Blog
-
დაფიქრდით საკუთარ პასუხისმგებლობაზე და არა იმაზე, ვინ რას ჩაგიწერთ ჩატში-კახიძე უმრავლესობას
„ეს ქვეყანა არ არის ივანიშვილის, არც „ქართული ოცნების“, არც „ევროპული საქართველოსი“, ეს არის ქართველი ხალხის, ჩვენი შვილების ქვეყანა“, – ასე მიმართა „ევროპულის საქართველოს“ წევრმა ოთო კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობას უზენაესი სასამარლოს მოსამართლეთა შერჩვის კრიტერიუმებზე მომზადებული კანონპროეტებისთვის კენჭისყრამდე. კახიზე, უმრავლესობის წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ნუ შეასრულებენ ივანიშვილის დაკვეთას, რომელიც სასამართლო კლანის ინტერესებს საკუთარ თავზე ირგგებს. “სულ არ იქნებით პარლამენტში და უმრავლესობაში, სხვა ხელისუფლება რომ მოვა, ეს კლანი იმ ხელისუფლების დაკვეთებს შეასრულებს” – განუცხადა კახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს და მის გუნდს” -
ნაცმოძრაობას მაინც ნუ ჩაუპაჭუნებთ ხოლმე თვალებს – კობახიძე ადა მარშანიას
“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღო.პროექტის წინააღმდეგ ხმა 31-მა დეპუტატმა მისცა.კანონში ცვლილებებით, რომლის განხილვას და დამტკიცებას დიდი ხმაური და პროტესტი მოჰყვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა ,მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა რეგულირდება. პროექტის კენჭისყრამდე დარბაზში დებატები გაიმართა. -
ნაცმოძრაობას არ უკადრია ის,რასაც ჩვენი თანაგუნდელები კადრულობენ–ირაკლი კობახიძე
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროქტებისთვის კენჭისყრამდე დეპუტატებს უმრავლესობის სახელით პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მხოლოდ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი არის შესაბამისობაში კონსტიტუციასთან და „ევროპული საქართველოს“ და ბესელიას ჯგუფის კანონპროექტები ტყუილი და იურიდიულ საფუძველს მოკლებულია. პარლამენტმა დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით 89 ხმით მიიღეს.პროექტის წინააღმდეგ ხმა 31-მა დეპუტატმა მისცა.კანონში ცვლილებებით, რომლის განხილვას და დამტკიცებას დიდი ხმაური და პროტესტი მოჰყვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა ,მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა რეგულირდება. -
მთლად დუნიაზე ნუ მოვიჭრით თავს, აქ არ მოგვადგეს მოსახლეობა – ადა მარშანია უმრავლესობას
უზანაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩვის წესთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტებისთვის კენჭისყრამდე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ უმრავლესობას მიმართა. „ტავი არ მოვიჭრათ მთელ დუნიაზე, ისედაც ბევრეჯერ მოვიჭერით თავი. არ მოგვადგეს აქ მოსახლეობა. გპირდებით ორგანიზებას ჩვენ გავაკეთებთ“ – განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობას მარშანიამ
-
ცენტრალური ქუჩები, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაგიჩერებენ
თბილისში 12 ცენტრალურ გამზირზე მიკრავტობუსები მხოლოდ სპეციალურ გაჩერებაზე გაჩერდებიან. თბილისის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ მიკროავტობუსების ახალ რეგულაციებზე ისაუბრა. მერი ამბოს, რომ ადრე მიკროავტობუსებს ჰქონდათ უფლება და შესაძლებლობა, სადაც მოესურვებოდათ, ყველგან გაეჩერებინათ, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. მიკროავტოუსებისთვის მერიამ რეგულაციები ერთი წლის წინ 14 ქუჩაზე აამოქმედა, რომლის მიხედვით ქუჩების ნაწილზე მიკროავტობუსებს ყველგან გაჩერება აეკრძალათ. კალაძე ამბობს რომ საპილოტე პროექტმა გაამართლა და ამიერიდან რეგულაცია კიდევ 12 ქუჩაზე გავრცელდება.“როცა ხდება ყველგან გაჩერება გზის ნებისმიერ მონაკვეთში მუნიციპალური ტრანსპორტის, ეს მოქალაქეებს უბიძგებს ქუჩა საფრთხის შემცველ მონაკვეთშიც გადაჭრან, რაც მათი უსაფრთხოებისთვის და მძღოლებისთვისაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო ამ მიმართულებით და საცობების თვალსაზრისითაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. უნდა მოხდეს ამ ყველაფრის მოწესრიგება და დარეგულირება.“– განაცხადა მთავრობის სხდომაზე კალაძემ.12 ცენტრალური ქუჩის სია, რომლებზეც მიკროავტობუსები მხოლოდ სპეციალურ გაჩერებებზე გაჩერდებიან, ასეთია:1.ქეთევან დედოფლის გამზირი;
2.თამარ მეფის გამზირი;
3.აკაკი წერეთლის გამზირი;
4.დავით გურამიშვილის გამზირი;
5.გრიგოლ რობაქიძის გამზირი;
6.ნუცუბიძის ქუჩა;
7.ცოტნე დადიანის ქუჩა;
8.სულხან ცინცაძის ქუჩა;
9.ვაჟა ჩაჩავას ქუჩა;
10.პეტრე ქავთარაძის ქუჩა;
11.აწყურის ქუჩა;
12.ჯავახეთის ქუჩა -
დეპუტატებს ხმის მიცემის ინსტრუქცია დაურიგეს
“დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან:),”- ამ შინაარსის სტატუსს, სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი აქვეყნებს და დეოუტატებისთვის დარიგებული ინსტრუქციების ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოებზე, რომელიც რატიანმა გამოაქვეყნა, ჩანს თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ ხდება პარლამენტში კენჭისყრის დროს ხმის მიცემა. რატიანის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში მისულ დეპუტატებს დღეს ეს ფურცლები სხდომათა დარბაზში დახვდათ.
“დღეს დილას დაგვხვდა. გვასწავლიან:) ბარათი ჭრილში უნდა განთავსდეს…
პარალელურად უნარების გამოცდაც გააუქმეს,”-წერს რატიანი.დეპუტატებისთვის ინსტრუქციების დარიგება გუშინ, სხდომათა დარბაზში ჩატარებულ კენჭისყრას მოჰყვა, რომლის შედეგადაც უმრავლესობამ ზვიად კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვა. “ქართულ ოცნებაში” ამის მიზეზად ტექნიკური შეცდომა დაასახელეს და ამტკიცებდნენ, რომ დეპუტატებს უბრალოდ ღილაკები აერიათ.
-
პეკინზე მომხდარი ყაჩაღობისთვის მამა–შვილი დააკავეს
გუშინ პეკინის გამზირზე ერთ–ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილები პოლიციამ თავდასხმიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი მამა-შვილი 1965 წელს დაბადებული გ.შ. და 1989 წელს დაბადებული ე.შ. დააკავეს.დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს, საიდანაც თანხის წაღება ვერ შეძლეს და ტერიტორია სამართალდამცველების მისვლამდე დატოვეს. ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე ერთი გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. -
“საპატრიარქო თვლის რომ მონობა მოსულა“–გირჩის პასუხი საპატრიარქოს
გირჩი საპატრიარქოს პასუხობს, რომელმაც დღეს სამხედრო სამსახურიდან სასულიერო პირების გათავისუფლების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე თავისი პოზიცია გამოხატა. საპატრიარქოს დღევანდელი განცხადება გირჩმა იმის დასტურად ჩათვალა, რომ ირაკლი სესიაშვილის კანონპროექქტის უკან საპატრიარქო დგას.
გირჩი თავის განცხადებაში განმარტავს, რა წერია მათი აზრით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში:
“1. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა არსებობდეს. ანუ ფიქრობს, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება ადამიანი პოლიციის ძალით წაიყვანოს სადმე 1 წლით და აკეთებინოს ისეთი საქმე, რისი კეთებაც მას არ უნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მონობა მოსულა. ასე ესმით ქრისტიანობა.
2. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მონობა არ მოსულა მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის, რადგან „ეს საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა“. მოკლედ, ჩვენი დამონება არ მოსულაო. ჩვენც ბატონები ვართო.
3. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული „შრომითი სამსახური“ (არაშრომითი სამსახურებიც არსებობს სადღაც). ანუ, თუ არ მოგწონს ავტომატით ხელში მონობა, ნიჩბიანი მონა იყავიო, ან რამე სხვა საქმე მოვძებნოთო. მაგრამ 1 წელი მონა აუცილებლად უნდა იყოო. სახარების თავის მითითება დაავიწყდათ, სადაც ეს წერია.
4. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბიბლიური თავისუფლება არის „ფსევდორელიგიური იურიდიული პირი“. ანუ, ზუსტად იციან რომელი რელიგიაა ნამდვილი და რომელი ცრუ. ტესტი ალბათ იმაზე გადის, რამდენი ჯიპი ჰყავს რელიგიაზე პრეტენზიის მქონე ორგანიზაციას და რამდენი მღვდელმთავარი დასდევს ზემდგომს ციანიდიანი სასმისით.
5. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბიბლიურ თავისუფლებას მერკანტილური ინტერესები აქვს. ამას მიიჩნევს ინსტიტუტი, რომელიც ყოველ წელს იღებს და ირგებს ღატაკი მოსახლეობისთვის გადასახადების სახით წართმეულ 25 მილიონს, ბოლშევიკების მიერ ამ ქვეყნის მოქალქეებისთვის წართმეულ მიწებსა და უძრავ ქონებას, ვაჭრობს ჯვრებით, სანთლებით, ყველით, თაფლით, არყით და პრინციპში, ყველაფრით, რისი გაყიდვაც შეიძლება, რომლის წარმომადგენლებიც მოძრაობენ ათობით ათასი დოლარის ღირებულების მანქანებით და ათასობით ლარის ღირებულების მობილურებით, რომლებიც ყველაფერში ფულს იღებენ ბავშვის ნათლობიდან დაწყებული, მიცვალებულის წესის აგებით დამთავრებული. მერკანტილიზმის მამები ამბობენ ამას ჩვენზე.
6. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბიბლიური თავისუფლება დაკავებულია „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით“. ინსტიტუტი, რომელიც დაკომპლექტებულია საბჭოთა სუკის მიერ შერჩეული, და შემდეგ მათ მიერ შერჩეული კადრებით; რომელიც გამოირჩევა დეკლარირებულად პრორუსული ხედვებით; რომლის წარმოამდგენლებიც რეგულარულად დადიან რუსეთში და ღიად ხვდებიან კრემლის ერთერთი დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც თავის თავს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდებენ; რომელიც ამ დეპარტამენტის წარმოამდგენლებს სინოდის თითქმის სრული შემადგენლობით ხვდება საპატრიარქოში, ხოლო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმოამდგენლებს რესტორანში პატიჟებს ყავაზე და ეუბნება, რომ ჯერ ტომოსი უნდა წაიკითხოს; რომლის წარმომადგენლებიც ღიად, დღისით-მზისით ქადაგებენ იმის თაობაზე, რომ დასავლეთი რყვნის, ხოლო რუსეთი, როგორც მესამე რომი, ხსნაა საქართველოსთვის – აი, ეს ინსტიტუტი ამბობს ჩვენზე, რომ ჩვენ ვართ ანტისახელმწიფოებრივი.
„და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას“.
მათეს სახარება, თავი XVI.
კლდე არ არის. არ ჩამოიტანეს. “ – წერია გირჩის განცხადებაში
-
პრეზიდენტი აღიარებს, რომ გერი ადმინისტრაციაში სანდოობის გამო დაასაქმა და არა კომპეტენციის
სალომე ზურაბიშვილთან ორსაათიანი ინტერვიუს დროს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაინტერესდა, რატომ დანიშნა პრეზიდენტმა საკუთარი გერი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩევისთანავე უკონკურსოდ მაშინ, როცა ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა და ბევრი ადამიანი უმუშევარი დარჩა.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი ყოფილი მეუღლის, ჯანრი კაშიას ქალიშვილი, ნანა კაშია მისთვის სანდო კადრია და ადმინისტრაციაში ერთი სანდო ადამიანი აუცილებლად ჭირდებოდა:
“ეს არ არის საკადრო პოლიტიკა და არ არის მრჩეველი… და ერთი ადამიანი აუცილებელი არის. მე ეს ვისწავლე როცა ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ შენ გჭირდება შენ უახლოეს ადმინისტრაციაში,ეს არის ადმინისტრაციული ადგილი, გჭირდება ერთი ადამიანი, რომელიც არის შენთვის სრულიად სანდო და რომელიც შენთვის მუშაობს და მხოლოდ შენთვის.
წამყვანის კითხვაზე,“აუცილებელი იყო ეს ოჯახის წევრი ყოფილიყო?“, ზურაბიშვილი პასუხობს:
“აუცილებელი არის, არა, აუცილებელი არის და ყველას ყავს. არაფერი ბრალდებები…ეს არ არის შტატი და ეს არ არის სკონკურსო… და კიდევ ერთხელ ვიტყვი და ყველგან გავიმეორებ – ერთი ადამიანი და აიღეთ ნებისმიერი პრეზიდენტი მსოფლიოში ყველას ყავს თავის უახლოეს გარემოცვაში ერთი ადამიანი მაინც რომელიც არის მისთვის სრულიად სანდო და ასეთი ადამიანი მყავს და ამას ვიტყვი და ყველგან გავიმეორებ და არანაირი ხინჯი არ მაქვს ამის გამო.“– განაცხადა ზურაბიშვილმა
-
ჯეოსელი გაითიშა. ასიათასობით მომხმარებელი კავშირის გარეშე დარჩა
მობილური ოპერატორი ჯეოსელი გათიშულია. ჯეოსელის მომხმარებლებს პრობლემა რამდენიმე საათის წინ შეექმანთ და ამ დროისთვის კომპანია მთლიანად გათიშულია. ასევე, არ ფუნქციონირებს კომპანიის ვებგვერდი და ცხელი ხაზი. მომხმარებლები კავშირის და ინფორმაციის გარეშე არიან დარჩენილები. ჯეოსელის მფლობელ სილქნეტში კი აცხადებენ, რომ ჯეოსელი გლობალური დაზიანების გამოა გათიშული. რამ გამოიწვია დაზიანება და როდის აღდგება ქსელის ფუნქციონირება, ამ დროისთვის უცნობია.
“ჩვენს აბონენტებს ბოდიშს ვუხდით ამ დისკომფორტისთვის და უახლოეს მომავალში შევატყობინებთ ინფორმაციას ქსელთან დაკავშირებით”, – აცხადებენ კომპანიაში.