Blog

  • საკონსტიტუციომ გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა

    საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა – შესაბამისი ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

    საკონსტიტუციომ განსახილველად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის სარჩელი რუსული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.

    საკონსტიტუციოს თანახმად, საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვა, განხილვამდე კი არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეების შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.

    ”4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე.

    5. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლეების – გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი სადავო ნორმების შეჩერების შესახებ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის არდაკმაყოფილების თაობაზე.

    6. საოქმო ჩანაწერს დაერთოს მოსამართლე ევა გოცირიძის განსხვავებული აზრი №1828 და №1834 კონსტიტუციური სარჩელების “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით.

    7. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

    8. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

    9. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

    10. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”. – ნათქვამია განცხადებაში.

    საკონსტიტუციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელეების (საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პარლამენტის წევრების) არგუმენტაციას – განცხადების მიხედვით, მოსარჩელეთა არგუმენტები ეფუძნება პოლიტიკოსთა განცხადებებს, და არა სამართლებრივ “მდგენელს”.

    • “მოპასუხე მხარე არ იზიარებს საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის წევრთა არგუმენტაციას სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართების თაობაზე.მისი განმარტებით, მოსარჩელეთა არგუმენტები ეფუძნება არა სამართლებრივ მდგენელს, არამედ მხოლოდ პოლიტიკოსთა განცხადებებს, რაც, თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის არ შეიძლება გახდეს მტკიცებულება და მსჯელობის საგანი, რამდენადაც პოლიტიკოსების განცხადება არ აყენებს სამართლებრივ შედეგს”. – წერია განცხადებაში.

    ამასთანავე საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, რუსულ კანონს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუფერხებია.

    “მოპასუხე მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებს ცალკეული რეზოლუციებისა თუ დემარშების მნიშვნელობაზე საკითხთა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შეფასების კონტექსტში. მოპასუხის განმარტებით, ცალკეული მაგალითები ცხადყოფს, რომ რეზოლუციებით/დემარშებით გაცხადებულ პოზიციებს, რომლებიც სახელმწიფოს მოუწოდებდა, შეესრულებინა ესა თუ ის ქმედება, არგაზიარების მიუხედავად, არ შეუფერხებია ევროინტეგრაციის პროცესი. შესაბამისად, ამა თუ იმ რეზოლუციის მიღება პოლიტიკურ-სამართლებრივი პროცესია და საკონსტიტუციო სასამართლო არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხის შეფასებაში. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიღების პირობებში არ მომხდარა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერება”. – წერია განცხადებაში.

  • კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ში დაბრუნდება.. დროის ამბავია – ლუკაშენკო

    ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენ ოჯახში დაბრუნდება, მოლდოვა განაგრძობს სრულფასოვან მონაწილეობას და უკრაინის ხელისუფლება გონზე მოვა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასე მოხდება. უბრალოდ, დროის ამბავია.

    განაცხადა ამის შესახებ, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთში გამართულ დსთ-ს სამიტზე ისაუბრა.

  • კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველების არჩევანი! – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

    კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველების არჩევანი! – პაპუაშვილი ევროპარლამენტარებზე

    ერთერთი რისკი, რასაც ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით, მათ შორის, განსაკუთრებით ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედება მიგვანიშნებს ჩვენ ამაზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან, რომ არის მზადება არა არჩევნების დღისთვის, არამედ, არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის, რომ არ აღიარონ არჩევნები თავად მათ და შექმნან დესტაბილიზაცია საქართველოში…

    … ამიტომ, ჩემი მოწოდებაა, ყველამ, მათ შორის ევროპელებმა,  კეთილი ინებონ და აღიარონ ქართველი ხალხის არჩევანი, ვინაიდან ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ ევროპულ ღირებულებებს ვუწოდებთ.

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიფინგზე.

  • “აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია” – პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

    ”როგორც სულისკვეთებით, ისე მისი შინაარსთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის სიტყვები რომ გამოვიყენო- აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენია.[…] როგორც ჩანს რეზოლუციის ავტორებიც ხვდებიან, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი მათ აკვიატებულ ინტერესს უკვე სერიოზულობა აქვს დაკარგული და ამჯერად პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძეც პირადად ახსენეს”

    განაცხადა შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებსა და რეზოლუციაზე.

     

  • უნდა დავუწესოთ სანქციები საქართველოში იმ პირებს, რომლებიც ასამარებენ დემოკრატიას! და უნდა დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილით – ევროპარლამენტარი რიჰო ტერასი

    “პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადება, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს, არ არის უბრალოდ საგანგაშო სიგნალი. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ დიქტატურა თავის შანსს ელის. ამიტომ, ჩვენ არა მხოლოდ უნდა დავგმოთ ეს რეჟიმი, არამედ უნდა დავუწესოთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის დასამარებაზე და ჩვენ უნდა დავიწყოთ მათი ხელმძღვანელით, ბიძინა ივანიშვილით”

  • ჩვენ მივეცით საქართველოს კანდიდატის სტატუსი და შეგვიძლია მისი უკან წაღება – გრეგოროვა

    ყოველთვის დიდ იმედებს ვამყარებდი საქართველოს ევროპულ მომავალზე, თუმცა საქართველოს მთავრობას სხვა გეგმები ჰქონდა. ქმედებები და კანონები, რომლებიც ბოლო დროს იქნა ინიცირებული და მიღებული, ამტკიცებს, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ევროინტეგრაციის ინტერესი არ აქვს. ისინი ამკაცრებენ და ცვლიან კანონებს, რათა საქართველო რუსი ოლიგარქების თავშესაფარი გახდეს. მე მხოლოდ იმედი მაქვს, რომ ქართველები, რომელთა დიდი უმრავლესობა თავის მომავალს ევროპაში ხედავს, დაინახავს იმასაც, ვის მიჰყავს ქვეყანა სხვა მიმართულებით და მე მათ სიძლიერეს ვუსურვებ მათ მომდევნო კვირებში. თუმცა, ჩვენ ვართ ევროპული ინსტიტუტების წარმომადგენლები, ამ საკითხში ჩართულები.

    ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და შეგვიძლია მისი უკან წაღება. ჩვენ მივეცით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და მისი შეჩერება შეგვიძლია. ჩვენ შევაყოვნეთ სანქციების დაწესება, რადგან არ გვინდა, რომ საქართველო მის ოკუპანტს ხელში ჩავუგდოთ. მაგრამ ჩვენ ვკარგავთ საქართველოს. რა თქმა უნდა, ვერ ჩავუდგებით მათ ბრძოლას სათავეში, რადგან ჩვენ არ ვართ პუტინი და არ ვართ კრემლი. ეს ქართველ ხალხისა და ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, ბრძოლას სათავეში ისინი უნდა ჩაუდგნენ, თუმცა, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ ამ ბრძოლაში და შეგვიძლია, რუსეთს საქმე გავურთულოთ. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ არ დავაგვიანოთ.

    თქვა ჩეხმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას.

  • სანამ “რუსული კანონი” არ იქნება ანულირებული, არანაირი საუბარი EU-სთან კავშირზე არ შეიძლება! – ევროპარლამენტარი ურმას პაეტი

    “ძვირფასო კოლეგებო, როცა მე მოვინახულე საქართველო, რომელიც იყო რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, 2008 წელს და შევედი ცარიელ ქალაქ გორში, მე აშკარად დავინახე, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრი. სამწუხაროდ ეს არ მოხდა და რუსეთი ჯერ კიდევ ახდენს საქართველოს ოკუპაციას, მაგრამ საქართველოს ხალხის უმრავლესობას ჯერ კიდევ უნდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. თუმცა, ახლანდელი საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანა დაშორდეს ევროკავშირს და გაძლიერდეს რუსეთის გავლენა და მან მიიღო კანონი “უცხოურ გავლენაზე” და ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. აბსოლუტურად გასაგებია, რომ სანამ ეს კანონი არ იქნება ანულირებული, არანაირი საუბარი ევროკავშირთან კავშირზე არ შეიძლება. ჩვენ არ ვიცით, რამდენად შეუძლია საქართველოს გაყვეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ რომ საქართველომ უნდა შეცვალოს მისი პოლიტიკა, თავისი ხალხის ნების შესაბამისად”,

    ამის შესახებ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას ევროპარლამენტარმა, ურმას პაეტიმ.

  • თუ საქართველო გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სიარულს, გადავხედავთ ვიზალიბერალიზაციის საკითხს – იუკნევიჩიენე

    “ევროკავშირი მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილსა და მის მოხელეებს “ქართული ოცნებიდან” – ევროკავშირის წევრობა შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან.

    არ შეიძლება იყო პროევროპული და თანაც კრემლის მომხრე ერთდროულად. არ შეიძლება სტალინს სცემდე პატივს და თან მოინდომო ევროკავშირის წევრობა. ევროკავშირის ყურადღებით დააკვირდება არჩევნებს საქართველოში და ვფიქრობთ, რომ მისი სტანდარტები უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

    თუ საქართველო გააგრძელებს ლუკაშენკოს გზით სიარულს, ჩვენ იძულებული ვიქნებით მოვახდინოთ რეაგირება და გადავხედოთ საქართველოსთვის მიცემულ სიკეთეებს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის საკითხს.

    ჩვენ ასევე ვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას. ასევე პასუხი აგონ მისი სიცოცხლისთვის ნებისმიერი ხიფათის მიყენებისთვის. ძვირფასო ქართველებო, ვერავინ იქნება საქართველოს მომავალზე პასუხისმგებელი თქვენ გარდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ხალხი მოძებნის გზას, რათა დაუბრუნდეს დემოკრატიული, ევროპული ქვეყნების რიგებს”

    ამის შესახებ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა.

  • ჩვენ შევამცირეთ ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან..საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიულობის – ბორელი

    ”შემცირდა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან, და ასევე, გადახედილი იქნა დახმარების პორტფელი. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს თავის ქმედებას და ამის ფონზე ჩვენ შევამცირეთ ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან და გავაძლიერეთ ურთიერთობა საქართველოს ხალხთან. საქართველოს მთავრობამ უნდა გადახედოს საკუთარ ქმედებას და იმ კანონებს, რომლებიც ნამდვილად ზღუდავენ ადამიანის უფლებებს, უნდა შეწყვიტონ ეს გაუგებარი ბრალდებების გამოთქმა ევროკავშირის მთავრობის მიმართ, ის ნარატივი, რომ ევროკავშირი ცდილობს ახალი ფრონტი გახსნას საქართველოში, მიუღებელია. ეს ნარატივები ხელსაყრელია მხოლოდ რუსეთისთვის. და ამგვარად, ეს არის ანტიდემოკრატიული ქმედება. საპარლამენტო არჩევნები იქნება ტესტი საქართველოს დემოკრატიულობის და ის წინასაარჩევნო რიტორიკა რომ აიკრძალება ოპოზიციური პარტიები, ძალიან წააგავს ავტორიტარული რეჟიმების ქცევას და ქმედებას. და ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გამოთქმულ ევროკავშირში ინტეგრაციის სურვილს. ევროკავშირი დააკვირდება მოახლოებულ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, ის იყოს თავისუფალი და სამართლიანი და ასახოს საქართველოს მოსახლეობის და ხალხის ნება. მთავრობამ უნდა გადახედოს თავის ქმედებას და გააკეთოს ყველაფერი, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ იყოს თავისუფალი და სამართლიანი”- ამბობს ბორელი.

    ამის შესახებ, ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ,  ევროპარლამენტში, საქართველოზე მსჯელობისას წაიკითხეს.

  • უსამართლობაა! – რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან? რისი გულისთვის? – ვოლსკი EU-ს ოფისის განცხადებაზე

    უსამართლობაა! – რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან? რისი გულისთვის? – ვოლსკი EU-ს ოფისის განცხადებაზე

    “უსამართლობაა! – რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან? რისი გულისთვის?”- ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას, რომლის ინფორმაციით, საქართველო დემოკრატიის უკუსვლის შედეგად 121 მილიონი ევროს ოდენობით ევროკავშირის დახმარებას დაკარგავს.

    „ეს რაღაც უსამართლობაა! ჯერ ერთი, რატომ არის დემოკრატიის უკუსვლა?! – იმიტომ, რომ დესპოტ სააკაშვილს არ ვათავისუფლებთ თუ იმიტომ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვიღებთ?

    რა გავაკეთეთ, სად გადავდგით ნაბიჯი უკან?! რისი გულისთვის? – იმის გამო, რომ მოვიკითხეთ, თუ სად იხარჯება ეს ფული? – რა უბედურებაა, საიდან მოიტანეს! ასეთი დამოკიდებულება ქვეყნისა და ხალხის მიმართ უსამართლოა და ვერ გავითვალისწინებთ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ყველა რეიტინგი საქართველოს წინ აყენებს როგორც დემოკრატიის, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით.

    ყველა ადამიანს, ვინც ასეთ განცხადებებს აქვეყნებს, ვურჩევ, ევროსაბჭოს ბოლო კვლევა წაიკითხოს, თუ სად არის საქართველო თავისი დემოკრატიით, ეკონომიკით, ღიაობით და გამჭვირვალობით. როდესაც ასეთ განცხადებას ვკითხულობთ, დამატებით უნდა ვიკითხოთ, რატომ, რა არის ამის მიზეზი? სად გადავდგით უკან ნაბიჯი?!

    რაც შეეხება იმ პროექტს, რომელიც ამ თანხებით უნდა განხორციელებულიყო და უკავშირდება არა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, არამედ სოფლის მეურნეობას, განათლებას ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებს, რა საკვირველია, აქ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს და რესურსების მობილიზაცია გააკეთოს, რათა დარგში ჩამორჩენა არ იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.