Blog

  • 10 წლის ნაცემი ბავშვი სასწრაფომ თელავის საავადყმოფოში გადაიყვანა

    თელავში  მეხუთე კლასის მოსწავლეს საკუთარი ბებია ფიზიკურად გაუსწორდა. ბიჭი დაზიანებებით თელავის  სავადმყოფოში სასწრაფოს ბრიგადამ გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.სკოლის დირექტორის თქმით, დაშავებულს სახის არეში სხვადასსხვა დაზიანებები და სილურჯე აღენიშნებოდა. ცემის მიზეზად კომპიუტერთან ჯდომა დასახელდა. მოზარდის მშობლები საქართველოში არ იმყოფებიან   და ის ბებიასთან ამ მიზეზით ცხოვრობდა.  საქმეში კახეთის სოციალური სამსახურია ჩართული და ბავშვი ამ დროისთვის 
    მამიდასთან არის გადაყვანილი.

  • ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის, ეს ბარდაგია – მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ის დაკითხვაზე იბარებენ

    პანკისსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა.

    მაჩალიკაშვილს უწყება პარლამენტის წინ მიუტანეს, სადაც ის ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან – ზაზა სარალიძესთან ერთად, წელიწადზე მეტია, საპროტესტო აქციას მართავს. მაჩალიკაშვილმა უწყება ჩაიბარა თუმცა ხელი არ მოუწერია, ის აცხადებს რომ მისთვის უცნობია თუ რატომ იბარებენ დაკითხვაზე. 

    ეს უკვე მე-6 შემთხვევაა, როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილს  ვახტანგ გომელაურის უწყებაში იბარებენ. მასთან ერთად სუს-ში დაბარებულია მორის მაჩალიკაშვილიც. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებს,  ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს “ბარდაგს” უწოდებს და აცხადებს, რომ უწყებაში მისი მტრები მუშაობენ.

    „უწყება ჩავიბარე, ხელი არ მომიწერია. ისევე, მორის მაჩალიკაშვილზე იყო უწყება, მას უწყება არ ჩაუბარებია. რას ვიძახი ორი წელია, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის, ეს ბარდაგია. მეხუთედ დამკითხეს 9-10 საათის განმავლობაში. ზუსტად მეხუთე დაკითხვის დროს მე განვაცხადე, საერთოდ ამის მერე არ გამოვცხადდები მოდულში იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ მანდ მისვლას. თუ აქვთ მაგის შნო და მაგის კაცობა, აგერ ვარ და ნებისმიერ დროს მოვიდნენ, ძალით წამიყვანონ,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

  • ინდოეთში ციკლონი “ფანი” ისევ მძვინვარებს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი სტიქიაა

    ინდოეთში ციკლონი „ფანი“ მძვინვარებს. ძლიერი ქარის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მატი უმეტესობა ხის დაცემას ემსხვერპლა. ციკლონ „ფანის“ გამო სტიქიის ზონაში გადაიდო ავიარეისები. დახურულია საავტომობილო გზა და სარკინიგზო მაგისტრალიც. სტიქიის ზონიდან მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ეს ყველაზე ძლიერი სტიქიაა. სინოპტიკოსების ცნობით- ციკლონი „ფანი“ ბანგლადეშისკენ მიიწევს, სადაც მილიონზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

  • თბილისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერაყის მოქალაქე დააკავეს

    შსს-მ  ერაყის მოქალაქე თბილისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულმა 30 აპრილს პოლიციას მიმართა და სახლიდან გაქცეული არასრულწლოვანი შვილების მოძებნაში დახმარება ითხოვა. იმავე დღეს, პოლიციას დაკავებულის არასრულწლოვანმა შვილებმაც მიმართეს და განაცხადეს, რომ მამა მათზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა. სოციალურმა მუშაკება, ბრალდებულის ორივე შვილი მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადაიყვანეს. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაადგინა, რომ ერაყის მოქალაქე საკუთარ შვილებზე ძალადობდა. ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ

  • საერთაშორისო მარათონთან დაკავშირებით ხვალ თელავი-შაქრიანის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

    საერთაშორისო მარათონთა – „მსოფლიო რბენა“ – დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 5 მაისს, კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება. ასევე, შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე.სატრანსპორტო ნაკადი იმოძრავებს ყვარელი-გიორგეთი-აფენი გურჯაანის დამაკავშირებელ შიდა საუწყებო გზაზე გურჯაანის შესასვლელამდე.

  • შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 13 საბრძოლო ვაზნა, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი – და მცირეკალიბრიანი თვითნაკეთი რევოლვერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ორ კორპუსს შორის კორპუსის ჩაშენება შეიძლება?”- ნუცუბიძეზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

    ნუცუბიძის ქუჩის 22 ნომერში დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების ნაწილი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს  ხოლო მოსახლეობის ნაწილი კი პირიქით მშენებლობის გაგრძელების მომხრეა. აქციაზე “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, მივიდა, რასაც აქციის მონაწილეების ნაწილთან დაპირისპირება მოჰყვა.

    „შენ, ალეკო, მომისმინე, სინდისზე ხელი ძალიან აიღე, ეს არ გეკადრება. ახალგაზრდა კაცი ხარ, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი, ასე ნუ გაცამტვერდი,“ – მიმართა ალეკო ელისაშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ.

    „შუაგულ საბურთალოზე ორ კორპუსს შორის 20 მეტრია დაშორება და ამ დაშორებაში, ანუ ორ კორპუსს შორის კიდევ აშენებენ უშველებელ კორპუსს. დეველოპერიც და მერიაც აქ გზავნის რამდენიმე დაინტერესებულ ადამიანს, რომ აურიოს და დააპირისპიროს ხალხი ერთმანეთთან და მერია ვითომ არაფერ შუაშია. მოვიდეს კალაძე და მაგის მოადგილე, კაბინეტებში რომ იბარებენ ხალხს,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

  • ფლორიდაში თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა

    ფლორიდაში სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგ 737 ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. თვითმფრინავი ჭექა-ქუხილისა და ძლიერი წვიმისას ცდილობდა დაშვებას.  ბორტზე 136 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია თუმცა არიან დაშავებულები. 21  დაშავდა და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.ლაინერი ჩარტერულ რეისს გუანტანამოდან ჯექსონვილის სამხედრო ბაზის მიმართულებით ასრულებდა.

  • შსს–მ აჭარაში 422 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 2 პირი – 1977 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1991 წელს დაბადებული ხ.ჭ. დააკავეს.

    დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    სამართალდამცველებმა, ნ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას, 322 აბი „ექსტაზი“, 12 გრამამდე „კოკაინი“ და 9 გრამამდე „ჰეროინი“ ამოიღეს. ხ.ჭ.-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 100 აბი „მეტადონი“.

    გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

  • ლიეტუვამ რუსი მომღერალი გრეგორი ლეპსი შავ სიაში შეიყვანა

    ქართული წარმოშობის რუს მომღერალს გრეგორი ლეპსს, ლიეტუვაში შესვლა აეკრძალა. მიზეზად ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები მომღერლის კრიმინალურ სამყაროსთან კავშირს ასახელებენ.

    “ვადასტურებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ეიმუტის მისიუნასმა სამშაბათს ხელი მოაწერა განკარგულებას, რაც ამ პიროვნებას ლიეტუვის რესპუბლიკაში შესვლას უკრძალავს,” -განაცხადა ლიეტუვის შსს სამინისტროს წარმომადგენელმა.

    “გვჯერა, რომ აშშ-ის მიერ შავ სიაში შეყვანა, სრულიად საკმარისი მიზეზია რომ ჩვენც შევიყვანოთ” – აღნიშნა საგარეო საქმეთა ვიცე მინისტრმა დარიუს სკუჩევისიუსმა.

    ამერიკის შეერთებულ შტატებში   გრეგორი ლეპსს შესვლა 2013 წელს აეკრძალა.

    რუსი მომღერალი შავ სიაშია ისრაელისა და უკრაინის სახელმწიფოებშიც.