ფლორიდაში თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა

Written by

in

ფლორიდაში სამგზავრო თვითმფრინავი ბოინგ 737 ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და მდინარეში ჩავარდა. თვითმფრინავი ჭექა-ქუხილისა და ძლიერი წვიმისას ცდილობდა დაშვებას.  ბორტზე 136 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია თუმცა არიან დაშავებულები. 21  დაშავდა და ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.ლაინერი ჩარტერულ რეისს გუანტანამოდან ჯექსონვილის სამხედრო ბაზის მიმართულებით ასრულებდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *