საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო პლატფორმა მოეწყობა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე, ბრიფინგი ჩანიშნა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.
ამასთანავე „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს.



