Blog

  • იკერ კასილასი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

    ესპანელი ფეხბურთელი იკერ კასილასი ვარჯიშის დროს შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი გულის შეტევა გახდა. “INDEPENDENT”-ის ცნობით მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. 37 წლის ესპანელ მეკარეს საფეხბურთო კარიერის განმავლობაში 1000-ზე მეტი მატჩში აქვს ონაწილეობა მიღებული. 2010 წელს კასილასი ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა, ხოლო მადრიდის რეალის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა 3-ჯერ მოიგო.

    ამჟამად ის პორტუგალიურ კლუბ პორტუში თამაშობს.

  • რა დაავადებებზე შეიძლება მიგვანიშნებდეს მთქნარება

    ექიმები გვაფრთხილებენ, ორგანიზმში რა დარღვევების სიგნალი შეიძლება იყოს მთქნარება.
    მათი თქმით, ზოგადად მთქნარება სასარგებლო რეფლექსია, რომელიც ტვინს “აგრილებს“ და ადამიანის კოგნიტიურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. თუმცა, ეს რეფლექსი შესაძლოა ორგანიზმში გარკვეული დარღვევების მანიშნებელიც იყოს.
    კერძოდ, თუ ადამიანი ხშირად ამთქნარებს, ეს შეიძლება დაბალი სისხლის წნევის და გულის რიტმის შენელების ბრალი იყოს. სპეციალისტები გვირჩევენ ექიმს მივმართოთ, თუ მთქნარებასთან ერთად გულის რევის შეგრძნება, მკერდის არეში ტკივილი ან სიარულის გაძნელება ვიგრძენით.
    მთქნარება შეშუპებასთან ერთად შესაძლოა ღვიძლის დაავადების მანიშნებელი იყოს.
  • “ვადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მეგობარი ვარ”-რუსლან აბაშიძე

    აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელად რუსლან აბაშიძე აირჩია.

    აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილის პროტესტს უპასუხა. საბჭოს წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე სუსის მითითებით არის დანიშნული. 

    რუსლან აბაშიძე სალომე ზურაბიშვილთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ თანამდებობაზე მის დანიშვნას და პრეზიდენტთან მეგობრობას კავშირი არ აქვს.

    „ვადასტურებ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ახლობელი და მეგობარი ვარ, ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ეს მომენტი არ უკავშირდება ამ ჩემ პოზიციას“ – აცხადებს რუსლან აბაშიძე.

    როგორც ცნობილია, რუსლან აბაშიძემ  სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობის დროს 65 ათასი ლარი გადაურიცხა.

    აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობას 2013 წლიდან ვახტანგ ყოლბაია ასრულებდა. მან გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს დაწერა.

  • საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტებს უფასოდ მიიღებენ

    საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე მიმდინარე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტებს უფასოდ მიიღებენ.

    იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და ვადაგასული პასპორტი აქვთ, ვერ ახერხებენ საზღვრის გადაკვეთას და სხვა სამართლებრივი პროცედურების შესრულებას, მათ შორის საარჩევნო უფლების რეალიზაციას. იუსტიციის სამინისტროს აქციით სარგებლობა ამ პრობლემებსაც გადაჭრის.

    ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ან საკონსულო დაწესებულებებს.

    აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფ 12-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს და სრულწლოვან პირებს, თუ ერთხელ მაინც აქვთ მიღებული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, მათი ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია. ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის, შეუძლიათ, სახლიდან გაუსვლელად დაუკავშირდნენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურს და ელექტრონული ფორმით გააკეთონ განაცხადი ბიომეტრიული პასპორტის მიღების თაობაზე.

  • ყოფილი პირველი ლედი ტელეწამყვანი ხდება

    ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ტელეგადაცემას წაიყვანს. ამის შესახებ ტელეარხ “მესამეზე“ გავრცელებული ანონსიდან ხდება ცნობილი.

    “მე პირადად სათქმელი მართლაც,  ბევრი დამიგროვდა. გადავწყვიტე, ამ თემებზე მესამეზე ვისაუბრო”, –  მაკა ჩიჩუა მაყურებელს მიმართავს და ახალ გადაცემას აანონსებს.

    რა ფორმატის გადაცემას წაიყვანს ყოფილი პირველი ლედი და როდიდან ამ  ეტაპზე ცნობილი არ არის.

  • iPhone–ის გაყიდვები მკვეთრად დაეცა

    iPhone–ის სმარტფონების გაყიდვა 2019 წლის პირველ სამ თვეში მკვეთრად დაეცა. ასეთი მკვეთრი ვარდნა კომპანია Apple–ს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. კომპანიის ინფორმაციით “აიფონების“ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%–ით შემცირდა და 31 მილიარდი დოლარი შეადგინა.
    თუმცა კომპანია Apple–ს ხელმძღვანელი, ტიმ კუკი ამბობს, რომ მარტის ბოლოს აიფონის გაყიდვებმა ზრდა დაიწყო, კონკრეტულად კი ჩინეთში, სადაც კომპანიამ მომხმარებლის მისაზიდად ფასები დაწია.
    Apple კლებას არ უშინდება და მეორე კვარტალში გაყიდვების გაზრდას პროგნოზირებს. კომპანია გაყიდვების კლებას წლის დასაწყისშივე ვარაუდობდა. განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც მას სერიოზული კონკურენტები ყავს Huawei Technologies–ს და Xiaomi–ს სახით.
    თუმცა ტიმ კუკის თქმით, ჩინეთში ფასების დაწევამ, ამ ქვეყანაში გადასახადების შემცირებამ და მომხმარებლისთვის ახალი საკრედიტო შეთავაზებების გაჩენამ iPhone-ის გაყიდვების ზრდის შანსები გააჩინა. კუკი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში კომპანიის სხვა პროდუქტების გაყიდვებიც გაიზრდება. ამის იმედს მას აშშ–სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება აძლევს.
    Apple შემოდგომისთვის შემოსავლის ზრდას პროგნოზირებს, თუმცა ზაფხულში სავარაუდოდ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავალი 20%–ით დაბალი იქნება. შესაბამისად, შემცირებულია კომპანიის მოგებაც.
    Apple ცდილობს სმარტფონების გაყიდვაზე კომპანიის დამოკიდებულება შეამციროს და სანაცვლოდ შემოსავლები კომპანიის მომსახურებიდან მიიღოს. მარტში მან ახალი პროდუქტის შესახებ გამოაცხადა – ეს არის სტრიმინგ პლატფორმა Apple TV+, რომელიც ნეტფლიქსის კონკურენტად მოიაზრება.
    თუმცა ბაზრის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომსახურების სექტორი იმაზე იქნება დამოკდებული, რამდენი კლიენტი ეყოლება Apple–ს სისტემა, რაც, რა თქმა უნდა, iPhone–ის გაყიდვებზე დიდწილად არის დამოკიდებული.
  • თბილისის ზღვაზე გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

    თბილისის ზღვაზე დაახლოებით 45 წლის  მამაკაცის ცხედარი  იპოვეს. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

    ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ნუცუბიძეზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად მამაკაცი დაიჭრა

    ნუცუბიძეზე, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

    გავრცელებული  ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა  მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა და  ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა. სავარაუდოდ მას იარაღი გაუვარდა.

  • მთავრობის ადმინისტრაციასთან პროფკავშირების აქცია იმართება

    მთავრობის ადმინისტრაციასთან მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

    აქციის მონაწილეების მოთხოვნები  შრომის უსაფრთხოებას შეეხება. პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, შრომის ინსპექციას უპირობოდ უნდა შეეძლოს ყველა ობიექტის შემოწმება.

    ორგანიზატორები პრემიერს ე.წ. სოციალური კონტრაქტის გაფორმების მოთხოვნით მიმართავენ. მათი  თქმით, სოციალურ კონტრაქტში ის საჭიროებებია ასახული, რომლებიც სოციალური თანასწორობის თვალსაზრისით არსებულ პრობლემებს გადაჭრის.