Blog

  • საქართველოს ჰოკეისტთა ეროვნული ნაკრების წარმატება მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე

    საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის (IIHF World Championship Division II) B ჯგუფში წარმატებით იასპარეზეს და მომავალ წელსაც იმავე დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს. ქართველებმა მეხიკოს Santa Fe Ice Rink-ზე სადაც დებიუტანტები იყვნენ, ორ მატჩში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება.

    ქართველმა ჰოკეისტებმა სულ 5 თამაში ჩაატარეს. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო მატჩი ისლანდიასთან, სადაც ქართველები 3:0 მარცხდებოდნენ, თუმცა საბოლოოდ მეტოქეს 6:3 სძლიეს. საბოლოო ჯამში, 2-5 ბალანსით საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები მეოთხე ადგილს დასჯერდა, რაც დებიუტისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. A ჯგუფის გამარჯვებული ისრაელის ნაკრები გახდა, რომლებმაც ამ გამარჯვებით პირველ დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

  • “ასი ათასობით ადამიანი დაიკავებს თბილისის ქუჩებს, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს”-სანდრო ბრეგაძე

    “ასი ათასობით ადამიანი დაიკავებს თბილისის ქუჩებს, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს”– ამის შესახებ „ქართული მარშის“ წარმომადგენელმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

    “ქართული მარში” ფართომასშტაბიან აქციებს 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს აანონსებს.

    სანდრო ბრეგაძის თქმით, მას და მის თანამოაზრეებს აქვთ კონკრეტული  გეგმა, რათა გეიაღლუმი თბილისში არ გაიმართოს.

    „რაც არ უნდა მოხდეს და რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს, ჩვენს ქვეყანაში გეიაღლუმი არ ჩატარდება.ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას გეიაღლუმთან დაკავშირებით. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქოს პოზიცია იქნება მკაფიო და რადიკალური.

    ჩვენ უკვე გვაქვს მობილიზაცია, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს. არ იქნება არანაირი ძალადობა. ჩვენი გეგმის მიხედვით, ასი ათასობით ადამიანი გამოვა ქუჩაში, დაიკავებს თბილისის ქუჩებს და არ მისცემს ადამიანებს და ორგანიზაციებს, რომებიც აღლუმს უწევენ ორგანიზებას ჩაატარონ ღონისძიება“, – განაცხადა “ქართული მარშის” წარმომადგენელმა.

  • ლივერპულის ფანების სამარცხვინო ქმედება – ბარსელონას პოლიცია ფანებს დაუპირისპირდა

    ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის დაწყებამდე ბარსელონაში ინგლისელმა ქომაგებმა არეულობა მოაწყვეს. ლივერპულის ათეულობით ქომაგი სამეფო მოედანზე შადრევანთან შეიკრიბნენ, სადაც ლუდის გამყიდველი შადრევანის აუზში ჩააგდეს, ჩინელი ტურისტი კი მასხრად აიგდეს.

    {{VIDEO}}
    {{VIDEO}}

    საქმე იქამდე მივიდა, რომ პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო და მათი დაშლა ძალის გამოყენებით მოხერხდა.

    {{VIDEO}}

  • თიბისი ბანკის სათავო ოფისში Payme-ს შეძენის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება

    თიბისი უზბეკეთში წამყვანი გადახდის პლატფორმის „Payme“-ის შეძენით შედის. ამ ტრანზაქციით, თიბისი 70%-ით ზრდის თავის მომხმარებელთა რაოდენობას და 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოემსახურება.

    განხორციელებული ტრანზაქცია შესაბამისობაშია თიბისი ბანკის საერთაშორისო სტრატეგიასთან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონალური ოპერაციების გაფართოვებას და აღნიშნავს უზბეკეთის ძალიან პერსპექტიულ ბაზარზე გასვლით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს. უზბეკეთი არის ძალიან მიმზიდველი ბაზარი 32 მილიონიანი მოსახლეობით, რომელიც წლიურად დაახლოებით 2.0%-ით იზრდება, ხოლო 2018 წლის ბოლოსთვის საცალო სესხების თანაფარდობა მშპ-სთან 7.2%-ს შეადგენდა.

    ბანკის სტრატეგიაა უზბეკეთში საცალო და ბიზნეს მომსახურების ახალი საბანკო ეკოსისტემების განვითარება. ამჟამად, თიბისი უზბეკეთში ძირითად საბანკო სისტემას სრულიად ციფრულ ბანკზე Space-ზე დაყრდნობით ავითარებს.

    2 მაისს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თიბისი ბანკის მიერ უზბეკეთის წამყვანი გადახდის პლატფორმის, Payme-ს შეძენის შესახებ.

    პრესკონფერენციას გაუძღვებიან თიბისი ბანკის და Payme-ს მენეჯმენტის წარმომადგენლები. მისამართი: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, (მე-3 სართული)

  • ელექტრომობილები ბათუმის ბულვარში გარკვეულ მონაკვეთზე ისევ იმოძრავებს

    რამდენიმედღიანი შიმშილობის შემდეგ ელექტრომობილების მძღოლებთან შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

    ბათუმში ელექტრომობილების მფლობელები დღეს აჭარის მთავრობის სახლში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

    მათი განცხადებით, მოძრაობის ნებართვა ელექტრომობილების მძღოლებს დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიიდან ახალი ბულვარის ჩათვლით მიეცათ. ელექტრომობილების მძღოლების თქმით, ეს ტერიტორია  მათთვის მისაღებია.

    ელექტრომობილების გადაადგილება დღეიდან მხოლოდ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე აიკრძალება.

    ბულვარის ადმინისტრაცია ელექტრომობილების ბულვარში მოძრაობის  აკრძალვას საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებითა და ვიზიტორებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნით ხსნიდა. 

    ბათუმში ელექტრომობილების მფლობელებმა რამდენიმე დღის წინ ბულვარში კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს.

  • საზღვრის დემარკაცია მოკლე დროში უნდა დასრულდეს, გარეჯი საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობაა- გახარია

    ერთმნიშვნელოვნად მოვუწოდებ ყველას, ვინც ცდილობს ამ თემით სპეკულირებას და ეთნიკური შუღლის გაღვივებას, არ მოვერიდები ამ სიტყვებს, ძალიან ფრთხილად ვიყოთ ამ თემასთან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

  • ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

    დეპუტატმა ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

    დეპუტატმა გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი გადაწყვეტილება “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს უკავშირდება.

    კობერიძე  ამბობს, რომ საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებს.

    “არსებობს წითელი ხაზები, რისი გადაკვეთაც არ შეიძლება. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება და ვტოვებ საპარლამენტო უმრავლესობას”, – განაცხადა  უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა.

    პარლამენტმა ირაკლი კობახიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

  • გენტის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

    “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპი ადასტურებს, რომ ქართველი თავდამსხმელს ტრავმა აქვს და ის ბევრად სერიოზული იყო, ვიდრე მათ ეგონათ. მისი განცხადებით გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის თასის ფინალში “მეხელენის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

    “ზამთრის შესვენებიდან ვცდილობდით, ჩაკვეტაძე კარგად მოგვემზადებინა, ხოლო შემდეგ ნელ–ნელა სათამაშო დრო მიგვეცა და სრულფასოვნად დაბრუნებულიყო. ანდერლეხტთანაც უმნიშვნელო სიტუაციაში პატარა დაზიანება მიიღო, თუმცა სამწუხაროდ, ეს ტრავმა იმაზე ბევრად სერიოზულია, ვიდრე ველოდით. აქედან გამომდინარე, ის თასის ფინალში ვერ დაგვეხმარება,” – განაცხადა იეს თორუპმა.

    შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა მუხლზე დაზიანება დეკემბერში მიიღო და მას შემდეგ მის ტრავმაზე საუბარი არ წყდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და თამაშისთვის მზად იყო, თუმცა 2 თამაშის ჩატარების შემდეგ კვლავ დაიწყო მის ტრავმაზე საუბარი.

    უკვე გადაწყვეტილია, რომ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და მის რეაბილიტაციას 6 თვე დასჭირდება.

  • პარლამენტმა მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

    87 მომხრე, 33 წინააღმდეგი- პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებული უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.

    კენჭისყრამდე “საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე პოლიტიკური დებატები გაიმართა.

    საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვდა საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენაზე დაბრუნებას, რასაც უმრავლესობის წევრები არ დაეთანხმნენ.

    პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მისამართლეების შერჩევის საკითხზე ეკა ბესელიას მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი პირველი მოსმენით ჩააგდო.აღნიშნულ კანონპროექტს 29 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 8 კი წინააღმდეგი იყო.

    კანონპროექტით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის პროცედურა.

    კანონპროექტთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ, თუმცა მათი ნაწილი უმრავლესობამ არ გაითვალისწინა.

    კორექტირებული ვერსიის მიხედვით სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთათვის საკვალიფიკაციო გამოცდები გაუქმდა.

    ასევე ჩაიწერა, რომ თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია, ის ხმის მიცემის უფლებით ვერ ისარგებლებს.

  • გახარია შესაძლოა პუტინის მოთხოვნით არის დანიშნული – ქორეპისკოპოსი იაკობი გახარიაზე

    ქორეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ გიორგი გახარია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნიპუტინის მიერაა დანიშნული. 

    “რატომ დანიშნეს და ეტყობა პუტინმა სთხოვათ ან მოსთხოვა… რასაც ეგ აშავებს, ამდენ ხანს როგორ არის არ გიკვირს?! ცოტა ხანს, რამდენიმე დღე შემორჩება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში , მერე ვნახოთ,”- ამბობს  ქორეპისკოპოსი იაკობი.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია ვიცეპრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დაეკისრა.

    ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 8-წევრიან სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა მინისტრები, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები და თავდაცვის ძალების მეთაური. საბჭო აღჭურვილია სტრატეგიულ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მანდატით.