Blog
-
ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ახმეტის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ოჟიოში მოხდა.დაშავებულს ჭრილობები თანასოფლელმა ბასრი საგნით მუცელსა და ზედა კიდურის არეში მიაყენა.ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.ავტომობილი კი, რომელსაც დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც დაზარალებულს უკვე 112-ის ბრიგადა დაეხმარა. ამ დროისთვის მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.მომხდარს სამართალდამცავები სწავლობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. -
პოლიციამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1989 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.დანაშაული 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ე.მ.-მ თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ვალუტის გადამცვლელ პუნქტში 2 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა. სამართალდამცველებმა ყალბი ფული ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.პოლიციამ, ე.მ.-ის და მისი მეგობრის – ა.ა.-ის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღო.გამოძიება დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. -
ჯო ბაიდენი დემოკრატების საპრეზიდენო კანდიდატებს შორის ლიდერობს
აშშ–ს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჯო ბაიდენი, დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დიდი უპირატესობით დაწინაურდა.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩვენებისთვის დემოკრატიული პარტიის 20 კანდიდატი ემზადება. თუმცა, ბოლო მონაცემებით ბაიდენი ყველაზე პოპულარულია. „როიტერის“/ Ipsos ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენს დემოკრატი და დამოუკიდებელი ამომრჩევლების ხმათა 29% აქვს, კიდევ ერთ დემოკრატს კანდიდატს, სანდერსს 13%, ხოლო დანარჩენი დემოკრატი კანდიდატები ხმათა 6% ან უფრო ნაკლებს ფლობენ.
ბაიდენის რეიტინგი გასულ თვეში 24% პროცენტი იყო, ახლა კი მას 29% აქვს. ბაიდენის პოპულარობის ზრდა იმასთანაა დაკავშირებული, რომ მას ბევრი დემოკრატი ტრამპის ძლიერ მოწინააღმდეგედ თვლის.
ბაიდენი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიუ ჰემფშირში გამოვიდა სიტყვით ამომრჩეველთა წინაშე და თქვა: „ მოდით, გავიხსენოთ ვინ ვართ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ყველაფერი რასაც ჩავიფიქრებთ, ყოველთვის გამოგვდის. მე უარს ვამბობ გადავდო სამომავლოდ ამ ქვეყნის შესაძლებლობები, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ადმინისტრაცია“.
მიუხედავად ბაიდენის პოპულარობის ზრდისა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მისთვის ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები. მაგალითად, „როიტერის“/Ipsos ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში ლიდერობს, გარდა მილენიალებისა (18-37 წლამდე მოსახლეობა). ისინის მცირედ უპირატესობას ანიჭებენ დემოკრატების კიდევ ერთ კანდიდატს, სანდერსს. „პოლიტიკოს“ გამოკითხვის მიხედვით კი, 18-29 წლამდე მოსახლეობის 42%, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს ბაიდენს. ამის მიზეზი ისაა, რომ 2002 წელს ბაიდენი ერაყის ომის მომხრე იყო.
ბაიდენს მთავრობაში ყოფნის 44 წლიანი გამოცდილება აქვს. მან დელავერის სენატორობიდან დაიწყო და ბოლოს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ჰქონდა.
როგორც ჩანს, დემოკრატების კანდიდატებს შორის ბრძოლას თვალს ადევნებს პრეზიდენტი ტრამპიც, რომელმაც ამ თემაზე კომენტარი პანამა-სითიში, ფლორიდაში გააკეთა: „ უნდა აირჩიოთ „მძინარე ჯოსა“ და „გიჟ ბერნის“ შორის, მე ნებისმიერ მათგანზე თანახმა ვარ. მოდით, უბრალოდ აირჩიეთ ვინმე, გთხოვთ და დავიწყოთ. უბრალოდ დავიწყოთ. აირჩიეთ ვინმე!“.
დემოკრატები პირველ შიდა პარტიულ დებატებს შემდეგ თვეში გამართავენ, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
ამ ეტაპისთვის, დემოკრატებს შორის ბაიდენი წამყვანი კანდიდატია და პარტიის შიგნით მას ბევრი აღიქვამს, როგორც მოწინავე ფიგურას.
-
ზუგდიდში პოლიციის საგანგებო მობილიზაციაა(ვიდეო)
არჩევნებამდე 2 დღით ადრე ხელისფლება ზუგდიდში სამართალდამცავების სრულ მობილიზაციას ახდენს. „ოდიშინიუსმა“ გადაიღო ექსკორტის კადრები, სადაც კარგად ჩანს როგორ შემოდიან სპეცდანიშნულების რაზმები ქალაქში. ასევე მობილიზაციაა სამხარეო პოლიციის შენობაში, სადაც საგანგებო თათბირი იმართება ამ წუთებში და სავარაუდოდ საარჩევნო დავალებებს გასცემენ პოლიციელებზე.
ოპოზიციას ამ არჩევნებზე 5000 დამკვირვებელი ყავს. ადგილობრივები 19 მაისს ახალ მერს აირჩევენ, შუალედური არჩევნები წინა მერის კორუფციულ გარიგებებში ბრალდებისა და დაკავების გამო იმართება. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის ერთ-ერთი გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსია.
-
ირანთან აშშ-ის დაპირისპირება მწვავდება
ირანის ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ფარსზე“ დაყრდნობით, ირანის „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” მაღალი რანგის წევრმა დღეს განაცხადა, რომ ირანული მოკლე რადიუსის რაკეტებს შეუძლია მიწვდეს სპარსეთის ყურეში ჩაყენებულ საბრძოლო გემებს. მოჰამად სალე ჯოხარმა ეს კომენტარები დღეს გააჟღერა მაშინ, როცა აშშ-სთან სიტუაცია იძაბება.
ამ ფონზე, აშშ გაზარდა სამხედრო კონტიგენტი რეგიონში, განალაგა დამატებითი გემები და ისლამური რესპუბლიკიდან მომდინარე საფრთხეების ასაცილებლად, გაამკაცრა სანქციები ირანის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურე ერთერთი ყველაზე მეტად სტრატეგიული ადგილია იმდენად, რამდენადაც ყურეში მსოფლიოს ნავთობის მესამედი გადაიქაჩება.
გასულ კვირას, ირანმა გააკეთა გაფრთხილება, რომ ახალი ბირთვული შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში 7 ივლისამდე, ურანის გამდიდრებას გააგრძელებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ უკვე განაცხადა, რომ უპირატესობას მოლაპარაკებებს ანიჭებს. გენერალი რასულ სანაეირადი ამბობს, რომ დიპლომატია და სანქციები ერთდროულად, იგივეა, რაც „ვინმეს იარაღი მიუშვირო და თან, მეგობრობა სთხოვო“. გენერლის განცხადება ირანის ნახევრად ოფიციალურმა სააგენტო „მერმა“ დაიმოწმა. წყარო: ამერიკის ხმა
-
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯასტინ ბიბერი ედ შირანთან დუეტით და კლიპით დაბრუნდა
ჯასტინ ბიბერმა თაყვანსმცემლები გაახარა ახალი სიმღერით, რომელიც მრავალთვიანი პაუზის შემდეგ პირველია.
ედ შირანთან ერთად მან კლიპი გადაიღო, რომელიც უცნაური და მხიარული სცენებით არის სავსე. კლიპის პრემიერა youtube–ზე პარასკევს შედგა და მან მალევე მილიონობით მაყურებლის ნახვა დააგროვა.ერთობლივი მუშაობის შესახებ ჯასტინ ბიბერმა და ედ შირანმა ორი კვირის წინ განაცხადეს და გამოაქვეყნეს კლიპზე მუშაობისას გადაღებული ერთობლივი ფოტო.მოგვიანებით მომღერლებმა წარმოადგინეს სინგლი I Don’t Care და პირობა დადეს, რომ მალე კლიპსაც გამოუშვებდნენ. კანადელი და ბრიტანელი მომღერლების თაყვანისმცემლები ვიდეოს მოუთმენლად ელოდნენ. ბევრი ვარაუდობდა, რომ სპეცეფექტებს და დაუვიწყარ სანახაობას იხილავდა.ვიდეო მართლაც დაუვიწყარი გამოვიდა: მხიარული, ანიმაციური, არეულ–დარეული. მომღერლების სამოსი კი უცნაური და ასევე მხიარული. სამი წუთის მანძილზე ბიბერი ხან სიმინდად გვევლინება, ხან ნაყინად, ხან კენტავრად და ა.შ. ედ შირანმაც კლიპში არაერთი როლი მოირგო. ერთ–ერთ კადრში ის ჯასტინის საცოლედაც იქცა.ჯასტინ ბიბერი გასული წლიდან მძიმე დეპრესიას ებრძოდა. ზამთარში მან ოფიციალურად განაცხადა, რომ დროებით წყვეტს მუშაობას და აპირებს მთელი დრო ოჯახს დაუთმოს. ახლა მომღერალი თავს ბევრად უკეთ გრძნობს. ვარცნილობა შეიცვალა, ახალ ალბომს ამზადებს და ფანატებსაც ეკონტაქტება. -
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უახლოეს ათ წელში კიბოს საბოლოოდ დაამარცხებენ
ბრიტანელი მეცნიერები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უახლოესი ათი წლის განმავლობაში შესაძლებელია ახალი პრეპარატების შემუშავება, რომლებიც შეძლებენ კიბოს ყველაზე მდგრადი უჯრედების განვითარების შეჩერებას, რომლებიც ჯერჯერობით არანაირ პრეპარატებს და პროცედურებს არ ექვემდებარებიან.ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტმა გამოაცხადა, რომ 75 მილიონ ფუნტ სტერლინს გამოყოფს ამ მიდგომის შესასწავლად. ინსტიტუტმა გადაწყვიტა ახალი, თანამედროვე ცენტრი გახსნას ახალი პრეპარატების შესამუშავებლად ლონდონის სამხრეთით, სატონის რაიონში.ინსტიტუტის დირექტორი, პოლ იორკმანი ამბობს, რომ ყველაზე სერიოზულ პრობლემად კიბოსთან ბრძოლაში რჩება კიბოს უჯრედების წამლებთან ადაპტირების და წამლების მიმართ მდგრადობის გამომუშავების უნარი.მისი თქმით, ახალი წამლები, რომლებიც შემუშავების სტადიაშია შეძლებს კიბოს გავრცელება გრძლვადიან პერსპექტივაში შეაჩეროს, გარდა ამისა, კიბოსგან განკურნების შემთხვევათა რიცხვი არსებითად გაიზრდება.რაღაც მსგავსი უკვე ხდება შიდსით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით.მკვლევარები ამბობენ, რომ ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდები, მაგალითად ქიმიოთერაპია ხანდახან უშედეგოა, რადგან კიბოს უჯრედები გადარჩენას ახერხებენ, ადაპტირდებიან და სიმსივნე ისევ ბრუნდება.“კიბოს უჯრედების უნარი ევოლუციონირდეს და რეზისტენცია განავითაროს, მთავარი მიზეზია, რის გამოც კიბოსგან ადამიანები იღუპებიან და მთავარი პრობლემაა ამ დაავადებასთან ბრძოლაში.“ – ამბობს პროფესორი უორკმანი.მისი თქმით, მათი ინსტიტუტი რადიკალურად ახალ მიდგომას ამუშავებს კიბოს სამკურნალოდ, რაც გულისხმობს წინასწარ გამოცნობას, როგორ მოახდენენ ევოლუციონირებას კიბოს უჯრედები. მკვლევარების ამოცანაა არ მისცენ კიბოს უჯრედებს უფლება კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების მიმართ მდგრადობა გამოიმუშაონ.ინსტიტუში ამბობენ, რომ პროექტში სამასამდე მკვლევარს ჩართავენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროდან. -
“თუ არჩევნებს მოიპარავ, გამოვაცხადებთ საყოველთაო მობილიზაციას და გადმოვალ შეტევაზე“– სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს
ზუგდიდის არჩევნებამდე ორი დღით ადრე მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ფეისბუქით მიმართავს და ურჩევს არჩევნების გაყალბება არ იფიქროს. წინააღმდეგ შემთხვევაში საყოველთაო მობილიზაციით და საქართველოში ჩამოსვლით იმუქრება. მიმართვის ვიდეო სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა:“ივანიშვილმა თავისი მორიგი გოდორი დააყენა კანდიდატად.ივანიშვილს ჩაყავს იქ დიდი რაოდენობით პოლიცია, აპირებს საარჩევნო უბნებზე მანიპულაციას. მორბიან, ხალხს ცემენ, ურტყამენ, მანქანები შეიყვანეს სადაც ბავშვები იყვნენ შეგროვილი და ასე შემდეგ.მინდა მივმართო ივანიშვილს: მომისმინე კარგად შენ. ეს არჩევნები სანდრას აქვს მოგებული მე ვიცნობ საარჩევნო სიტუაციას კარგად და ხულოში, მთაწმინდაზე, მარნეულში, ზესტაფონში და ყველგან მთავრობას აქვს წაგებული.საკითხი დგას აქ ძალიან მრატივად: ან თქვენ აღიარებთ დამარცხებას და შეეგუებით იმას, რომ შენ არა გაქვს აბსოლუტური კონტროლი, საქართველოარ არის შენი დუქანი, ეს არ არის შენი პირადი საკუთრება,ან შეეგუებით რომ ნელნელა თანდთან ხელისუფლება გადადის წყნარად საქართველოს საზოგადოების, ხალხის ხელში, ან ჩვენ ყველა უნდა დავმობილიზირდეს. ეს აღარ არის შარშანდელი ნოემბერი. ჩვენ ამას აღარ გავატარებთ. მე, მიხეილ სააკაშვილი ამას აღარ გავატარებ. თუ ამ არჩევნებს ის ან გააყალბებს ან მოიპარავს, ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო მობილიზაცია საქართველოს მაშტაბით, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ საქართველოში არჩევნები გაუქმებულია. ამას არ შეეგუება სანდრა, ამას არ შევეგუები მე. ვიწყებთ ხალხის მობილიზაციას ყველგან, მშვიდობიან ქმედებას ყველგან, სანამ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება და საქართველოში არ იქნება ნორმალური არჩევნები.მე ვარ ამ პროცესში ჩართული ბოლომდე.მე მაქვს საქართველოში აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა ახლა და მე არ ვაპირებ შევეგუო, რომ ავადმყოფმა ოლიგარქმა, ქურდბაცაცამ ეს არჩევნები ხელახლა ჯიბეში ჩაიდოს.მე, მიხეილ სააკაშვილი. თავიდან ბოლომდე ჩავერთვები ორგანიზაციაში მას შემდეგ,რაც თქვენ ამ არჩევნებს მოიპარავთ და დავაჩქარებ და მოვამზადებ ჩემს სწრაფ ჩართვას ადგილზე, საქართველოში ამ პროცესებში. ისე რომ თითსაც ვერ დამაკარებთ. მე უკან აღარ დავიხევ. არც დამიხევია აქამდე, მაგრამ ახლა უკვე გადმოვალ შეტევაზე. “– ამბობს სააკაშვილი -
სექსისტური განცხადების გამო ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
ოპონენტი ქალების მიმართ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სექსისტური და დამამცირებელი შეფასებების გამო, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ ფაცაციას სამოქალაქო სექტორი დაუპირისპირდა.
აქტივისტების აზრით, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა გადადგეს, პარტიამ კი ის უნდა გარიცხოს. ფაცაციამ Facebook-ში დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე სექსისტური და დამამცირებელი პოსტი ხუთშაბათს გამოაქვეყნა, რასაცმწვავე რეაქცია მოჰყვა, პროტესტის შემდეგ ზუგდიდი საკრებულოს დეპუტატი იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა.
ჩინოვნიკის თავდასხმის ხშირი ობიექტები არიან ზუგდიდის საკრებულოს წევრი გაერთიანებული ოპოზიციიდან ანი წითლიძე და მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსი.
თამაზ ფაცაციას სექსისტური და დამამცირებელი პოსტების გარდა, მის ფეისბუქ გვერდზე არაერთი ქსენოფობიური, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებაა.
თუ „ქართული ოცნება“ თამაზ ფაცაციას განცხადებებზე პასუხს არ აგებინებს, სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ ქალთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია წახალისდება.
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს შესაძლოა, საკუთარ გამონათქვამებზე პასუხისგება სასამართლოშიც მოუწიოს. შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო საჩივარს ანი წითლიძე ამზადებს.
-
შსს დისკრიმინაციასთან ბრძოლის შედეგებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დისკრიმინაციასთან ბრძოლის ბოლო ორი წლის შედეგები გამოაქვეყნა. შსს ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვა, მათ შორის, დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და ამ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია.სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის აქტიური მონაწილეობით, 2018-2019 წლებში მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა:✓ გადამზადდნენ გამომძიებელები და პოლიციის მენეჯერები დისკრიმინაციული მოტივის გამოვლენისა და მსხვერპლთან ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე;✓ შეიქმნა სახელმძღვანელო და შესაბამისი ინსტრუქციები დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების მოტივის იდენტიფიცირებისა და დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხებზე;✓ ეუთოს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ადამიანის უფლებათა ოფისთან (ODIHR) მჭიდრო თანამშრომლობით, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე დაინერგა ტრენინგ-პროგრამა, რომელიც სამართალდამცავ უწყებას სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მყისიერ რეაგირებასა და გამოძიების ეფექტიანად ჩატარებაში დაეხმარება;✓ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. აგრეთვე, სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში დამამძიმებელი გარემოების სახით განისაზღვრა დანაშაულის ჩადენა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით;✓ ამჟამად, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა დისკრიმინაციულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კანონმდებლობის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით;✓ გაუმჯობესდა სტატისტიკური მონაცემების შეგროვების პროცესი. ამ მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან.გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების შედეგად, 2018 წელს საგრძნობლად გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები.2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 3-ჯერ მეტი პირი იქნა მიცემული (2017 წელთან შედარებით).დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დასაცავად, მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად, შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთან კომუნიკაციის საკითხს.შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული რეფორმები და დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების გაზრდილი მაჩვენებელი დადებითად იქნა შეფასებული საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მიერ. აღნიშნული უწყების მიერ მიღებულ რეზოლუციაში პოზიტიურად არის შეფასებული 2018 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მიღწეული შედეგები სიძულვილის, დისკრიმინაციის, გენდერული ნიშნით ძალადობის მიმართულებით.გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებასა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად არის ჩართული დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებისა და სიძულვილის ენის პრევენციის ღონისძიებებსა თუ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.– წერია შსს–ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.