიკაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.“
    • რაღაც უნდა მოხდეს 2020 მდე თორემ შეიძლება შარს გადავეყაროთ.საპრეზიდენტო არჩევნებმა დაანახა, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. გრძნობს პასუხისმგებლობას, რომ მეორე ტურის წინ ხალხს თვითონაც პირდებოდა ცვლილებებს, თუმცა არაფერი შეიცვალა და ამის ნიშანი იყო სასამართლოს თემა.თვლის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, თუმცა რა უნდა მოხდეს ვერ აკონკრეტებს.
    • “დაიცავი საქართველოს“ როლზე და კონკრეტულ გეგმებზე ვერ თუ არ საუბრობს.თვლის, რომ დროა ახალგაზრდა სახეების წარმოჩენის. “პოლიტიკური პარტია იქნება, არჩევნებში მონაწილეობა იქნება თუ არა ამაზე არ ყოფილა ლაპარაკი, მაგრამ რაღაც ახალი რომ უნდა მოხდეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს ფაქტია.“
    • მთავარ პრობლემად მასაც დავით მაღრაძის მსგავსად მიაჩნია, რომ ყველაფერი ივანიშვილ–სააკაშვილის დაპირისპირების გარშემო ტრიალებს. “ეგ არის ზუსტად დღეს რომ ვერ ვიძვრებით ადგილიდან . მაგათი ბრძოლის გამო.ორივე უნდა გადავხაზოთ და ახალი ფურცლით დავიწყოთ ქვეყნის მშენებლობა.შეგნებულად ხდება მაგათი ბრძოლა თუ შეუგნებლად, ამდენი წლის მანძილზე ეს ხდება, რომ მაგათი შიშით სხვა პოლიტიკური ძალისთვის ვეღარ მიუცია ადამიანს ხმა. “
    • დღეს ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ორივეზე. უნდა დავიკიდოთ ორივე ძალა და ახალი ფურცლით დავიწყოთ.
    • დაწერილი აქვს სატელევიზიო პროექტი, რომლის შეტანას აპირებს საზოგადოებრივ არხზე. უნდა ამ ტელეგადაცემით რაღაც ახალი ძალის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა. თუ საზოგადოებრივი არ დათანხმდა, ვინც დათანხმდება იმასთან წავა. თვლის, რომ საზოგადოებისთვის 2020 ისთვის კარგ საქმეს გააკეთებს თავისი სატელევიზიო პროექტით.
    • ვერ აკონკრეტებს, რა პროცესში და ვისთან ერთად ერთვება და არის თუ არა ის პროცესი, რომელშიც ერთვება არის ივანიშვილის ხელისუფლებიდან გაშვების პროცესი. თუმცა თვლის, რომ “ ივანიშვილი ის აღარ არის რაც იყო 7 წლის წინ“.
    • დავიღალეთ ერთი და იგივე სახეებით 25 წლის განმავლობაში.ყავლი გაუვიდა ყველაფერს7
    • “თუ გული გულობს 3 მილიონი კაცის მოვლას რა უნდა.“
    • მზად არ არის გვარები და სახელები დაასახელოს, თუმცა ბევრი ახალგაზრდა იცის ისეთი, ვინც წაადგება თავის ქვეყანას.
    • ამბობს რომ არის ივანიშვილის ოპოზიციაში, თუმცა მისი კრიტიკისას თავშეკავებულია.
    • “შვიდი რვა წელი გავიდა, ადამიანები რომლებმაც მართლა თავისუფლებისთვის ბრძოლას თავი შეაკლეს და თავისუფლების ხარისხით გამოირჩევიან იმ ადამიანებთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს ამ ადამიანს(ბიძინას).ალბათ ჩათვალა რომ ეს ხალხი არ ჭირდება. არ ვიცი ვინ ურეჩევს ამ სიტუაციას, მაგრამ ისევ ეს ხალხი იქნება დასაყრდნობი მას თუ რამე პრობლემა შეექმნა პოლიტიკურად. ამასაც ვერ ხვდება.“ (იგულისხმება უმრავლესობიდან გასული ხალხი.)
    • პრემიერი “ნი რიბა ნი მიასაა“.
    • პარლამენტის თავმჯდომარე გრძელთმიანი “ნი რიბა ნი მიასა“.
    • თბილისის მერი ის არ გამოდგა, რაც ეგონა რომ უნდა ყოფილიყო თილისის მერი. მაგალითად, არ მოიწონა და არ განახორციელა მისი მეგობრების პროექტები.
    • გახარია ნიჭიერი კაცია, მაგრამ მოცემულოაბ სადაც ის არის ჩავარდნილი არ აძლევს გასაქანს, რომ თავისი თავი გამოაჩინოს.
    • არ იცის ხაზარაძის მიმართ წერილი მართლა გახარიამ დაწერა თუ არა.
    • ამბობს, რომ მისი ძმა პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. არწმუნებდა, რადგან თვლის, რომ ლევანი ჭირდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, მაგრამ ვერ დაარწმუნა, რადგან ლევანს უკვე ეზიზღება ქართული პოლიტიკა.

  • Volkswagen–ის ხელმძღვანელმა ნაცისტური ლოზუნგის გამო ბოდიში მოიხადა

    საავტომობილო კონცერნ Volkswagen–ის გენერალურმა დირექტორმა ჰერბერტ დისმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ნაცისტურის მსგავსი ლოზუნგი გამოიყენა კორპორაციის შემოსავლების გაზრდის აუცილებლობისთვის ხაზგასასმელად.
    სამშაბათს კომპანიის თანამშრომლების წინაშე გამოსვლისას დისმა გამოიყენა ფრაზა “Ebit macht frei”, რისთვისაც მოგვიანებით ბოდიშის მოხდა მოუწია. საქმე იმაშია, რომ ეს სიტყვათა წყობა კიდევ ერთი გერმანული ფრაზის ასოციაციას იწვევს, რომელიც ნაცისტებს საკონცენტრაციო ბანაკებში , მათ შორის ოსვენციმის ბანაკში ჰქონდათ გამოკიდებული – “Arbeit Macht Frei” (შრომა ათავისუფლებს).
    თავის განცხადებაში კონცერნის გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ არასწორად შეარჩია სიტყევბი და მხოლოდ იმას გულისხმობდა, რომ კოპანიის ფინანსური მდგომარეობა ბიზნესის განვითარების საშუალებას იძლევა. კომპანიის ფინანსურ სიჯანსაღეზე საუბრისას დისს მისი თქმით მხედველობაში ქონდა EBIT, ანუ საოპერაციო მოგების გაგების ლათინური აკრონიმი.
    “არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა, რომ ეს ფრაზა რამე სხვა კონტექსტში ყოფილიყო აღქმუ№ლი. იმ მომენტში არც მიფიქრია, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო.“– განაცხადა მან.

    სწორედ ეს ფრაზა “შრომა ათავისუფლებს“ ხვდებოდათ გამოკრული ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში მისულ პატიმრებს

    ბოდიში დისმა მას შემდეგ მოიხადა, რაც Volkswagen – მა განაცხადა, რომ 7000 ადამიანს შეამცირებს იმ გეგმიდან გამომდინარე, რომ კომპანია ელექტრომობილების წარმოებაზე აპირებს ფოკუსირებას, რასაც ნაკლები ადამიანი სჭირდება. ამ კვირის დასაწყისში კომპანიამ გამოაცხადა წლიური მოგების შესახებ, რამაც 12 მილიარდი ევრო შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ მას მსხვილი კომპენსაციების გადახდა მოუწია “დიზელგეითის“ სკანდალის გამო, რომელიც მავნე აირების გამონაბოლქვს უკავშირდებოდა.

    ჰერბერტ დისი ამბობს, რომ კარგად ესმის კომპანიის განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მესამე რეიხის დროს მისი როლიდან გამომდინარე.
    კომპანია Volkswagen 1937 წელს ადოლფ ჰიტლერის ინიციატივით დაარსდა, რათა გერმანულ ოჯახებს ავტომობილების შეძენის საშუალება ჰქონოდათ.მეორე მსოფლიო ომის დროს კომპანია არმიისთვის აწარმოებდა ავტომობილებს და ამისთვის ვოლფსბურგის სიახლოვეს მდებარე საკონცენტრაციო ბანაკების 15 ათასზე მეტი ტუსაღის შრომას იყენებდა. კომპანიის სათაო ოფისი სწორედ აქ მდებარეობს.
    ფრაზა, რომელიც ნაცისტებში პოპულარული გახდა, პირველად 19–ე საუკუნეში გამოჩნდა, როგორც გერმანელი მწერლის, ნაციონალისტ ლორენც დიფენბახის რომანის სათაური. 20–ე საუკუნეში ის გარდაიქმნა ლოზუნგად, რომელიც ვეიმარის რესპუბლიკაში უმუშევრობის წინააღმდეგ გამოიყენებოდა. მოგვიანებით, 1933 წელს კი ეს წარწერა გიმლერის მიერ დაჰაუში შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკში გამოჩნდა. თავდაპირველად იქ ხელისუფლებისთვის მიუღებელ პირებს გზავნიდნენ. სლოგანი “შრომა ათავისუფლებს“ მოგვიანებით ნაცისტური პროპაგანდის ნაწილი გახდა, რომელიც ცდილობდა საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის ნამდვილი მიზეზი მიეჩქმალა.
  • 27 წლის გიგი გეგეჭკორი ჩამომხრჩვალი იპოვნეს

    27 წლის გიგი გეგეჭკორი გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი ნახეს. გიგი გეგეჭკორს 7 დღის განმავლობაში ეძებდნენ. „შეტყობინებაში მითითებული იყო, რომ გიგი გეგეჭკორი 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, გავიდა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე სახლიდან, სადაც ის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მიღებული შეტყობინებისთანავე პოლიციამ და სამაშველო სამსახურმა მყისიერად დაიწყეს დაკარგული პირის ძებნის სამუშაოებში. 7-დღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ, 15 მარტს გიგი გეგეჭკორის ცხედარი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, დუშეთის რაიონის სოფელ წითელსოფლის მიმდებარედ, ტყის მასივში თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს,“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

  • სასაცილოა ბურჯანაძე საქართველოდან მთავარ მომლაპარაკებლად წარმოაჩინო–მაქსიმ შევჩენკო

    რუსმა ჟურნალისტმა, პოლიტოლოგმა და ტელეწამყვანმა მაქსიმ შევჩენკომ ტელეარხ RTVI –ს გადაცემაში “განსაკუთრებული აზრი“ ბევრი ისაუბრა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ პერსონები, რომლებსაც რუსეთი სხვადასხვა ქვეყნებში რუსეთის მოკავშირეებად ირჩევს სინამდვილეში ამ ქვეყნებში ბევრს არაფერს წარმოადგენენ.
    “ჩემი საყვარელი თემა კავკასია, საქართველოა. ახლა ბურჯანაძე გამოჩნდა რუსულ არხებზე.
    უცნაური და სასაცილოა ქალბატონი ბურჯანაძე რუსული ინტერესების ლობისტად წარმოაჩინო. ბურჯანაძე იყო ის ადამიანი, ვინც რუსული ოკუპაციის მუზეუმს ხსნიდა, ბურჯანაძე სააკაშვილის ერთგული მოკავშირე იყო, ბურჯანაძემ ხმა მისცა ამერიკული იარაღის საქარველოს ტერიტორიაზე შეტანას, ნატოსთან კოოპერაციას. მისი განცხადებები უცნაურია. ვინც რუსეთში ისეთი საკვანძო ქვეყნის მიმართ პოლიტიკის ფორმირებას ახდენს, როგორიც არის საქართველო, და ეს არის მართლაც საკვანძო, მთავარი ქვეყანა, მე მეჩვენება რომ ისინი საკუთარ ინტერესებს წყვეტენ ქვეყნის შიგნით.
    წამყვანი დაინტერესდა, ბურჯანაძის რომელ განცხადებას გულისხმობდა მაქსიმ შევჩენკო, რაზეც პოლიტოლოგმა უპასუხა:
    “თქვა რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს უნდა დაუახლოვდეს და ა. შ. ყველაფრის ფონზე , აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ფონზე ეს ხომ შეუძლებელია. აქ ალბათ ეს კარგად ჟღერს. ტელეარხ “რასიაზე“ ან “პირველ არხზე“. აქ ყველა მზად არის ტაში დაუკრას. – აი, ჩვენი ადამიანი საქართველოში. და როგორ აღიქვამენ ამას საქართველოში? სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რომ არ იყოს, და საკითხი ღიად იყოს ჩამოკიდებული, კითხვაც არ იქნებოდა, მაგრამ ახლა ადამიანს, რომელიც ასეთ რამეს აცხადებს საქართველოში არანაირი ფასი არ აქვს. ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთში შიდა მოხმარებისთვის, პიარისთვის კეთდება. მე მასთან – ბურჯანაძესთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს. მე პრეტენზიები იმასთან მაქვს ვინც ამას ყიდის აქ, რუსეთის შიგნით, როგორც თითქოსდა საქართველოს პოზიციას, რომელთანაც დიალოგის წარმოება შეიძლება.
    ეს არის საკითხი, რომელიც ზოგადად რუსეთის საგარეო პოლიტიკას ეხება ის ძირითადად შიდა პიარზე და შიგნით, სხვადასხვა ჯგუფების კარიერულ ამოცანებზეა აწყობილი და არა იმ სტრატეგიულ მიზნებზე, რომლებიც რუსეთს სჭირდება, როგორც ისტორიულ გეოპოლიტიკურ სუბიექტს.საქართველოში ეროვნულად ორიენტირებულ ქართულ ძალებთან უნდა ვაწარმოოთ დიალოგი. მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ არა დასავლეთის აგენტებთან, რომლებიც ახლა თავს რუსეთის აგენტებად და პარტნიორებად ასაღებენ, არამედ იმ ქართველებთან, რომლებიც მაგალითად პატრიარქის გარშემო არიან დაჯგუფებული, რომელიც ერთადერთი ქართველია, თავიდან ფეხამდე, ქართველების მამა, რომელმაც ქართველი ხალხი უმძიმეს დროს გადაარჩინა. უკვე ხანდაზმულია უწმინდესი ილია, ღმერთმა მისცეს ჯანმრთელობა,
    შეუძლებელია მუდმივად პოლიტიკურ სიმულატორებს ქმნიდე და ეს ხდება ყველა მიმართულებით, დსთ–ს მაშტაბით ყველა მიმართულებით. ყველა ხალხთან მიმართებაში. ცდილობენ არა რეალურად ელაპარაკონ რეალურ ხალხს – ბელორუსებს, ყაზახებს, სომხებს, ქართველებს, აზერბაიჯანელებს, არამედ თვითონ თავისთვის იგონებენ იმათ, ვინც აქ მოსკოვში მოეწონებათ და მათ წარმოადგენენ მთავარ მომლაპარაკებლად. “ – განაცხადა მაქსიმ შევჩენკომ.
  • სამხედრო კოლონა ხურვალეთთან. თავდაცვის სამინისტრო კოლონის გადაადგილებას წვრთნებს უკავშირებს.

    სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, სადაც სამხედრო კოლონების გადაადგილებაა ასახული , გორის სამხედრო აკადემიის იუნკერთა წვრთნებს უკავშირდება.  „სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო-კადრებში ასახულია სამხედრო წვრთნებიდან იუნკერების დაბრუნების პროცესი. გორის სამხედრო აკადემიის იუნკერები ნადარბაზევში გადიოდნენ სწავლებას. წვრთნები ორშაბათს 11 მარტს დაიწყო და დღეს დასრულდა,“ – განაცხადეს სამინისტროში.

  • გამოდიან და გვაბოლებენ, რომ არაფერი არ ხდება ხურვალეთში, ეს არის თქვენი პოლიტიკა? – დავით ქაცარავა

    რა მოხდა ხურვალეთში – იყვნენ თუ არა გადმოსულები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ოკუპანტები, რის შესახებაც დღეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია იუწყებოდა. ოფიციალური სტრუქტურები უარყოფენ, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღეს სოფლის იმ ნაწილში შემოიჭრა, რომელიც ქართული მხარის მიერააა კონტროლირებული. ამის დასტურად შსს-მ რამდენიმეწამიანი კადრები გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კი მანამდე აცხადებდა, რომ ოკუპანტების შემოსვლა არ დასტურდებოდა. მას შემდეგ, რაც სუსმა- დავით ქაცარავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო, ქაცარავა სოფელ ხუვალეთის სესასვლელიდან ფესიბუქ ლაივით კიდევ ერთხე ჩაერთო. მისი განცხადებით, ის რომ ხურვალეთში არაფერი ხდება, სიცრუეა.

  • “რუსმა სამხედროებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები”-ციხელაშვილი

    შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, რუსმა სამხედროებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები.

    ციხელაშვილი სოფელ ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

    „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ასევე, ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე,“ – ამბობს ციხელაშვილი.

  • ღარიბაშვილის პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის რანგში

    „ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ტოივო კლაარს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს, კონფლიქტურ ზონებში არსებულ ვითარებას, ასევე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადაჭრის გზებს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით ტოივო კლაარმა ირაკლი ღარიბაშვილს ახალ პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
    „ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ადრეც შევხვედრივარ, როდესაც ის პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინიტრის პოსტს იკავებდა. მოხარული ვარ მასთან შეხვედრით. მე მას მივულოცე ახალ პოზიციაზე დანიშვნა. შეხვედრაზე ფართოდ განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ჩემი მოვალეობები და ის ვითარება, რაც კონფლიქტების მიმართულებით არსებობს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობა. ჩემი, როგორც ევროკავშირის სპეციალური წარმომადგნლისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარის მოვალეობა არის დიალოგის უზრუნველყოფა და დახმარება კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში“ – გაანაცხადა ტოვიო კლაარმა.
  • დიდი ალბათობით ირაკლი კვარაცხელია არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა – ექსპერტი

    ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია დიდი ალბათობის არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ცენტრი „ემპათია“ აცხადებს, რომელიც კვარაცხელიას ინტერესებს იცავს. ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით კვარაცხელია რუსეთის სამხედრო ბაზაზე არაადამიანური პირობებში ე.წ. კარცერში ჰყავდათ. საბოლოოდ, რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ამას კომპლექსური ექპსერტიზა დაადგენს, რომელიც სამხარაულის პირველადი ექსპერტიზისა და გამოძიების მასალების საფუძველზე ჩატარდება.

  • საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები, იდიოტიზმთან გვაქვს საქმე – ბობოხიძე მოსამართლეებზე

    „კონსტიტუცია და კანონი მოსამართლეებს პოლიტიკური განცხადებების კეთებას უკრძალავს, შიდაპოლიტიკური განცხადებები კი არა, უკვე საერთაშორისო პოლიტიკაში გადაიჭრნენ ბიჭები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებების შეფასებები დაიწყეს. საერთოდ, იდიოტიზმთან გვაქვს საქმე“, – უვადოდ დანიშნული და დასანიშნი მოსამართლეების მისამართით ეს განცხადება „ევროპული სქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპროცედურო საკითხთა და წესების კომისიაზე გააკეთა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებულ სამ ალტერნატიულ კანონპროექტს განიხილავენ. ოთარ კახიძის შემდეგ, რომელმაც „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული კანოპროექტი წარადგინა, ეკა ბესლიას მოსუმინეს, რომელმაც თანაგუნდელებთან ერთად შემუშავებულ კანონონპროქტზე ისაუბრა. ისევე, როგორც ოთარ კახიძის, ბესელიას კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების უმეტესობა. რაც შეეხება მესამე კანონპროექტს, ანუ პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პროექტს, რომელსაც ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შედგენილ დოკუმენტს უწოდებს, დეპუტატებს ანრი ოხანაშვილი გააცნობს.