
Blog
-
“მე ეიჯიზმს ვებრძვი. ახლა ასაკისთვის მსჯიან“–მადონა საკუთარი ასაკის შესახებ
რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ მადონა სცენაზე დაბრუნდა. ცოტა ხნის წინ მისი ახალი რგოლი გამოვიდა. ახლო მომავალში კი ის ევროვიზიაზე მიწვეული სტუმრის სტატუსით გამოსვლისთვის ემზადება და პრიალა ჟურნალებისთვისაც პოზირებს. ის ჟურნალ Vogue-ს ივნისის ნომრის სტუმარია და მისი გარეკანისთვის ცნობილი ფოტოგრაფების – მერტ ალასის და მარკუს პიგოტის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოზე ის წყლით სავსე აბაზანაში პოზირებს.ფოტოსესიის შთაგონების წყარო გასული საუკუნის ფემინისტი ქალები გახდნენ, რომელთა რიგებს თავად მადონაც მიეკუთვნება. ჟურნალთან ინტერვიუში მიმღერალმა აღიარა, რომ ყოველთვის ყურადღების ცენტრში ცხოვრობდა და მილიონობით თვალის სამიზნე იყო.“ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ჩემს განსჯას ამა თუ იმ მიზეზით. ამბობდნენ, რომ არასაკმარისად ლამაზი ვიყავი, რომ არც ისე კარგად ვმღეროდი, რომ არ მაქვს ნიჭი, რომ არც ისე კარგად ვარ გათხოვილი. ახლა კი ამბობენ, რომ არასაკმარისად ახალგაზრდა ვარ“ –ამბობს მომღერალი.მადონას თქმით, ის ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალია. “ახლა ეიჯიზმს ვებრძვი. მე კი იმის გამო მსჯიან, რომ 60 წლის გავხდი“– ამბობს მომღერალი. -
კაცი რომელმაც 67 წლის მეზობელ ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა–მთიანეთის დეპარტამენტის დუშეთის სამმართველოს თანამშრომლებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
1984 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, რ.უ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.
შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1 მაისს, დაკავებულმა, მის მეზობლად მცხოვრებ 1952 წელს დაბადებულ ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალირი ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.
-
ვინ ახდენდა ზეწოლას ქობულიაზე. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ალაპარაკდა
გიორგი ქობულია დუმილს არღვევს. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი შაბათის კურიერთან ინტერვიუში ყვება, როგორ აიძულებდნენ მას, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება თავად დაეწერა. ქობულია არ მალავს, რომ პრემიერმინისტრის ზეწოლას არ დასთანხმდა და საბოლოდ ის გადააყენეს.გიორგი ქობულია ქართული ოცნების ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ არ ახსენებს, თუმცა მიანიშნებს, რომ დაპირისპირება კონკრეტულ თემებზე სწორედ პარტიის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ჰქონდა.გიორგი ქობულია პირველად ალაპარაკდა იმ მიზეზებზეც, რის გამოც მასსა და მთავრობის ხელმძღვანელს შორის უთანხმოება დაიწყო.ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რონ ხედვები, რომელიც მას თანამდებობაზე დანიშვნის დასაწყისში ჰქონდა, მოგვიანებით ქართული ოცნების ხელისუფლების ხედვებთან წინააღმდეგობაში მოვიდა და პოზიციები გაიყო.ვინ აჩერებდა და რატომ ბლოკავდნენ გადაწყვეტილებებს, რომელსაც მინისტრის ხედვით, ქვეყნის კრიზისში მყოფი ეკონომიკა უნდა ეხსნა, ქობულია არ აკონკრეტებს, თუმცა, კურიერის ინფორმაციით, დაპირისპირება მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონკრეტული ობიექტების გადაცემის მოთხოვნით დაიწყო. გიორგი ქობულიამ ამ ბრძანების შესრულებაზე უარი თქვა.ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ღიად მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ მოსაზრებების სისწორეში ბიძინა ივანიშვილმა მისი დარწმუნება ვერ შეძლო.რომელი კონკრეტული ობიექტის და ვისთვის გადაცემას მოითხოვდა ქართული ოცნების თავმჯდომარე, გიორგი ქობულია საიდუმლოდ ტოვებს ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილთან მისი ბოლო შეხვედრის დეტალებს. -
“ჩვენ არ ვართ მეგობრები“–შარლიზ ტერონი მისი და ანჯელინა ჯოლის მტრობაზე
შარლიზ ტერონი ენდი კოენის შოუს «Watch What Happens Live» სტუმრობდა. ეთერში მსახიობმა ანჯელინა ჯოლისთან დაძაბულ ურთიერთობაზე გააკეთა კომენტარი. ამ ორი ვარსკვლავის მტრობის შესახებ დიდი ხანია ბევრს საუბრობენ. მათი დაპირისპირების შესახებ ჭორების ახალი ტალღა იანვარში აგორდა, როცა შარლიზისა და ბრედ პიტის რომანზე პრესა ინტენსიურად ალაპარაკდა.“მე მას პრაქტიკულად არ ვიცნობ. ჩვენ მეგობრები არ ვართ. ერთად დროს არ ვატარებთ. მხოლოდ ღონისძიებებზე ვხვდებით ერთმანეთს. ის ყოველთვის კეთილგანწყობილია“ – განაცხადა შარლიზ ტერონმა.
ბოლო დროს ორი ვარსკვლავის დაპირისპირების მიზეზად არა მხოლოდ ბრედ პიტი, არამედ როლებთან დაკავშირებით კონკურენციაც სახელდებოდა. მაგალითად, ინსაიდერების ცნობით შარლიზ ტერონი და ანჯელინა ჯოლი ფილმში “მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში„ ერთი და იმავე როლის მიღებას ცდილობდნენ. თუმცა საბოლოოდ რეჟისორი მათმა მტრობამ დაღალა და როლისთვის მიშელ პფაიფერი აირჩია.
-
მეგან მარკლმა დედოფლის თანდასწრებით სკანდალი მოაწყო. სამეფო ოჯახის კულუარებმა ბრიტანულ მედიაში გაჟონა
ბრიტანეთის სამეფო კართან დაახლოებული ჟურნალისტი და მწერალი კეტი ნიკოლი აცხადებს, რომ მაგან მარკლი შეუფერებელი ტონით ესაუბრება მომსახურე პერსონალს. სანამ ბრიტანელები მოუთმენლად ელიან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის შვილის დაბადებას, რაც ძალიან გაჭიანურდა, სამეფო ოჯახის შიდა ამბები სააშკარაოზე გამოდის. ბავშვი თითქოს აპრილის შუა რიცხვებში უნდა დაბადებულიყო. თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ ახალი ამბები არ ისმის. პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ მან 8 მაისისთვის დაგეგმილი ამსტერდამში ვიზიტი გადადო, რადგან შიშობს, რომ ვიზიტის გამო შესაძლოა ცოლის მშობიარობა გამოტოვოს.ჟ
გუშინ კი ბრიტანული პრესის მთავარ თემად იქცა გახმაურებული დეტალები ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, სანამ მეგანი და ჰარი დაქორწინდებოდნენ. ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და “სამეფო კორესპონდენტი“ კეტი ნიკოლი აცხადებს, რომ ელისაბედ მეორემ იმ დროისთვის ჯერ კიდევ მომავალი რძალი საჯაროდ გაკიცხა უინძორის სასახლის მომსახურე პერსონალთან არასწორი ტონით საუბრის გამო.როგორც ირკვევა, ინციდენტი ქორწილის წინ მოხდა. მეგანი სასახელში მივიდა, სადაც ჰარის და მეგანის ჯვრის წერის შემდეგ სტუმრებისთვის მიღების გამართვა იგეგმებოდა. მან საზეიმო სუფრის კერძების დეგუსტაცია დაიწყო. ამერიკელი პოვარის დაჟინებული მოთხოვნით კერძებს შორის იყო მაკრობიოტიკული სამზარეულოს კერძები, რაც ჰოლივუდში პოპულარულია. დაოიზმის სწავლების მიხედვით ნებისმიერ საკვებში ორი ტიპის ენერგია არსებობს – ინი და იანი. თუმცა მხოლოდ ზოგიერთ პროდუქტშია ეს ორი საწყისი დაბალანსებული. მაკრობიოტიკა ამტკიცებს, რომ ჯანმთრელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია დაბალანსებული და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღება, რომლებიც საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს იზრდება.რამდენიმე კერძის გასინჯვის შემდეგ მეგანი განაწყენდა და სკანდალი მოაწყო. პრინცი ჰარის მეუღლემ განაცხადა, რომ “კვერცხის გემოს გრძნობს“ იქ, სადაც ის არ უნდა იყოს.მზარეულებმა აუხსნეს, რომ ინგრედიენტებს შორის კვერცხი არ ყოფილა. თუმცა მეგანმა დაიჟინა, რომ კერძები კვერცხს შეიცავდა და ის ნამდვილად გრძნობდა კვერცხს გემოს და სუნს. ის ამას ხმამაღლა და ემოციურად ამტკიცებდა, როცა შენობაში მოულოდნელად დედოფალი შემოვიდა. მან სარძლო გვერდით გაიყვანა და უთხრა: “მეგან, ამ ოჯახში ჩვენ ადამიანებს ასე არ ველაპარაკებით“ – უყვება ნიკოლი ბრიტანულ დეილი მეილს.გამოცემა კიდევ რამდენიმე შემთხვევაზე ყვება, როცა ამერიკელმა მსახიობმა თავისი საქციელით ელისაბედ მეორეს უკმაყოფილება გამოიწვია. მაგალითად, როცა მარკლი საქორწილო სამოსისთვის დედოფლის საგანძურიდან დიადემას ირჩევდა, ერთ–ერთი ტიარა მოინდომა. თუმცა უარი უთხრეს და აუხსნეს, რომ დიადემის ზუსტი წარმომავლობა დაუდგენელი იყო. მეგანმა მაინც დაიჟინა, რის გამოც ჰარიმ სასახლის თანამშრომლებს უყვირა: “მეგანს რაც უნდა, იმას მიიღებს!“ ამას დედოფალიც შეესწრო და შვილიშვილს მკაცრად განუმარტა, რომ მეგანი მიიღებდა იმას, რასაც მისცემდნენ და ვერ მიიღებდა “ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“. დედოფალმა ჰარი გააფრთხილა, რომ მის საცოლეს მძიმე ხასიათი ჰქონდა.
კეტი ნიკოლმა დასძინა, რომ ქეით მიდლტონი აღშფოთებული იყო იმით, თუ რა უხეშად ელაპარაკებოდა მეგანი მის პირად თანაშემწეებს. კემბრიჯის ჰერცოგის მეუღლემ მაშინ მეგანს უთხრა, რომ ეს მისი პირადი პერსონალი იყო და თვითონ დაელაპარაკებოდა.მეგანმა ცოტა ხნის წინ ბრიტანელები იმითაც განარისხა, რომ ქეით მიდლტონის და პრინცი უილიამის ქალიშვილს შეუფერებლად მიმართა. მან გოგონას დაბადების დღე მიულოცა და უბრალოდ შარლოტა უწოდა, სახელის წინ პრინცესას ტიტულის დასახელების გარეშე. -
გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე უხვი ნალექისა და ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
-
რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა
რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. ანტალია-თბილისის მიმართულებით თურქეთის სანომრე ნიშნით მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა და სრულად დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მძღოლის ჩათვლით 5 ადამიანი იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნიშნავს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.
-
დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონი სკოლებში ერთჯერადი საბიუჯეტო კვების დაწესების შესახებ ბავშვებისთვის უფასოდ- ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ვალდებულია,საჯარო სკოლებში ბიუჯეტის სახსრებით მოსწავლეებისთვის უფასო ერთჯერად კვება იყოს.
“ლეიბორისტული პარტიის” პარტიის ლიდერმა ამ ინიციატივით პარლამენტის წევრებს წერილობით უკვე მიმართა. შალვა ნათელაშვილი დეპუტატებისგან პასუხს 26 მაისამდე ელოდება.
„ბავშვების დიდი უმრავლესობა სკოლაში მიემართება მშიერი, გაკვეთილებს ესწრება მშიერი. მოგეხსენებათ, საკვებით გამოწვეულ დეფიციტს მომავალში ვერანაირი სამოთხისებური ცხოვრება ვერ აანაზღაურებს, ისეთ კატასტროფულ შედეგებს იწვევს ეს მოზარდის ორგანიზმზე. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოიკელით მილიარდიანი ბიზნესებიდან მოგება, ჯიპები, პრემიები, ხელფასები და დაუყოვნებლივ მიიღეთ კანონი სკოლებში ერთჯერადი საბიუჯეტო კვების დაწესების შესახებ ბავშვებისთვის უფასოდ. ვთხოვ პარლამენტის ყველა წევრს, ამ მიმართვაზე, რომელიც წერილებით გაიგზავნება, გვაცნობოს პასუხი 26 მაისამდე,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
-
” ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ პოზიციებზე “- რატი ამაღლობელი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე
მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას მწერლების პროტესტი მოჰყვა.ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აკტირიკებენ. კრიტიკულად აფასებს პოეტი რატი ამაღლობელი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სფეროს ექსპერტებთან შეთანხმების გარეშე მიიღეს.
„ყველანაირი კონსულტაციის გარეშე ამ სფეროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან, ადამიანებთან, რომლებიც ამ სფეროში რაიმეს ქმნიან, მათთან ყველანაირი საქმიანი შეხვედრების გარეშე, სრულიად ხელოვნურად მათი გაერთიანება ისე, რომ არ არის გათვალისწინებული კულტურის პოლიტიკის ამ სფეროს მიმართულებები და ფაქტი სახეზეა, მე ვფიქრობ, ეს არის შურისძიება მწერლებზე, მათ თავისუფლებაზე, მათ პოზიციებზე წლების განმავლობაში,“ – ამბობს რატი ამაღლობელი.
-
ახლა არჩევნები ახლოვდება და ალბათ, ყველაფერი პრობლემა გახდება – ქეთი დევდარიანი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე
მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის გაერთიანებას მწერლების პროტესტი მოჰყვა.ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აკტირიკებენ და დასჯის მეთოდად აფასებენ ქეთი დევდარიანი აცხადებს , რომ ხელისუფლების გაღიზიანება მწერლების მიერ განსხვავებული შეხედულებების და კრიტიკის ხმამაღლა დაფიქსირებამ გამოიწვია.
„მწერლები, ალბათ, ისჯებიან და ზოგადად მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს არის კონტროლის მექანიზმი. რა თქმა უნდა, გაკონტროლება რაღაც ასეთ ხაზგასმულ ძალადობას არ ნიშნავს, ისინი უბრალოდ ცდილობენ, ყველგან და ყველაფერში ჰყავდეთ თავისი კაცი თუ ქალი, არა აქვს მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში, ალბათ, ის, რომ მწერლები თავისუფლად გამოხატავენ აზრს, მათთვის არის პრობლემა. თან ახლა არჩევნები ახლოვდება და ალბათ, ყველაფერი პრობლემა გახდება, ნებისმიერი ის პატარა დეტალიც კი, რომელიც შეიძლება, ჩვენც კი არ მოგვეჩვენოს განსაკუთრებულ საფრთხის შემცველად, ისინი ახლა ყველაფერში ხედავენ საფრთხეს,“ – განაცხადა დევდარიანმა.