Blog
-
“სტუმარი ღვთისაა”-მეუფე პეტრე ივანიშვილთან შეხვედრაზე
“მე შემატყობინეს რომ ბატონ ბიძინას სურდა მოელოცა ჭყონდიდის ეპარქია და ტაძარი, მე მიმაჩნია რომ არასოდეს არ უნდა გაცივდეს ეს აზროვნება რომ სტუმარი არის ღვთისგან მოსული ადამიანი და ჩვენ ვალდებული ვართ მივიღოთ ის”-განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ “ტვ პირველის” ეთერში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ. მეუფე პეტრე ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერთან არჩევნებზე და პოლიტიკაზე არ უსაუბრია და ეს შეურაცხმყოფელიც იქნებოდა.მეუფე პეტრეს თქმით, ივანიშვილთან ზვიადის ეპოქაზე, ამბროსი ხელაიაზე, 90-იანი წლების მოვლენებზე და ისტორიაზე ისაუბრა. ყველა კითხვაზე, რომელიც საუბრის შინაარსს და კონკრეტიკას ეხებოდა მეუფე პეტრემ ვრცელი ისტორიული ექსკურსით უპასუხა და ერთადერთი ის დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილთან დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით ქონდა საუბარი. დეტალები არც ამ შემთხვევაში დაუკონკრეტებია და თქვა მხოლოდ ის, რომ ივანიშვილი ყურადღებით უსმენდა. -
ბესელიას და კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობა დაატოვებინეს
ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძეს ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობა დაატოვებინეს.
ამ ფაქტს პარლამენტში სხდომაზე ხმაური მოჰყვა, ბესელია შურისძიებად აფასებს მათი ჩანაცვლების ფაქტს.“პარლამენტს ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს,” – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ, ყოფილი თანაგუნდელების მისამართით გააკეთა.
“ეს არ არის პარლამენტის ნორმალური საქციელი და ნუ დავამსგავსებთ რაღაც პერსონალური შურისძიების ადგილს. ეს არის საქართველოს პარლამენტი და კეთილი უნდა ინებოს ყველამ, შენც, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, როგორც ამ დელეგაციის წევრმა, სხვამაც, კეთილი უნდა ინებოს და წესებს პატივი უნდა ვცეთ და ჩვენი პერსონალური განწყობები დამტოვოთ სადმე გარეთ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ეკა ბესელია განმარტავს, რომ ევროსაბჭოს დელეგაციის შემადგენლობის ცვლილება იანვრამდე შეუძლებელია და მისთვის გაუგებარია, როგორ ხდება სხვა გვარებით მათი ჩანაცვლება.
“ჰგავს ეს პროცესი სადამსჯელო გადაწყვეტილებას და პერსონალურ გადაწყვეტილებებს. ჩემი კითხვა არის შემდეგში, აქ ვნახე, რომ არის შეცვლილი დელეგაციის შემადგენლობა. შენ პირადად, როგორც ამ დელეგაციის წევრი და საპარლამენტო ასამბლეის წევრი, მიგაჩნია, თუ არა, რომ სწორია ის, რომ ახლა, შუალედში, არ ვიცი რის გამო მოხდა ეს და ვისი გადაწყვეტილებაა, ესეც უნდა გვითხრა, რომ ვინ გადაწყვიტა, რომ შეიცვალოს დელეგაციის შემადგენლობა ეროვნულ დონეზე, მაშინ, როდესაც ეს ცვლილება მაინც ვერ აისახება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში,” – განაცხადა ბესელიამ.
მომხდარზე განმარტებებს ბესელია საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისგან მოითხოვს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე დელეგაციაში საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით იყვნენ წარმოდგენილი და რადგან მათ ოცნება დატოვეს, მმართველ პარტიას სურს, რომ დელეგაციის წევრთა შორის “ქართული ოცნების” წევრები იყვნენ წარმოდგენილი.
-
გვარამია სააკაშვილთან ბრიუსელში ჩავიდა.ვიდეოსელფი ბრიუსელის რესტორნიდან
ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილს ინტერვიუს ჩასაწერად ბრიუსელში ჩააკითხა. ინტერვიუ გადაცემა კვირის აქცენტების ფარგლებში ჩაიწერა. ის რუსთავი2–ის ეთერში სამშაბათს საღამოს გავა. ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ კი გვარამიამ და სააკაშვილმა ბრიუსელის ერთ–ერთ რესტორანში ვიდეო სელფი ჩაწერეს და ინტერვიუს შესახებ ისაუბრეს.
-
რიჩარდ გირი და ჰელენ მირენი ყველაზე ლამაზად დაბერებული ვარსკვლავების რეიტინგში ლიდერობენ
ბევრ ვარსკვლავს დაბერების ეშინია, რადგან ფიქრობს, რომ სიბერე მის კარიერას წერტილს დაუსვამს. თუმცა ბევრი მათგანი წლების მატებას მშვიდად ხვდება და ასაკი ვერაფერს აკლებს. მაგალითად, 73 წლის ჰელენ მირენს და 69 წლის რიჩარდ გირს, რომლებიც “ყველაზე ლამაზად დაბერებული“ ცნობილი სახეების რეიტინგის პირველ ადგილზე აღმოჩნდნენ.ეს რეიტინგი სახის მოვლის საშუალებების შვედურმა ბრენდმა, Foreo–მ მაშტაბური გამოკითხვის საფუძველზე შეადგინა. მისი შედეგები Miror-ში გამოქვეყნდა.მეორე ადგილი ყველაზე ლამაზ ასაკოვან ქალებს შორის დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაიკავა. სხვათა შორის, მირენმა 2006 წელს მისი როლი შეასრულა პრინცესა დიანას შესახებ გადაღებულ ფილმში. მესამე ადგილზე 60 წლის მადონა აღმოჩნდა, რომელსაც არასოდეს გაუკეთებია პლასტიკური ოპერაცია. მომღერალი არ მალავს, რომ ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებს.მეოთხე ადგილზე მოხვდა ქანთრის მომღერალი დოლი პარტონი, რომელიც 73 წლის არის. მეხუთე ადგილზე კი 72 წლის შერი.რაც შეეხება მამაკაცებს, როგორც გითხარით, პირველი ადგილი რიჩარდ გირმა დაიკავა. მან ოდნავ აჯობა 66 წლის ლიამ ნისონს და 65 წლის პირს ბროსნანს, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს. მეოთხე ადგილზეა 71 წლის არნოლდ შვარცენეგერი. მეხუთე ადგილზე კი 76 წლის ჰარისონ ფორდი.ჰელენ მირენი ასაკს არასოდეს უშინდებოდა. მას შეუძლია უმაკიაჟოდ გადაღებული სელფი საჯაროდ გამოფინოს. რიჩარდ გირი კი სულ ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გახდა მამა. -
“გახარიას დავალებით გამიტაცეს”-ნიკა მელია ომბუდსმენის ანგარიშზე
“გახარიას დავალებით გამიტაცეს” -ნიკა მელია ომბუდსმენის ანგარიშის იმ ნაწილს აფასებს,რომელიც ოპონენტების პოლიტიკურ დევნას შეეხება.
ნინო ლომჯარიას თქმით, ოპოზიციის ლიდერის დაკავება პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს შეიცავდა, რადგან მას სადეპუტატო იმუნიტეტი იცავს. პოლიციამ მაშინ რამდენიმე საათი მოანდომა იმის გარკვევას, მართლაც იყო თუ არა მელია პარლამენტის წევრი.
მელია აცხადებს, რომ ის გახარიას დავალებით გაიტაცეს.
„გახარიას დავალებით მოხდა ჩემი გატაცება, რომელსაც მერე განრიდება დაარქვეს. და სამარცხვინოა ის რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ თითქოს სამი საათი დასჭირდათ მათ რომ მოეხდინათ იდენტიფიცირება დაკავებულის. და მერე თურმე აღმოჩნდა რომ ეს ხოტორა ადამიანი არის პარლამენტარი ნიკა მელია. სამი საათი არკვევდნენ. ვინმეს სჯერა? ტყუილსაც ვერ იგონებენ. ამასთან დავამატოთ მოცემულობა როდესაც ყველა ის 9 ადამიანი ვინც მე უშუალოდ დამაკავა არც ერთი მათგანი არ იყო რიგითი პოლიციელი. მათშორის შს მინისტრის მოადგილეც. თავის თავს დააბრალოს გახარიამ. რაც უფრო მეტ სისულელეს გააკეთებს, უფრო მეტ კითხვაზე იქნება პასუხი გასაცემი,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია გასულ წელს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ის მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
-
საცხოვრებელ კომპლექსში შეჭრილი დევნილები შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან
დევნილებმა რამდენიმე საათის წინ ულტიმატუმი წამოაყენეს, ისინი პოლიციის კორდონის მოხსნას, ასევეადვოკატებისა და ჟურნალისტების შეშვებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის დაწყებით იმუქრებიან.
ისინი “დირსის” გენერალური დირექტორის განცხადებას გამოეხმაურნენ. დევნილები აცხადებენ, რომ კორპუსში არაფერი დაუზიანებიათ და მათ მხოლოდ შენობის ფოიე აქვთ დაკავებული.
“ჩვენ არაფერი დაგვიმტვრევია, ღია კარებში შევედით” – აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.
მათი თქმით, ბესიკ ჯიქურაულმა იცრუა, როცა თქვა, რომ შეჭრილებმა ახალაშენებული კორპუსი ვანდალურად დაიკავეს. ფაქტის დასამტკიცებლად ითხოვენ, ჟურნალისტები შეუშვან და მათ დაათვალიერებინონ ის სადარბაზოები, სადაც ისინი განლაგდნენ.
“რომ ამბობენ, ეს კარები დაამტვრიეს, ეს ფანჯრები დაამტვრიეს, რაღაც დამტვრეულიაო, ვინ ნახა, რომ დამტვრეულია? შეგიშვან ჟურნალისტები და ნახეთ, ერთი კარი თუა გატეხილი, ერთი ფანჯარა თუა გატეხილი. სართულებზეც კი არ შევსულვართ, ფოიეში შევედით ღია კარიდან. წამალზე გავედი და მერე აღარ შემიშვეს,“ – ამბობს ერთ-ერთი დევნილი.
„დირსის“ გენერალური დირექტორი ბესო ჯიქურაული აცხადებს, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. მისი თქმით, კერძო საკუთრებაში შეჭრილმა დევნილებმა ვანდალურად დაამტვრიეს სადარბაზოს კარები და ფიზიკურად გაუსწორდნენ დაცვის სამსახურს, რომელმაც შენობის დაცვა ვეღარ მოახერხა.
„ეს არის კერძო საკუთრების შელახვა, რაც არის მიუღებელი. პოლიცია უმაღლეს დონეზე მუშაობს პირველივე დღიდან, თუმცა მათ არ აქვთ უფლება, რომ იძულების გზით გამოიყვანონ ეს ადამიანები. მათი შეჭრით ზიანი ადგება ჩვენს ქონებას, ინვესტიციასა და სამომავლო გეგმებს. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო უწყებები კოორდინირებულად იმუშავებენ და მალე აღკვეთენ ამ ფაქტს,კომპანიას ყველა სადარბაზოში ჰყავდა დაცვის სამსახური, ასეულობით ადამიანი მოვიდა და ნამდვილად არ ვიყავით მათი თავდასხმისთვის მზად. კორპუსს ელექტროენერგია და წყალი არ მიწოდება, რადგან სამუშაოები დასრულებული არაა და საფრთხის შემცველია, ზოგიერთ სართულზე კაბელები ღია მდგომარეობაშია. ბინებში შიდა კარები ხის არის და როგორც ვიცით, გუშინ ისინი დაამტვრიეს დაწვეს“, – განაცხადა ბესო ჯიქურაულმა.
300-მდე დევნილი კვლავაც დირსის საცხოვრებელ კომპლექსში რჩება. “დირსის” კორპუსი იძულებით გადაადგილებულმა პირებმა 4 დღის წინ დაიკავეს. ისინი სახელმწიფოსგან ბინებით უზრუნველყოფას მოითხოვენ.
-
კიბის გამო, რომელიც ყრუ კედელს უერთდება ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
კიბის გამო, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ფართო განხილვის საგანი გახდა, ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს. მერი ამბობს, რომ ის ახალშენის კულტურის სახლის სამშენებლო ოქმში აღმოჩენილი ხარვეზების გამო აიყვანეს. სავარაუდოდ საუბარიარეაბილიტაციის შემდეგ ხელვაჩაურის კულტურის სახლში დამონტაჟებულ სათადარიგო სახანძრო კიბეზე, რომელიც პირდაპირ კედელს უერთდება და არა კარს.კულტურის სახლი ორჯერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ გარემონტდა და მერია კიდევ ერთი ტენდერის გამოცხადებას გეგმავდა. მერიაში ამბობდნენ, რომ ხარვეზი მშენებლობისას გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა გამოიწვია, მას დამატებითი სამუშაოების შემდეგ მოაგვარებენ და კარის დამონტაჟება კიბესთან შესაძლებელია.ადგილობრივი ოპოზიცია მერიას თანხების არაეფექტურად ხარჯვაში ადანაშაულებდა, მერიისთვის კი ოპოზიციის არგუმენტები მიუღებელი იყო და ატეხილ ხმაურს ოპოზიციის სპექტაკლს უწოდებდნენ. ობიექტის მიღება –ჩაბარება რამდენიმე თვის წინ მოხდა.დღეს კი ირკვევა, რომ დაკავებულია ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელი. თუმცა მერიაში არ აკონკრეტებენ, უკავშირდება თუ არა მისი დაკავება სკანდალურად ცნობილ კიბეს. -
კახეთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს
თელავის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მოიწამლნენ. ინტოქსიკაციით საავადმყოფოში 10-მდე ბავშვია გადაყვანილი.
კონკრეტულად რა გახდა მოწამვლის ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ეს სასმელი წყალი ყოფილიყო.
ბუშეტის ბაღში უკვე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.
-
” როცა ვნახე კადრები, ვინ იყვნენ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა “-კახა კალაძე გუშინდელ აქციაზე
“როდესაც ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა – სოლიდარობის ქსელის აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა, “- თბილისის მერმა კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე გუშინ გამართული აქცია შეაფასა.
კახა კალაძის თქმით, ის მზად იყო შეხვედროდა ახალგაზრდებს და მათთვის გაეცნო ის პროექტები, რაც თბილისის მერიამ შრომის უსაფრთხოების დაცვისა და რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით განახორციელა.
„ჩემთვის პირადად გაუგებარია მოთხოვნები. მე ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, რომელსაც ჩემი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც მითხრეს არის ახალგაზრდების ჯგუფი, რომელიც აპროტესტებს მუშების უფლებებს და ითხოვს შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, ჯანდაცვის მინისტრთან და მერთან. მე რა თქმა უნდა, თანხმობა განვაცხადე და აღვნიშნე, რომ მზად ვარ შევხვდე ადამიანებს, მოვუსმინო, მივაწოდოს ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა წლების განმავლობაში ამ მიმართულებით, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე, თბილისის მერიაც იყო ინიციატორი გარკვეული ცვლილებებისა, რომელთა ინიცირება გასულ წელს მოვახდინეთ, ეს ეხებოდა მშენებლობებზე რეგულაციების გამკაცრებას, თვითონ მშენებლობებზე დასაქმებულების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ა.შ. ამ ყველაფერს ავუხსნიდი ახალგაზრდებს, თუმცა თუ როგორც განვითარდა მოვლენები, ყველამ დაინახა. როდესაც მე ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა და აღარ გავაგრძელებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ჯგუფს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.