Blog
-
გახარიას კიდევ ერთი ბოდიში. რას ფიქრობს შს მინისტრი პარლამენტის წინ დადგმულ მის ბიუსტზე
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი ბოდიში მოიხადა, ოღონდ ამჯერად იმ მოქალაქეების მიმართ, ვინც კლუბური ნარკოტიკების გამო ტრაგედია გამოიარა. გახარიას ჟურნალისტებმა დაუსვეს კითხვა, რას ფიქრობს პარლამენტის წინ დადგმულ მის ბიუსტზე, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერისას ბოდიშს იხდის. სამოქალაქო აქტივისტების აქცია–პერფორმანსს მინისტრი გამოხატვის თავისუფლებად თვლის:„როგორც მაშინ მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლებას ვიცავდით, დღესაც დავიცავთ იმ ბიუსტის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც რუსთაველზე დგას. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია გამოხატვის თავისუფლებას პატივს სცემს. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიდასტურებია და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი. მეორე – ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მწვავე, კრიტიკულ კითხვებს ვუპასუხოთ, როგორც ჩვენი ოპონენტების მხრიდან, ხშირად ჩვენი გუნდის წევრებისგანაც. აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. შინაარსობრივად რაც საკითხს შეეხება.12 მაისიდან 12 მაისამდე საქართველოში კლუბური ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის და კლუბიდან გამოსული ადამიანების გარდაცვალების გვქონდა 2 შემთხვევა. ამის შემდგომ აბსოლუტური პასუხისმგებლობით და ხაზგასმით აღვნიშნავ, როგორც კი მსგავსი ეს პოზიტიური გაუმჯობესებული მდგომარეობა გაურესდება ვერავინ ვერასოდეს შსს-ს ვერ აუკრძალავს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას და არ იქნებ არც ერთი დახურული ზონა. კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით იმ ადამიანებს ვინც ეს ტრაგედია გამოიარეს,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. -
ლეგენდარული მექსიკელი რესლერი ლონდონში რინგზე ბრძოლის დროს გარდაიცვალა
ლეგენდარული მექსიკელი სპორტსმენი, სესარ გონსალეს ბარონი, რომლის სპორტული მეტსახელი ვერცხლის მეფეა, ლონდონში ორთაბრძოლის დროს გარდაიცვალა.51 წლის რესლერი ცნობილ რაუნდჰაუს არენაზე გარდაიცვალა. ის ბრძოლის დროს რინგზე დაეცა და ვეღარ ადგა.პროფესიონალი მებრძოლი სესარ ბარონი სამშობლოში, მექსიკაში ნამდვილი ვარსკვლავი იყო, თანაც არა მხოლოდ რინგზე, არამედ კინოშიც. 2005 წელს ის ჰოლივუდურ კომედია “სუპერნაჩოში“ გადაიღეს ამერიკელ კომიკოსთან, ჯეკ ბლეკთან ერთად.ბარონი თეატრალიზებული შოუს, Lucha Libre–ს ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გამოდიოდა და სახეზე სხვა რესთლერების მსგავსად ნიღაბი ეკეთა.მექსიკური მედიის ინფორმაციით ბარონის სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. ორთაბრძოლის ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ დაცემის შემდეგ მალევე მასთან მსაჯმა და რამდენიმე ადამიანმა მიირბინა. მაყურებელი დიდხანს ვერ მიხვდა რა ხდებოდა და მისი სახელის სკანდირებას განაგრძობდა. -
პარლამენტთან გახარიას ბიუსტი დადგეს, რომელიც ბოდიშს იხდის
პარლამენტის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ბიუსტი დადგეს, რომელსაც სპეციალური წითელი ღილაკი აქვს და მასზე ხელის დაჭერისას ბოდიშს იხდის.. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ინსტალაცია შარშანდელი 12 მაისის მოვლენების გახსენებაა, როცა თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაციები განხორციელდა. სპეცოპერაციას პარლამენტის წინ ხალხმრავალი აქცია მოყვა, რომელზეც გიორგი გახარია მივიდა და ბოდიში მოიხადა. მან აქციის დაშლა შეძლო. -
ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს
ვაზიანის ბაზაზე სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის გარდაცვალების გამო.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.
მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. სამხედრო პოლიციამ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
-
კვიპროსში აეროპორტში დაკავებული 4 ქართველი დახმარებას ითხოვს
კვიპროსის აეროპორტში უკვე მეორე დღეა სამართალდამცველებს საქართველოს 4 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული. მიზეზი მათთვის უცნობია. როგორც დაკავებულები “რუსთავი 2”-ს ატყობინებენ, ერთ-ერთი მათგანი დიაბეტითაა დაავადებული. შალვა სპიროვის განცხადებით ის შეუძლოდ გახდა, ექიმთან მიიყვანეს, თუმცა მისთვის მედიკამენტოზური დახმარება არ გაუწევიათ. დაკავებულებს არ აქვთ საკვები და წყალი, სჭირდებათ დახმარება. მათ არც იმას ეუბნებიან, თუ როდის მოხდება მათი გათავისუფლება.„ბიძა მყავს გარდაცვლილი. ლარნაკას აეროპორტში ჩამოვფრინდი, რომ ოჯახს მივუსამძიმრო. ბიძაშვილები, ბიცოლა, ყველანი მელოდებიან. ასე გადმოგვიყვანეს ოთახში, ერთს ეუბნებიან სიტყვაზე რომ თანხა არასაკმარისი გაქვს, მაგრამ საკმარისზე ორჯერ მეტი აქვს. მეორეს ეუბნებიან, რომ სასტუმრო არ გაქვს დაჯავშნული, როდესაც კომპანია გვეუბნება, რომ დაჯავშნულიც არის სასტუმრო და გადახდილიც არის. ბარგი ჩამორთმეული გვაქვს, საბუთები ყველაფერი ჩამორთმეული გვაქვს. გამოგვიყვანეს აქეთ, როგორც ვვარაუდობ, რაღაც დროებითი მოთავსების ოთახია. წყალი არ გვაქვს, დასალევი წყალი ტუალეტში მოდის ცხელი წყალი. წყალი არ გვაქვს, საჭმელი არ გვაქვს. მე პირადად ერთს ვუთხარი, რომ რა მიზეზით დამაკავეთ-თქო, სიცილით მითხრა, უბრალოდ არ მომეწონე და არ გიშვებო. აქ ვინც ვართ ოთხი, არანაირი დარღვევა არაფერი არ გვაქვს. შემიძლია ვივარაუდო, რომ ელოდებიან სამშაბათს, რომ შემდეგი რეისი იყოს და ჩაგვსხან ისევ უკან თვითმფრინავში და გამოგვიშვან“ – აცხადებს შალვა სპიროვი.დაკავებულები დახმარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ. -
„ძალაც და უფლებაც ოლიგარქს“– პლაკატების აქცია თბილისის ქუჩებში
დღეს დილიდან თბილისის ქუჩებში და ხიდებზე ბანერები გამოჩნდა სხვადასხვა შინაარსის წარწერებით: “უფრო მორჩილი სასამართლო,” “არა თავისუფლებას,” “ძალაც და უფლებაც ოლიგარქს,” “მეტი ფარული ჩანაწერი,“ “მედია უნდა იყოს მართული“ „მოიჭრას ყველა ხე“ და ა.შ. როგორც გაირკვა, ეს იყო სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ და შარშან ამ დროს თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული რეიდების ერთი წლისთავის აღსანიშნავად. – დედაქალაქის უბნებში, ხიდებზე ამ შინაარსის პოსტერები გამოჩნდა.„2018 წლის 12 მაისს საქართველოს ხელისუფლებამ იარაღი მიუშვირა თავისუფალ სივრცეებში საცეკვაოდ შეკრებილ ადამიანებს და ამის პასუხად ათიათასობით გულანთებული ადამიანის ერთობა მიიღეთ. თქვენ რა თქმა უნდა ბოდიში უნდა მოგეხადათ. თქვენი ბოდიში მიღებულია არა იმიტომ, რომ დავიჯერეთ მისი გულწრფელობის, ან გვგონია, რომ ეს ბოდიში რამეს შეცვლიდა, ან ამაზე უარესი არაფერი გიქნიათ, ან ვენდეთ დაპირებებს (ჩვენ უკვე დიდი ხანია აღარ გენდობით თქვენ), დიდი ხანია ბოდიში გაქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის, იმ ყველაფრის გამო, რაც ამ წლებში დაგვმართეთ,“ – ნათქვამია სამოქალაქო აქტივისტების მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.საპროტესტო შინაარსის ბანერები მალევე ჩამოიხსნა. სავარაუდოდ ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.






-
რუსთავი2–ის მეწილე მენეჯმენტს კომპანიის გაკოტრების მცდელობაში ადანაშაულებს
“რუსთავი 2”-ის 9 პროცენტიანი წილის მფლობელი, პარტნიორთა კრების მოწვევას ითხოვს. ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის მიზეზებზე ისაუბრა. 9% წილის მფლობელი ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომას ითხოვს და ამბობს, რომ “რუსთავი 2”-ს ბიუჯეტში გადასახდელი თანხები აქვს, თუმცა მას მიზანმიმართულად არ იხდის.„ერთადერთი ვარაუდი, რაც გამომდინარეობს აქედან, გახლავთ ის, რომ ხომ არ არის ეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა. სხვა რამით ამის ახსნა შეუძლებელია. გაკოტრების პროცესი, როგორც ამ წუთში იურიდიულად არ მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარეობს პროცესები, რომელი პროცესების შემდეგაც, ზოგადად გაკოტრება სამართლებრივად არის გარდაუვალი. პირველი ნიშანი არის ვალაუვალობა სწორედ საწარმოსი. გადასახადების გადაუხდელობა, მათ შორის რა თქმა უნდა. ფაქტია, რომ ეს საწარმოში ხორციელდება მაშინ იმ ფონზე, როდესაც გარკვეული შემოსავლები ასე ვთქვათ არ მიემართება “რუსთავი 2”-ში, “რუსთავი 2”-სთვის იკარგება და მიემართება საშუამავლო კომპანიისთვის. ჩვენ პირველ რიგში სანამ სასამართლოს მივმართავდით, მივმართეთ ტელეკომპანიას და ვუთხარით ეს ფინანსური დოკუმენტაცია გადმოეცა. ფინანსური დოკუმენტაცია ვერ მივიღეთ. ვერც პასუხი ფინანსური დოკუმენტაციის გადმოცემის თაობაზე. პარტნიორთა კრების მოწვევისთვის აუცილებელია პარტნიორის ინფორმირებულობა პარტნიორთა კრებაზე გასამართ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ინფორმირებულობის გარეშე კონკრეტიკაზე საუბარი პარტნიორთა კრებაზე ძალიან რთულია. ნინო ნიჟარაძე 9 % -იანი წილის გაყიდვა ისევ უნდა. იმედი გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ, ისეთი გარემოებები დადგინდება, რომ პარტნიორებს მიეცემათ საშუალება დარჩნენ იმავე ფორმატში კომპანიის ხელმძღვანელობაში და მფლობელობაში როგორც არიან. ასეთ შემთხვევაში ამას განახორციელებს. დღეს სამწუხაროდ ამის სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს რომ რომელიმე მეწილემ თავისი წილის გაყიდვა მოახდინოს. მხარის მიერ ზიანის მოთხოვნის და ზიანის ანაზღაურება კავშირში არ არის იმ აკრძალვებთან, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა და რასაც ახმოვანებს ქალბატონი თეა წულუკიანი,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა. -
კახეთში ზარალს ითვლიან. სეტყვამ ასეულობით ჰექტარი ვენახი დააზიანა
კახეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ ასეულობით ჰექტარი ვენახი დააზიანა. განსაკუთრებით რთულია ვითარება სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ქვემო ბოდბის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ სეტყვამ ერთწლიანი ნარგავები, სიმინდის ნათესები და ვენახები გაუნადგურა. სტიქია დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა.
ადგილობრივები დახმარებას ხელისუფლებისგან ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ გამოყენებული იქნა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები თუმცა, ეს ღონისძიება არაეფექტური აღმოჩნდა.
„20 წუთი მოდიოდა სეტყვა, ეს ადგილები იყო სულ თეთრად. მოსავლის გარეშე ვართ. მინდორიც გაფუჭდა,“-აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი მოსავალია.
ხელისუფლებაში კი ვერ აკონკრეტებენ რა სახის დახმარებას გაუწევენ მოსახლეობას. ამ ეტაპზე მხოლოდ ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
სიღნაღის გარდა, დაზარალებულია ასევე თელავის მუნიციპალიტეტი, სადაც მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება.
-
პარლამენტი “შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“ კანონს იღებს და მკაცრ რეგულაციებს აწესებს
პარლამენტში ხვალ ოფიციალურად დარეგისტრირდება კანონპროექტი “შინაურ ცხოველთა კეთილდღეობის შესახებ“, რომლის ავტორი უმრავლესობის წევრები არიან.კანონის ავტორების თქმით, მისი მიღების მიზანია: შინაური ბინადარი ცხოველების კეთილდღეობის უზრუნველყოფა და მათი დაცვა, ადამიანისა და შინაური ბინადარი ცხოველების თანაარსებობის უსაფრთხო, საიმედო გარემოს შექმნა, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე, აპრობირებული, ჰუმანური პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა.პროექტის მიხედვით შინაური ბინადარი ცხოველი წარმოადგენს ცხოველს, რომელიც ადამიანს ჰყავს “ესთეტიკური, თუ სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ასევე ფუნქციური დანიშნულებით, ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად.“კანონპროექტის მიხედვით შინაური ბინადარი ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრაციას და დროებით რეგისტრაციას. რეგისტრაციის შემდეგ კი, შინაური ბინადარი ცხოველის მაინდენტიფიცირებელ საშუალებებს წარმოადგენს სვირინგი, “საჭდი“, მიკროჩიპი ან სპეციალური საყელური, რომელზეც განთავსებულია შინაური ბინადარი ცხოველის საიდენტიფიკაციო ნომერი და მეპატრონის მონაცემები.კანონპროექტში წერია, რომ ნებისმიერი პირი, ვინც უვლის ან პატრონობს შინაურ ბინადარ ცხოველს, პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნდა განახორციელოს ყველა გონივრული ქმედება, რათა თავიდან აიცილოს შინაური ბინადარი ცხოველის გაქცევა ან დაკარგვა.შინაური ბინადარი ცხოველის მეპატრონე კანონით ვალდებული ხდება უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი შინაური ბინადარი ცხოველის შთამომავლობის მოვლა – პატრონობა ან გასხვისება.კანონით დაუშვებელი ხდება შინაური ბინადარი ცხოველის მუდმივად დაბმულ მდგომარეობაში ყოლა, მოკლე საბმელის ხანგრძლივად გამოყენება და ასევე, ხანგრძლივად დახურულ სივრცეში ყოლა. დაუშვებელი იქნება შინაური ბინადარი ცხოველის გადაცემა ჯილდოს, პრიზის ან პრემიის სახით.თუკი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავდა ან დაიღუპა შინაური ბინადარი ცხოველი, მძღოლი ვალდებული ხდება ამის თაობაზე პოლიციას შეატყობინოს.ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე, ერთი ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა (გარდა ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს), თუ ეს მისამართი და ტერიტორია ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ხოლო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში აკრძალული იქნება 5-ზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა. -
მილა იოვოვიჩი ლოს ანჟელესში დიმა ბილანის კონცერტზე გაერთო(ვიდეო)
რუსი მომღერლის, დიმა ბილანის კალიფორნიულ კონცერტს ჰოლივუდის ვარსკვლავი, მილა იოვოვიჩი ესწრებოდა. როგორც ჩანს, მილას რუსული ფესვები რუსული ესტრადის სიყვარულსაც განაპირობებს. მუსიკოსმა ინსტაგრამზე ვიდოფრაგმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც მილა კარგად ერთობა და მღერის კიდეც.“მილა შენ ხარ ლეგენდა და საოცარი ადამიანურობის ადამიანი!!! ვაღმერთებ შენს ენერგიას და სიმსუბუქეს!!! ძალიან მიყვარხარ!!! მადლობა რომ ამ საღამოს ჩემთან ერთად იყავი“– დაწერა დიმა ბილანმა.მომღერლის თაყვანისმცემლები გაახარა იმ ფაქტმა, რომ ბილანი მილა იოვოვიჩს იცნობს და მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.