Blog

  • “თუ საჭირო გახდა, შევაკვდები კიდეც”-ხატია წერეთელი პოლიტიკაში მიდის

    “წლების წინ ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა მოვა დრო და შენ პოლიტიკაში მოხვალო” -ხატია წერეთელმა  სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

    პოსტში მომღერალმა პოლიტიკაში მოსვლაზე ისაუბრა და   დაპირებებიც წარმოადგინა.

    “წლების წინ ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა (ცნობილი ფიგურაა, მაგრამ არა “face”), მითხრა მოვა დრო და შენ პოლიტიკაში მოხვალ, დადგება დრო, როცა შენს უფლებებს შელახავენ, შენს წინ ვიღაცას უსამართლოდ მოექცევიან, ქართველი რომ ხარ, უკვე დანაშაული იქნებაო და მაშინ გაგიჩნდება სურვილი, რომ მოხვიდე და შეცვალო რეალობაო.

    ახლა აყვირდით და დაყვირდით, მლანძღეთ – მე მაინც ვიტყვი ჩემსას. თუ არაფერი შეიცვლება ქართველების სასიკეთოდ, შევეცდები და თუ საჭირო გახდა, შევაკვდები კიდეც, რომ შევცვალო რადგან არ მინდა ჩემს ქვეყანაში უცხოელს მეტი უფლებები ჰქონდეს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეს, რომ ქართველი არ ნიშნავდეს კრიმინალს, საქართველოს მთავრობა უნდა ზრუნავდეს რომ მათ მოქალაქეებს მუშაობის უფლება მისცენ ევროპაში და არ დასჭირდეთ მოპარვა.

    რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყოს კონტროლი ამ უაზრო ტყვიით გატენილ საკვებზე, გენმოდიფიცირებულ და ნიტრატებით ავსებულ საწამლავზე, ჩვენ რომ საკვებად გვასაღებენ, რომ ბიზნესს დაეწიოს მოგების გადასახადი და დაეკისროთ მინიმალური ხელფასის 300 ევრომდე აწევა ეს რეალურად შესაძლებელია. კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი. შეცვალეთ კანონები ხალხის და არა თქვენს სასარგებლოდ. ნუ აბოროტებთ ხალხს თორემ ერთ დღეს თქვენვე გაგასამართლებს ეს ხალხი”, – წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ხატია წერეთელი.

  • ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ორი მხარდამჭერი დააკავეს

    ცოტა ხნის წინ ზუგდიდის   სამმართველოში დაკითხვაზე  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები რუსა მჭედლიძე და ნიკოლოზ გაბელია იმყოფებიან.

    ისინი სავარაუდოდ,  სამაგიდო სიების  გადაღების გამო დააკავეს.

    შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში არჩევნები იმართება, ქალაქის მერობისთვის 16 კანდიდატი იბრძვის. არჩევნები საარჩევნო უბნებზე დილიდან დაძაბულ რეჟიმში, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

  • აქ ბალაგანია, ამას ხომ არჩევნები არ ჰქვია – გოგი წულაია ზესტაფონში მომხდარ ინციდენტზე

    ზესტაფონში ერთ-ერთი დამკვირვებელი უბანზე მერობის კანდიდატის გოგი წულაიას გამოსახულებიანი მაისურით მივიდა. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დამკვირვებელი კომისიის წევრების მოთხოვნას არ დაემორჩილა და უბანზე პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

    სამართალდამცავებმა ის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, რომელიც ახლა ზესტაფონის სასამართლოში იმყოფება.

    „უყურებთ, აქ ბალაგანია, ამას ხომ არჩევნები არ ჰქვია და ჩვენი კოორდინატორი, რომელმაც აღმოაჩინა სიებში მკვდარი სულები, იყო ამაზე პროტესტი, ამას მოჰყვა შეკამათება და პატრული ამათია, დაურეკეს პატრულს და დააკავეს, ვითომ რაღაცისთვის და გადაჰყავთ სასამართლოში. სიტყვიერი შეხლა-შემოხლა იყო. იციან, რომ ამ სოფელს ვიგებ და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის. წინასწარ ვამბობდი, სვირში არის მობილიზებული თუ ვინმე თანამდებობის პირია ამ ქვეყანაში, თუ ვინმე ეშოვებათ და ამ სოფლიდან არის, ყველა მობილიზებულია, ყველა დატერორებული არის,“ – განაცხადა გოგი წულაიამ.

    ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ოპოზიციური პარტიების გაერთიანებიდან ”ძალა ერთობაშია,” ბაქარ ხიჯაკაძე რეგიონში არსებულ პრობლემებზე და მთავარ გამოწვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ზესტაფონში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონია, პრობლემებია ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მისი თქმით, მერად არჩევის შემთხვევაში ამ პრობლემების გამოსწორებას დაიწყებს.

  • “რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრი შექმნან“– მამუკა მდინარაძე

    ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სპეციალურ ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობას აფასებს და ამბობს, რომ  საარჩევნო უბნებზე გარკვეული დარღვევები შეინიშნება, თუმცა  რაიმე განსაკუთრებულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ხმის მიცემის პროცესი საერთო ჯამში, მშვიდ, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს.

    “სამწუხაროდ, ამ დროისთვის ადგილი ჰქონდა გარკვეული სახის პროვოკაციების მცდელობებსაც, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული საიმისოდ ორიენტირებული, რომ ყველაფერი იყოს მშვიდ გარემოში.

    ამისათვის მინდა სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, რომლებიც არიან მოწოდების სიმაღლეზე და უზრუნველყოფენ სიმშვიდეს საარჩევნო უბნებთან.

    მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ნებისმიერ უკანონო მოქმედებას, შესაბამისი სამსახურების მხრიდან ექნება მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება.

    ამავდროულად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მაქსიმალური ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდისკენ, რადგანაც ნათლად ჩანს, რომ როგორც განვლილი პერიოდის მანძილზე, ისე დღესაც, რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრი შექმნან.

    თქვენ ნახეთ აუდიო ჩანაწერიც, სადაც კარგად ჩანს, რომ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები ეგრედწოდებულ ადუღებაზე და დესტაბილიზაციაზე საუბრობენ.

    ეს გასაგებია, რომ მათი მიზანი არის ეს ჩანდა წინა პერიოდშიც, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ. ამიტომ , სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშორისო დამკვირვებლებს, ვთხოვთ რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ ზუგდიდს.

    მოვუწოდებ ჩვენს აქტივს, არავის მისცენ საშუალება დისონანსი შეიტანოს პროცესში. ჩვენი აქტივისტები სწორად და კარგად არიან მობილიზებულნი, მაგრამ დამატებით მოვუწოდებ, რომ იმ პროვოკაციებს, რომლებსაც ადგილი აქვს სხვადასხვა უბნებზე არ წამოეგონ, ეს არის მათი ვალდებულება და ეს უნდა შეასრულონ.

    გარკვეული პროვოკაციული ფონი შეინიშნება მარნეულშიც ევროპული საქართველოს მხრიდან, ისინი ხელოვნუირად ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია, თუმცა იქაც ყველაფერი ჯერჯერობით მშვიდად არის ჩვენი აქტივისტების და წარმომადგენლების მეშვეობით, ამისათვის მათ დიდი მადლობა.“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

  • “ვაპირებთ ივანიშვილს ბოლომდე შევუსრულოთ”-სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს

    “ვაპირებთ ივანიშვილს ბოლომდე შევუსრულოთ”-სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პირდაპირი ჩართვით საკუთარ მომხრეებს მიმართა.

    საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იმ ჩანაწერებსაც შეეხო, რომელიც ცოტა ხნის წინ “ქართულმა ოცნება” გამოაქვეყნა, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრი ზუგდიდში სიტუაციის გამწვავების გეგმებზე საუბრობს. სააკაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა არც მალავს, რომ აპირებსრომ ბოლომდე იბრძოლებს. “ვაპირებთ ამას, არანაირი კომპლექსი არ გვაქვს, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე.

  • “ევროპული საქართველო” და “თავისუფალი დემოკრატები” მათი დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობენ

    „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მათი დამკვირვებლებისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებზე საუბრობენ. როგორც საგანგებო ბრიფინგზე ნინო გოგუაძემ განაცხადა, პარტიის დამკვირვებლები მოქმედებენ კანონის შესაბამისად რათა მოხდეს ე.წ. კარუსელების თავიდან აცილება და მათ ამ ფუნქციის განხორციელებაში ხელს უშლიან. ნინო გოგუაძე მოუწოდებს ცესკო-ს თავმჯდომარეს შეასრულოს მისი მოვალეობა.

    „ჩვენი დამკვირვებლები მოქმედებენ საარჩევნო კოდექსის 41-ე მუხლის ე პუნქტის შესაბამისად და ახორციელებენ ამ პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. კერძოდ, ისინი ამოწმებენ პირადობის მოწმობებს რათა თავიდან იქნას აცილებული ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბება და კარუსელები. მინდა მივმართო ცესკო-ს და კერძოდ, თამარ ჟვანიას რომ ფორმალურად მაინც შეასრულოს თავისი პირდაპირი ფუნქცია და ნუ შეუშლის ჩვენს დამკვირვებლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელს,“-განაცხადა ”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ.

    მთაწმინდის ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს ევროპული საქართველო. ირმა ნადირაშვილის თქმით, უბნებზე გამოჩდნენ ცესკო-ს თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ მითითებებს იძლევიან.

    „ისინი პირდაპირ აძლევენ მითითებებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს რომ მათ პირადობის მოწმობების შემოწმების გარეშე შემოუშვან ადამიანები და მისცენ მათ ხმა. ეს არის პირდაპირი დარღვევა კანონის. ჩვენს კომისიის წევრებს აქვთ უფლება შეამოწმონ პირადობის მოწმობები. ამით გვინდა რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ კარუსელები და ა.შ,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

  • ირაკლი ალასანია აშშ-დან თბილისში ხმის მისაცემად ჩამოვიდა

    “შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძე არის ის ღირ­სე­უ­ლი კაცი, რო­მელ­მაც ყო­ველ­თვის იცო­და, რო­გორ უნდა და­უდ­გეს მე­გობ­რებს გვერ­დით” – ეს განცხადება ხმის მიცემის შემდეგ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ გააკეთა. 

    მთაწ­მინ­დის მე-5 უბან­ზე მისულმა ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ის ხმის მისაცემად თბი­ლის­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ჩა­მო­ვი­და.

  • “ზუგდიდში უნდა ადუღდეს ყველაფერი”-ოცნება სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს

    “ზუგდიდში უნდა ადუღდეს ყველაფერი”-ქართული ოცნების ინფორმაციით, ამ შინაარსის საუბარი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის გაიმართა.  

    შესაბამისი აუდიო მასალა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე წარმოადგინა. 

    “საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა.გუშინაც და ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესიული აქტივისტები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ. დღეს მიმდინარე პროვოკაციებმა ეს დაადასტურა. როგორც ჩანს, მიუხედავად ამომრჩეველთა პოლარიზებისა, ნაციონალური მოძრაობის შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც მიუღებელია დაპირისპირება და დესტაბილიზაცია.

    სწორედ ამ ადამიანებმა გამოიტანეს ინფორმაცია ნაციონალური მოძრაობის დესტრუქციული გეგმის შესახებ და ჩვენს შტაბს მოაწოდეს ნაციონალური მოძრაობის სამუშაო სხდომაზე მათ მიერვე გაკეთებული აუდიოჩანაწერი, რომლის მონაწილენი – მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები, სავარაუდოდ ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს.

    ბუნებრივია, ეს აუდიოჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება.
    ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას გავაცნოთ ამ ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ვციტირებ – ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, მოიგებენ თუ წააგებენ უნდა „აადუღონ ზუგდიდი“, „აადუღონ აჭარა“ შემდგომ კი მთელი საქართველო.

    მთელ ჩვენს ქვეყანას, სამეგრელოს კი ყველაზე მწარედ ახსოვს რას ნიშნავს ადუღებული ზუგდიდი, გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება;
    გვახსოვს, როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები 1 წლის წინ აჭარის ადუღებას, როდესაც თითქმის გადაწვეს ბათუმი.
    ბუნებრივია ქართული სახელმწიფო და მისი საზოგადოება ამას აღარ დაუშვებს!
    გაფრთხილებთ, არ გაბედოთ არცერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ გადაუხვიოთ კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება”- აცხადებს თალაკვაძე.

    დღეს, 8 მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

  • ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო უბანზე მივიდა

    ბიძინა ივანიშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აბასთუმნიდან თბილისში საკუთარი ვერტმფრენით ჩამოფრინდა.

    მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის მმართველი პარტიის მიერ ლადო კახაძეა წარდგენილი.