Blog
-
ქართულმა ოცნებამ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები დაასახელა
ქართულმა ოცნებამ 19 მაისისთვის დანიშნულ მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში საკუთარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე დაასახელა. კახაძე წარსულში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეც იყო. დღესვე ქართულმა ოცნებამ 5 ქალაქის შუალედურ არჩევნებში მერობის კანდიდატები დაასახელა:ზუგდიდი – გიორგი შენგელიამარნეული – ზაურ დარგალიზესტაფონი – გიორგი გოგლიჩიძეხულო – ვახტანგ ბერიძეჭიათურა – გივი მოდებაძეკანდიდატები ქართულმა ოცნებამ სპეციალურ ბრიფინგზე დაასახელა, რომელსაც წინ უძღვოდა ქართული ოცენების პოლიტსაბჭოს სხდომა ცენტრალურ ოფისში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. -
ვინ არის მასწავლებლის გლობალური პრიზის გამარჯვებული, რომლის ფინალისტთა შორის ქართველი ლადო აფხაზავაც იყო
მასწავლებელმა კენიის ერთ–ერთი სოფლიდან, რომელიც საკუთარი ხელფასის დიდ ნაწილს ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად გასცემს, მასწავლებლის გლობალური ჯილდო (Global Teacher Prize) და ამ ჯილდოსთვის შესაბამისი პრემია – მილიონი დოლარი მიიღო, როგორც მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელმა.პიტერ ტაბიჩი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი და ფრანცისკანელების ორდენის წევრია. ტაბიჩი ყოველთვიურად საკუთარი ხელფასის 80%–ს ყველაზე ხელმოკლე მოსწავლეების წიგნებსა და სასკოლო ფორმაში ხარჯავს. ამ ბავშვებიდან ბევრი ობოლია. მისი სკოლა სოფელ ნარუკუში მუდმივად საარსებო თანხების სიმცირეს განიცდის.ტაბიჩი ამბობს, რომ სკოლაში მასწავლებლები და სასკოლო ინვენტარი არ ყოფნით. თითო კლასში აქ საშუალოდ 70–80 ბავშვია. ბევრი ბავშვი ყოველ დილით სკოლამდე ფეხით ექვს კილომეტრს ან უფრო დიდ მანძილს გადის.“ფული ყვველაფერი არ არის“ – ამბობს პიტერი. მას იმედი აქვს, რომ ბავშვებს მეცნიერებას შეაყვარებს.
ტაბიჩი იმ ოჯახებსაც ხშირად სტუმრობს, რომელთა ბავშვები გაკვეთილებზე არ დადიან და მშობლებს, რომლებიც არასრულწლოვანი გოგოების გათხოვებას აპირებენ, არწმუნებს, რომ მათ სკოლის დამთავრების უფლება მისცენ.მის მოსწავლეებს არაერთი ჯილდო აქვთ მიღებული ნაციონალურ და საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში.მასწავლებლის გლობალური პრიზის ფონდ Varkey Foundation – ის მიერ ყოველწლიურად გაიცემა.ჟიური 150 ადამიანისგან შედგება.
პრიზის მიზანი მისი დამფუძნებლის, ინდოელი ბიზნესმენის სანი ვარკის თქმით მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის გაზრდა და იმ ადამიანების შთაგონებაა, ვისაც მასწავლებლობა უნდა.
წელს გამარჯვებული ათი ათასზე მეტი პრეტენდენტიდან აირჩიეს, რომლებიც 179 ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი. ათ ფინალისტს შორის ქართველი მასწავლებელი, სოფელ ჩიბათის საშუალო სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავაც იყო.
-
ბარბარა სთრეიზანდი ბოდიშს უხდის ორ მამაკაცს, ვინც მაიკლ ჯექსონი პედოფილიაში ამხილა
ამერიკელმა მომღერალმა, ბარბარა სტრეიზანდმა ბოდიში მოუხადა გაუფრთხილებელი გამონათქვამებისთვის ორ მამაკაცს, რომლებმაც ფილმ “ნევერლენდში“ განაცხადეს, რომ ბავშვობისას მათზე მაიკლ ჯექსონმა არაერთხელ იძალადა სექსუალურად.“საბოლოო ჯამში ორივემ ცოლი მოიყვანა, ორივეს შვილები ყავს. ესეიგი იმ ამბავს არ მოუკლავს“ – განაცხადა 79 წლის მომღერალმა ბრიტანულ გაზეთ თაიმსთან ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა. ამ გამონათქვამმა მისი მისამართით კრიტიკის ნიაღვარი გამოიწვია.სტრეიზანდმა ინტერვიუში ისიც გააცხადა, რომ სჯერა ჯეიმს სეიფჩაკის და უეიდ რობსონის მიერ წამოყენებული ბრალდებების ნამდვილობის. თუმცა ამის მიუხედავად როგორც ჟურნალი თაიმსი აღნიშნავს, სთრეიზანდი ჯექსონზე მაინც თანაგრძნობით საუბრობდა(მას მაიკლ ჯექსონთან სიცოცხლეშიც საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა).“არ ვიცი როგორი სექსუალური მოთხოვნილებები ქონდა, ამის ბრალი მისი ბავშვობა იყო თუ სხვა რამე, მაგალითად დე ენ ემი. შეიძლება ითქვას რომ “რყვნიდა“, მაგრამ ეს ბავშვები, როგორც თვითონ თქვეს ბედნიერები იყვნენ, რომ იქ მოხვდნენ (იგულისხმება ჯექსონის რანჩო). ორივემ საბოლოოდ ცოლი მოიყვანა, შვილები ყავთ, ესეიგი იმ ამბავს არ მოუკლავს ––თქვა მომღერალმა და მსახიობმა – შერეული გრძნობები მაქვს. თანავუგრძნობ ბავშვებს, მაგრამ მასაც თანავუგრძნობ. დამნაშავეები ჩემი აზრით მშობლები არიან, რომლებმაც დაუშვეს, რომ მათი შვილები მასთან დაწოლილიყვნენ.“მისი მისამართით კრიტიკის ნიაღვარის შემდეგ ბარბარა სტრეიზანდმა ინსტაგრამში დაწერა, რომ ძალიან ნანობს, თუ მისმა არასწორად შერჩეულმა სიტყვამ ვინმეს გული ატკინა.“სიტყვები, რომლებიც დაიბეჭდა ჩემს ნამდვილ გრძნობებს ვერ ასახავს. არავითარ შემთხვევაში არ მინდოდა დამეკნინებინა ის ტრავმა, რაც ამ ბიჭებმა გადაიტანეს. ღრმა სინანულს ვგრძნობ და იმედი მაქვს ჯეიმსმა და უეიდმა იციან ჩემი მათდამი პატივისცემისა და აღფრთოვანების შესახებ იმის გამო, რომ ისინი მოყვნენ რა გადახდათ თავს.“ ნათქვამია სტატუსში. ბარბარა სთრეიზანდის ინსტაგრამ ექაუნთს 900 000ზე მეტი ხელმომწერი ყავს.
მაიკლ ჯექსონის ძმები და სხვა ნათესავები კვლავ უარყოფენ მის მიმართ წამოყენებულ პედოფილიის ბრალდებებს. 2009 წელს გარდაცვლილი მომღერლის ნათესავმა, ტაჯ ჯექსონმა განაცხადა, რომ ერთ–ერთ ბრალმდებელს მრავალი წელია იცნობს და მის განცხადებებს არადამაჯერებლად თვლის, რადგან ისინი ფაქტებით არ არის გამყარებული.ბარბარა სტრეიზანდმა სეიფჩაკის და რობსონის მშობლების მიმართ ნათქვამი სიტყვებიც დააკორექტქირა. ცალკე განცხადებაში მან დაწერა, რომ მშობლებიც მსხვერლი გახდნენ და დიდებისა და ფანტაზიების ცდუნებას აყვნენ. “ სრული სიცხადისთვის– ვერანაირი სიტუაციები და გარემოებები ვერ იქნება იმის გამართლება, რომ ბავშვების უმანკოებით ისარგებლო“ – ნათქვამია განცხადებაში.პოპ მუსიკის მეფეს პედოფილიის ბრალდებები არაერთხელ, ჯერ კიდევ მის გარდაცვალებამდე წაუყენეს, თუმცა ჯექსონი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა. 2003 წელს პოლიციამ მის კალიფორნიულ მამულ ნეველენდში ჩხრეკის სერია ჩაატარა, როცა 13 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებების შესახებ ბრალდებებს იძიებდა. თუმცა 2005 წელს ჯექსონს ყველა ბრალდება მოუხსნეს. -
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში 24 მარტს ჩამოვიდა. გენერალურ მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე,საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი.ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან პარლამენტის თავმჯდომარეთნ და პარლამენტის წევრებთან.იენს სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება. -
ფილიპინების სანაპიროზე გამორიყული ვეშაპის მუცელში 40 კგ პოლიეთილენის პარკი აღმოჩნდა
ფილიპინების სანაპიროზე ზღვამ მკვდარი ვეშაპი გამორიყა. მეცნიერებმა სიკვდილის მიზეზი მხოლოდ მისი გაკვეთის შემდეგ დაადგინეს. ვეშაპის მუცელში 40 კილოგრამი პოლიეთილენის პარკი აღმოჩნდა რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა.
ბიოლოგი დერელ ბლეთჩლი ამბობს, რომ 10 წლის განმავლობაში მას და მის კოლეგებს დათვალიერებული აქვთ ზღვისგან გამორიყული დელფინები და ვეშაპები, 57 მათგანის სიკვდილის მიზეზი კი სწორედ პოლიეთილენის პარკი გახდა.
გასულ წელს ტაილანდის სანაპიროზე ვეშაპის მუცელში 8 კილოგრამი პოლიეთილენის პარკი აღმოჩნდა. სტატისტიკის მიხედვით წლიურად 300 მდე ზღვის ბინადარი იღუპება პოლიეთილენის პარკებით.
-
ტვერელის ეკლესის ქვეშ დეველოპერი კლდეს თხრის. მორღვეულია ეკლესიის ჯებირი
წმინდა მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესიის ქვეშ, მთაწმინდის ძირში, ზალდასტანიშვილის ქუჩის მიმდებარედ “მკ დეველოპმენტი“ კორპუსის მშენებლობას იწყებს. მშენებლობის დაწყებამდე დეველოპერმა ტვერელის ეკლესიის ქვეშ კლდის ნგრევა დაიწყო და ეკლესიის ქვედა მხარეს ჯებირიც მოანგრია. მშენებლობას აპროტესტებს ზალდასტანიშვილის ქუჩის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ მშენებლობის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახლებს საფრთხე ემუქრება. მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად პროექტი ნიადაგის 15 მეტრის სიღრმეზე გათხრას ითვალისწინებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამით მთაწმინდის მთის რელიეფი სრულად იცვლება და ამ ტიპის მშენებლობა ამ ტერიტორიაზე დაუშვებელია, რადგან რელიეფი მოძრავი ქანებისგან შედგება.მშენებლობა დაუშვებლად მიაჩნიათ ხელოვნებათმცოდნეებსა და ურბანისტებს, რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლიდან ასეთ ახლო მანძილზე , ტურისტულ ზონაში ამ ტიპის მშენებლობა კანონით აკრძალულია, თუმცა მშენებლობაზე სამშენებლო ნებართვა 2018 წლის 17 ოქტომბერს არის გაცემული.

ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციების გამართვას და მშენებლობის სასამართლოს გზით გაჩერებას გეგმავს.მშენებლობის მიმდებარედ, ზალდასტანიშვილის ქუჩაზე ცხოვრობს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც ამ პროცესს ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:
“ვფიქრობ, აქციები უნდა დავიწყოთ ამ ბარბაროსების შესაჩერებლად, თორემ მთაწმინდა კლდიან-ტვერელიანად ჩამოგვემხობა თავზე! სად არიან მთაწმინდის დეპუტატობის კანდიდატები? მხოლოდ “წესიერებისა და პატიოსნების” გამო არჩევა უკვე წლებით გამოცდილი აბსტრაქციაა და პირადად ჩემთვის სულაც არ არის საკმარისი: კონკრეტულად როგორ და როდის დაიცავთ მთაწმინდას? სად ხართ? აი, ესაა თქვენი მთაწმინდა, რომელიც აღარც არსებობს რეალურად! ან ტვერელის წინამძღვარს რატომ ჩაუგუბებია პირში წყალი? – თუ უკვე გაურიგდა “ინვესტორს” გაყუჩების სანაცვლოდ?!“ – წერს ლაშა ბუღაძე.
-
“პრემიერი იდიოტი.პრეზიდენტი შუბაში ჩაცმული ნაფტალინიანი ქალი. აყროლდა ყველაფერი“–გვარამიას რადიკალური ვიდეომიმართვა
რუსთავი ორის დირეტორი, ნიკა გვარამია, რომელიც ათი დღის მანძილზე არც ეთერში და არც საჯაროდო არ გამოჩენილა ფეისბუქის ლაივში ვიდეო–სელფით ჩაერთო და ამ პერიოდის მანძლზე ქართულ პოლიტიკაზე საკუთარი დაკვირვებები ჩამოაყალიბა:
“არ ვყოფილვარ დიდი ხანია არც ეთერში, არც საერთოდ ქუჩაში და მინდა რომ რაღაც განაცხადები გავაკეთო. ათი დღეა გადაბმულად არ ვწოლილვარ ბავშვობის მერე. გადაბმულად ვუყურებ ათი დღეა რა ხდება ქარულ პოლიტიკაში და უნდა ვთქვა, რომ უმურტლესი ამბავია. ეგეთი ჭაობი და გოიმობა, რაც ეხლა არი ქართული პოლიტიკა მე არასოდეს არ მინახავს არსად. რას ლაპარაკობდა საქართველეოს მთავრობა, რა ტექსტები გამოსიოდათ პირიდან იუსტიციის, შს მინისტრს, პრემიერ მინისტსრს. საოცარი პრემიერ მინისტრი გვყავს. გარეგნობითაც კი აჩვენებს რომ იდიოტია. ადამიანი იქცევა როგორც სრული უმწიფარი იდიოტი, შემოულაწუნე ნატვრის ხიდან… რამდენი წლისაა, საიდან მოვიდა, ვისთან არის. საქართველოს პრემიერ მინისტრი არის საქართველოს სირცხვილი. ეგეთი ბანძი პრემიერ–მინისტრი არასოდეს არ გვყოლია. ეგეთი ბანძი, არაკვალიფიციური, არცერთ ენაზე ნორმალურად მოლაპარაკე. აი ესეთი ხალხი არის დღეს მთავრობაში. არ მაინტერესებს ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. ეს კონტექსტი გადავდოთ. ესენი როგორ უნდა წარმოადგენდნენ ჩემი შვილების ინტერესს სადმე. ეგეთი ფარჩაკობა არ მინახავს.დეპრესია დამემართა იმის გამო, რომ ქვეყანაში არის კანალიზაცია ჩვეულებრივი. სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ცალკე მდგომი მოვლენაა.წარმოუგენელი, შუბაში ჩაცმული ნაფტალინიანი ქალი. იდიოტი, არაფრისმცოდდნე.ჩვენი ბანძობა და საზოგადოების ფარჩაკობაა, რომ რახან პარიზიდან ჩამოვიდა სვეტია. ჩვეულებრივი დებილია. ასე რადიკალურად ვილაპარაკებ აწი…გადავწყვიტე რომ რადიკალური შეფასებები უკვე საჭიროა, იმტომ რომ აყროლდა ყველაფერი დიდი ბოდიში. ვინმე სახლობანას რომ თამაშობს აქ და ამ დროს ქვეყანას ბოდიში და დედა რომ მოე..ნა მაწუხებს ეს. არადა ქვეყანას დედა მოე..ნა, ვაღიაროთ.ვერანაირი შთაბეჭდილება ვერც ოპოზიცია მოახდინა. ის ოპოზიცია, როგორსაც პარლამენტში ვუყურე მე როგორც მინისტრს ვერ შემაშინებს, ანგარიშსაც არ გავუწევ. არასერიოულია. რომან გოცირიძის ამდენი ხუმრობა არასერიოზულია. რა არის სახუმარო წულუკიანის ჰააგასთან მიმართებით? რა სამინისტროს დავარქვათ თეა, რა ძაღლები იღიმებიან? რაზე ლაპარაკობთ, რისთვის აგირჩიეთ, ის ოპოზიცია ვისაც მე ხმა მივეცი? რომ ეს მოვისმინო?ან საზოგადოება გამოფხიზდება და იტყვის, რომ ასე არ შეიძლება გაგრძელება, ან საზოგადოება ვერასდროს ვერ გამოფხიზლდება , არის ტერმინალურ სტადიაში, კვდება.“– ამბობს გვარამია. -
სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერია და ეს ყოველთვის ასე იქნება- ვაშაძე
„მივესალმები გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც გვერდში გვიდგანან და 2018 წელს უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. მივესალმები ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, რომელიც ოპოზიციურ ძალებს მედით უყურებს და ელოდება იმას, რომ ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ განვითარების და წარმატების გზაზე. 2012 წლის დეკემბერში ვამბობდი ამას და აუცილებლად გავიმეორებ. ამ პარტიის წევრებმა, თქვენ, ამ დარბაზში მყოფებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული, ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნეს წარმატებული, რეფორმატორული ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახლებური, ეფექტური ინსტიტუციები,“ – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი მიმართვა, გრიგოლ ვაშაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობაზე.
ვაშაძემ ასევე მიხეილ სააკაშვილზე საქართველოს მესამე პრეზიდენტზეც ისაუბრა და თქვა რომ ის “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერია და ეს ყოველთვის ასე იქნება.
„ამ პარტიის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე და მიშას ამისათვის არც პროცედურა, არც ხელის აწევა და არც არაფერი სჭირდება. ამ პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვა.წარმატებული, სხვებისთვის სამაგალითო სახელმწიფო, ევროპაში გამორჩეული სახელმწიფო გადაიქცა უიმედობის და ნიჰილიზმს ბუდედ და კორუფციონერების და კრიმინალის სათარეშო ასპარეზად. აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ოლიგარქთან არის დაკავშირებული, დაკავებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისებით, აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილში და უიმედობაში არის, ნაწილი უკვე ემიგრაციაში წავიდა და ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ ემიგრაციაში წავიდეს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა პარალიზებულია და მოსახლეობას ლუკმა-პურის ფული არ აქვს და საქართველოს გვერდში დგომა სჭირდება.
„როგორც საქართველოს მოქალაქემ, ვთვლი, რომ არც მე და არც სხვა არავის, გვერდზე გადგომის უფლება არ გვაქვს, თუ ჩვენ ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი გვაღელვებს,” – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.