Blog

  • არჩევნების წინ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ –  სუსი

    არჩევნების წინ ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ – სუსი

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, არჩევნების წინა დღეებში “პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული ჯგუფები” ფალსიფიცირებული აუიდო- და ვიდეოჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, რომლებიც ხელოვნური ინტელექტისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება დამონტაჟებული.

    “აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება.

    ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ ერთის მხრივ უწყების დისკრედიტაციას, ხოლო მეორეს მხრივ  დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება,  ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის.

    ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები” – აცხადებს სუს-ი.

  • ივანიშვილი ლაპარაკობს როგორ ებრძვის კორუფციას, კალაძე უკრავს ტაშს, სამარცხვინოა – გახარია

    მე მესმის, რომ შეიძლება ადამიანებმა არჩევნების მიზნებისთვის სცენიდან ბევრი რამე თქვან, ამას ვერავინ აუკრძალავს. შენ უნდა იარო ყველა მუნიციპალიტეტში და ჩვეულებრივად იმათხოვრო ხმები, რაც ახლა ხდება, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც, რაც იმ ადამინებს ახსოვთ. როგორ შეიძლება დღეს ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდეს კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გვერდით კახა კალაძე უკრავდეს ტაშს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. […] მე კორუფციას ვებრძოდი ყოველთვის, ყოველდღიურად, მათ შორის, კალაძის შემთხვევაშიც და სხვების შემთხვევებშიც. დღეს კორუფცია ინსტრუმენტი გახდა ძალაუფლების შენარჩუნების.

    თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ

  • ჩვენი პროგრამა იმდენად შთამბეჭდავია, მტრებს თვალებს უბრმავებს – ივანიშვილი

    ჩვენი ქვეყნის პრემიერმა 7 ოქტომბერს საზოგადოებას წარუდგინა ჩვენი გუნდის პროგრამა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, საქართველოს მტრებს თვალებს უბრმავებს და მოსვენებას უკარგავს, მოყვარეს კი უზომოდ ახარებს არსებული მიღწევები და კიდევ უფრო დიდი, მაგრამ ამავე დროს, რეალისტური გეგმები.

    თქვა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია – სუს-ი

    რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ფრიდონ ფაკაური თავისუფალია – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “ფრიდონ ფაკაურის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აცხადებენ სუს-ში.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 16 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.

    სამგორის რაიონი 

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს და ალავერდელის ქუჩის მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი 

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ფანასკერტელი-ციციშვილის, მიცკევიჩის, ცაგარელის, იყალთოს, ბახტრიონის, ბასილაიას, ლიხაურის და  ციციშვილის ქუჩების მოსახლეობას.

  • კალაძე, 26-ში მთელ გუნდთან ერთად, მორიგ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს – კობახიძე ფიშერს

    კალაძე, 26-ში მთელ გუნდთან ერთად, მორიგ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს – კობახიძე ფიშერს

    “მე მინდა მას ვუთხრა, რომ 26 ოქტომბერს, კახა კალაძე მთელ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ მოიგებს მორიგ ჩემპიონთა ლიგას და დამარცხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც გულშემატკივრობს კოლექტიურ ნაცმოძრაობას, იქნება ეს ქართველი, თუ უცხოელი”,

    ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის კომენტართან დაკავშირებით დასმულ კითხვას. გუშინ გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს ანა ლიურმანს “კუბილიუსი კაბაში” უწოდა და X-ზე დაწერა: “დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”.

  • დეკანოიძემ და უგულავამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს! – მდინარაძე

    “ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული:

    1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

    2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!

    . ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო – კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო”,

    ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წევრების გიგი უგულავასა და ხატია დეკანოიძის მიერ ქართული ოცნების საარჩევნო ბანერების გადაღებვას “სისხლის სამართლის დანაშაულად” აფასებს.

  • გვაქვს პრეტენზიები გუდაურზე და თრუსოს ხეობაზე – ედუარდ კოკოითი

    “საქართველო დღეს ჩვენი მტერია, ის არც აფხაზეთთან და არც სამხრეთ ოსეთთან შეთანხმებას ხელს არ აწერს. ჩვენ მშვიდობისთვის მზად ვართ, თუმცა სანამ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით, მოდით, ჯერ ხელი მოვაწეროთ ძალის არ გამოყენების შეთანხმებას. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები და ჩვენი მხრიდან თრუსოს და გუდოს ხეობის საკითხს მთელი სერიოზულობით დავაყენებთ იმიტომ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიებია. ეს უბრალოდ ის ტერიტორიებია, რომლებიც საქართველოს მხარეს გადაეცა.

    საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ამბობდა, რომ მზად არიან სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის 10 მილიარდი ევროს გამოსაყოფად და რომ სოხუმს მონაკოდ გადააქცევენ. თავისი საქართველო გახადონ მონაკო, ჩვენ რუსეთთან ერთად, როგორმე თვითონ მოვგვარდებით”.

    განაცხადა ამის შესაებ, ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა პრეზიდენტმა, ედუარდ კოკოითიმ Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში.

  • ხელისუფლება მეტსახელ რუსულს იმსახურებს, რადგან ის კრემლის მეთოდებს იყენებს – ზურაბიშვილი

    ეს არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის არჩევანია. ვფიქრობ, მოსახლეობამ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებზე უკეთ გაიგო, რომ ეს რეფერენდუმია და მომავლისთვის რეალური არჩევანია.

    ოცნებისთვის არჩევნებში გამარჯვების საშუალება არჩევნების გაყალბებაა. ეს უკვე დაიწყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რადგან ერთადერთი სცენარი, რომლითაც მათ არჩევნების მოპარვის მცდელობა შეუძლიათ, არის თუ ხალხი თავად არ მობილიზდება.

    როგორ მოიშორებთ რუსულ ხელისუფლებასა და რუსულ, რაც არ უნდა უწოდოთ მათ, კონტროლით თუ ზეწოლით? ისინი ამ მეტსახელს იმსახურებენ, რადგან კრემლის მეთოდებს იყენებენ.

     

    განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Financial Times-სთან ინტერვიუში.

  • ბოდიშს ვუხდი სომეხ ერს ოცნების უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო – ხაზარაძე

    ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, “კაგებეშნიკური” პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ.

    ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს “ოცნების” უნამუსო და უზნეო ფობიური გამოხტომების გამო.

    ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა – ქსენოფობია!

    გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში!

    ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს!

    აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს – ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს!

    წერს კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე.