Blog

  • არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი ადამიანი რამდენი დადის – კახა კალაძე

    “არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი ადამიანი რამდენი დადის “- ამ სიტყვებით ”ქართული ოცნების”  აღმასრულებელი მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ჰელსინკის კომისიის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ  “ოცნების” ავტორიტარული გეზი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს საფრთხეში აგდებს.

    ”ეს არის სიყალბე და რაღაც ვირტუალური სამყაროს შექმნა, რისი მცდელობაც აქვთ – რაც 2012 წლამდეც იყო. მაშინაც იგივე დამოკიდებულება და მდგომარეობა იყო. რაღაც ვირტუალური საქართველო შექმნეს და გარედან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ეუბნებოდნენ, რომ თურმე, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი დემოკრატიის შუქურა იყო […] დღეს სიტუაცია პირიქითაა. ქვეყანაში გვაქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ნამდვილი დემოკრატია […] ამ მოცემულობაზე კი გვეუბნებიან, რომ დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯები გვაქვს. ეს ძალიან დიდი სიყალბე და სიცრუეა […]არ ვიცი, ქვეყანაში ჩემზე პროევროპელი და თუნდაც პროამერიკელი ადამიანი რამდენი შეიძლება დადიოდეს, მაგრამ ჩემთვის პირველი და უმნიშვნელოვანესი ჩემი ქვეყანა, ჩემი სამშობლოა. პირველ რიგში, მე პროქართველი ვარ და პროქართულ პოლიტიკას ვატარებ […] ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას პატივს ვცემთ, მაგრამ ამ ტიპის განცხადებები ამ ურთიერთობებისთვის დამაზიანებელია. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ როგორც კი არჩევნები დასრულდება და რუსეთ-უკრაინის ომი მილევად რეჟიმში გადავა, ყველაფერი დალაგდება”. – განაცხადა კალაძემ.

  • გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად – ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე

    გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად – ლილუაშვილი სუს-ის განცხადებაზე

    “ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს, ეს გაკეთდა პრევენციისთვის, გასაფრთხილებლად. იმ ადამიანებისთვის გაკეთდა, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ იმ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.

    ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს… სუს-დან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ მშვიდობიან თანაცხოვრებაში”

    აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი  გრიგოლ ლილუაშვილი.

  • უკრაინაში ნიღბიანმა პირებმა, დაარბიეს ტაძარი, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს გამოეყო

    უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში, წმინდა მიქაელის ტაძარში, რომელიც უკრაინის ეკლესიას გადაეცა, მოსკოვის ეკლესიის მხარდამჭი ნიღბიანი პირები შეიჭრნენ და დაარბიეს.

    დღს დილას, სამხედრო კაპელანმა ვოლოდიმირ პედკომ განაცხადა, რომ სვიატო-მიხაილოვსკი კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში გადავიდა. მან კონფესიის მიუხედავად მოქალაქეებს ერთობლივ ლოცვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

    ტაძარში 100-მდე თავდამსხმელი შეიჭრა და მრევლის ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა.არსებული ინფორმაციით, მათ გატეხეს შესასვლელი ჭიშკარი და ტაძრის ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გამოყენებით შეიჭრნენ.

    ტაძარში პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავების ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დაშავდა.

  • ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სიარული – ევროპისკენ თუ მის საპირისპიროდ – ბორელი

    “საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა აშკარაა. ამ ქვეყანაში არჩევნები იქნება და ეს იქნება ჭეშმარიტების მომენტი. ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გზით სურს სიარული – ევროპისკენ თუ მის საპირისპიროდ. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია, მაგრამ ქართველებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, რადგან საკითხი მათ ქვეყანას ეხება.”

    აცხადებს ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელი.

  • კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნებია, ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას – ნაუსედა

    საქართველო სერიოზული პრობლემაა. ტარდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ქართველი ხალხი გადაწყვეტს ქვეყნის მიმართულებას. თუ ისინი დარჩებიან და შეინარჩუნებენ იგივე სტატუს-კვოს, როგორიც დღესაა, არ ვფიქრობ, რომ საქართველოს შანსი ექნება, რომ წინ წაიწიოს და იყოს წარმატებული ევროინტეგრაციის გზაზე. პროევროპული ძალების გამარჯვების შემთხვევაში გვექნება სხვადასხვა გზის მოლოდინი და ამას მივესალმებით.

    განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ. დღეს ევროპის საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ.

  • საქართველოში ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი და ახალი კორონავირუსი – ივანე ჩხაიძე

    საქართველოში ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი და ახალი კორონავირუსი – აცხადებს ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე.მისი თქმით, აღნიშნული ვირუსები, გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს.

    “ამჟამად, საქართველოში ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რინოვირუსი, ახალი კორონავირუსი, რომლითაც არის გამოწვეული შემთხვევების მნიშვნელოვანი ნაწილი, შემდეგ არის ადენოვირუსი და პარაგრიპი, რომლის ცოტა შემთხვევაა დადასტურებული. ჯერ ქვეყანაში გრიპის ვირუსი არ არის დადასტურებული.

    ეს ვირუსები, ძირითადად განაპირობებენ მსუბუქი, ან საშუალო მიმდინარეობის მწვავე რესპირაციულ ინფექციებს. გაციების მსგავსი კლინიკური ნიშნები მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს ბრონქიტი, იშვიათია ფილტვის ანთება, როგორც გართულება. ახლა, ვინმეს თუ სჭირდება დახმარება, ძირითადად მიმართულია პირველადი ჯანდაცვის რგოლისკენ. მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით, ისინი არიან ჩართულები მდგომარეობის მართვაში. როდესაც გრიპი გამოჩნდება და მოიმატებს შემთხვევები, აქცენტი გადავა სტაციონარულ რგოლზე. ამ დროს, ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ხშირია.

    ჯერ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა შეესაბამება ოქტომბრის თვეში არსებულ ვითარებას, არ არის განსაკუთრებული მატება. უფრო მეტიც, ვირუსული ინფექციების ის სიხშირე, რომელიც ახლა გვაქვს ქვეყანაში, შედარებით ნაკლებია წინა წლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. წინა წელს უფრო მეტი გვქონდა, ვიდრე ახლა არის.

    კორონავირუსის ახალი ვარიანტი არ ხასიათდება სასუნთქ სისტემაზე უპირატესი ზემოქმედებით, არ აქვს უნარი სწრაფად დააზიანოს ფილტვი, ფილტვების ანთება გამოიწვიოს, ან კლინიკაში მოთავსება. ის აგრესიული მიმდინარეობით არ გამოირჩევა,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.

  • ჩემზე ზუსტად არავის ესმის ამ წამს თქვენი ოჯახის ტკივილის.. ანა გევედრები იცოცხლე! – ალექსი პეტრიაშვილი ტრაგიკულად გარდაცვლილი ელენე მეგრელიშვილის ოჯახს მიმართავს

    ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ცოტა ხნის წინ შვი­ლი ტრა­გი­კუ­ლად და­ე­ღუ­პა, ავა­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლი­ლი ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

    • „ჩემზე ზუსტად არავის ესმის ამ წამს თქვენი ოჯახის ტკივილის. პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით მოზიარე ვარ თქვენი უბედურების! სულის სიმტკიცეს გისურვებთ! ისევ და ისევ ჩვენი შვილებისთვის! ანა გევედრები იცოცხლე!“ – წერს ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში.

    რამ­დე­ნი­მე დღის წინ შო­თი­კო პეტ­რი­აშ­ვი­ლი მისი სახ­ლის მე­სა­მე სარ­თუ­ლის აივ­ნი­დან გად­მო­ვარ­და. მან აორ­ტა და­ი­ზი­ა­ნა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

    კოალიცია “ცვლილებებისთვის” შტაბის წევრი, 26 წლის,  ელენე მეგრელიშვილი კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას ემსხვერპლა. მძი­მედ და­შავ­და ელენს მე­გო­ბა­რი ანა ქარ­თლე­ლიშ­ვი­ლი. ანა ქარ­თლე­ლიშ­ვილს  და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ღვიძ­ლი­სა და თა­ვის არე­ში აქვს. მისი გადმოყვანა, თბილისის საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით იგეგმებოდა, თუმცა მე­დი­კო­სებ­მა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცია არ გას­ცეს. ანა ქართლელიშვილს ორი ოპერაცია უკვე ჩა­უ­ტარ­და. მისი მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია.

  • იგივე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, რაც 2012-ის აქციას.. – მარგველაშვილი პროევროპულ მარშზე

    ვფიქრობ, [პროევროპულ მარშს] დაახლოებით იგივე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, რაც 2012 წელს გვქონდა ჩვენს ძალიან დიდ აქციას, რომელმაც შემატა ძალა არამარტო ამომრჩეველს… მობილიზება და ძალის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დონეზე. სიმართლე გითხრათ, დღეს რომ ადამიანი ვარაუდობს, მისცეს თუ არა ქართულ ოცნებას ხმა, მე აღარ წარმომიდგენია, რომ ასეთი ადამიანი არსებობს – ანუ უკვე ჩამოყალიბებულია ქართული ოცნების ამომრჩეველი. მნიშვნელოვანია, არა ქართული ოცნების ამომრჩეველი, არამედ ამომრჩეველი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და ნათლად დაინახავს იმას, რომ ის არ უნდა დარჩეს სახლში და არ თქვას, რომ არ წავალ არჩევნებზე. ამ ადამიანებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ძალის ჩვენება.

    აცხადებს ამის შესახებ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, ”ძლიერი საქართველოს” წევრი გიორგი მარგველაშვილი. პროევროპული მარში 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

  • პოლარიზაცია სრულდება ავტოკრატიით, მაგალითად ჩრდ. კორეა – თორნტონი კობახიძეს

    “დიახ. პოლიტიკური პოლარიზაცია ნამდვილად სრულდება ავტოკრატიით, როდესაც მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია არსებობს. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეა – პოლარიზაციაზე სანერვიულო არავის აქვს”,

    ამის შესახებ, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი  X-ზე წერს, რითიც ეხმაურება,  საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.

  • მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება საშიშია..მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის – იან კელი

    “კობახიძე ისეთი არჩევანის სიგნალს იძლევა, რომელიც ერთდროულად საპირისპიროსკენ ცვლის მიმართულებას და საშიშია – აღმოსავლეთისკენ ორიენტირებული ერთპარტიული მმართველობა დასავლური სტილის პლურალიზმის ნაცვლად. ეს საშიშია, ვინაიდან მიმართულების ასეთი დრამატული ცვლილება მიუღებელია ქართველთა უმრავლესობისთვის და, შესაბამისად, იძულებით იქნება შემოღებული”,

    ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგანცხადებას, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით.