თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, 80 წლამდე მამაკაცს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. გარდაცვლილი თანასოფლელებმა იპოვეს და 112-ს დაუკავშირდნენ.
Blog
-
კახეთში მდინარეში 80 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემთხვევის ადგილი ყველა შესაბამისმა უწყებამ დაათვალიერა.საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. -
არნოლდ შვარცენეგერს სამხრეთ აფრიკაში თავს დაესხნენ (ვიდეო)
71 წლის არნოლდ შვარცენეგერი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. მსახიობი და კალიფორნიის ექს გუბერნატორი სამხრეთ აფრიკაში ბოდიბილდინგის შეჯიბრებაზე იმყოფებოდა, როცა თავს დაესხნენ.შვარცენეგერი ადგილობრივ სტუდენტებს ავარჯიშებდა და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობდა, როცა მოულოდნელად უცნობი მამაკაცი უკნიდან გამოექანა და მას ზურგში ფეხი ჩაარტყა. შვარცენეგერი დაეცა.ინტერნეტში თავდასხმის კადრები გავრცელდა. თავდამსხმელი უცებ გააუვნებელყვეს. შვარცენეგერი მსუბუქი დაზიანებით გადარჩა. -
ზუგდიდში საარჩევნო უბანთან სროლისთვის 2 ახალგაზრდა დააკავეს
დღეს საღამოს ზუგდიდში ორი ახალგაზრდა დააკავეს, რომლებმაც ე.წ. ფაიფურის დასახლებაში 87–ე საარჩევნო უბანთან ისროლეს.
სავარაუდოდ ერთ-ერთი პირი, ირაკლი ჩანგელია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის, ლელა ლაშხიას შვილია.
გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი, ზოია ქვარცხავა მანქანიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. მისი ყურადღება შეიარაღებულმა მამაკაცმა მიიქცია, რომელიც უბნის შესასვლელთან მოძრაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1999 წელს დაბადებული ი.ჩ. და 2000 წელს დაბადებული ბ.გ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულებმა ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.
-
კიმ კარდაშიანმა ახალდაბადებული შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა
38 წლის კიმ კარდაშიანი ერთი კვირის წინ დედა მეოთხედ გახდა. მან ბოლო ბოლო გადაწყვიტა პატარას სურათი სოციალურ ქსელებში გამოექვეყნებინა. ფანები უკვე დაობენ, ვის გავს პატარა– დედას უ მამას. თუმცა უფრო მეტი კამათი არა ფოტომ, არამედ ბავშვის სახელმა გამოიწვია Psalm West – ასე მიაწერა კიმმა ბავშვის ფოტოს. კარდაშიანის თაყვანისმცემლებს ბავშვის სახელზე არაერთვაროვანი რეაქცია ქონდათ.
«Psalm» ებრაულიდან თარგმანში სიმღერას, ან ჰიმნს ნიშნავს და ბიბლიის ერთ–ერთ წიგნს ეხება. ეს კი ყველას არ მოეწონა. ზოგმა ჩათვალა, რომ ბავშვის მამამ, კანიე უესტმა თავი ღმერთად წარმოიდგინა. თუმცა, გასაოცარი ბავშვის უცნაურ სახელში არაფერია. კიმის და კანიეს სამ უფროს შვილსაც საკმაოდ უჩვეულო სახელები აქვთ. ხუთი წლის გოგონას North, ანუ ჩრდილოეთი ქვია. სამი წლის ბიჭს Saint, ანუ წმინდანი. 15 თვის გოგონას კი მათ ჩიკაგო დაარქვეს.ახალდაბადებული პატარა, ისევე როგორც ჩიკაგო წყვილს სუროგატმა დედამ გაუჩინა. საქმე იმაშია, რომ ბიჭის დაბადების შემდეგ ექიმებმა კარდაშიანი გააფრთხილეს, რომ ფეხმძიმობა და მშობიარობა მომავალში მისთვის საშიში იქნებოდა, რადგან ორ უფროს შვილზე ფეხმძიმობა მძიმე გართულებებით მიმდინარეობდა.
-
მდ. ნენსკრა ადიდდა,ორი სახლი შეიძლება წყალმა წაიღოს
მდინარე ნენსკრა ადიდდა, დატბორილია სოფელ ჭუბერში მდებარე სახლის ეზო.
მდინარე ნენსკრა ადიდდა – დატბორილია სოფელ ჭუბერში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზო. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ორ საცხოვრებელ სახლს საფრთხე ემუქრება, რადგან შესაძლოა, შენობები წყალმა წაიღოს.
ნინელი ჩხეტიანის განცხადებით, მათ დასახმარებლად და ეზოდან წყლის ამოსატუმბად ჭუბერის გამგებელმა ტრაქტორი მიიყვანა, თუმცა ტექნიკა მალევე გაფუჭდა. ჩხეტიანების განმარტებით, მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეძლო წყლის ნაკადის შეჩერება, თუმცა საფრთხე ისევ არსებობს. ოჯახი დახმარებას ითხოვს.
ჩხეტიანები ამბობენ, რომ გასულ წელს ადიდებულმა მდინარემ მისი კუთვნილი ერთი სახლი უკვე დაანგრია და შესაძლოა ახლაც იგივე განმეორდეს.
„ორი სახლი შეიძლება წყალმა წაიღოს. საფრთხე გვემუქრება. დახმარებას ვითხოვთ,“- განაცხადა ნინელი ჩხეტიანმა.
-
“ეს არის ორგანიზებული მცდელობა, დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები.”- საგანგებო ბრიფინგი ოპოზიციაში
ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, თინათინ ბოკუჩავამ გააკეთა. რამდენიმე საათის წინ საარჩევნო უბანთან სროლის ხმა ისმოდა. არსებული ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელ ზოია ქვარცხავას დასაშინებლად იმ დროს გაისროლეს, როცა ის მანქანიდან გადმოდიოდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა. გაერთიანებული ოპოზიციისთვის იმ პირის ვინაობა უკვე ცნობილია, რომელმაც სროლა განახორციელა.
„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვინც არის ამ მანქანის მეპატრონე – ირაკლი ჩანგელია, რომელიც დაბადებულია 1999 წელს. თუ ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, იმედი გვაქვს, რომ პოლიციას ასევე აქვს ინფორმაცია და მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი, უნდა დაისაჯონ ასევე ის ადამიანები, ვინც გასცეს უკანონო ბრძანება. გაურკვეველი პირები გადმოვიდნენ მანქანიდან და მათ განახორციელეს ჰაერში გასროლა პისტოლეტის ტიპის იარაღიდან. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ქალბატონმა ზოიამ შეძლო, რომ დაეფიქსირებინა იმ მანქანის ნომერი, რომლიდანაც აღნიშნული პირები გადმოვიდნენ. ჩვენ გაგვაჩნია ფოტომასალა ამსახველი ამ ნომრის და აღმოჩნდა, რომ ეს იყო იგივე მანქანა, რომელიც იმყოფებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში 14 მაისს, როდესაც იყო მცდელობა მირანდა მესხის ორგანიზებით, სიების გატაცების, რომელიც ჩვენ შემდგომ დავაბრუნებინეთ,“ – განაცხადა ბოკუჩავამ. ენმ-ს წევრის განცხადებით, სწორედ იგივე ავტომანქანა ფიგურირებს საოლქო კომისიიდან სიების გატანის საქმეშიც. სწორედ ამ მანქანით გადაადგილდებოდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორები და საარჩევნო კომისიის წევრები, როცა მათ სიები უკან დააბრუნეს. თინა ბოკუჩავა სამართალდამცავებს დროული რეაგირებისკენ და დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს. „ჩვენ მოვითხოვთ პოლიციისგან, მოხდეს დაუყოვნებლივ, აღნიშნული ფაქტის გამოძიება, არა მხოლოდ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც მოახდინეს გასროლა, არამედ ასევე დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც გასცა ეს უკანონო ბრძანება,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების და ამომრჩევლების დაშინებას ცდილობს.
„ფაქტია, რომ ეს არის ორგანიზებული მცდელობა, დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები. ფაქტია, რომ ეს ადამიანი არის “ქართული ოცნების” ზონდერი, რომელიც ერთი მხრივ, ცდილობს მოიპაროს სიები, რის საშუალებაც ჩვენ მას არ მივეცით და მეორე მხრივ იარაღით და გასროლით დააშინოს ოპოზიციის ყველაზე აქტიური წარმომადგენლები, მათ შორის, კომისიის წევრები. ეს მათ არ გაუვათ,“ – ამბობს ბოკუჩავა.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლება მცდელობების მიუხედავად, დასახულ მიზანს ვერ მიაღწევს და ვერ შეძლებენ მოსახლეობის დაშინებას.
„ვერც ასეთი ტიპის დაშინებებით, ასეთი კრიმინალით, ვერც სიების გატაცების მცდელობით, ვერც ბეჭდების გატაცებით, რომლებიც ახალი გამოვაგზავნინეთ ცესკოს, როგორც სიები დავაბრუნებინეთ, ასევე, ვერ შეძლებენ, რომ დააშინონ ჩვენი წარმომადგენლები,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.
-
დაძაბულობა ზუგდიდში: სუს-ის წარმომადგენლები სამაგიდო სიებს ეცნობოდნენ
ზუგდიდში ოპოზიციის დამკვირვებლებმა აღმოაჩინეს, ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე რომ არაუფლებამოსილი პირებს სამაგიდო სიებთან წვდომა ჰქონდათ.
გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც სამაგიდო სიებს ეცნობოდნენ.
არჩევნები ახლოვდება ხოლო ზუგდიდში ვითარება უფრო და უფრო იძაბება. ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა 87 საარჩევნო უბანთან, ფაიფურის დასახლებაში. გასროლა იმ დროს მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელი ავტომობილიდან გადმოვიდა და საარჩევნო უბანზე შესვლას გეგმავდა.
-
ბათუმში ზღვამ დელფინი გამორიყა
ბათუმში, თამარის დასახლებაში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა. გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ დელფინის გამორიყვის ორი შემთხვევა გუშინაც დაფიქსირდა.წელს ზღვამ სულ 50 დელფინი გამორიყა.„მიზეზი სხვადასხვაა, დინების ფაქტორიც გასათვალისწინებულია – შესაძლოა, ნაწილი სხვა ქვეყნის წყლებში იყოს დაღუპული და დინებით იყოს შემოტანილი. ასევე ნავიგაციური ტრავმა, სათევზმეურნეო ფაქტორი, ბიოლოგიური სიკვდილი ან ტოქსიკო-პათოლოგიური ფაქტორი. დელფინებზე დამწვრობისა ან აფეთქების შედეგად მიყენებული რამე სახის დაზიანება არ დაგვიფიქსირებია“, – განაცხადეს სააგენტოში.
-
” ყირიმელი თათრების სამშობლოს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ” – ზელენსკი
ყირიმელი თათრების გადასახლების დაწყების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს:
„დღეს ყირიმელი თათრების გადასახლების დაწყების 75-ე წლისთავია. ეს დღე გვახსენებს, რომ შეიძლება გაანადგურო ადამიანები, მაგრამ არა მთელი ხალხის სულისკვეთება. ყირიმელი თათრები ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ დღეს მათ ისევ რეპრესიები შეეხო, ვინაიდან ოკუპირებულ ყირიმში ისინი უკრაინისადმი ერთგულნი რჩებიან.მჯერა, რომ ყირიმელი თათრების სამშობლოს ოკუპაციისგან გავათავისუფლებთ. როგორი გრძელიც არ უნდა იყოს გზა ყირიმის დაბრუნებამდე, ჩვენ მას მათთან ერთად გავივლით. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველაზე გრძელ ღამესაც კი განთიადი მოსდევს!“ – წერს ზელენსკი.
ყირიმელი თათრების გადასახლება 1944 წლის 18 მაისს დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, გადასახლებულთა რიცხვი 183 144 ადამიანს შეადგენდა, თუმცა მათი რეალური რიცხვი 400 ათასს აღემატებოდა. ყირიმელი თათრების სამშობლოში მასობრივი დაბრუნება 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო.
1944 წლის 18 მაისს, იოსებ სტალინის ბრძანებით ყირიმელი თათრების ციმბირში გადასახლება დაიწყო. ამ ძალადობრივი გადასახლების დროს გზაში დაიღუპა 110 000 ზე მეტი თათარი