Blog

  • უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მამუკა კეკელია  დაიღუპა. ინფორმაციას  საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადასტურებს.

    კეკელია აფხაზეთისა (1992) და 2008 წლის ომების ვეტერანია.

    უკრაინაში რუსეთის ომს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

     

  • გადასახლებული მოღალატე ხარ, შენი ხმა არ ითვლება! – დუგინი ქართველ ემიგრანტებს

    გადასახლებული მოღალატე ხარ, შენი ხმა არ ითვლება! – დუგინი ქართველ ემიგრანტებს

    თუ ქართველი ხარ, მაშინ ცხოვრობ და ხმას აძლევ საქართველოში და საქართველოსთვის. თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ხარ და ხმას აძლევ საქართველოს არარსებობას, მაშინ როგორი ქართველი ხარ?! გადასახლებული და მოღალატე ხარ და შენი ხმა არ ითვლება.

    ოცნების 13%-ს დავთვლიდი, დანარჩენ ხმებს კი გავაუქმებდი. ისინი ქართველებს არ ეკუთვნიან. ხმის მიცემა უნდა იცოდე, აღიარების ღირსი უნდა იყო. მაგალითად, არის ვიღაც ლგბტ-ის მხარდამჭერი, რაც აკრძალულია რუსეთში (სხვათა შორის, საქართველოშიც!). ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის არის დეგენერატი, გარყვნილი და დებილი. ასეთ ასოციალურ ელემენტს არ შეიძლება ანდო ისეთი საპასუხისმგებლო საკითხი, როგორიც არის ხმის მიცემა.

    ლიბერალების ადგილი კლინიკებსა და იზოლატორებშია და არა საარჩევნო უბნებზე. ჯერ უნდა გაიარონ ფეისკონტროლი და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მისცენ ხმის დაფიქსირების უფლება და ისიც მხოლოდ ქართული ოცნებისთვის. ჩვენ უნდა გავხსნათ ტრენინგკურსები, თუ როგორ უნდა მივცეთ სწორად ხმა და მხოლოდ კურსის დასრულების შემდეგ გადასცეთ პასპორტი პასუხისმგებელ ამომრჩეველს.

    განაცხადა კრემლის იდეოლოგმა და პროპაგანდისტმა, ალექსანდრ დუგინმა.

  • ვიქნებით ძალიან მკაცრი, არაკანონიერ ქმედებაზე! არავინ არავის აღარ მოეფერება!- ყაველაშვილი

    სალომე ზურაბიშვილის ქმედება თეთრი ძაფით ნაკერია, სად მიჰყავს – სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. არალეგიტიმურად გამოაცხადა არჩევნებიც, თავისთავად ხელისუფლებაც არალეგიტიმურად ცხადდება. თავად თქვა კიდევაც, რომ მე სალომე ზურაბიშვილი კი არ ვარ, მე ვარ ინსტიტუცია, დაირქვა უკვე სახელი, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა.

    რა თქვა – მსოფლიოს უნდა გავაგონოთ, რომ ჩვენ ვართ დღეს საქართველო, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და მოუწოდა ყველას, რომ 7 საათზე მობრძანდით და დავიწყოთ თითქოს მშვიდობიანი აქცია.

    მე საქართველოს ხელისუფლებასაც მოვუწოდებ, ჩვენ ვიქნებით ძალიან მკაცრი, არავინ არავის აღარ მოეფერება, აქ არის სახელმწიფოებრივი თემა, ნებისმიერ გადაცდომაზე, არაკანონიერ ქმედებაზე იმიტომ, რომ უკან დასახევი გზა არავის აქვს.

    ჩვენ სამოქალაქო ომიც გამოვლილი გვაქვს, ურთიერთდაპირისპირება და შესწავლილი გვაქვს, იმიტომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს. საქართველოს საზოგადოება მომზადებულია, მაგრამ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში გავიმარჯვეთ.

    განაცხადა ამის შესახებ, ივანიშვილის დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილი TV იმედის ეთერში.

  • “გამოვუცხადოთ მსოფლიოს რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს” – პრეზიდენტმა, ხვალ 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დაანონსა

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ხვალ 19:00 საათზე რუსთაველზე აქცია დაანონსა. შესაბამისი განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

    “[შევიკრიბოთ] ხვალ საღამოს 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ გამოვუცხადოთ მსოფლიოს და ერთმანეტსაც რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ჩვენ ვიცავთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას რომ მშვიდობიანად დავიცვათ თითოეული ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება, რომ ამ ქვეყანაში სამომავლოდ ჩატარდეს სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

  • არჩევნები ტოტალურად გაყალბდა! ჩატარდა რუსული არჩევნები, არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! – პრეზიდენტი

    ჩვენ მოვესწარით ძალიან უჩვეულო რამეს – ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები, პლუს ამას დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენ ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე.

    თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

  • ხვალ, ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოვა, რომელსაც კობახიძე უმასპინძლებს

    მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი 28-29 ოქტომბერს საქართველოში ჩამოდის, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

    საქართველოს 28 – 29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

    “29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

    გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანიმედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

    უნგრეთის პრემიერ მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიარიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარებისმინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვაოფიციალური პირები” – ნათქვამია ინფორმაციაში.

  • არჩევნების ხარვეზები ძირს უთხრის სამართლიანობასა და შედეგების მიმართ ნდობას! – PACE-ის მისია

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საარჩევნო ხარვეზები არჩევნების შედეგებისა და სამართლიანობისადმი ნდობას ძირს უთხრის.დელეგაციის ხელმძღვანელმა, იულიან ბულაიმ  განაცხადა, რომ ”საარჩევნო უბნებში მმართველი პარტიის კამერები იყო და საარჩევნო უბნების გარეთ იყო ხალხი, რომელიც აღრიცხავდა და, შესაძლოა, აკონტროლებდა ამომრჩევლებს, შექმნა ფართოდ გავრცელებული ზეწოლის ატმოსფერო, მმართველის პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება და განცდა, რომ “დიდი ძმა გიყურებს”,

    მან ასევე განაცხადა, რომ ერთ-ერთ სოფელში საარჩევნო უბნის დამკვირვებლობისას PACE-ის ჯგუფის ერთ-ერთ მანქანას ვანდალურად დაესხნენ თავს.

    ”ერთი თვის წინ მე საქართველოში მრავალპარტიულ წინასაარჩევნო დელეგაციას ვხელმძღვანელობდი. იმ დროს დავასკვენით, რომ პოლიტიკურმა ლანდშაფტმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია და მომავალი არჩევნები საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიისა და საგარეო კურსზე ფაქტობრივ რეფერენდუმად გადააქცია. ეს შთაბეჭდილება ჩვენი საარჩევნო მისიის განმავლობაში დადასტურდა. მომეცით საშუალება, საკვანძო საკითხები და საარჩევნო პირობების შესახებ შეშფოთებები აღვნიშნო, რომლებსაც ჩვენმა დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს:

    არჩევნების ხარისხი იმ ტენდენციებს ასახავს, რომლებიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში აღვნიშნეთ, მათ შორის, ეჭვებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიუკერძოებლობის შესახებ. შეშფოთებულები ვიყავით სამოქალაქო საზოგადოებისა და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კონტროვერსიული კანონით გამოწვეული საპირისპირო აზრების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენებით.

    დაკვირვების განმავლობაში ჩვენ აღვრიცხეთ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ხმების მოსყიდვისა და ორჯერ ხმის მიცემის შემთხვევები, განსაკუთრებით კი სოფლებში.

    ორი განსხვავებული სამყარო ვნახეთ: ერთი საარჩევნო უბნებში, სადაც ხმის მიცემის პროცესი ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და მეორე საარჩევნო უბნების გარეთ.

    იმ ფაქტმა, რომ საარჩევნო უბნებში მმართველი პარტიის კამერები იყო და საარჩევნო უბნების გარეთ იყო ხალხი, რომელიც აღრიცხავდა და, შესაძლოა, აკონტროლებდა ამომრჩევლებს, შექმნა ფართოდ გავრცელებული ზეწოლის ატმოსფერო, მმართველის პარტიის მიერ ორგანიზებული დაშინება და განცდა, რომ “დიდი ძმა გიყურებს”, როგორც ჩვენმა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა აღწერა.

    არათანაბარი საასპარეზო სივრცე და ხარვეზები, რომლებიც საარჩევნო პროცესში იყო შენიშნული, ძირს უთხრის მისი სამართლიანობისა და შედეგის მიმართ ნდობას. ხაზს ვუსვამ, მის სამართლიანობასა და შედეგს.

    ეს ხსნის რეაცქიებს არჩევნების შედეგებზე.

    ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ერთ-ერთ სოფელში საარჩევნო უბნის დამკვირვებლობისას PACE-ის ჯგუფის ერთ-ერთ მანქანას ვანდალურად დაესხნენ თავს.

    ახლა, საჭიროა, რომ ეს პრობლემები ხელისუფლებამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის პროცედურის ჩარჩოს ფარგლებში მოაგვაროს” – განაცხადა იულიან ბულაიმ.

  • “არჩევნები საქართველოში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა… მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს” – ჯონსონი

    “საქართველოდან წარმოქმნილი სურათი ნათელია – გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა. მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს საკუთარ თავისუფლებას, უფლებებს და მომავალს”,

    წერს ამის შესახებ,  X-ზე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი.

  • EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილება არ გადაიხედება! – გრეგოროვა

    “ჩვენ რეგიონებში ვიყავით, სადაც ვნახეთ საეჭვო მოძრაობები და ქმედებები, მათ შორის მარკირების არგამოყენება, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს, პოტენციურად, ხმა მისცეს რამდენჯერმე. ჩემმა კოლეგებმა ასევე იხილეს ბიულეტენების ჩაყრა ან ამის გაკეთების მცდელობა. ეს ხალხი საარჩევნო უბნებიდან გააძევეს, მაგრამ როდესაც ჩემი კოლეგები გარეთ გავიდნენ, ისინი იქ იდგნენ; ალბათ კიდევ ერთ შანსს ელოდნენ. ეს ფაქტები ზედმეტად სერიოზულია საიმისოდ, რომ ვთქვათ, რომ ეს არჩევნები უპრობლემოდ ჩატარდა. რა თქმა უნდა, დავაკვირდებით მთავრობის მომდევნო ნაბიჯებსაც, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოში და ოპოზიციური პარტიების პოტენციურ აკრძალვასთან დაკავშირებით.

    რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ ევროპარლამენტის შეხედულებას გაიზიარებენ და ივნისში მიღებული გადაწყვეტილება გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ არ გადაიხედება. კვლავ რჩება დიდი კითხვა იმის შესახებ, თუ რა მოხდება მოგვიანებით, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ამჟამად შეიცვლება.”

    აცხადებს ამის შესახებ,  ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა, რომელიც საპარლამენტო არჩევნებს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში აკვირდებოდა. 

  • ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სახ.დეპს არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებების გამოძიებისკენ მოუწოდებს

    “მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევების სარწმუნო ბრალდებები. მე ასევე შეშფოთებული ვარ რუსეთის მცდელობებით, ხელი შეეშალა არჩევნებისთვის. მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს რეალურია, ამის შესახებ მკაფიო განცხადება გააკეთოს. ქჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მოუსმენს და პატივს სცემს მათ ხმას”,

    განაცხადა ამის შესახებ, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI აქტის ერთ-ერთი ავტორია.