Blog

  • რა კავშირი აქვს ჯიბღაშვილის გათავისუფლებასთან მის მაღალჩინოსან მეგობარს

    ლევან ჯიბღაშვილის გირაოთი გათავისუფლებამ საზოგადოებაში ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა, მაშინ, როცა იგივე დანაშაულისთვის სხვების მიმართ სასამართლო დაუნდობელია, რატომ გაათავისუფლეს ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეჭვს  იწვევს, ის ფაქტიც რომ არ ხმაურდება საქმის დეტალები, რა რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს მსახიობის მანქანიდან და რატომ არ მოითხოვა საგამოძიებო უწყებამ მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება, როცა სხვა პირების შემთხევებში, დაკავება მინიმუმ ორთვიანი წინასწარი პატიმრობით სრულდება.

    სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჯიბღაშვილი თავისი დაბადების დღის წვეულებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კახაბერ საბანაძესთან ერთად სუფრასთან იმყოფება. 
    გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების მომენტში მსახიობი სწორედ ვინმე კახას სახელს ახსენებდა.სწორედ ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული ჯიბღაშვილი, სწორედ საბანაძის ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს.

    ციხიდან გამოსულმა ჯიბღაშვილმა კახა საბანაძესთან ნაცნობობა დაადასტურა, თუმცა უარყო რომ დაკავების მომენტში დასახმარებლად მინისტრის მოადგილეს ახსენებდა. მსახიობის განცხადებით, 
    ის ითხოვდა ერთ-ერთი ადვოკატის, კახა ასლანიშვილის ან ამირან გიგუაშვილის დასწრებას.

    ჯიბღაშვილის მოულოდნელ გათავისუფლებაზე განცხადება გაავრცელა “გირჩმაც” და ფაქტს შერჩევითი სამართალი უწოდა. პოლიტიკურ გაერთიანებაში შეკითხვები აქვთ პრკურატურის მისამართით. “გირჩში” ჯიბღაშვილის გათავისუფლებას მიესალმებიან, თუმცა მათი შეკითხვები საქმის დეტალებს შეეხება, რომელიც ჯერჯერობით არ ხმაურდება.

    მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 10 ათასლარიანია გირაოს გადახდის შემდეგ გვიან ღამით  გაათავისუფლეს.

    ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით ედება , რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო გშეუფარდა.

  • მარტვილში ყაჩაღობისთვის ბრალდებული დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1955 წელს დაბადებული ჟ.გ. დააკავეს.

    დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 აპრილს, მარტვილში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მათ ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
    პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ჟ.გ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში მარტვილში დააკავა, რაც შეეხება სხვა პირებს მათ დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
    სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ოქრო და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

  • ესპანეთმა ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით რუსეთს ოფიციალურად მიმართა

    ესპანეთის პროკურატურამ რუსეთს ე.წ. კანონიერი ქურდის ტარიელ ონიანის ექსტრადირების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

    ესპანეთში ტარიელ ონიანს ბრალად ფულის გათეთრება ედება.ესპანეთის პროკურატურა ტარიელ ონიანისთვის 8-წლიან პატიმრობას ითხოვს.

    2005 წელს ესპანეთში ფართომასშტაბიანი ოპერაცია ჩატარდა, მაშინ ესპანელმა სამართალდამცველებმა 30-მდე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ონიანმა ესპანეთიდან გაქცევა მოახერხა.

  • “შერჩევითი სამართალი”-გირჩს ჯიბღაშვილის გათავისუფლებაზე კითხვები აქვს

    პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი” ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე პროკურატურას და სასამართლოს შეკითხვებით მიმართავს.”გირჩში”  ჯიბღაშვილის გათავისუფლებას მიესალმებიან, თუმცა მათი  შეკითხვები საქმის დეტალებს შეეხება, რომელიც არ ხმაურდება.

    “ჩვენ ვულოცავთ ბატონ ლევან ჯიბღაშვილს თავისფლებას და მისგან განსხვავებით, ვფიქრობთ რომ არც ერთი ადამიანი ნარკოტიკების ფლობის და მოხმარების გამო არ უნდა იჯდეს ციხეში, უფრო მეტიც სრულად ვეთანხმებით საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის ხაზს და ეს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი გვგონია.

    შესაბამისად, იმედი გვაქვს რომ ბატონი ლევანი თავისუფლებაში დარჩება საქმის არსებითად გადაწყვეტის შემდეგაც.

    ამავდროულად გვინდა, რომ ეს შემთხვევა სხვა ადამიანების გასათავისუფლებლადაც გამოვიყენოთ და გვაქვს შემდეგი კითხვები:

    1. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გვაინტერესებს რა ოდენობის და რა სახის ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული?

    2. პროკურატურისგან გვაინტერესებს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობის გამო (260-ე მუხლი) ბრალდებული პირების წინააღმდეგ რამდენჯერ იყო მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

    3. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ჯგუფის იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის, რამდენ პირს შეეფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში?

    4. სასამართლოსგან გვაინტერესებს, იგივე ან ნაკლები ოდენობის იგივე ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის რამდენ ადამიანს მიესაჯა ბოლო ერთი წლის განმავლობაში პატიმრობა?

    5. სასჯელ აღსრულების სამინისტროსგან გვაინტერესებს რამდენი ადამიანი იხდის დღეს სასჯელს იგივე ჯგუფის, იგივე ან ნაკლები ოდენობის ნარკოტიკული საშუალების ფლობისთვის?

    ჩვენ ვთვლით რომ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებელია, იმისთვის რომ გამოვრიცხოთ შერჩევითი სამართლიანობის საფუძვლიანი ეჭვი ამ საქმეში, მით უმეტეს არსებობს ინფორმაცია, რომ დაზარალებული დაკავებისას ითხოვდა დახმარებას მაღალი თანამდებობის პირისგან, ქალაქის მერისგან.” – ნათქვამია გირჩის განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ ჯიბღაშვილმა გლდანის ციხე გვიან ღამით, 10 ათას-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.

    პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათას-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათას-ლარიანი გირაო შეუფარდა.

  • “პირადი კონტაქტებით არ მისარგებლია”-ლევან ჯიბღაშვილი თავისუფალია

    “ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით”-განაცხადა გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ლევან ჯიბღაშვილმა.

    ჟურნალისტების შეკითხვაზე, ახსენებდა თუ არა დაკავების მომენტში შინაგან საქმეთა  მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის სახელს,  ჯიბღაშვილმა უპასუხა, რომ ის თავის იურისტ  კახა ასლანიშვილთან დარეკვას ითხოვდა.მან  უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ  დაკავების მომენტში კახა კალაძესთან დარეკვასაც ითხოვდა.

    „ჩემთან ერთად გადაღებულ ძალიან ბევრი ადამიანი ფოტოს ნახავთ გამომდინარე ჩემი ძალიან დიდი კონტაქტებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ნახევარ საქართველოს ვიცნობ და ნახევარ საქართველოსთან მაქვს გადაღებული ფოტო, მათ შორის ყოფილ მინისტრებთან, ყოფილ პრემიერებთან და არ აქვს ამას მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, მე, ჩემი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე, არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით. ეს იცის აბსოლუტურად ყველამ. ჩემმა წრემ და ძალიან ბევრმა ჟურნალისტმაც. მით უმეტეს მაშინ, როცა მე მომივიდა ასეთი შეცდომა, ,მით უმეტეს ამ მომენტში, არ ვისარგებლებდი არც ამ ადამიანით და არც სხვა დანარჩენი პიროვნებებით. კახა კალაძეს საერთოდ არ ვიცნობ, არასოდეს გამარჯობა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. “, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.

    მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი 10 ათასლარიანია გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

    ჯიბღაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი და მესამე ა ქვეპუნქტებით ედება , რაც 5 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

    პროკურატურა ჯიბღაშვილისთვის 15 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 ათასლარიანი გირაო გშეუფარდა.

  • კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

    ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთშია. რუსეთში კიმ ჩენ ინი გამთენიისას  ჯავშანმატარებლით ჩავიდა. 

    25 აპრილს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

    ეს კიმ ჩენ ინისპირველი ვიზიტია  რუსეთში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის რანგში.

  • მიანმარის სასამართლომ როიტერის ჟურნალისტების განაჩენი არ შეცვალა.ისინი პატიმრობაში რჩებიან

    უზენაესმა სასამართლომ მიანმარში დაჭერილი, “როიტერის” ორი ჟურნალისტის განაჩენი, ძალაში დატოვა. სასამართლოს წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღების მიზეზები და დეტალები არ განუმარტავს.

    გასული წლის სექტემბერში, საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” ორ ჟურნალისტს მიანმარის სასამართლომ 7-7 წელი მიუსაჯა. ვა ლონი და კიუ სუ-ო მუსლიმი როჰინგას თემის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს აშუქებდნენ.

    2017 წლის აგვისტოდან მოყოლებული, დევნის გამო მიანმარი 700 000-ზე მეტმა როჰინგას თემის წარმომადგენელმა დატოვა. მათი უმრავლესობა თავს ბანგლადეშს აფარებს.

    ჟურნალისტებმა სამთავრობო ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი, რამდენიმე უნიკალური ფოტო მოიპოვეს. ვა ლონი და კიუ სუ-ო 10 როჰინგა მუსლიმის სასტიკი მკვლელობის ფაქტებზე მუშაობდნენ.

    ჟურნალისტები 2017 წლის დეკემბერში დააკავეს. 2018 წლის სექტემბერში კი მათ სასამართლომ განაჩენი ოფიციალური დოკუმენტების უკანონო ფლობის ბრალდების საფუძველზე გამოუტანა. ვა ლონის და კიუ სუ-ოს ადვოკატები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ მათ სამხილი სპეციალურად ჩაუდო.

    მოგვიანებით, “როიტერის” ჟურნალისტები დასავლეთში დაუსწრებლად დააჯილდოვეს. ვა ლონს და კიუ სუ-ოს საპატიო საერთაშორისო ჯილდო, პულიცერის პრემია სწორედ ხელისუფლების მხრიდან როჰინგა მუსლიმების წინააღმდეგ გამოყენებული სასტიკი მეთოდების მხილებისთვის გადაეცათ.

    ჯოზეფ პულიცერის სახელობის ამერიკული ჯილდო უმაღლეს დამსახურებად ითვლება საერთაშორისო ჟურნალისტიკაში. ვა ლონმა და კიუ სუ-ომ პრემია ორ ჟურნალისტს გადაუნაწილეს, რომელთაც მათი დაჭერის შემდეგ, რეპორტაჟი დაასრულეს და გამოაქვეყნეს.

  • გორილები, რომლებმაც სელფისთვის პოზირება ისწავლეს

    ორი გორილა, რომლებიც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაციონალურ პარკ ვირუნგაში ცხოვრობენ, ამ პარკის რეინჯერის სელფში მოხვდნენ. ისინი ფოტოზე ადამიანებივით პოზირებენ – ორ ფეხზე დგანან და კამერაში იყურებიან.
    გორილებთან ერთად გადაღებული სელფი რეინჯერმა მატიე შავამუმ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
    რეინჯერს გორილები მშობლად თვლიან. მან ორი პატარა გორილა, რომელთა მშობლები ბრაკონიერებმა მოკლეს 2007 წელს გადაარჩინა. ოთხი თვის გორილები მან ნაციონალურ პარკში ცხოველების თავშესაფარში მიიყვანა. პარკის დირექტორის მოადგილის, ინოსენტ მბურანუმვეს თქმით, დაობლებულმა მაიმუნებმა მანერები მათი აღმზრდელებისგან გადაიღეს. მათ შორის, ორ ფეხზე სიარულიც ისწავლეს. ისინი განსაკუთრებულები არიან, რადგან თავშესაფარში გაზრდილი სხვა ცხოველები ადამიანის ასე მიბაძვას ვერ ახერხებენ.
    “ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როცა ასეთი რამ ვნახე. ძალიან სასაცილო იყო. ძალიან საინტერესო საყურებელია, როგორ შეუძლია გორილას ადამიანის მოქმედებების იმიტირება და ორ ფეხზე სიარული“ – ამბობს ინოსენტ მბურანუმვე.
    ნაციონალური პარკი ვირუნგა აფრიკაში ერთ–ერთი უძველესია.

  • ატირებული გოგონას ფოტომ, რომელმაც მსოფლიო შეძრა ფოტოკონკურსში გაიმარჯვა

    {{ARTICLEIMAGE}}გამოცხადდა ფოტოკონკურს World Press Photo 2019 –ის გამარჯვებული, რომელიც 4 738 ფოტოგრაფის მიერ გადაღებული 78 000 ფოტოდან შეირჩა.
    ეს არის ჯონ მურის ფოტო, რომელზეც ატირებული ორი წლის გოგონა, იანელა სანჩესია გადაღებული იმ დროს, როცა დედამისი, სანდრა სანჩესი ამერიკელმა მესაზღვრეებმა ტეხასის შტატში, მაკალენში დააკავეს.
    ფოტო ფოტოგრაფმა ჯონ მურმა 2018 წლის ივნისში გადაიღო. ფოტოს სახელწოდებაა“მტირალი გოგონა საზღვარზე“. მური Getty Images–ს უფროსი ფოტოგრაფია. ის ამბობს, რომ ამ ფოტომ ბევრი ადამიანის გული შეძრა, ისევე, როგორც მისი.
    “როცა იანელას სახეს ხედავთ, რომელიც ორი წლის არის, მართლაც ცხადად გესახებათ ადამიანური ტკივილი, შიში ხანგრძლივი მოგზაურობისა, გვიან ღამით საზღვრის გადალახვისა. “
    მას შემდეგ, რაც ფოტო მთელ მსოფლიოს მოედო და უდიდესი რეზონანსი გამოიწვია, აშშ–ს სასაზღვრო სამსახურმა აღიარა, რომ იანელა და დედამისი იმ ათასობით ადამიანს შორის იყვნენ, რომლებიც საზღვარზე დააკავეს და ერთმანეთს დააშორეს. საზოგადოებრივმა პროტესტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შეცვლა გამოიწვია.

  • პარიზში მორიგი ხანძარი მძვინვარებს.ვერსალის თავზე საშინელი კვამლია

    საფრანგეთის დედაქალაქში, რომელიც ჯერ კიდევ ნოტრ დამის ხანძრის შთაბეჭდილებებიდან ვერ გამოსულა, ცეცხლი კიდევ ერთ ღირშესანიშნაობას გაუჩნდა. ამჯერად ცეცხლი სავარაუდოდ საფრანგეთის მეფეების ყოფილ რეზიდენციას, ვერსალის სასახლეს მოედო. თვითმხილელები სოციალურ ქსელში ადგილიდან დებენ ვიდეოებს, რომელზეც ჩანს, რომ ვერსალის თავზე დიდი კვამლი ამოდის.

    პარიზის პოლიცია პირდაპირ არ ადასტურებს რომ ცეცხლი სასახლეში გაჩნდა. ისინი ამბობენ, ხანძარი ვერსალის მიმდებარე ქუჩაზე დაიწყო. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ ვერსალის პერიმეტრი გადაკეტა და ახლოს არავის უშვებენ.

    ჯერჯერობით ცეცხლის მაშტატებისა და მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

    {{VIDEO}}
    {{VIDEO}}