პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, 12 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც 9 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 1 პირობით მსჯავრდებულს, რომელიც სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.
Blog
-

ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება – გოცირიძე
„ყველა გზავნილიდან, რაც დასავლეთიდან – ევროკავშირიდან, აშშ-დან, ცალკეული სახელმწიფოებიდან ისმის, შეგვიძლია ერთი დასკვნა გამოვიტანოთ, რომ ეს ხელისუფლება რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებაა, ქვეყანაში ბელარუსული მმართველობის ავტორიტარულ რეჟიმს ნერგავს და ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მმართველობიდან. ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით. ფაქტობრივად, ქვეყანას დააკლდება ყველა ის შემოდინებები, რაც უცხოეთიდან შემოდიოდა – კრედიტები, გრანტები, დახმარებები ინვესტიციები. ქვეყანაში ჩამოიშლება ლარი, გაიზრდება ფასები და ქვეყანა დაიცლება. ეს არის, რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეუბნებიან და ამავე დროს, ეს არის თვალის ახელა ჯერ კიდევ იმ გაბრიყვებული ადამიანებისა, რომლებიც მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც “ქართულ ოცნებას” უჭერენ მხარს. ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას გამოუსწორებელი შეცდომა. არჩევნების გაყალბებით და ძალაუფლების მითვისების შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” რაც მოჰყვება კარგად დაინახავს – ამას ხალხი არ აპატიებს”,
ამის შესახებ „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
-
დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა – პეტერ ფიშერი
“დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა”,
ასე გამოეხმაურა, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი დედაქალაქის მერის, კახა კალაძის დღევანდელ განცხადებას, რომელმაც გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრს, ანა ლიურმანს “კუბილიუსი კაბაში” უწოდა.
-
ჩვენთვის დღეს ნებისმიერ პოზიციაზე და კაბინეტებზე საუბარი მიუღებელია – გახარია
“მე მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ პირობებში, პარტია საქართველოსთვის არც პრემიერობის კანდიდატს და არც სხვებს, ამ ტექნიკურ ფორმატში არ წარადგეს. განსაკუთრებით ახლა, არჩევნებამდე ორი კვირაც არაა დარჩენილი, ჩვენთვის თანამდებობებზე საუბარი მიუღებელია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ბრძოლის ხაზი საქართველოს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაცვის გადის პარლამენტში. სადაც გადის ბრძოლის ხაზი, ჩვენ იქ ვიქნებით წინა ხაზზე. ჩვენთვის დღეს ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ პოზიციაზე, კაბინეტებზე და პორტფელებზე საუბარი არის მიუღებელი. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. სხვებისთვის მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია, ნორმალურია”
გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია.
-
ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
ხვალ, 15 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, საქჰიდრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების (ნაწილობრივ), საავიაციო ქარხნის დასახლების, მელითონეთა დასახლების, ლითონკონსტრუქციების დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ლოჭინის ხევის დასახლების, აფრიკის დასახლების (ნაწილობრივ), ლილოს დასახლების, ქინძმარაულის, გიორგი მაჩაბელის, გიორგი გურჯიევის, ირინა შტენბერგის, ქიზიყის, ჯამბულ წურწუმიას, ჭიჭინაძის, გიორგი გვაზავას, ილია ბახტაძის, გუგუშვილის, მერაბ ქვილითაიას, ველის, ალადასტურის, კორნელი სანაძის, ირინე ალექსიძის, ემა ლალაევა-ედიბერიძის, ენუქიძის, გუმათჰესის, გიორგი ოდიშელიძის, გიორგი გურგენიძის, იდუმალის, ცისკარიშვილის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ორხევის, ენგურჰესის, მოსტკოვის, ჯავახეთის, თურაშაულის, ოზაანის, ზაალიშვილის, ქეთევან ჭილაშვილის, ფრისის, საჯაიას, გახოკიძის, ლორთქიფანიძის, ბაღდავაძის, პოლიციის, აკაკი ფაღავას, დობორჯგინიძის, ნიკოლოზ აფხაზის, ლევან რაზიკაშვილის, მებაღეობის, თამარის, ნაკადულის, შანავას, ბურჯანაძის, გოგუაძის, გარდაბნის, კვირიკაშვილის, ყიფიანის, პერესის, ბარბარეს, ქინძმარაულის, ალიხანაშვილის, სერგო მელიას, ბუაჩიძის, რექტორის, პერენის და გიგინეიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უშაკოვის, მესხეთის და ყვარლის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის, სოფელი ზურგოვანის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, ჩახავას, ჩხეიძის, ლორთქიფანიძის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, თამარაშვილის, საბურთალოს, ცინცაძის, საირმის, ბურძგლას, შმიდტის, ისაკაძის, მგალობლიშვილის, იმედაშვილის, არდაზიანის, ოდიშელიძის, ზემო ვეძისის, გაგარინის, ვაზისუბნის, ზოვრეთის, ბახტრიონის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარდევანის, უწერის, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, ჭრებალოს, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის და გაგრის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), სააკაძის, სანერგეს, ნიკო მარის, ცინცაძის, ჯანგირაშვილის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სვანეთის და ლეჩხუმის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, არსენას, ვეძინის, ქიქოძის, თხინვალის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ცხემის, რიწის და ზუბალაშვილების ქუჩების მოსახლეობას.
-

მნიშვნელოვანია, რომ ზურაბიშვილი წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული – ზურაბიშვილი
გულდასაწყვეტია, როდესაც ამ სტატუსის მქონე ადამიანი არღვევს კონსტიტუციას. ის კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე პირველი უნდა იდგეს. მომავალში ვერავინ რომ ვერ გაბედოს კონსტიტუციის დარღვევა, სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ამის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის წავიდეს არა როგორც ყოფილი, არამედ გაშვებული პრეზიდენტი.
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.
-
პატიმრობაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერს, მარია კოლესნიკოვას 600 დღეა ვერ უკავშირდებიან
ბელარუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკო, აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფ ბელარუს ოპოზიციონერს, მარია კოლესნიკოვას 600 დღეა ვერ უკავშირდებიან.
“600 დღეა არ გვაქვს ცნობები მარია კოლესნიკოვასგან. ძალიან განვიცდით: ცოცხალია, თუ არა, ჩვენი მაშა?მარია ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიბრძოლოთ მარიასა და სხვა პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის”. – წერს ბაბარიკო.
მარია კოლესნიკოვა 2020 წელს ბაბარიკოს შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. შემდეგ სვეტლანა ტიხანოვსკაიას გაერთიანებული ოპოზიციური შტაბის წევრი გახდა.
2020 წლის 7 სექტემბერს კოლესნიკოვა ბელარუსმა ძალოვნებმა გაიტაცეს და უკრაინის საზღვართან მანქანით მიიყვანეს და ქვეყნის დატოვებას აიძულებდნენ, მაგრამ კოლესნიკოვამ პასპორტის კონტროლის ზონაში პასპორტი დახია და მანქანიდან გადახტა. ძალოვნებმა კოლესნიკოვა მალევე დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით კოლესნიკოვა 2023 წლის 10 მარტიდან გომელის ქალთა კოლონიაში იმყოფება.
-
„ქოცებმა“ პრეზიდენტის დახმარებით ოპოზიცია საკუთარ ანკესზე წამოაგეს – იაგო ხვიჩია
„სწორედ ამ ხალხს ეუბნება, პრემიერს დაგინიშნავთო და თან არაპოლიტიკოსსო. ესეც არ იკმარა – ზედ მთავრობის წევრებსაც დავნიშნავ, თქვენ კი, ერთი წლის განმავლობაში, უსაქმურად იყავითო.
ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკოსებს ეს არ მოსწონთ და ცდილობენ, ამ უხერხული სიტუაციიდან რამენაირად გამოძვრნენ. ჩემი აზრით, პრეზიდენტი მათ ბოლომდე მიაწვება და ძვირფასს ოპოზიციას ზედ წინასაარჩევნოდ ააფეთქებს ტექნიკური მთავრობით.
ვისაც პრეზიდენტი ოპოზიციონერი ჰგონია, ის იდიოტი მგონია, რადგან ავიწყდებათ, ბატონ ბიძინას სალომე ზურაბიშვილისთვის რამხელა სიკეთე აქვს გაკეთებული და მისთვის იმედი არც ზურაბიშვილს გაუცრუებია. ის ყოველთვის შესანიშნავად ახერხებს იმას, რომ ოპოზიცია ათასნაირი სულელური იდეებით მოამარაგოს და თავის დაკრულ მუსიკაზე აცეკვოს.
შემდეგ ოპოზიციას არაფერი რომ არ გამოსდის, უკვირთ, რადგან ფიქრობენ, პრეზიდენტი ხომ ჩვენს გვერდით არის და რატომ არ გამოგვდისო. ის ვინც შენი დანიშნული და არჩეული არ არის, მისი იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს.
ის, ვინც ზურაბიშვილს უძალიანდებოდა, გიორგი გახარია იყო, მაგრამ ბოლოს მანაც ქარტიას ხელი ცეკვა-ცეკვით მოაწერა.
პრეზიდენტმა ოპოზიციას ძალიან გასაგებად უთხრა, თუ ხელს აწერდით, შესრულებაც უნდა იცოდეთო! ყველა ისევ ოთხ ფეხზე დადგა და შემდეგ თქვეს, არა, ყველანი ვრჩებითო. მგონი, ამათ ახლა არაფერი აღარ უშველით, ახლა სალომე ზურაბიშვილთან ერთად უნდა იყვნენ და მისი კაპრიზები უენოდ უნდა შეასრულონ!”
ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
-
რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? – კალაძე
“დღეს რასაც ისინი კადრულობენ და აკეთებენ, არაფრით განსხვავდება საბჭოთა კავშირისგან. ჩვენ თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი გვინდა. ევროპას რატომ აქვს ფასი? იმით, რომ განსხვავებული სახელმწიფოები არის იქ, რომელსაც თავისი კულტურა, ტრადიციები აქვთ. ამ მრავალფეროვნებით არის ევროკავშირი და ზოგადად, ევროპა საინტერესო. თუ ამ ყველაფერს ხაზი გადავუსვით და ერთნაირად დაშტამპულები უნდა ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს საბჭოთა კავშირის სტატუსი იქნება თუ ევროკავშირის? თუ ამ ფორმით უნდა ვიყოთ. წარმოუდგენელია. ეს დამოკიდებულება მისაღები არ არის“
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ევროპელ პარტნიორებზე.
-
“ქართული ოცნება” დაბრკოლებებს უქმნის EU-სკენ გზას – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
“ჩვენ განვიხილავთ საქართველოში არსებულ ვითარებას. სრულიად ნათელია, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, თუმცა ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის ევროკავშირისკენ ამ გზას. მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს ჰქონდეს უფლება, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი გზა. ამიტომ არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია” [პირველი არხი]
თქვა ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა ლუქსემბურგში, მინისტერიალის დაწყებამდე.