Blog

  • მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი – ანა ნაცვლიშვილი

    “დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც იმის საბოლოო დასტურია, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის არჩევნებს აგებს. ამიტომაც არის ქართული ოცნება პანიკაში. ეს ბრიფინგი კარგად ასახავს, როგორი გამწარებულია მამუკა მდინარაძე და მთელი ქართული ოცნება იმით, რომ კოალიცია ძლიერმა საქართველომ მათ საქართველოს წინააღმდეგ სქემა ჩამოვუშალეთ, რომელსაც მმართველი გუნდი 12 წლის განმავლობაში იყენებდა. ივანიშვილი და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, ქართული პოლიტიკური ველი ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული ყოფილიყო და ქართველ ხალხს მხოლოდ 2 არჩევანი ჰქონოდა – ან ქართული ოცნება, ან ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ არჩევნებისთვის მათ მიერ შექმნილი ეს სქემა ჩამოვშალეთ […]

    მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის КГБ-ს პარანოიდულ მითს იმეორებს იმის შესახებ, რომ თითქოს, საქართველოში ოპოზიციას დასავლეთი აკონტროლებს. მათ თავადაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს КГБ-ს მიერ შეთხზული ტყუილია”.

    ასე გამოეხმაურა, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებებს .

  • ”ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს, ამიტომ უჭერს მხარს უკრაინელებს” – ერმაკი ოცნების ბანერებზე

    “ვნახე [ირაკლი კობახიძის] განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინელებს მათ ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ”,

    ასე პასუხობს, პრემიერ კობახიძის განცხადებას უკრაინის ომის კადრების გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

  • ენგურჰესის დირექტორი რუსებს ესაუბრება, რომ საარჩევნოდ ენგურის ხიდი დაიკეტოს – წითლიძე

    “ენგურჰესის დირექტორი, ლევან მებონია ორ დანაშაულებრივ ქმედებაშია შემჩნეული. პირველი: მას დავალება აქვს, რომ ენგურჰესის თანამშრომლებს, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი არიან, პირადობის მოწმობები ჩამოართვას, რომ ამ ადამიანებმა არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა ვერ შეძლონ.

    მეორე და კიდევ უფრო მძიმე დანაშაული: ლევან მებონია მთავარი მომლაპარაკებელია რუს ოკუპანტებთან, რომ 24, 25 და 26 ოქტომბერს ენგურის ხიდი დაიკეტოს. ანუ, რუსმა ოკუპანტებმა ენგურის ხიდი დაკეტონ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, დევნილებს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ”

    აცხადებს ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე.

  • პრემიერობის კანდიდატად ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს – გიგი უგულავა

    “სამი დღეა ვუსმენ, გამოდიან ჩვენი კოლეგები, ჩვენი პარტიიდან და სხვა პარტიებიდან, პერსონალიებზე არ ყოფილა საუბარი, არ ვიცით ვის გულისხმობს და ა.შ. ასეთი დამალობანა არ შეიძლება. პრემიერმინისტრი არ შეიძლება უჯრიდან ამოვიღოთ და გამარჯობა ეს იქნება თქვენი პრემიერმინისტრი. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე.

    ამ წუთას, პოლიტიკური “მომენტუმი” აქვს ერთადერთ ადამიანს. ამ ოთხი ძლიერი ცხენის ერთ ეტლად ქცევის პოლიტიკური შანსი და ძალა აქვს მხოლოდ ერთ ადამიანს, ესაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თვითონ. ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად და 10-ის ნახევარზე, როდესაც 4 მთავარი გასული პოლიტიკური ძალის მიერ დაფიქსირდება გამარჯვება, უნდა იდგეს სალომე ზურაბიშვილი, უნდა იყოს 80 დეპუტატი თუ რამდენიც იქნება უმრავლესობა და უნდა გამოაცხადოს, რომ ქართული ოცნება არის დამარცხებული, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ და გაიმარჯვა ევროპულმა გზამ”,

    აცხადებს ამის შესახებ, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი გიგი უგულავა.

  • ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება  –  სამხარაძე

    ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება – სამხარაძე

    ”ჩვენ ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს თავისუფლების მოედანზე, აეროპორტში, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ – მხოლოდ ევროპარლამენტარების მახვილი მზერით ჩანს ძეგლებიც და სტალინის კულტის განდიდება” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე განაცხადა.

    „მე ძალიან გამიჭირდება ამ რეზოლუციაზე სერიოზულად საუბარი და ალბათ, ჩემი პარლამენტში 4-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ყველაზე არასერიოზული კომენტარი მექნება, იმიტომ რომ უბრალოდ, წარმოუდგენელია სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ იმ ჩანაწერზე რაც იქ იყო. დავიწყოთ სააკაშვილის გათავისუფლებით – მე მართლა იმედი მქონდა, რომ ევროპარლამენტი რეზოლუციაში მოუწოდებდა, რომ „ვივამედის“ ექიმები ნობელის პრემიაზე წარედგინათ მედიცინის დარგში, რადგან მათ მოახერხეს შეუძლებელი და განკურნეს დემენციით დაავადებული ადამიანი. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, შესაბამისად, იმედი მქონდა, რომ ევროპარლამენტი ამას გააკეთებდა, მაგრამ იმედგაცრუებული დავრჩი.

    რაც შეეხება ტერიტორიების აღიარებას – ჩვენ არა მხოლოდ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, არამედ გურიის, სამეგრელოს, კახეთის, იმერეთის [აღიარებას] ვაპირებთ და ერთადერთი მიზეზი, რატომაც აქამდე არ გაგვიკეთებია ეს და გაგვიგრძელდა არის ის, რომ ვერ გადავწყვიტეთ რაჭა და ლეჩხუმი ცალ-ცალკე ვაღიაროთ თუ ერთად. მსგავსი სისულელეები წერია რეზოლუციაში. სტალინის კულტზე კიდევ ერთხელ ჩანაწერი გაკეთდა. ჩვენ ალბათ, საქართველოს მოქალაქეები ვერ ვხედავთ სტალინის ძეგლებს, რომლებიც დგას თავისუფლების მოედანზე თბილისში, სპორტის სასახლის წინ, აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე, ბათუმში ერას მოედანზე, თელავში თეატრის წინ და მხოლოდ ევროპარლამენტარების ბასრი და მახვილი მზერით ჩანს ეს სტალინის ძეგლები და სტალინის კულტის განდიდება საქართველოში. კიდევ საბჭოთა ნოსტალგიაზეც ეწერა იქ. ჩანაწერი იყო, რომ ჩვენ თურმე საბჭოთა ნოსტალგიით ვართ შეპყრობილები. მე მაგალითად, 10 წლის ვიყავი საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და ჩვენი წევრების დიდი ნაწილი საერთოდ დაბადებულიც არ იყო. მათში, ალბათ, ყველაზე ძალიან არის მომძლავრებული საბჭოთა ნოსტალგია, ვინც ვერ მოესწრო საბჭოთა კავშირს. საერთოდ როგორ შეგვიძლია რომელიმე ამ ჩანაწერზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ?! ეს უკვე აღარც სამარცხვინოა და საერთოდ არაფერში წერია. მსგავსი სისულელეების ერთად თავმოყრილი დოკუმენტი ნამდვილად არასოდეს მინახავს და არასოდეს წამიკითხავს”, – აცხადებს სამხარაძე.

  • საკონსტიტუციო სასამართლომ ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციას მოაწერა – ქეთევან ერემაძე

    სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ხელი საკონსტიტუციო სასამართლოს ლიკვიდაციას მოაწერა […] საკონსტიტუციო სასამართლო ამ ტვირთს ვერ მოიხსნის, მათ შორის, თაობების შეცვლის შემდეგაც […] საოქმო ჩანაწერი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია […] არცერთი არგუმენტი, რომელიც ყველა სარჩელში საკმარისზე მეტი იყო, სასამართლომ არ გაიზიარა და ამ საკითხებთან დაკავშირებით ერთი ზოგადი პასუხია, რომ თუ გამოუსწორებელი საფრთხე რეალისტური იყო, მაშინ ის აქამდეც დადგებოდაო. საკონსტიტუციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მთლიანად ქვეყანა იუსტიციის სამინისტროს კეთილი ნების იმედად დატოვა […] ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით ცინიკურია 78-ე მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ ამ კანონსა და ევროინტეგრაციის გზაზე პრობლემას შორის კავშირი ვერ დაინახა.

    ასე აფასებს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციოს ყოფილი მოსამართლე, ქეთევან ერემაძე.

  • საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა – 59 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს

    საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, 59 არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება და  აცხადებს, რომ საკონსტიტუციომ საკუთარი მოვალეობა არ შეასრულა.

    “საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს რუსული კანონის მოქმედება, მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას, არ ითვალისწინებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების სამართლებრივ დასკვნებს და მოსამართლეთა მხრიდან კონსტიტუციის ღალატს წარმოადგენს.

    სასამართლოს ჰქონდა ისტორიული შანსი, შეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, არ დაეშვა მოქალაქეთა კონფიდენციალური ინფორმაციაზე მთავრობის უკონტროლო წვდომა და დამდგარიყო საკუთარი ხალხის გვერდით, ვინც თვეების განმავლობაში, სამთავრობო ძალადობის მიუხედავად, ურყევად ეწინააღმდეგებოდა რუსულ კანონს. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ შეძლო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ის კვლავ მოექცა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ფუნქცია – კონსტიტუციის დაცვა.

    ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მადლობას ვუხდით ორ მოსამართლეს განსხვავებული აზრისთვის და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოში ავტორიტარიზმისა და ცენზურის დამყარების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ დავას რუსული კანონის წინააღმდეგ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – საერთაშორისო ინსტიტუტებში, და ქართველი ხალხის მხარდაჭერით, აუცილებლად მივაღწევთ მის საბოლოო და უპირობო გაუქმებას”- ნათქვამია განცხადებაში.

    ხემომწერი ორგანიზაციები:

    1. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
    2. აღმოსავლეთ ევროპული ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
    3. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
    4. განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD)
    5. დემოკრატიის ინსტიტუტი
    6. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
    7. დემოკრატიის კვლევის ცენტრი (DRC)
    8. დემოკრატიის მცველები
    9. ევროპის ფონდი
    10. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
    11. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
    12. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
    13. თბილისი პრაიდი
    14. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
    15. მედიის განვითარების ფონდი
    16. მუნიციპალური დემოკრატიის განვითარების ცენტრი
    17. მწვანე ალტერნატივა
    18. მწვანე სექტორი
    19. მხარდაჭერისა და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
    20. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
    21. პრევენცია პროგრესისთვის
    22. რეგიონული პარტნიორობის ცენტრი (RPC)
    23. საეა იმერეთის წარმომადგენლობა
    24. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
    25. საზოგადოებრივი მოძრაობა მწვანეები
    26. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
    27. სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” – RICDOG
    28. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი
    29. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
    30. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
    31. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
    32. საორსა
    33. საფარი
    34. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
    35. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
    36. საქართველოს ევროპული ორბიტა
    37. საქართველოს მედია-კლუბი
    38. საქართველოს მომავლის აკადემია
    39. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
    40. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
    41. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
    42. საქართველოს სასოფლო დარბაზი
    43. სოლიდარობის თემი
    44. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
    45. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრი
    46. უფლებები საქართველო
    47. ფემინა
    48. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
    49. ღია სივრცე კავკასია
    50. ყვარლის ევროკლუბი
    51. შშმ ქალთა ალიანსი
    52. ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
    53. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-GCRT
    54. BelGeo Fusion
    55. EUROBRIDGE
    56. ForSet
    57. GrlzWave
    58. Populus Rei
    59. ProActive Group Georgia
  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დავაკავეთ, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია – შსს

    ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დავაკავეთ, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის, შიდა ქართლის, აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 30 პირი დააკავეს, მათ შორის 25 ნარკორეალიზატორია.

    “დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების, გასაღების მცდელობის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო გასაღების, გასაღების მცდელობა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დაკავებული არიან: 1994 წელს დაბადებული ჯ.ნ.; 1979 წელს დაბადებული ი.მ.; 1972 წელს დაბადებული ა.ლ.; 1994 წელს დაბადებული გ.ფ.; 1994 წელს დაბადებული გ.ქ.; 1998 წელს დაბადებული გ.გ.; 1987 წელს დაბადებული ბ.ხ.; 2003 წელს დაბადებული ტ.მ. და 1994 წელს დაბადებული ბ.ბ.; 1957 წელს დაბადებული ო.ე.; 2001 წელს დაბადებული ბ.ვ.; 2000 წელს დაბადებული ვ.გ. 1990 წელს დაბადებული ხ.ბ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1988 წელს დაბადებული მ.ხ.; 1993 წელს დაბადებული ჯ.ჯ.; 1974 წელს დაბადებული მ.მ.; 1978 წელს დაბადებული ზ.ა. და 1982 წელს დაბადებული კ.დ.; 1983 წელს დაბადებული ზ.ე.; 1985 წელს დაბადებული თ.ვ.

    ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1997 წელს დაბადებული ა.ა.; 1989 წელს დაბადებული ს.ფ.; 1996 წელს დაბადებული ზ.ს.; 2003 წელს დაბადებული ხ.ს.; 1994 წელს დაბადებული მ.ა.;

    დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, და ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ფაქტებზე დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1966 წელს დაბადებული ს.მ.; 1958 წელს დაბადებული შ.გ. ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1993 წელს დაბადებული ა.კ. და წარსულში ნასამართლევი 1989 წელს დაბადებული გ.დ. და 1983 წელს დაბადებული გ.ს.

    დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

    სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მდმა“, „ამფეტამინი“, „მეტამფეტამინი“, „ჰეროინი“, „ბუპრენორფინი“, „მეტადონი“, „კეტამინი“, „ტრამადოლი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღეს.

    საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტრო სასწორები.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 19-25-260-ე, 265-ე, 18-273-ე პრიმა, 19-273-ე პრიმა და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,” – წერია განცხადებაში.

  • დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას – თამარ კორძაია საკონსტიტუციოზე

    ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გზას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გაიზიარეს იმ 84 დეპუტატის ბედი, რომლებმაც მოღალატეობრივად რუსეთის დავალებით მიიღეს ე.წ. რუსული კანონი, როგორც თვითონ უწოდებენ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ძალიან სამწუხაროა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ გაბედა კანონის მოქმედების შეჩერება და ძალიან სავალალოა ის მდგომარეობა, რომ ვერ ბედავს ამ კანონის მავნე შედეგებს როგორც ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების განადგურების თვალსაზრისით. ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანაში არ აღმოჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები სახელმწიფო ინტერესების სადარაჯოზე, თუმცა 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაიცავენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის დემოკრატიას და ამ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.”

    ასე ეხმაურება, ენმ-ის ლიდერი თამარ კორძაია ეხმაურება საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც,  რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო

  • საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის მიღებაში 85 დეპუტატის თანამონაწილეა

    “საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის მიღებაში 85 დეპუტატის თანამონაწილეა” – ასე აფასებს, იურისტი საბა ბრაჭველი რუსული კანონის მოქმედების არშეჩერებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

    “საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა რუსული კანონის შეჩერებაზე. სასამართლოს არგუმენტები ასეთია:

    1. მოსარჩელეთა რეპუტაციულ ზიანზე – არსებითი განხილვების (თვეების, შეიძლება წლების) შემდეგ თუ აღმოვაჩინეთ, რომ ეს კანონი არაკონსტიტუციური იყო, გავაუქმებთ მას და ზიანიც აღმოიფხვრებაო. ანუ, ჩვენს გადაწყვეტილებას შედეგად მოჰყვება დამდგარი შედეგების უკუქცევა, მოსახლეობას მყისიერად აღუდგება ნდობა ამ ორგანიზაციებისადმი, თანამშრომლობას ისევ დაიწყებს და ზიანიც აღარ იარსებებსო (II-57);

    2. მონიტორინგის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით – რაკი აქამდე მონიტორინგი არავის მიმართ არ დაწყებულა, ვერ ვხედავთ ამის გამო ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერების საფრთხესო (II-64);

    3. ჯარიმების დაკისრებასთან დაკავშირებით – ანალოგიურად, რაკი აქამდე ჯარიმა არც ერთ ორგანიზაციას არ დაკისრებია, სასამართლომ პრობლემა ვერც იმაში დაინახა, რომ მომავალში დაკისრებული ჯარიმის გამო მრავალი ორგანიზაცია საქმიანობას ფიზიკურად ვეღარ გააგრძელებს (II-65);

    4. მთავრობას რომ უჩნდება ყველა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა – სასამართლო, კანონის ტექსტის ნაცვლად, საჯარო რეესტრის უფროსის ზეპირ განმარტებას ენდო (II-69) და მიუთითა, რომ ორგანიზაციები, ვინც დეკლარაციის შევსებისას ფიზიკური პირების მონაცემები სრულად არ მიუთითეს, აქამდე არ დაჯარიმებულანო (II-70-72);

    5. ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით – სასამართლომ აქ ორი არგუმენტი თქვა. პირველი: ევროკავშირი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილს მართალია აღარ გამოთქვამს, მაგრამ პროცესის რომელი ტექნიკური მხარე ზიანდება, ეს ვერ დავინახეთო. მეორე არგუმენტი იმდენად საოცრებაა, რომ უნდა დავაციტირო: “სასამართლომ, რომც შეაჩეროს კანონის მოქმედება, იგი მას სამართლებრივი სივრციდან ვერ გააქრობს და ვერც მისი არაკონსტიტუციურად ცნობის ლეგიტიმურ მოლოდინს გააჩენს. შესაბამისად, არ გამოკვეთილა დასაბუთება, თუ რატომ დააზღვევს არსებით განხილვამდე კანონის მოქმედების შეჩერება ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების საფრთხეებს”. ანუ საკონსტიტუციო სასამართლო უარს ამბობს იმის გაცნობიერებაზე, რომ ხელისუფლების შტოს წარმოადგენს და ისეთივე პასუხისმგებლობა გააჩნია რუსული კანონის არშეჩერებასთან დაკავშირებით, როგორც – პარლამენტს, რომელმაც ეს კანონი მიიღო (II-73).

    საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას იძლევა:

    1. საკონსტიტუციო სასამართლო (კონკრეტულად ის 6 მოსამართლე, ვინც ამას ხელი მოაწერა), რუსული კანონის მიღებაში 85 დეპუტატის თანამონაწილეა;

    2. სასამართლომ იმიტომ დააგვიანა გადაწყვეტილების გამოქვეყნება, რომ საჯარო რეესტრისთვის მიენიშნებინა, დროებით რბილად მოექეცი ორგანიზაციებს, ვინც დარეგისტრირდნენო. ამის შემდეგ, კანონის ჩანაწერის ნაცვლად, რეესტრის ერთთვიან პრაქტიკას დაეყრდნო და მწვანე შუქი აუნთო მას სამომავლო მონიტორინგისთვის;

    3. საუკეთესო შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო ბეცია, უარეს შემთხვევაში – შეგნებული დამნაშავე და საკუთარი ხალხისა და კონსტიტუციის მოღალატეა;

    4. ჩვენ ისევ კვლავინდებურად გავაგრძელებთ საქმიანობას არჩევნებამდე. ეს გადაწყვეტილება ჩვენს მუშაობას ხელს ვერ შეუშლის. არაუშავს, თუ 6 მოსამართლე ამბობს უარს რუსული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობაზე, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს 17 დღეში”, – წერს ის.