
Blog
-
კიმ კარდაშიანმა უმცროსი შვილების ფოტო გამოაქვეყნა
კიმ კარდაშიანმა თაყვანისმცემლებს მისი უმცროსი შვილების გულის ამაჩუყებელი ფოტო გაუზიარა. მან სოციალურ ქსელში სამი წლის ვაჟიშვილის, სეინტის და ერთი წლის ქალიშვილის, ჩიკაგოს ფოტო დადო. კადრში საინტი ვარდისფერ სპორტულ ტანსაცმელში უმცროსი დის გვერდით ზის და მას აშკარად კოცნას უპირებს.“ჩემი შვილები – ჩემი ცხოვრებაა!“ ასეთი კომენტარი დაურთო კიმ კარდაშიანმა შვილების ფოტოს. თაყვანისმცემლებმა მას მადლობა გადაუხადეს ამ ფოტოს გამოქვეყნებისთვის. ბევრმა ბავშვების სტილის გამო აღფრთოვანებაც გამოთქვა. პატარა გოგონას ფეხზე მამამისის, კანიუ უესტის ბრენდის, Yeezy –ს ფეხსაცმელი აცვია. -
გადამწყვეტი 48 საათი: ექიმებმა მეგან მარკლს მშობიარობის ხელოვნურად დაჩქარება შესთავაზეს
მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ბავშვის დაბადება უკვე ერთი კვირით დაგვიანდა. მედიკოსების თქმით შანსი, რომ მეგანი ბავშვს დამოუკიდებლად გააჩენს, მცირეა.აკუშერი კლაივ სპენს ჯონსი ამბობს, რომ პრობლემა მოსალოდნელი იყო. სპეციალისტების თქმით 35 წლის ასაკის ზევით ქალებს მშობიარობისას პრობლემები ხშირად აქვს. 37 წლის მეგან მარკლი კი “ხანდაზმულ მშობიარედ„ ითვლება.ექიმებმა პრინცი ჰარის მეუღლეს სპეციალური პრეპარატების გამოყენება შესთავაზეს მშობიარობის დასაჩქარებლად. ამისათვის მეგანს ურჩიეს უინძორის სასახლიდან კლინიკაში გადავიდეს.“თუ მშობიარობა შემდეგი 48 საათის განმავლობაში არ დაიწყება, სავარუდოდ ის ფრიმი პარკის საავადმყოფოში იმშობიარებს“– წერს დეილი მეილი. ექიმები ამბობენ, რომ სტიმულატორებს როგორც წესი მშობიარობის სავარაუდო თარიღის დადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში ნიშნავენ. ექიმები ხაზს უსვამენ, რომ სამეფო ოჯახის მომავალი წევრის ჯანმრთელობა მათთვის პირველხარისხოვანი ამოცანაა.მეგან მარკლის და პრინცი ჰარის შვილის დაბადებას აპრილის ბოლომდე ვარაუდობდნენ, თუმცა მშობიარობა გაჭიანურდა. სამეფო ოჯახის ფანატების ნაწილი ბავშვის დაბადებას უინძორის სასახლის წინ ელოდება სპეციალური პლაკატებით ხელში.მეგან მარკლი ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ საზოგადოებრივ საქმიანობას მალევე დაუბრუნდება. წყვილი არ გამორიცხავს, რომ მალე აფრიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც საქველმოქმედო საქმიანობით და ბრიტანეთის პოპულარიზაციით დაკავდებიან.
-
საგანგაშო სტატისტიკა: “ყაზტრანსგაზ თბილისმა“ ერთ თვეში 7 ათასზე მეტი ღიაკამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრა
“ყაზტრანსგაზ-თბილისის” მონაცემებით, გასულ თვეს მათ 7 ათასზე მეტი ღია კამერიანი აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრეს.მათი უმრავლესობა განმეორებით ჩაიჭრა, რადგან ისინი მანამდე ბინის მეპატრონეებმა კუსტარულად ქსელზე ხელახლა დააერთეს. ყველაზე მეტი ღიაკამერიანი აკრძალული გაზდანადგარი სამგორის რაიონში დაფიქსირდა.წყლის გამაცხელებლების განმეორებითი ჩაჭრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი წყნეთში იყო.“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ღიაკამერიანი გაზდანადგარების კუსტარული მონტაჟი აკრძალულია. -
“დავით გარეჯი ჩვენია“–ანტისაოკუპაციო მოძრაობა გარეჯში ჩავიდა
“დავით გარეჯი ჩვენია“ – ამ ლოზუნგით ანტისაოკუპაციო მოძრაობა და სამოქალაქო აქტივისტები დავით გარეჯში ჩავიდნენ. ისინი თვლიან, რომ ხელისუფლება პრობლემას ვერ აგვარებს და ამ ტერიტორიაზე პერიოდულად პატრულირებას გეგმავენ. მანამდე ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გარეჯთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:“მოგეხსენებათ, პრობლემის წამოჭრის მომენტიდან ჩვენ ჩავერთეთ ამ პროცესში. დღეისათვის დავით-გარეჯის დასაცავად გააქტიურდა სამოქალაქო საზოგადოების არაერთი სხვადასხვა ჯგუფი, რომლებსაც საკითხის გადაწვეტის სხვადახვა მიდგომა აქვთ. შესაბამისად გვინდა მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.კონფლიქტის მეორე მხარე საქართველოს მეგობარი ქვეყანაა, რომელმაც არაერთხელ გამოგვიწოდა დახმარების ხელი, განსაკუთრებით კი 2006 წელს. დღეს საქართველოს ურთიერთობის დაძაბვა აზერბაიჯანთან პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში შედის. არ არის გამორიცხული, რომ ამ ესკალაციის მიზანი სოკართან კავშირის გაწყვეტა და ქვეყნის გაზპრომზე დამოკიდებულების დაბრუნება იყოს, რაც ჩვენს პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც შეუქმნის საფრთხეს.ვაცნობიერებთ რა, რომ არ უნდა გავხდეთ ბრმა იარაღი ორი მეგობრის კონფლიქტით დაინტერესებული გარე თუ შიდა ძალების ხელში, ვაცხადებთ:• ჩვენ არა მხოლოდ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობრივ ან დისკრიმინაციულ განცხადებას თუ მოქმედებას, რომელიც საქართველოს და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გამწვავების საფუძველი შეიძლება გახდეს, არამედ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა რესურს ასეთი პროვოკაციების აღსაკვეთად.• ამ პრობლემის მოგვარება ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ პირველ რიგში სახელმწიფო სტრუქტურების მოვალეობაა და მათ აქვთ ამისათვის ყველა ბერკეტი. ამ დღეების განმავლობაში მთავრობის გაჟღერებული (და უფრო მეტად არ(!) გაჟღერებული) პოზიცია ჩვენს და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების უნდობლობას იწვევს. მოვითხოვთ მთავრობის პასუხს თუ ვინ არის ჩართული მოლაპარაკებებში და რა სტადიაზეა პროცესი.• ისევე, როგორც ატოცში, კოდაში თუ ხურვალეთში ჩვენ ვმოქმედებთ პოლიციასთან შეთანხმებით, დავით-გარეჯში პატრულირება განხორციელდება იქ დისლოცირებულ მესაზღვრეებთან ერთად.• მოვითხოვთ შეიქმნას საკითხის შემსწავლელი და შესათანხმებელი ორმხრივი ახალი კომისია, რომელშიც სპეციალისტებთან ერთად შევა ჩვენი ნდობით აღჭურვილი პირი/მოძრაობის წარმომადგენელი.• და მთავარი – ჩვენი მოთხოვნა სახელმწიფოს მიმართ არ გულისხმობს მხოლოდ მწვავე დაპირპისპირების განეიტრალებას, არამედ ამ საკითხის ერთხელ და სამუდამოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადწყვეტას, რომ მომავალში დავით-გარეჯი ვეღარ გახდეს რომელიმე შიდა თუ გარე პოლიტიკური ძალების სპეკულაციის და საერთაშორისო კონფლიქტის საბაბი.• სრული კატეგორიულობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი აქტივობა არამც და არამც არ იქნება აგრესიის შემცველი ქართველი ან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიმართ.“ – ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში. -
გადაუღებელი წვიმების შედეგად ლაგოდეხის 5 სოფელი დაიტბორა
გადაუდებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დატბორა.დაზიანებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები, გათიშულია ელექტროენერგია, შეწყვეტილია სასმელი წყალი.სტიქიამ ყველაზე მეტად ვარდისუბნის და აფენის თემის მოსახლეობა დააზარალა.„სახლში შემომივარდა წყალი და თუკი რამე მაქვს გაკეთებული დატბორა. ახლა მაშველები მოვიდნენ. გუშინ და გუშინწინ მარტო მე გამოვიტანე,“-განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა ლამარა ჭულუხაძემ.სტიქიის ზონაში იმყოფებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ლაგოდეხის მერის თქმით, რომ წყალმოვარდნა იმდენად ძლიერი იყო, რომ მასთან გამკლავება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, რომ ზარალის დათვლას კომისია უახლოეს ხანებში დაიწყებს.„სამი დღის განმავლობაში კოკისპირული წვიმის შედეგად მოსული უხვი ნალექის გამო ვერ მოხდა სანიაღვრე არხების მიერ და სხვა მცირე მდინარეების მიერ მოსული წყლის გატარების უზრუნველყოფა. შესაბამისად, საკარმიდამო ნაკვეთები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაიტბორა ზოგიერთ სოფელში. ამ ეტაპისთვის მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ტექნიკა, შესაბამისი სამსახურები. მიმდინარეობს პირველადი სამუშაოები, ხდება პირველის სართულებიდან წყლის ამოტუმბვა,“-განაცხადა ლაგოდეხის მერმა. -
ვინ არის მის ამერიკა 2019 (ფოტო+ვიდეო)
28 წლის ჩესლი კრისტი, რომელმაც მანამდე “მის ჩრდილოეთ კაროლინას“ ტიტული მოიპოვა, აშშ–ს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მფლობელი გახდა.
“მის ამერიკის“ კონკურსი ნევადის შტატ ქალაქ რინოში გაიმართა. 2019 წლის გამარჯვებულს გვირგვინი 2018 წლის მის ამერიკის გამარჯვებულმა, სარა როუდ სამერსმა დაადგა. ვიცე მისის ტიტული ალეხანდრა გონსალესს ერგო ნიუ მეხიკოს შტატიდან. მეორე ვიცე მისის ტიტული კი ტრიანა ბრუნმა მოიპოვა ოკლაჰომადან.ჩელსი კრისტს სილამაზის კონკურსების მიმართ ინტერესი 10 წლის ასაკში გაუჩნდა, როცა დედა ცხენებშებმულ კარეტაში დაინახა მის ჩრდილოეთ კაროლინა 2002 –ის კონკურსზე მისი გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე.“ეს ის დრო იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა არ ვიცოდი ვინ ვიყავი, არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული. პატარა უცნაური ბავშვი ვიყავი, რომელსაც მეგობრები არ ყავდა. მაშინ ვიფიქრე, რომ მინდოდა ისეთივე ვყოფილიყავი, როგორიც დედა იყო.“– ყვება ჩელსი. გოგონამ პირველ რიგში სკოლის ყველა სილამაზის კონკურსში დაიწყო მონაწილეობა.
აშშ–ს ყველაზე ლამაზი ქალის თქმით მოხარულია, რომ “ძლიერი ქალების თაობის“ წარმომადგენელია.კრისტმა იურიდიული განათლება და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის სტატუსი უეიკ ფორესტის უნივერსიტეტში მიიღო. გოგონა აფროამერიკული სტილის გრძელი თმით სახაზინო ადვოკატად მუშაობს. გარდა ამისა, ის წარმატებული სპორტსმენია.მის აშშ–ს კონკურსის მოსამზადებელ პერიოდში ის დილის ხუთ საათზე დგებოდა და სარბენად მიდიოდა. შემდეგ ველოსიპედით და ტრენაჟორებით ვარჯიშობდა.
გასახდომად გოგონას საყვარელ კერძებზე მოუწია უარის თქმა. “არ ვჭამდი პასტას, შემწვარს, დესერტებს, თუმცა ხანდახან თავს უფლებას ვაძლევდი საყვარელი კერძებიც მეჭამა. მძულდა ვარჯიშის ყოველი წამი და ჩემი კვების რეჟიმი. მაგრამ აღფრთოვანებული ვარ იმ შედეგით, რასაც საბოლოოდ მივაღწიე“– დაწერა ჩესლიმ ინსტაგრამის გვერდზე.
-
მკვლელობა იყალთოში. მეზობელმა 44 წლის მამაკაცი მოკლა
თელავის მუნიციპალიტეტში – სოფელ იყალთოში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 44 წლის გელა გერმანაშვილი მოკლეს.გერმანიშვილი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობდა, როცა მასთან თანასოფლელი და მეზობელი მივიდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მიიმალა.რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია.მამაკაცი თელავის რეფერალურ სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. -
“რაღაც ძალიან მოდაში ვარ მოსკოვში“–სააკაშვილი გოგოზე, რომელსაც რუსული მედია მის საყვარლად აცხადებს
“რაღაც ძალიან მოდაში ვარ მოსკოვში, ეს თვითმარქვიები კი ლეიტენანტი შმიდტის შვილებით მომრავლდნენ. თანაც ამაზე ალბათ ფულსაც აკეთებენ. ვის მივმართო პროცენტების მისაღებად?“ – წერს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე რუსულ და უკრაინულ ენებზე და იმ სტატიის ლინკს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რომ ცნობილი მოდელი, ელენა ბურჩაკი, რომელსაც მედია მიხეილ სააკაშვილის საყვარელს უწოდებს, მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.ტელეგრამ არხის, 112–ის ინფორმაციით ?7 წლის მოდელი დიდი სისწრაფით მიდიოდა და რენჯ როვერს შეეჯახა. შემთხვევა მინსკის შოსეს 23–ე კილომეტრზე მოხდა. მომხდარის შემდეგ გოგონამ განაცხადა, რომ საჭესთან ცუდად გახდა, თუმცა ექიმებს არ დაელოდა და ავარიის ადგილი დაცვასთან ერთად დატოვა.ამავე სტატიაში, რომლის ლინკსაც თავად მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს, საუბარია, რომ 2018 წელს რუსულ ინტერნეტ მედიაში გავრცელდა მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო საყვარლების გრძელი სია, რომელშიც ბურჩაკიც აღმოჩნდა. მათ ერთმანეთი თითქოს კიევში ელიტარულ წვეულებაზე გაიცნეს, რომანი კი ესემეს მიმოწერით დაიწყო.მოგვიანებით ელენამ ეს ჭორები საჯაროდ გამოიტანა და რუსული მედიას კომენტარებიც მისცა. ის ყვებოდა თითქოსდა “მიშას ნათქვამ“ სხვადასხვა პოლიტიკურ საიდუმლოებებს და მონათხრობს სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსების შესახებ.
-
შუახნის მამაკაცი არასრულწლოვან ბიჭებზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
აჭარაში 51 წლის მამაკაცი არასრულწლოვანი ბიჭებზე სექსუალური ძალადობიდ ბრალდებით დააკავეს. მამაკაცი დანაშაულში ერთ-ერთი სკოლის მანდატურმა ამხილა. მანდატურმა ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა, რომ სკოლის ტერიტორიაზე 12 წლის ბიჭს უცნობი მამაკაცი საეჭვოდ ესაუბრებოდა. მოგივანებით 12 წლის მოსწავლემ ადმინისტრაციას მიმართა რომ 51 წლის მამაკაცი მას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა და ტრანსპორტში შეხვედრისას მას უცნაურად ეხებოდა. მანდატურის შეტყობინების საფუძველზე შსს-მ გამოძიება დაიწყო და დაადგინა, რომ 12 წლის მოზარდი არ იყო ერთადერთი, ვისთანაც მამაკაცი სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობდა.
დოკუმენტებით დადგინდა, რომ 51 წლის მამაკაცის მხრიდან საკუთარ ნათესავ ბიჭზე ადგილი გარყვნილ ქმედებას ჰქონდა.
იმის გამო, რომ ბრალდებული ფსიქიკურად აშლილია, დროებით მის წინააღდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. მას 18 თვის გატარება იძულებით ხონის ფსიქიატრიულში მოუწევს. ამის შემდგეგ კი თუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა ნორმაში იქნება, საქმის წარმოებას პროკურატურა ისევ გააგრძელებს.
დაკავებულის ოჯახები მომხდარს უარყოფენ და ცდილობენ დაამტკიცონ რომ მას არასრულწლოვან ბიჭებზე ძალადობა არც კი უცდია.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოზარდი მომხდარის შემდეგ სკოლაში არ დადიოდა. მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამო, საქმეში სოციალური მუშაკები ჩართეს და 12 წლის ბავშვზე ფსიქოლოგები მუშაობენ.
-
მამკოდაში მაშველები მდინარის ადიდების შედეგად ხელოვნურ კუნძულზე დარჩენილების გამოყვანას ცდილობენ
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამკოდაში უხვი ნალექის გამო მდინარის ადიდების შედეგად 70-მდე ადამიანი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა.
სამაშველო ჯგუფები მათ გამოყვანას ცდილობენ. ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე მყოფთა უმეტესობის უსაფრთხო ადგილზე გაყვანა მოხერხდა, თუმცა, 10-მდე მოქალაქე კვლავ მდინარის მეორე ნაპირიდან გადმოსვლას ვერ ახერხებს.
არსებული ინფორმაციით, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ ადგილზე 25 მაშველი მუშაობს და სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით ცდილობენ მოქალაქეების გამოყვანას.