Blog

  • ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

    ნარკოდანაშაულში ბრალდებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება.

    სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

    პროკურატურა  მისთვის 15 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა.

    მსახიობი გუშინ დააკავეს, მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის  ედება ბრალად.

    გამოძიების ინფორმაციით,  მისი მანქანიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს.  ჯიბღაშვილის ადვოკატი  ადასტურებს, რომ ნარკოტიკები ნამდვილად მისი მანქანიდან ამოიღეს, თუმცა ამბობს რომ სხვა გარემოებებზე მოგვიანებით ისაუბრებს.

  • “ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ”-როს უილსონი სასამართლო რეფორმაზე

    ” ცოტა არ იყოს, გულდაწყვეტილები ვართ,”-  აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განაცხადა.

    ამერიკელი დიპლომატის თქმით, ის  წუხს რომ  საერთაშორისო ორგანიზაციების  რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს.

    „ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას. ჩვენთვის ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, რადგანაც იგი უზრუნველყოფს მოსახლეობის ნდობას დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. ბოლოს მიღებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ცოტა არ იყოს გულდაწყვეტილები ვართ, რადგან არ მოხდა ადეკვატურად და სრულად იმ რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ეუთომ და ვენეციის კომისიამ გასცა ამ მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ამ საკითხებს მომავალში მიექცევა ყურადღება. აუცილებელია პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, პარლამენტმა შეასრულოს თავისი კრიტიკული როლი ამ პროცესში და უზენაეს სასამართლოში მივიღოთ ის მოსამართლეები, ვისაც ექნება საჯარო და მაღალი ნდობა“, – განაცხადა როს უილსონმა.

  • ფინანსთა მინისტრის ხმაურიანი მოსმენა კომიტეტში(ვიდეო)

    ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა დღეს  ფინანსთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში. ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვანო მაჭავარიანს უსმენდენ. დეპუტატებს მინისტრთან შეკითხვები ქონდათ საბანკო რეგულაციებზე, დაგროვებით პენსიაზე, „ომეგას“ საქმეზე და ზოგადად, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარობაზე.

  • ნიკოლას ქეიჯის ცოლი ოთხდღიანი ქორწინებისა და განქორწინებისთვის სერიოზულ კომპენსაციას ითხოვს

    ნიკოლას ქეიჯს იმპულსური ნაბიჯი ძვირი უჯდება. 55 წლის მსახიობმა განქორწინება დაქორწინებიდან ზუსტად ოთხ დღეში გადაწყვიტა და ამის გამო ახლა ცოლისთვის დიდი თანხის გადახდა მოუწევს.
    ნიკოლას ქეიჯის და 23 წლის ვიზაჟისტის, ერიკა კოიკეს ქორწინება 23 მარტს შედგა. წყვილი თითქმის ერთი წელი ხვდებოდა ერთმანეთს. ქეიჯმა და კოიკემ ურთიერთობები ლას ვეგასში დაარეგისტრირეს.
    ცერემონიალის მოწმეები ამტკიცებენ, რომ ახალდაქოწინებულები ხმამაღლა ჩხუბობდნენ და ერთმანეთზე გაბრაზებულები იყვნენ, თუმცა დოკუმენტებს ხელი მაინც მოაწერეს. უცნაურობები ამით არ დასრულებულა. უკვე 28 მარტს მსახიობმა განაცხადა, რომ ცოლმა მოატყუა.
    “ძალიან მთვრალი ვიყავი და არ მესმოდა, რას ვაკეთებდი. როცა კოიკემ დაქორწინება შემომთავაზა იმპულსური რეაქცია მქონდა, საკუთარ ქმედებებს არ ვაცნობიერებდი. წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი“ – დაწერა ქეიჯმა სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში. ის მოითხოვს ქორწინება უკანონოდ იქნას ცნობილი.
    თუმცა ერიკა მის სიტყვებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მსახიობი სრულიად ფხიზელი იყო, როცა დოკუმენტს ხელს აწერდა. უფრო მეტიც, განქორწინების შესახებ განცხადების გაკეთებიდან 12 დღეში ყველაფრის თავიდან დაწყება შესთავაზა.
    გოგონა განქორწინებაზე თანახმაა – ის თვლის, რომ წყვილს არ აქვს შანსი ოჯახად იქცნენ. თუმცა განქორწინებისთვის დიდ კომპენსაციას ითხოვს. მისი თქმით, ქეიჯთან ერთწლიანმა ურთიერთობამ მისი, როგორც ვიზაჟისტის კარიერას ხელი ძალიან შეუშალა. ქეიჯის ბრალდებები თაღლითობაში კი მას პრესტიჟული კომპანიების კარს დიდი ხნით ჩაუკეტავს. გარდა ამისა, გოგონა მოითხოვს ქმარმა ყველა სასამართლო ხარჯი დაფაროს.
    ნიკოლას ქეიჯის უცაბედი დაქორწინება და განქორწინება უკვე შევიდა ვარსკვლავების ყველაზე ხანმოკლე ქორწინებების სიაში. მისი წინა ქორწინება კორეელ ქალთან, ელის კიმთან 11 წელი გრძელდებოდა. ქეიჯი სამჯერ იყო დაქორწინებული: ელისამდე მისი ცოლები იყვნენ მსახიობი პატრისია არკეტი და ელვის პრესლის ქალიშვილი ლიზა მარია პრესლი.

  • “შსს დაგვპირდა, რომ „ღირსების მარში“ მშვიდობიანად ჩატარდება” – „თბილისი პრაიდი“

    “თბილისი პრაიდის”ცნობით, შსს-გან მიიღეს დაპირება, რომ უწყება უზრუნველყოფს 18-23 ივნისს დაგეგმილი კვირეულისა და “ღირსების მარშის” მშვიდობიანად ჩატარებას.

    კვირეულის ორგანიზატორებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დღეს უკვე მეორე სამუშაო შეხვედრა გამართეს. მთავარი თემა იმ რისკების განსაზღვრა იყო, რაც შესაძლოა თან ახლდეს კვირეულის ჩატარებას.

    “ჩვენი გუნდი აპირებს, რომ სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და როგორც ქვიარ თემს, ასევე მხარდამჭერებს მიაწოდოს ინფორმაცია მოვლენების განვითარების შესახებ.

    შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება. შეხვედრაზე თბილისი პრაიდის გუნდმა შსს-ს წარუდგინა მსვლელობის მარშრუტის ორი ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად სავარაუდოდ მაისში გასაჯაროვდება.

    უნდა აღინიშნოს, რომ პრაიდის კვირეულის დაგეგმვა ჩვენმა გუნდმა სწორედ უსაფრთხოების ანალიზით და რისკების შეფასებით დაიწყო. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, რომ “ღირსების მარშის” ორგანიზება უაღრესად ჰომოფობიურ გარემოში გვიწევს და ვითვალისწინებთ აღნიშნულ გარემოებას. თუმცა ამ პროცესში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების იმედი და პირველ რიგში სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური მუშაობის მოლოდინი გვაქვს. ჩვენი მიზანია რომ გაიზარდოს მიმღებლობა საქართველოში და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ უფლებრივი თანასწორობისკენ. ამის მისაღწევად კი გვერდში დგომა და ერთიანობა გვჭირდება. საზოგადოებაში არსებული სიძულვილი და აგრესია არ არის მხოლოდ ლგბტქი ადამიანების პრობლემა. ჩვენ გვჯერა რომ თანასწორუფლებიანობა დემოკრატიული სახელმწიფოს საწინდარია და ამ რთული გზის გავლა მხოლოდ ერთიანობით და თანამშრომლობით არის შესაძლებელი.”-ნათქვამია “თბილისი პრაიდის” განცხადებაში.

    “თბილისის პრაიდის” ორგანიზებით “ღირსების მარშის” კვირეული 18 ივნისს დაიწყება.

  • ღამის კლუბში მოცეკვავე ბილ გეითსის ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო

    63 წლის მილიარდერმა, ბილ გეითსმა შაბათ–კვირა მეუღლისგან მოშორებით მხიარულად გაატარა. გოგოების და დაცვის გარემოცვაში მან ღამის კლუბში რიტმულ კომპოზიციებზე დიდხანს იცეკვა.
    ვიდეო პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე მდიდარი ადამიანის მონაწილეობით ინტერნეტით გავრცელდა. ბეჯითი მეოჯახე და მოკრძალებული ცხოვრების წესის მიმდევარი ბიზნესმენი მაიამის ღამის კლუბში გულიანად ერთობა. ის აქ სრულიად საპატიო მიზეზით აღმოჩნდა. მაიამიში ბილ გეითსი 22 წლის ქალიშვილის, ჯენიფერის მხარდასაჭერად ჩავიდა, რომელიც ცხენოსნობის პრესტიჟულ შეჯიბრებაში მონაწილეობდა.
    პარასკევს მაიკროსოფთის დამფუძნებელი სასტუმრო Delano South Beach–ი შენიშნეს. საღამოს 11 საათისთვის კი თანმხლებ პირებთან ერთად ღამის კლუბ LIV–ში გადაინაცვლა.
    აქ მილიარდერისთვის მაგიდა იყო დაჯავშნული, რომელსაც მეგობრებთან ერთად მიუჯდა. მას თან ახლდა ხუთი მშვენიერი გოგონა. ვახშმის შემდეგ ბიზნესმენი საცეკვაო მოედანზე გავიდა. გაოგნებულმა კლუბის სტუმრებმა მისი ცეკვის კადრები გადაიღეს.
    იმ დროის განმავლობაში, სანამ ბილ გეითსი ერთობოდა, მის უსაფრთხოებას მრავალრიცხოვანი დაცვა იცავდა. პირადმა მცველებმა ბოსს მოზრდილი წრე შემოარტყეს, რათა საცეკვაო სივრცე დაეტოვებინათ. ღამის კლუბი მილიარდერმა ღამის პირველი საათისთვის დატოვა.
    ბილ გეითსი უკვე 25 წელია მელინდა ფრენჩზეა დაქორწინებული . წყვილს სამი შვილი ყავს. მილიარდერის მეუღლე აქტიურად არის დავებული ქველმოქმედებით და პლანეტის ყველაზე გავლენიანი ქალების რიცხვში შედის. ბილ გეითსის ქონება ბოლო მონაცემებით 90 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. წლების მანძილზე მან ქველმოქმედებაზე 28 მილიარზე მეტი დახარჯა.

  • “ბიბლიურმა თავისუფლებამ” თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე “ანათემას” გადასცა

    გირჩის რელიგიურმა ორგანიზაციამ “ბიბლიურმა თავისუფლებამ” თეა წულუკიანი და სოსო გიორგაძე “ანათემას” გადასცა. “ანათემის” ტექსტს ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს:

    “ნორმატიული აქტის მიღება გდომოდეთ და ინდივიდუალური გამოგსვლოდეთ.

    ყოველ დღე მეზობლები სასამართლოში გიჩიოდნენ და დავას პირველ ინსტანციაში მურუსიძე იხილავდეს, მეორეში ჩინჩალაძე, საკასაციოში კი მიქაუტაძე გხვდებოდეთ.

    სახლის აშენება გინდოდეთ და კალაძე ნებართვას არ გაძლევდეთ; წყალი გწყუროდეთ და ჭიდან წყლის დასალევად ლიცენზიას გთხოვდნენ.

    ყოველ ღამე სასამართლოს დამოუკიდებლობაზე კობახიძის და თალაკვაძის სიტყვები დაგსიზმრებოდეთ.

    ID ბარათები სულ 666-ებით გაგვსებოდეთ.

    იუსტიციის სახლი ისე გაგბანძებოდეთ, სტუმრები სახლში დაგყავდეთ და იქ აძლევდეთ სიმბოლურ პასპორტებს.

    Just tax-ზე უკეთესი ტრანსპორტი არ გღირსებოდეთ.

    ბახტაძეს მართლა ემართეთ.

    ბიძინას მიეტოვებინეთ.

    სამოთხის კართან პეტრეს ნაცვლად Tamaz Akhobadze დაგხვედროდეთ.

    აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,”- წერია რელიგიური ორგანიზაციის სახელით ფეისბუქზე გავრცელებულ პოსტში.

    რელიგიური ორგანიზაცია გირჩის წევრებმა 2017 წლის მარტში დაარეგისტრირეს და მისი სრული სახელწოდებაა საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება.

  • ლევან იოსელიანი საკუთარი სარეკლამო პლაკატების დასაბეჭდად განკუთვნილ თანხას, ნერგების შეძენასა და მთაწმინდაზე მათ დარგვაში გამოიყენებს

    სამოქალაქო მოძრაობის მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იოსელიანი  და ალექსანდრე ელისაშვილი საარჩევნო პლაკატების ბეჭდვას აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ რომ ის თანხა რაც  წინასაარჩევნოდ პლაკატების ბეჭდვასა და გავრცელებაში უნდა დაიხარჯოს აჯობებს რომ მთაწმინდის, ვერის სოლოლაკისა და ოქროყანის გამწვანებას მოხმარდეს. 

    ლევან იოსელიანი საკუთარი კანდიდატურის სარეკლამო პლაკატების დასაბეჭდად განკუთვნილ თანხას, ნერგების შეძენასა და მთაწმინდაზე მათ დარგვაში გამოიყენებს. იოსელიანი და ელისაშვილი სხვა კანდიდატებსაც იგივე ქმედებისკენ მოუწოდებენ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას სთავაზობენ,  თავად შეარჩიონ ტერიტორია, რომელსაც ლევან იოსელიანი საკუთარი შტაბის წევრებთან ერთად  გაამწვანებს.

  • პაპარაცების შემთხვევითი ფოტო – მონიკა ბელუჩის ქარმა კაბა აუფრიალა

    ვარსკვლავებს პაპარაცები არ უყვართ, მაგრამ ხანდახან წარმატებული ფოტო, თუნდაც ის პაპარაცის გადაღებული იყოს მათაც მოსწონთ. მონიკა ბელუჩიმ ბლოგზე დადო ფოტო, რომელიც პაპარაცებმა იტალიის ქალაქ საბაუდიაში გადაუღეს. 54 წლის მსახიობი სანაპიროზე მოსეირნობს და ხელში გაზეთი უჭირავს. ტანზე კი ყვავილებით დაპრინტული კაბა აცვია. ფოტოგრაფმა ფოტოს გადაღება იმ მომენტში მოასწრო, როცა ქარმა მსახიობს შეხსნილი კაბა აუფრიალა და ფეხები გამოუჩნდა.

    “იტალიური უიქ–ენდი საბაუდიაში. კატერიდან ჩამოსვლის შემდეგ ცოტა ქარი დაგვხვდა“ – მიაწერა

    რა თქმა უნდა, ფოტომ თაყვანისმცემლების აღტაცება გამოიწვია და ინსტაგრამზე ვარსკვლავის ხელმომწერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ მონიკა ბევრ 20 წლის გოგოს ჯობია და რომ ის ქალღმერთია.

    მონიკა ბელუჩის ორი შვილი ყავს ყოფილი ქმრისგან, ვენსან კასელისგან, რომელსაც ცოტა ხნის წინ მესამე შვილი მოდელ თინა კუნაკისთან შეეძინა. ამჟამად მონიკა 36 წლის მხატვარს, ნიკოლა ლეფევრს ხვდება. წყვილი ურთიერთობას აღარ მალავს.

  • “კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ, ამიტომაა, რომ ამ ყველაფერს იგონებთ”- მაჭავარიანი „ომეგას“

    “კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ, ამიტომაა, რომ ამ ყველაფერს იგონებთ”-   ასე უპასუხა  ივანე მაჭავარიანმა „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლის კითხვას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე.

    „მგონია, რომ ქართული სახელმწიფო, საქართველოს საგადსახადო ორგანოები, ფინანსთა სამინისტრო არავისთან ისე მართალი არ არის, როგორც „ომეგასთან“. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამდენი ხელშეწყობა, ასე შემხვედრი ნაბიჯები არავისთან გადაგვიდგამს. სამართალს რაც შეეხება, სტოკჰოლმში არანაირი პროცესი არავის არ წაუგია. მე, როგორც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული რაღაც გადაწყვეტილების შეჩერება არბიტრის მიერ, ამას არ ეთანხმება საქართველოს მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო და მაგასაც ნახავთ ეს პროცესი სად მივა და ვინ მოიგებს. ამ დავაში სახელმწიფო და ფინანსთა სამინისტრო არის პირნათელი ისე, როგორც არასდროს. ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ხომ ვიცით, რომ კაპიკის გადამხდელი რომ არ ხართ ამიტომაა რომ ამ ყველაფერს იგონებთ “,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.