Blog

  • პოლიციის განყოფილებებში ფიზიკური ძალადობა 2-ჯერ გაიზარდა-სახალხო დამცველის ანგარიში

    დაკავების შემდეგ დროებით იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე დაზიანების მიღების მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით ორჯერ გაზრდილია – ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატი მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.

    “დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაზიანების მიღების დროის საკითხს, თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაკავების შემდეგ მიღებული
    დაზიანებების მაჩვენებელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების 65
    შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს – 116 შემთხვევა.” აღნიშნულია  ანგარიშში.

    განსაკუთრებულად საგანგაშო მდგომარეობა ანგარიშის მიხედვით,  აჭარაშია, სადაც  2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი. მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყნის მასშტაბით, 2018 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევების 40%  სწორედ აჭარის რეგიონში გვხდება.

    „ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დოკუმენტირებულია იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების 47 შემთხვევა, მაშინ როდესაც იმავე ბათუმის იზოლატორში 2017 წელს მხოლოდ 5 შემთხვევა იყო დოკუმენტირებული.”

    “საქართველოს სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა, მეტიც, ზოგიერთ რეგიონში შემცირებაც კი აღინიშნება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციის მოპყრობა აჭარის რეგიონში მკვეთრად არის გაუარესებული,“-ნათქვამია ანგარიშში.
  • 42 წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალდებულები უდანაშაულოდ ცნეს

    1976 წელს მომხდარი მკვლელობის გამო კლიფორდ უილიამსი და მისი ძმიშვილი ჰუბერნ ნათან მაიერსი 42 წლის განმავლობაში იხდიდნენ სასჯელს რის შემდეგაც ორივე მათგანი უდანაშაულოდ ცნეს.
    ინფორმაციას “CNN”-ი ავრცელებს.

    1976 წელს როცა ბიძა და ძმისშვილი წვეულებაზე იმყოფებოდნენ, ორ ქალს მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი მათგანი სასიკვდილოდ დაიჭრა. მკვლელობაში ბრალდებულად მაიერსი და უილიამსი ცნეს და მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მაშინ უილიამსი 34 წლის იყო ხოლო მაიერსი 18 წლის. წლების განმავლობაში ისინი დანაშაულს არ აღიარებდნენ და ვერდიქტს გამუდმებით ასაჩივრებდნენ.

    2017 წელს მათ მსჯავრდების სანდოობის შემოწმების სამსახურს მიმართეს.ხელახალმა გამოძიებამ დაადგინა რომ თავდასხმასა და მკვლელობაში პასუხისმგეელი პირი 1994 წელს გარდაიცვალა.

    29 მარტს ფლორიდის შტატმა მათ ბრალდება მოუხსნა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. მაიერსი სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ მიწას ემთხვია. “ვნერვიულობ, ჯერ კიდევ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ გისოსებში ვარ, ჩემი ცხოვრების თითქმის 43 წელი გისოსებში გავატარე და ამ დროს ვეღარ დავიბრუნებ. თუმცა ოჯახს როგორც კი დავუბრუნდები ალბათ კარგად ვიქნები“- ამბობს მაიერსიუილიამსი ახლა 76 წლისაა ხოლო მაიერსი 61 წლის.

  • ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

    ჩეხეთმა საქართველო უსაფრთხო კატეგორიის ქვეყნების სიაში შეიყვანა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება  ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო და ძალაში უკვე შევიდა.

    ჩეხეთი მე-12 ქვეყანაა, იმ სახელმწიფოებიდან, რომელმაც  საქართველოსთან მიმართით შესაბამისი დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე  გამოაცხადა ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტაინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა და დანიამ.

  • “პროკურატურამ საქმის მასალები არ გაგვაცნო”-სახალხო დამცველის ანგარიში მაჩალიკაშვილზე

    სახალხო დამცველი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე  დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ახლო ნათესავის ცნობას მოითხოვს. ამის შესახებ საუბარია ომბუდმსმენის 2018 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს დღეს წარედგინა.

    თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს სახალხო დამცველის აპარატი 2018 წლის განმავლობაში რამდენიმე მიმართულებით სწავლობდა. მათი განცხადებით, საქმის დეტალები  ჯერჯერობით უცნობია, რადგან მთავარმა  პროკურატურამ საქმის მასალები არ გადასცა.

    სახალხო დამცველის შეფასებით, ცენტრალური საკითხს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხი წარმოადგენს.

    “2017 წლიდან ამ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის უცნობია მისი დეტალების შესახებ. მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიმდინარე საქმის მასალებს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს თანხმობით ეცნობა. ჩვენი არაერთგზისი საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმის მასალები ამ საქმეზე, არ გაგვაცნო.

    სახალხო დამცველის აპარატს მთავარი პროკურატურიდან მხოლოდ მშრალი და შაბლონური პასუხები მიეწოდება, საიდანაც შეუძლებელი ხდება იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ან რა დამატებითი მოქმედებების ჩატარებაა აუცილებელი.

    შესაბამისად, ის საკითხი, თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად დაცულია ის სტანდარტები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადგენს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებისას, სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასების მიღმა რჩება”, –აღნიშნულია ანგარიშში.

    “ასევე აღსანიშნავია, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რაც მათ საქმის სრულად გაცნობის შესაძლებლობას არ აძლევს. გამოძიების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების, ასევე სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად, აუცილებელია ამ პროცესში ახლო ნათესავის ცნობა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.

    გამომდინარე იქიდან, რომ ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის და გარდაცვლილის ოჯახისთვის უცნობია მისი შედეგები, მიგვაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილი ანგარიშის ფარგლებში, სიცოცხლის უფლების პოზიტიური ვალდებულების შესრულების ჭრილში, საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე.

    ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად”. 

  • იმერეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

    იმერეთში ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 42 შეტყობინება შევიდა.
    ძლიერი ქარის შედეგად ყველაზე მეტად ქუთაისი დაზარალდა.

    ქარმა  17 სახლის სახურავი და 15 ხე დააზიანა.

    ხარაგაულში ტყეში ხის წაქცევის შედეგად მამაკაცი დაშავდა.

    ძლიერმა ქარმა პრობლემები ქუთაისის აეროპორტსაც შეუქმნა. შეჩერებული იყო  ბარგის გაცემა. რის გამოც მგზავრები რამდენიმე საათი იცდიდნენ.

  • წუხელ მოვწიე მარიხუანა და ვარ კრიმინალი- იაგო ხვიჩია

    “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია,1 აპრილიდან ამოქმედებულ ახალ კანონს  საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.

    “წუხელ მოვწიე მარიხუანა და ვარ კრიმინალი, ზუსტად ვიცი, რომ ჩემ სხეულში აუცილებლად იქნება მარიხუანის ნაწილაკები, რაც ქვეყნის
    კანონმდებლობით არის დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ ორი საკონსტიტუციო სასამართლო მაქვს მოგებული, კრიმინალი ვარ, რადგან აქვე მდგომმა პატრულმა შეიძლება, ნარკოტესტი ჩამიტაროს. მე ვაპირებ, პოლიცია დავარწმუნო იმაში, რომ პოლიცია ამისთვის არ გვჭირდება. პოლიცია სხვა რამისთვის გვყავს დაქირავებული და ბოროტი ადამიანები, რომლებიც ასეთ კანონებს იღებენ, ქართულ პოლიციას სახელს უტეხენ“- ამბობს  იაგო ხვიჩიამ.

  • ამ წუთებში “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსთან პოლიციაა მობილიზებული

    ამ წუთებში “დირსის” საცხოვრებელ კომპლექსთან პოლიციაა მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და გადაადგილება შეზღუდულია.

    როგორც ცნობილია, აფხაზეთიდან დევნილების ნაწილი კორპუსში უნებართვოდ შეიჭრა. ნაწილი კი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, პოლიცია მათ შესვლის საშუალებას არ აძლევს. გარეთ მყოფი დევნილები ცდილობენ შენობაში მყოფ ოჯახის წევრებს საკვები მიაწოდოს, რადგან ისინი პირველადი საჭიროების ნივთებისა და საჭმლის გარეშე არიან დარჩენილები.მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც.

    “შუქი არ გვაქვს გათბობა არ გვაქვს, არ გვაქვს საშუალება რომ მივიღოთ საკვები და სასმელი. ამ პირობებში არიან არიან ბავშვებიც”-აცხადებს შენობაში მყოფი დევნილი.

    მათი თქმით, რამდენიმე წლის წინ დაჰპირდნენ, რომ „დირსის“ კომპლექსში ბინებს მიიღებდნენ, თუმცა, ამ დრომდე ეს პირობა არ შესრულებულა. 

  • მშენებლობაზე, სადაც 2 მუშა დაიღუპა, შრომის ინსპექციამ დარღვევები აღმოაჩინა

    კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები -შრომითმა ინსპექციამ ჭავჭავაძის 5 ნომერში მშენებლობაზე  დარღვევები აღმოაჩინა.
    შრომითი  ინსპექტირების დეპარტამენტმა იმ ადგილის შესწავლა დაიწყო, სადაც გუშინ საღამოს 2 მუშა დაიღუპა.

    „კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები არსებობდა, რომელიც ერთი შეხედვით თვალსაჩინო იყო,“ – ეს განცხადება შრომითი პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სამსახურის უფროსმა, ბექა გერაძემ გააკეთა.

    გერაძის თქმით,  იგი აცხადებს, რომ გარკვეული დარღვევები პირველადი დათვალიერების დროს უკვე დააფიქსირეს. 

    „ზოგადი დათვალიერებით ობიექტზე პირველადი ხარვეზები არსებობს, თუმცა, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობითაც, დღის განმავლობაში გაგრძელდება მოკვლევა. უნდა შევისწავლოთ ჩვენ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, სამუშაოების გეგმა, როგორ იყო დაგეგმილი და რამდენად სწორად ხორციელდებოდა მისი შესრულება. კონკრეტული უბედური შემთხვევის მოკვლევაზე გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ ამის შემდეგ,“ – განაცხადა გერაძემ.

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

    “დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!” – ამ სლოგანით აქცია დღეს საღამოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართება.

    აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ ვაკეში მშენებლობაზე მომხდარ ფაქტს, რომელსაც 2 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავრობის ეკონომიკურ ექსპერიმენტებს, მის არასწორ პოლიტიკასა და უმოქმედო შრომის კოდექსს მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანები ეწირებიან.

    მთავარი მოთხოვნაა შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დაუყოვნებლივ მიენიჭოს. აქციის ორგანიზატორები პროფკავშირები და სოლიდარობის ქსელია. მათ მხარდაჭერას უცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

    “ეს არ არის ინდიფერენტულობა, ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ადამიანების წამება! ეს უნდა დასრულდეს! უკვე ინდივიდუალურად და კოლექტიურადაც უნდა გვაწუხებდეს ასეთი ამბების მხოლოდ პოსტად გაზიარება და მივიწყება!

    ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლის და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა!

    გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს!

    სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს!”- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 2 მუშა დაიღუპა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

  • მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში 1 აპრილს დაბრუნება გადაიფიქრა

    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს, უკრაინაში აპირებს დაბრუნდებას.

    საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში  დაბრუენებას  პირველ აპრილს გეგმავდა,თუმცა არჩევნების მოსალოდნელი მეორე ტურის გამართვის გამო გადაიფიქრა.

    „მე განვაცხადე, რომ უკრაინაში 1-ელ აპრილს ჩავფრინდებოდი თუ პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავიდოდა.“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

    მისივე თქმით, როგორც კი პოროშენკო ძალაუფლებას დაკარგავს ის უკრაინაში კანონიერად დაბრუნების უფლებით ისარგებლებს.

    შეგახსენებთ, რომ არჩევნების წინასწარი შედეგების მხიედვიტ უკრაინაში მეორე ტური გაიმართება. ერთმანეთს ვლადიმერ ზელენსკი და პეტრო პოროშენკო დაუპირისპირდებიან.