Blog

  • რა გეშველებათ, თქვე უბადრუკებო, თქვე საცოდავებო- ადა მარშანიას ემოციური გამოსვლა პარლამენტში

    {{VIDEO}}„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემოციური გამოსვლა პარლამენტში. ადა მარშანიამ საკანონმდებლო ორგანო უსაქმურობაში და უნამუსობაში დაადანაშაულა. მარშანიამ კოახიძეს გუშინდელი დღე შეახსენა, როდესაც კობახიძემ ის „ნაციონალური მოძრაბისთვის“ თვალის ჩაპაჭუნებაში დაადანაშაულა.

    “რაღაცა თვალის ჩაპაჭუებაზე ბრძანეთ, მე ყურადღებაა არ მიმქცევია, მაგრამ ეს რა გითქვამთ გუშინ? ღმერთმა დაგიფაროთ, რომ გაგიჟდეს „პატრიოტთა ალიანსი“, შეუერთდეს ნაცმოძრაობას, მერე რა გეშველებათ თქვე უბადრუკებო, თქვე, საცოდავებო“? ”

    ადა მარშანიას მწვავე კრიტიკის ობიექტი, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც აღმოჩნდა. „ქალბატონო მინისტრო, თქვენც გგონიათ, რომ მართლა დაიმსახურეთ ეს თანამდბობა?. უნდა შეგახსენოთ, რომ მინისტრის რანგში ბრძანდებით აქ და ყველას უნდა უპასუხოთ ნურმალურად, ზედმეტი კეკლუციბის და უზრდელობის, თავხედობის, უტაქტო ტონალობის გარეშე. თქვენი ნარცისობა ვიხილეთ აქ. უნამუსოდ და უსინდისოდ თავს იქნევთ სამთავრობო ლოჯდან. ეს ადაიანი მინისტრი უნდა იყოს“? – განაცხადა ადა მარშანიამ.

  • ხაბეიშვილი თბილისის მერს ორ თვეში 73 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს

    ოპოზიცია თბილისის მერს ორ თვეში 73 მილიონი ლარის გაფლანგვაში ადანაშაულებს.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თანხა თბილისის მერიამ სამშენებლო სამუშაოებისთვის სხვადასახვა კომპანიებს გადაურიცხა, ამ კომპანიებში არიან “ქართული ოცნების” შემომწირველები და ის ფირმები, ვინც პარტიულ აქტივობებს აფინანსებენ. იყო თუ არა თანხა არამიზნობრივად დახარჯული – საკითხის გასარკვევად ოპოზიციური პარტია პროკურატურას მიმართავს.

    “ეს კომპანიებია “ჯეოგრუპი” “ენსისი” “ინსი” და “ანაგი,” რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან ქართულ ოცნებასთან. პარტიულ აქტივობებს აფინანსებენ პირდაპირ ბიუჯეტის ხარჯზე, 2018 წელს რომ გაამარჯვებინეს და ფული შესწირეს, ბიძინა ივანიშვილის ხეებს რომ დაატარებენ და ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს რომ სახლებს უშენებენ, ამ კომპანიებს ათობით მილიონ ლარს უხდის კახი კალაძე,”-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

    ბრალდებას და კომპანიების “ქართულ ოცნებასთან” კავშირს უარყოფენ მერიაში. კალაძის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი ხაბეიშვილს უსაფუძვლო ბრალდებებში ადანაშაულებს და მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს.

    “როდესაც ადამიანი გამოდის და ამხელა გრანდიოზულ ზღაპრებს იგონებს, მინიმუმ ტენდერებში მაინც უნდა იყოს შესული გადამოწმებული უნდა ჰქონდეს და მინიმუმ 1 უმნიშვნელო სახის დარღვევას მაინც უნდა გვეუბნებოდეს,”-აცხადებს თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი.

  • არ გაქვთ უფლება, უმანკოების მანტიამოსხმულმა ვინმეს მორალი წაუკითხოთ – სამადაშვილი წულუკიანს

    მეორე დღეა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრი იმყოფება. ვინაიდან, მინისტრის მოხსენების, დეპუტატების შეკითხვების და ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ გუშინ ფრაქცების გამოსვლები ვერ მოესწრო, დღევანდელი სხდომა სწორედ ფრაქციების გამოსვლებით განახლდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი „უმანკოების მანტიამოსხმული და მორალური უპირატესობის კვარცხლბეკზე ასულ“ მინისტრად მოიხსენია და განუცხადა, რომ სანამ იუსტიციის მინისტრად დარცება, ქვეყანაში არც კანონნის უზენაესობა იქნება, არც დამოუკიდებელი სასამართლო და ვერც სამართალს იპოვის ვინმე. „ტქვენს სახელს უკავშიედება სასამართლო კლანი, პოლიტიზირეული პროკურატურა, შეუცვლელი ხართ არა ღირსებით, არამედ, უღირსი გადაწყვეტილებების გამო“ – განუცხადა სამადაშვილმა წულუკიანს. 

  • აფხაზმა რუსეთის პასპორტი დაწვა

    ფეისბუქზე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ბესლან ჭკადუას ვიდეო ვრცელდება, რომელიც თურქეთში იმყოფება და თავის რუსულ პასპორტს წვავს იმის გამო, რომ აფხაზეთში დაბრუნება შეძლოს. რატომ გახდა აფხაზეთში დასაბრუნებლად საჭირო რუსეთის მოქალაქის დოკუმენტის განადგურება, ვიდეოდან არ ჩანს, თუმცა ჭკადუა ამბობს, რომ მას არ აქვს რუსული პასპორტი, აქვს მხოლოდ მწვანე პასპორტი და მიმართავს ე.წ. საკონსულო სამსახურს, აფხაზეთში დააბრუნონ.

    ვიდეოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ. რუსეთის საკონსულო გამოეხმაურა, სადაც განაცხადეს, რომ ჭკადუას საქციელი მასვე ვნებს და შეურაცხყოფს, – როგორც რუსეთის მოქალაქეს და არსებითად ართულებს მის სამართლებრივ სტატუსსა და გადაადგილებას, ხოლო მის მეორე ფეისბუქ-სტატუსზე, რომელშიც ჭკადუა წერს, რომ ის არცერთ სახელმწიფოს არ შეურაცხყოფს, ე.წ. საკონსულოში თქვეს, რომ როგორც გაარკვიეს, „აფხაზეთში მდებარე რუსეთის საკონსულოს ჭკადუაზე რუსეთის პასპორტი გაცემული არ აქვს, ხოლო მისი საქციელი გათვალისწინებული იქნება, როცა ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისთვის რუსეთის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს მიმართავს“.

  • დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

    დეკანოზ, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მსჯავრდებულს დღეს ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ადვოკატი მოინახულებს. სამედიცინო ექსპერტების შეფასებით, რომლებიც საქმეში სახალხო დამცველის აპარატის მოთხოვნით ჩაერთვნენ, გიორგი მამალაძეს კომპლექსური მკურნალობა ესაჭიროება. ადვოკატები და მამალაძის ოჯახის წევრები იმედოვნებენ, რომ დასკვნის საფუძველზე დეკანოზს სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ, მოგვიანებით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსჯავრდებულის შეწყალების საფუძველი გახდება.

    “რამდენიმე ხნის უკან ვიყავი და მაშინაც ვიცოდი რომ ის მდგომარეობა იყო, რაც მანამდე ჰქონდა. ამის დასტური არის შესაბამისად სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. იმედი მაქვს რომ მას გადაიყვანენ საქალაქო საავადმყოფოში, დარწმუნებული ვარ დაჩქარებული წესით მიმართავს პატრიარქი, მისი უწმინდესობა პრეზიდენტს მამა გიორგის შეწყალების თაობაზე,”- ამბობს მამალაძის ადვოკატი.

    დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ექსპერტიზამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სასულიერო პირის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

    “ჩემი ძმის მდგომარეობა ისევ და ისევ მძიმე არის, ის რჩება პარალიზებული თავისუფლად გადაადგილების საშუალება არ აქვს,”-აცხადებს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე.

  • პარლამენტში დღეს კიდევ ერთი მინისტრი მივა

    პარლამენტში დღეს მთავრობის კიდევ ერთი წევრი – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მივა . მაია ცქიტიშვილთან მთავარი შეკითხვები ოპოზიციას  ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ექნება.

    საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ამ საკითხზე სასაუბროდ მინისტრი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის. ოპოზიცია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რუსულ ინტერესზე საუბრობს და თვლის, რომ ხელისუფლებას პროექტის ჩაშლა უნდა.

    “სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივად გამოხატულიყო ინტერესი ამ პროექტის განხორციელების, მიმართულია ამ პროექტის ხელის შესაშლელად, ამის უამრავი მტკიცებულება არსებობს,”-აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი,  ოთარ კახიძე.

    ანაკლიის პორტის პროექტი განსაკუთრებული ყურადღების საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და თიბისის საქმის კონტექსტშიც გაჩნდა კითხვები. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა ამ პროექტის განხორციელებისთვის. თუმცა კითხვები მინისტრთან უმრავლესობის წევრებსაც ექნებათ.

  • საქართველო მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყნების რიცხვშია

    გამოქვეყნდა “ბედნიერების  მსოფლიო ინდექსის“(World Happiness Report) –ის ახალი ანგარიში. სიაში 156 ქვეყანა შედის. მათ შორის საქართველო 119–ე ადგილზეა. სოციოლოგები ბედნიერების ინდექსს 2012 წლიდან ითვლიან ქვეყნებში კეთილდღეობის დონის და ცხოვრების ხარისხით მოქალაქეების კმაყოფილების გათვალისწინებით. გასული წლიდან კი ახალი მიგრანტების (რეპატრიანტების), აზრის გათვალისწინებაც დაიწყეს.
    უკვე მეორე წელია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ფინეთი ითვლება. რეიტინგის პირველ ათეულში შედიან ასევე დანია, ნორვეგია, ისლანდია, ნიდერლანდები, შვეიცარია, შვედეთი, ახალი ზელანდია, კანადა და ავსტრია.
    ავსტრალია რეიტინგის 12–ე ადგილზე დაეშვა აშშ კი 19–ე ადგილზეა.
    ისრაელი რეიტინგის 13–ე ადგილს იკავებს და აშშ–ს გარდა ისეთ მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორებიც არიან ლუქსემბურგი, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, გერმანია, ბელგია, ჩეხეთი. წინა ინდექსების მსგავსად, ბოლო კვლევის მიხედვითაც ისრაელი კვლავ აღიარებულია აზიისა და კერძოდ, ახლო აღმოსავლვეთის ყველაზე ბედნიერ ქვეყნად. ამ რეგიონის ქვეყნებიდან ისრაელთან ყველაზე ახლოს არიან 21 ადგილზე არაბეთის გაერთიანებული საემიროები, 28 ადგილზე კი საუდის არაბეთი.
    ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს შორის ყველაზე ბედნიერი უზბეკეთია – რეიტინგის 41–ე ადგილი. ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ კმაყოფილები არიან ცხოვრების დონით და ხარისხით. შემდეგ კი საბჭოთა რესპუბლიკებს შორის მოდიან:
    ლიტვა – 42, ლატვია – 53, ესტონეთი – 55,ყაზახეთი – 60,რუსეთი – 68 , მოლდოვა – 71, ტაჯიკეთი –74 , ბელორუსი – 81, ყირგიზეთი – 86, თურქმენეთი –87, აზერბაიჯანი – 90, სომხეთი – 116, საქართველო – 119. ჩვენზე უბედურად საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან თავს მხოლოდ უკრაინელები გრძნობენ. ისინი სიის 133–ე ადგილზე არიან.
    მსოფლიოს ყველაზე უბედური ქვეყნები კი არიან: სამხრეთ სუდანი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და ავღანეთი.
    მსოფლიო ბედნიერების რეიტინგი სხვადასხვა ქვეყნებში კვლევის და გამოკითხვების შედეგად შედგა.

    რაზე ფოკუსირდება მსოფლიო ბედნიერების ანგარიში 2019

    • კავშირი ხელისუფლებასა და ბედნიერებას შორის. ემპირიულად განიხილება კავშირი სახელმწიფო მმართველობის ხარისხისა და ბედნიერების საშუალო ერვოვნულ მაჩვენებელს შორის. ასევე განიხილება, როგორ მოქმედებს მოქალაქეების ბედნიერება პოლიტიკურ პროცესში მათ მონაწილეობაზე.
    • გულუხვობა და სარგებლიანობა სხვა ადამიანებისთვის და მთლიანად, საზგადოებისთვის, რასაც შეუძლია ისეთი გარემოს და საზოგადოების შექმნა, სადაც ბედნიერად ცხოვრებაა შესაძლებელი.
    • ცვლილებები საინფორმაციო ტექნოლოგიებში. როგორ მოქმედებს საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება ბედნიერების შეგრძნებაზე.

    ბედნიერების ინდექსი შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით გამოითვლება:

    1. მშპ ერთ სულ მოსახლეზე შიდა ფასების გათვალისწინებით .
    2. ჯანმრთელი ცხოვრების სავარაუდო ხანგრძლივობა.
    3. სოციალური მხარდაჭერა , ანუ როგორია პასუხი დასმულ კითხვაზე: “პრობლემა რომ შეგექმნათ, გაქვთ თუ არა ნათესავების ან მეგობრების დახმარების იმედი აუცილებლობის შემთხვევაში.“
    4. ცხოვრებისეული არჩევანის თავისუფლება . ანუ პასუხი კითხვაზე:კმაყოფილი ხართ თუ არა არჩევანის თავისუფლების ხარისხით საკუთარი ცხოვრების განკარგვისას?
    5. გულუხვობა , ანუ პასუხი კითხვაზე: დაგიხარჯავთ თუ არა ფული ქველმოქმედებაზე წინა თვეს?
    6. კორუფციის აღქმა – არის თუ არა გავრცელებული კორუფცია მთავრობაში.
    ამ კითხვების გარდა შედეგებზე გავლენა მოახდინე ბედნიერების თუ უბედურების სუბიექტურმა აღქმამ, მაგალითად გათვალისწინებულ იქნა პასუხები კითხვებზე წინა დღის შესახებ: იცინეთ? გქონდათ ბედნიერების შეგრძნება? შფოთვას გრძნობდით? მრისხანებას?
  • ვარსკვლავები,რომლებმაც კოსმოსში გასაფრენი ბილეთები შეიძინეს

    რამდენიმე წლის წინ კომპანია Virgin–მა კოსმოსური ტურიზმის განვითარების განზრახვის შესახებ განაცხადა. ჰოლივუდის ზოგიერთ ვარსკვლავს იდეა იმდენად მიმზიდველად მოეჩვენა, რომ პირველივე კოსმოსურ რეისზე ბილეთის შეძენა გადაწყვიტეს. ვნახოთ, ვინ აპირებს კოსმოსში გაფრენას და ვის რა დაუჯდება ეს მოგზაურობა.
    ლეონარდო დიკაპრიოს არაერთხელ განუცხადებია კოსმოსში გაფრენის სურვილს შესახებ. 2013 წელს მან ოცნების ასასრულებლად ნაბიჯი გადადგა. ცნობილი გახდა, რომ ის Virgin Galactic –ის სუბორბიტალური კოსმოსური ხომალდით კოსმოსში გაემგზავრება, თუმცა რომელ წელს შედგება ფრენა ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ბილეთები უკვე იყიდება და რამდენიმე მილიონერმა იმავე რეისზე ბილეთი 1 200 000 ევროდ შეიძინა.
    ეშტონ კატჩერიც ყოველთვის ოცნებობდა ერთხელ მაინც გადმოეხედა დედამიწისთვის კოსმოსიდან. 2012 წელს, როცა კომპანია Virgin- მა მისი კოსმოსური პროგრამის შესახებ გამოაცხადა, მსახიობი პირველ 200 იღბლიანს შორის აღმოჩნდა, ვინც ბილეთი 200 000 დოლარად შეიძინა.
    “ეშტონი შეუერთდა იმ თანამეგობრობას, ვინც კოსმოსში პირველ მოგზაურობას შეძლებს. ეს მოგზაურობა მათ ცხოვრებას შეცვლის, მათი სახელები ისტორიის სახელმძღვანელოებში შევა. მიხარია რომ ჩვენთან ერთად არის!“– განაცხადა Virgin–ის დამფუძნებელმა რიჩარდ ბრენსონმა.

    ქეით უინსლეტმა კოსმოსის ბილეთი საქორწილო საჩუქრის სახით მიიღო. თანაც ეს გულუხვი საჩუქარი მას თავად რიჩარდ ბრენსონმა გაუკეთა.

    “ყოველთვის ვოცნებობდი კოსმოსში გაფრენაზე. და ერთხელაც მართლაც გავფრინდები! Virgin Galactic მომავალ წელს კოსმოსში ხომალდს აგზავნის და უკვე  ვცდილობ მის ბორტზე მოვხვდე. მყავს მეგობარი, რომელმაც ამ პროექტში ინვესტიცია ჩადო, ასე რომ შეიძლება დამეხმაროს. მინდა ერთ–ერთი პირველი ვიყო “– განაცხადა მაილი საირუსმა 2013 წელს. მართალია ტურისტული კოსმოსური შატლი კოსმოსში ჯერ არ გაფრენილა, მაგრამ თუ ეს პროექტი შედგა, მაილი საირუსი იმავე რეისით გაემგზავრება, რომლითაც ლეონარდო დი კაპრიო.

    შეიძლება ითქვას, რომ ეს რეისი საკმაოდ მხიარული იქნება, რადგან ამავე რეისზე აქვს ბილეთი ჯასტინ ბიბერს, რაშიც 250 000 დოლარი გადაიხადა. ჯასტინ ბიბერს ამბიციური ამოცანა აქვს: მომღერალს უნდა ღია კოსმოსში კონცერტი გამართოს. თანაც, ამ კონცერტის ორგანიზებაში დახმარება მას თავად ნასას სპეციალისტებმა შესთავაზეს დახმარება.
    კოსმოსში გაფრენას გეგმავს ლედი გაგაც. მომღერალი სხვა ვარსკვლავებთან ერთად ტურისტულ რეისს შეუერთდება. როცა ვარსკვლავმა ამის შესახებ განაცხადა, სოციალურ ქსელებში ხუმრობებიც გაჩნდა, რომ უცხოპლანეტელი ბოლოს და ბოლოს სახლში დაბრუნდება.თავად ლედი გაგა კოსმოსური ფრენის იდეას ძალიან სერიოზულად უდგება. მასაც ორბიტაზე კონცერტის გამართვა სურს.
    აი, ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის საქმე როგორ იქნება, რთული სათქმელია. ანჯელინა ჯოლიმ კოსმოსური მოგზაურობის შესახებ გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა ჯერ კიდევ ბრედ პიტის ცოლი იყო. წყვილს სურდა დედამიწა ერთად დაეტოვებინა და ეს იდეა მათ ძალიან რომანტიულად ეჩვენებოდა. პირველი ტურისტული კოსმოსური ხომალდის სტარტის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.ბრედ პიტი და ანჯელინა კი ერთმანეთს უკვე დაშორდნენ. თუმცა ჯერ კიდევ აქვთ შანსი ბილეთები უკან დააბრუნონ, ან ადგილები მაინც გადაცვალონ რომ გვერდიგვერდ არ მოუწიოთ ჯდომა.
  • იკადრეთ უკადრებელი,არ ვაპირებ თავის მართლებას, გრცხვენოდეთ – წულუკიანი სამადაშვილს

    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა დეუტატების დასმულ შეკითხვებს გასცა პასუხი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სალომე სამადაშვილს წულუკინმა განუცხადა, რომ მან იკადრა უკადრებელი, როდესაც მინისტრს ბრალი დასდო, ჰააგის სასამართლოსთან ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ თანამშრომლობაში. „ქართველმა ჯარისკეცებმა ყველაზე კარგად იციან, ვინ მუშაობს მათ ინტერესებზე. ჯარისკაცებს ახსოვთ, როგორ მიატოვეთ ცხედრები და ისე გამოიქეცით, რომ წიხლებს ირტყავდით კეფაში. კითხვას მისვმათ, მე გპასუხობთ., მომისმინეთ. ჩემი პასუხის დროს რაც არ უნდა გემთქნარებოდეთ, სამთქნარებლად არ გაქვთ საქმე, ქალბატონო სალომე“ -თქვა წულუკიანმა. თეა წულუკიანი პარლამენტში “სამთავრობო საათის“ ფორმატში მივიდა და მოხსენებით გამოვლის შემდეგ დეპუტატების კითხვები მოისმინა. შესვენების შემდეგ კი კითხვებზე პასუხის გაცემა დაიწყო.