
მისი სხვა შვილები დედის სუროგატულმა ფეხმძიმობამ თავიდან შოკში ჩააგდო, თუმცა სესილის თქმით როცა მათ სრული სურათი გააცნობიერეს, მთლიანად მხარი დაუჭირეს დედის და ძმის ინიციატივას. წინააღმდეგი არც სესილის ქმარი ყოფილა.

ლევან იზორია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სამხედრო მფრინავი ქალის სკანდალს შეეხო, მისი განცხადებით ეკატერინე ქვლივიძეს არ ჰქონდა უფლება უმიზეზოდ დაეტოვებინა სამხედრო სამსახური და სწორედ ამის გამო დაეკისრა მას ფულადი სანქცია.
მინისტრი არ იზიარებს ოპონენტების შეფასებას, რომ თავდაცვის უწყება მფრინავის დისკრედიტაციას ცდილობს. იზორია ამბობს , რომ ქვლივიძის სწავლებები აშშ-ში საკმაოდ ძვირი დაჯდა.
მინისტრის თქმით, აშშ-ში სწავლების დასრულების და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავდაცვის უწყებამ მფრინავთან კონტრაქტი გააფორმა, სადაც ის გაფრთხილებული იყო, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა.
“ნატოს სტანდარტია და ამის დამკვირდებას ვცდილობთ, რომ სამხედრო სამსახური უნდა იყოს ვალდებულებებთან დაკავშირებული, მათ შორის გარკვეული წესების დარღვევის შემთხვევაში სანქციებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში, როგორც პასუხისმგებლიანმა უწყების ხელმძღვანელმა და თავდაცვის ძალებმა ვიმოქმედეთ სწორედ ამ სტანდარტით“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
იზორიას განცხადებით, ქვლივიძემ დისკრიმინაციაზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმე სასამართლოში შევიდა.
“ამ კურსის განხორციელება აშშ-ს დაუჯდა 51 ათასი დოლარი, პლუს, მან გაიარა სხვა დამატებითი კურსები, რომელიც ჩვენს თავდაცვით ბიუჯეტს ათეულობით ასევე დოლარი დაუჯდა. ყოველი მივლინების წინ ფორმდება თითოეულ სამხედრო მოსამსახურესთან სამივლინებო კონტრაქტი, სადაც გაწერილია კონტრაქტის დარღვევის პირობაც. კერძოდ, ამ შემთხვევაში და ეს შემთხვევები, მარტო ამ ფაქტს არ ეხება, არამედ არსებობს ზოგადი ფორმა, რომ თუ 6 თვეზე მეტი პერიოდი უწევს მას მივლინებით სასწავლებლად ყოფნა და თუ ეს ამხელა თანხებთან არის დაკავშირებული. ის ვალდებულია, 8 წელი იყოს თავდაცვის ძალებს და ემსახუროს თავდაცვის ძალებს, მან ჩამოსვლისთანავე, მას შესთავაზეს ზუსტად იგივე თანამდებობა, რა თანამდებობაზეც იყო, თუმცა 4 თვის შემდეგ, პირადი სურვილით, მიუხედავად იმისა, რომ მან მოაწერა ხელი გაფრთხილებას, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ფულადი ჯარიმა 28 ათასი ლარის, მაინც მოაწერა ხელი, ამის ახსნის გარეშე და ეს ყველაფერი ხდება ერთი წლის წინ და დღეს, ამ ერთი წლის განმავლობაში, არც ერთხელ არც უწყების ფარგლებში მაკონტროლებელი ორგანოს ფარგლებში, არც მის გარეთ, ან თქვენთვის მოემართა, თუ ასეთ ფაქტს, ჰქონდა, დისკრიმინაციის ფაქტს ჰქონდა ადგილი,”-განაცხადა იზორიამ.
მფრინავი ქალი თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს. უწყება კი ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სასამართლოს გზით სთხოვს.
საქართველოს წამყვანმა სატელეკომუნიკაციო ოპერატორმა, სილქნეტმა წარმატებულად განახორციელა 200 მლნ დოლარის 5-წლიანი არაუზრუნველყოფილი ევროობლიგაციების გამოშვება. ფასიანი ქაღალდების კუპონმა შეადგინა 11% და ობლიგაციები განთავსდა 100%-იანი ღირებულებით.
ევროობლიგაციები სავაჭროდ დაიშვება Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზე. ემისიის თანამმართველები არიან: J.P. Morgan, UBS და თიბისი კაპიტალი, Dentons UK and Middle და Dentons Georgia არიან სილქნეტის იურიდიული მრჩევლები, ხოლო Latham & Watkins და BGI Legal წარმოდგენენ თანამმართველების იურიდიულ მრჩევლებს.
ევროობლიგაციები შეიძინეს ინვესტორებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან. ფასიანი ქაღალდები, სავარაუდოდ, შეფასდება მუდისის (Moody’s) B1 და ფიჩის (Fitch) B+ რეიტინგით.
„სილქ როუდის ჯგუფის“ დამფუძნებელი და სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი: „დღევანდელი წარმატება კარგად ასახავს სილქნეტის არსებულ შესაძლებლობებს და პოტენციალს, რაც გულისხმობს სრულყოფილი საკომუნიკაციო შეთავაზებების მიწოდებას მომხმარებლებისა და ბიზნესისათვის. ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში სილქნეტის მიერ შეტანილი წვლილი „სილქ როუდ ჯგუფის“ დიდი მიზნის შემადგენელი ნაწილია. ეს მიზანი ემსახურება საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი როლის მქონე ქვეყნის კიდევ უფრო ხაზგასმით წარმოჩენას რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ“.
სილქნეტის ბონდების ემისია, უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების მხრიდან, საქართველოს მზარდად განვითარებადი ეკონომიკის მიმართ არსებული ნდობის დასტურია.
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე : „თიბისი ბანკს ეამაყება, რომ თიბისი კაპიტალმა მონაწილეობა მიიღო სილქნეტის 200 მილიონი დოლარის მოცულობის ევრობონდის წარმატებით განთავსების პროცესში. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია თიბისის და სილქნეტის წარმატებული თანამშრომლობის. ეს განთავსება მნიშვნელოვანი მიღწევაა, როგორც სილქნეტისთვის ასევე საქართველოსთვის, რადგან კიდევ ერთ კერძო ქართულ კომპანიას გამოუცხადეს ნდობა საერთაშორისო ინვესტორებმა.“
სილქნეტი ქვეყნის უმსხვილესი ფიქსირებული ქსელის მქონე პროვიადერია, რომელიც წარმატებულად ახორციელებს მობილურ მომსახურებას 4.5 ქსელით და სთავაზობს ბიზნესსა და მომხმარებლებს სრული სპექტრის სატელეკომუნიკაციო სერვისებს, ისეთს როგორიცაა ფიქსირებული ტელეფონია, ოპტიკურ-ბოჭკოვან ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფიქსირებული ბროუდბენდი, IPTV და მობილური ქსელი.
თბილისში ჰიპოპოტამის ქანდაკება დაიგეგმა- 13 ივნისის ტრაგედიის სიმბოლოს ქანდაკების ესკიზის შესარჩევად მერიამ უკვე კონკურსი გამოაცხადა.
ჰიპოპოტამის ქანდაკებას გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ.მერიას ჰიპოპოტამი “ბეგის” ქანდაკება დაახლოებით 90 000 ლარი დაუჯდება. კონკურსის პირობები დედაქალაქის მერიის საიტზეა განთავსებული.
წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიას 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი.
თბილისის მერიამ კონკურსი საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციისა და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალისთვისაც გამოაცხადა. ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება.
“კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში” – აცხადებს მერია.
“როგორ მოახერხეთ რომ შევარდნაძის და საბჭოთა ტრადიციები დააბრუნეთ ქართულ ჯარში?”-ირმა ნადირაშვილმა ლევან იზორიას მწვავე შეკითხვები რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დაუსვა.
„ხელებს კი ნუ იშვერთ! შვიდი წელია ხელისუფლებაში ხართ და თუ ვინმეს დაჰყავდა თავისი ოჯახის წევრი საწვავით, რომლითაც არ უნდა ევლო, გამოიძიეთ, გამოიტანეთ და დასაჯეთ ეს ადამიანები. მეც შემიძლია გამოვიშვირო ხელი და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში, კარგია ასე ლაპარაკი?, – ასე მიმართა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამეტში მყოფ იზორიას დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა. მისი გამოსვლა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან თავდაცვის მინისტრი დეპუტატების გამოსვლისას რეპლიკებით პასუხობდა.
თინა ბოკუჩავას გამოსვლის შემდეგ, რომელიც იზორიას ქონებას ეხებოდა, სესიაშვილმა თავდაცვის მინისტრს მიმართა:
“ქალბატონმა თინა ბოკუჩავამაც აქ სურათები ააფრიალა. დამელოდეთ ცოტა ხანი, ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ.
ბატონო მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან? რატომ არ წაიყვანეთ ქალბატონი თინა ბოკუჩავა, მაგალითად და რატომ არ გადააღებინეთ სელფი 442 ათას ლარიან მერსედესთან ერთად, სადაც ფლეისთეიშენია განთავსებული და მისი მინისტრები ერთობოდნენ. როგორც მათმა პრეზიდენტმა არ იცოდა არაფერი დანაშაულების შესახებ, არც მათ იციან, მერწმუნეთ, ამას გულწრფელად გეუბნებით”, – განაცხადა სესიაშვილმა.
ეს განცხადება თინა ბოკუჩავას იმ გამოსვლას მოჰყვა, როცა მან წარმოადგინა ლევან იზორიას მანქანის, სახლის და შემოსავლების დინამიკის ამსახველი ფოტომასალა.
თიბისი ბანკის კორპორატიული ბიზნესის განვითარების მმართველ დირექტორად გიორგი არველაძე დაინიშნა, რომელიც პარალელურად, თიბისი კაპიტალში საბროკერო საქმიანობას და კვლევებს უხელმძღვანელებს.
გიორგი არველაძეს ფინანსურ სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. თიბისი ბანკის გუნდთან შეერთებამდე, 2018-2019 წლებში ის საკონსულტაციო კომპანია “რეფორმატიკსში” საბანკო საქმესა და ფინანსური ბაზრების მიმართულებას ხელმძღვანელობდა, სადაც ფარავდა უზბეკეთის საბანკო სისტემას. პარალელურად, 2017-2019 წლებში გიორგი არველაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი იყო.
2016-2017 წლებში გიორგი არველაძე საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა და ხელმძღვანელობდა საქართველოში ფარმაციის სფეროში ყველაზე დიდ მოთამაშეს.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში მუშაობამდე, გიორგი არველაძე ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი იყო. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, ის ამავე ბანკის დირექტორი იყო სტრატეგიული პროექტების მიმართულებით, ხოლო შემდეგ საოპერაციო დირექტორი.
უფრო ადრე, გიორგი არველაძე ლონდონში, კომპანია BNP Paribas-ში მუშაობდა სტრუქტურირებული პროდუქტების გუნდში, მანამდე კი საქართველოს ეროვნულ ბანკში მთავარი დილერის პოზიციას იკავებდა.
გიორგი არველაძე ფლობს Midwestern State University-ის ( აშშ) ბიზნესის ბაკალავრის ხარისხს და London Business School-ის ბიზნესის მაგისტრის ხარისხს.
მოსკოვში 88 წლის რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გიორგი დანელია თებერვალში მოსკოვის საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით მოათავსეს. სუნთქვის სტაბილიზაციისათვის ის ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.
ცნობილი რეჟისორი თბილისში 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა, მაგრამ საცხოვრებლად მალევე გადავიდა მოსკოვში.
გიორგი დანელიას ყველაზე პოპულარულ ფილმებს შორის არის „არ დაიდარდო!“ და „მიმინო“.
5 აპრილს, 18:00 საათზე თიბისი არტ გალერეაში ავსტრიელი ფოტოხელოვანის, ჯორჯ კატსტალერის გამოფენა – „საქართველოზე ფიქრით“ გაიხსნება.