
Blog
-
“ნუ მომკლავ” – გოგი წულაიამ “ფეროს” ქარხნის ღობეზე წარწერები გააკეთა
“ნუ მომკლავ” – ამ მოწოდებით პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ ზესტაფონში აქცია–პერფორმანსი მოაწყო. მერობის კანდიდატმა ბავშვებთან ერთად “ფეროს” ქარხნის ღობეზე დაწერა: “ნუ მომკლავ,” “სიცოცხლე უფალმა გვაჩუქა.”მან ამ ფორმით ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემები გააპროტესტა. მისი თქმით, „ფერო“ ზესტაფონის ნომერ პირველი პრობლემაა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი, ქარხანაზე ფილტრებს არ ამუშავებენ.“დღეს აქ მოვედი ბავშვებთან ერთად, მათ შორისაა ჩემი 12 წლის შვილი. ჩვენ ერთად გავაპროტესტეთ ზესტაფონში არსებული პრობლემა. „ფეროს“ ღობეზე ბავშვებმა დახატეს ნახატები და თხოვენ ადმინისტრაციას, ნუ მოკლავენ თაობებს. ქარხანაში ტექნიკა მოძველებულია, ფილტრებს კი ელექტროენერგიის დაზოგვის გამო არ ამუშავებენ. ეს არის დანაშაული ერის, ღმერთის და ბუნების წინაშე. გაზრდილია დაავადებულთა რაოდენობა და ადამიანები რთულ მდგომარეობაში არიან და ამაზე ზრუნვა არ უნდათ,” – განაცხადა გოგი წულაიამ.
აქციის მონაწილეებს წარწერების გაკეთების შეწყვეტისკენ მოუწოდეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, ეს კერძო საკუთრებაა და მისი დაზიანება დანაშაულია. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ხატვას არ შეწყვეტენ, პატრულს გამოუძახებენ. -
პუტინი ჰოკეის მოედანზე წაიქცა(ვიდეო)
რუსეთის პრეზიდენტი ჰოკეის ლიგის მატჩის დროს ყინულზე დაეცა. ეს მაშინ მოხდა, როცა პუტინი მოედნის გარშემო დასრიალებდა და ტრიბუნებს ესალმებოდა. მან ფეხი წითელ ხალიჩას წამოკრა. პუტინს ადგომაში ჰოკეისტები ვიაჩესლავ ფეტისოვი და ვალერი კამენსი დაეხმარნენ. გუნდმა, რომელშიც პუტინმა ითამაშა 14:7 მოიგო. პუტინმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. -
ბავშვის დაბადების შემდეგ მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთიდან აშშ–ში გადასვლას აპირებს
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთიდან აშშ–ში წასვლას აპირებენ. კალიფორნიაში უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილება წყვილმა ბავშვის დაბადების შემდეგ მიიღო.მათ ლოს–ანჟელესში შესაფერისი სახლის შერჩევა დაიწყეს. სწორედ ამ ქალაქში გაიზარდა მეგანი. სასექსის ჰერცოგის მეუღლე ამბობს, რომ მოსწონს კალიფორნიის კლიმატი და ცხოვრების წესი.„საბოლოო ჯამში, ის კალიფორნიელი გოგოა და აქ უკეთ გრძნობს თავს. ჰოლივუდი მას გენებში აქვს. სწორედ აქ უნდოდა ყოველთვის დაფუძნება„ წერს გამოცემა The Sun ყოფილი მსახიობის მეგობრის კომენტარს.მეგანი და ჰარი ვარაუდობენ, რომ კაილფორნიაში თავს უფრო თავისუფლად იგრძნობენ სამეფო სახლისგან და ბრიტანული მედიის ყურადღებისგან. “აქ ჩამოსვლა მას მეტ თავისუფლებას მისცემს სასახლის კარისგან და პრესისგან. ის დიდ ბრიტანეთში ჰერცოგია, თუმცა ლოს–ანჟელესში შეუძლია დედოფალი იყოს“ – ამბობს მეგანის მეგობარი.გადასვლის ერთ–ერთი მიზეზი მეგანის დედის ფაქტორია. 63 წლის დორი რეგლანდი მუდმივად ლოს–ანჟელესში ცხოვრობს. ის სოციალური მუშაკი და იოგას ინსტრუქტორია. ცოტა ხნის წინ დორი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, რომ შვილიშვილის დაბადებას დასწრებოდა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ვარაუდობენ, რომ სწორედ დედასთან ურთიერთობამ გადააწყვეტინა მეგანს ამერიკაში გადასვლა.ბავშვის დაბადებამდე სამეფო ოჯახის წყვილი ამბობდა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ აფრიკაში გადასვლას გეგმავდნენ, სადაც საქველმოქმედო საქმიანობით და ბრიტანეთის პოპულარიზაციით დაკავდებოდნენ. თუმცა გადაწყვეტილება ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალა. -
ფულადი ჯილდო ამოუცნობი წარწერის გაშიფვრისთვის. ბრეტანში კონკურსი გამოცხადდა
საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში პლუგასტელის კომუნის ადმინისტრაცია ორიათასი ევროს ოდენობის ჯილდოს სთავაზობს მას, ვინც შეძლებს კომუნის სიახლოვეს ნაპოვნ ქვაზე არსებული წარწერის გაშიფვრას.ქვა 20 სტრიქონიანი წარწერით რამდენიმე წლის წინ კომუნის სიახლოვეს პლაჟზე აღმოაჩინეს. წარწერა სავარაუდოდ 230 წლის წინანდელია.ქვაზე ამოტვიფრული ასოების უმრავლესობა ლათინურია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამობრუნებულია. გარდა ამისა, გვხვდება სიმბოლოები, რომლებიც ძალიან გავს სკანდინავიურ რუნებს.ქვაზე გარკვევით ორი თარიღი 1786 და 1787. შესაძლოა ეს იმას ნიშნავდეს, რომ წარწერა საფრანგეთის რევოლუციამდე ორი წლით ადრე გაკეთდა. იქვე ჩანს იალქენიანი ხომალდის გამოსახულება და „მანათობელი გული“ – გულის გამოსახულება ჯვრით ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კათოლიკური სიმბოლოა.თუმცა ადგილობრივი მეცნიერები ვერ ახერხებენ წარწერის შინაარსის გაშიფვრას. ზოგი თვლის, რომ ის ძველ ბრეტონულ ან ბასკების ენაზეა გაკეთებული. ზოგი კი თვლის, რომ ის გაუნათლებელმა ადამიანმა გააკეთა და აზრის ამოკითხვა ამიტომ ჭირს.ერთ–ერთი თეორიით მიხედვით წარწერა უკავშირდება სანაპიროს გასწვრივ თავდაცვითი ზღუდის მშენებლობას.
1780–იან წლებში ამ ადგილზე სიმაგრეები და საცეცხლე წერტილები იყო სანაპიროს დასაცავად. 1783 წლამდე საფრანგეთი და ინგლისი ერთმანეთთან ომობდნენ.
ვინაიდან ადგილობრივმა მეცნიერებმა ვერაფერი გაიგეს, პლუგასტელის მერის თქმით მათ გადაწყვიტეს რომ მსოფლიოს მაშტაბით მოძებნონ ადამიანები, ვისაც შესაძლოა საჭირო ცოდნა აღმოაჩნდეს და ამიტომ გადაწყვიტეს კონკურსი გამოაცხადონ.კონკურსს “შამპილიონის საიდუმლო პლუგასტელ–დაულასში“ ქვია. ლინგვისტი ჟან ფრანსუა შამპილიონი მსოფლიოში ცნობილია იმით, რომ 19–ე საუკუნეში ძველეგვიპტური იეროგლიფები გაშიფრა როზეტის ქვაზე.ლინგვისტიკის და არქეოლოგიის მოყვარულებს მერიის ადმინისტრაციაში დარეგისტრირებას სთავაზობენ, რის შემდეგაც გაუგზავნიან წარწერის სრულ ფოტოებს. ასობით ადამიანი უკვე დაინტერესდა ამოუცნობი წარწერის გაშიფვრით. განაცხადების მიღება ნოემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც კომისია გამოცანის ყველაზე რეალისტურ ინტერპრეტაციას შეარჩევს. -
შარლიზ ტერონმა საკუთარ ფსიქიკურ პრობლემებზე ეთერში ისაუბრა
43 წლის შარლიზ ტერონმა ჯეიმს კორდენის გადაცემაში – The Late Late Show გულახდილად ისაუბრა მის ფსიქიკურ პრობლემებზე. მსახიობმა აღიარა, რომ აბსესიურ–კომპულსიური მოშლილობა აწუხებს. ამ დაავადებას ახასიათებს ჩაციკვლა კონკრეტულ საკითხებზე და აიძულებს ადამიანს ერთი და იგივე ქმედება მუდმივად გაიმეოროს განგაშის გრძნობის დასაძლევად.მაგალითად, შარლიზი მუდმივად აგდებდა სახლიდან მისი მეგობარი მამაკაცის ფეხსაცმელს, როგორც კი ის ქალაქიდან გადიოდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ამბობს, რომ ამ დაავადების გამო მშვიდად ძილიც არ შეუძლია. ის განიცდის, მაგალითად რამდენად სწორად და მოწესრიგებულად დევს ნივთები მის კარადებში. „შემიძლია შუაღამისას ავდგე, რომ შევამოწმო, ყველა ნივთი დევს თუ არა სწორად, თავის ადგილზე კარადებში და ხელახლა დავალაგო“– ამბობს მსახიობი. შარლიზ ტერონის თქმით, ამ პრობლემის გამო მას პირადი ცხოვრება ვერაფრით ვერ აეწყო. -
ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ტაძრის კარიბჭეში ტუალეტი შენდება
ქართველი ისტორიკოსი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ტაო-კლარჯეთში, X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის დოლიყანის კარიბჭეში საპირფარეშო შენდება.
ბუბა კუდავა წერს:”საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან!X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!
ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა გადახურული. ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ.
აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანებების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა.
ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია!
21-ე საუკუნეა, 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს.
იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები.
P. S.
საქმის კურსშია საქართველოს საელჩო თურქეთში. ვესაუბრე ელჩს – ბ-ნ გია ჯანჯღავას. უკვე შეუდგა ინფორმაციის გადამოწმებას. დარწმუნებული ვარ, ცდას არ დააკლებს საკითხის მოგვარებას.” {{PHOTOGALLERY}} -
ირინა შეიკის სასაცილო ფოტო – სადილი საგრიმიოროში
ირინა შეიკმა საინტერესო და მხიარული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო მაშინ არის გადაღებული, როცა მოდელი Met Gala–ს მეჯლისისთვის ემზადებოდა. შეიკმა გადაწყვიტა დრო არ დაეკარგა და სანამ ვარცხნილობას უკეთებდნენ, პარალელურად ესადილა.ფოტოზე ირინას ხალათი აცვია, უმაკიაჟოდ არის და პასტას მიირთმევს.ფოტოს გამოქვეყნებას დიდ მხიარულება მოჰყვა კომენტარებში. ირინას თაყვანისმცემლებმა კომპლიმენტები და ხუმრობები არ დაიშურეს. ბევრმა კი გაოცება გამოთქვა, რომ მოდელი მნიშვნელოვანი ღონისძიების წინ ასეთ კალორიულ საკვებს მიირთმევს. -
საქართველოში შემოწმებული კლინიკების ნახევარი დარღვევებით მუშაობს.აუდიტის სამსახურის საგანგაში დასკვნა
საქართველოში შემოწმებული ყოველი მეორე კლინიკა დარღვევებით მუშაობს. სწორედ ასეთი პირობებია ინფექციური დაავადებების C ჰეპატიტის, შიდსისა და ტუბერკულოზის გავრცელების მთავარი წყარო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა დასკვნა საქართველოში ინფექციების კონტროლის შესახებ. აუდიტი კლინიკების კონტროლის გამკაცრების და ინფექციების კონტროლის ერთიანი სტრატეგიის შექმნის აუცილებლობას საკანონმდებლო დონეზე ითხოვს.
სტაციონარებში ხშირია საშარდე გზების ინფექციებისა და პნევმონიების გადატანაც. დარღვევების აღმოჩენისას კლინიკა გაფრთხილებას იღებს, გამოუსწორებლობის შემთხვევაში კი საქმეში მარეგულირებელი ერთვება. ამ მოდელს “მხარდამჭერი შემოწმება” ჰქვია, რასაც ჯანდაცვის უწყებაში კლინიკების წახალისებით ხსნიან.
აუდიტის რეკომენდაციები უკვე გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა ჯერ კიდევ 2016 წელს ინფექციების კონტროლის ერთიანი სტრატეგიის შექმნის რეკომენდაცია საქართველომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან უკვე მიიღო.
ჯანდაცვის სამინიტროში ამბობენ, რომ სტრატეგიაზე უკვე მუშაობენ, რომელიც ქვეყანაში 2020 წლიდან ამოქმედდება.
-
ტრაგედია ხმელთაშუა ზღვაში. 65 მიგრანტი ნავის გადაბრუნების შედეგად დაიღუპა
მინიმუმ 65 მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში, ტუნისის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად. გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს მონაცემებით გადარჩენა მხოლოდ 16–მა ადამიანმა მოახერხა. გადარჩენილები ამბობენ, რომ მათმა ნავმა ლიბიის ქალაქი ზუვარუ ხუთშაბათს დატოვა და პრობლემები დიდი ტალღების გამო შეექმნა.გაეროს მონაცემებით ლიბიასა და ევროპას შორის მარშრუტზე 2019 წლის პირველ ოთხ თვეში ჯამში 164 ადამიანი დაიღუპა.თუმცა დღევანდელი ინციდენტი ამ წელს გარდაცვლილი მიგრანტების რაოდენობით ყველაზე მძიმეა.გადარჩენილები ტუნისის სანაპირო ფლოტმა ნაპირზე გაიყვანა. ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.ტუნისის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტუნისის სამხედრო საზღვაო ფლოტმა სამაშველო ხომალდი მაშინვე გაგზავნა, როგორც კი ინციტენტის შესახებ შეიტყო. ადგილზე უკვე დახვდა მეთევზეთა გემი, რომელიც გადარჩენილებს ეხმარებოდა. მობილიზებული იყო მალტური ვერტმფრენიც.სავარაუდოდ ნავის მგზავრები აფრიკის ქვეყნებიდან იყვნენ წამოსული.“ეს არის ტრაგიკული და საშინელი შეხსენება იმ რისკებისა, რომლებსაც ეჯახებიან ისინი, ვინც ცდილობს ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთოს“ – ამბობს გაეროს წარმომადგენელი, ვინსენტ კოჩეტელი.ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი ცდილობს ხმელთაშუა ზღვის გადალახვას და ევროპაში არალეგალურად მოხვედრას. მათი საწყისი პუნქტი თითქმის ყოველთვის ლიბიაა. ბევრი მიგრანტი იმის გამო იღუპება, რომ გადავსებული და გაუმართავი გემებით და ნავებით მგზავრობენ.თუმცა 2017 წლის შუა პერიოდიდან მიგრანტების გადაადგილება ამ მარშრუტით მკვეთრად შემცირდა.2019 წლის პირველ სამ თვეში ევროპაში სამი ხმელთაშუაზღვისპირული მარშრუტით დაახლოებით 16000 ლტოლვილი და მიგრანტი ჩავიდა. ეს 17%–ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის იმავე პერიოდში ჩასული მიგრანტების რაოდენობა.ეს ძირითადად იმით აიხსნებ, რომ იტალიამ ლიბიის ძალები ჩართო მიგრანტთა შესაჩერებლად. ეს გადაწყვეტილება უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.რაოდენობის შემცირების მიუხედავად ტრაგედიები კვლავ ხშირია. გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს ყოველდღიურად ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 6 მიგრანტი იღუპებოდა. -
მალხაზ მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის რამდენიმე საათიანი დაკითხვა დასრულდა. მაჩალიკაშვილმა სუს-ის შენობა ადვოკატთან ერთად უკვე დატოვა.
ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხეს.
ადვოკატის თქმით, ექსპერტიზისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილს ხმის ნიმუშის აღება მოსთხოვეს, რასაც ის დათანხმდა.