Blog

  • ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები! – როთი

    თუ მმართველი პარტია ასე დარწმუნებულია თავის პატიოსან გამარჯვებაში, ის აუცილებლად დაუყოვნებლივ დაიწყებს დამოუკიდებელ გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებაზე. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ახალი არჩევნების შესახებ დამოუკიდებელი ანგარიშის საფუძველზე უნდა იქნას მიღებული. ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს ეს არჩევნები.

    წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ზე.

  • ვულოცავ მთავრობას, რომ პრო-ევროპულობა შეინარჩუნა, არ გადაიქცა მეორე უკრაინად – ორბანი

    მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ პრო-ევროპულობა შეინარჩუნა, არ გადაიქცა მეორე უკრაინად. ჩვენ დიდად ვაფასებთ ამ იდეისადმი პრემიერმინისტრის ერთგულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. [..]

    მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა “ევროპული არჩევანი გააკეთა”. ამიტომ მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ, გვესმის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო, რომელმაც არჩევანი მშვიდობის მიმართულებით გააკეთა. უნგრეთშიც ასეა. [მთავრობის სინქრონული თარგამანი].

    თქვა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

  • შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში – კორძაია

    “გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ სჯერათ იმ შედეგების, რაც დაწერა ივანიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ამიტომ რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური და შესაძლებელია არჩევნების ჩატარება ძველი წესით უკეთესი იყოს ამ ვითარებაში მანამ, სანამ არ გავიგებთ ტექნოლოგიურ პირობებში მანიპულაციების შესაძლებლობის ხარისხს და ჩვენ ვთვლით, რომ ეს იყო ძალიან მაღალი ხარისხის მანიპულაცია.“

    განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით

  • ”არ მითქვამს, რომ გამოძიება საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ, ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან” – მილერი

    ”არ მითქვამს, რომ გამოძიება საქართველოს ოფიციალურმა პირებმა უნდა ჩაატარონ, ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან”- განაცხადა ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერიმა მეთიუ მილერმა. მისი თქმით, აქვთ კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ორგანი, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე გამოძიებას ჩაატარებს.

    “მე არ მითქვამს, რომ გამოძიება უნდა ჩაატარონ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად”- თქვა მილერმა.

  • შვედეთი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს

    შვედეთი საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას წყვეტს. შესაბამისი განცხადება შვედეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ბენჟამინ დუსამ გააკეთა.დოუსას თქმით, თანამშრომლობა შესაძლოა მომავალშიც განახლდეს, თუ საქართველო კვლავ მიუახლოვდება ევროკავშირს.

    “საქართველოში მოვლენების განვითარებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ძალიან საგანგაშო იყო. დარღვევები, რომლის შესახებაც განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნებზე, ცხადყოფს ამას”, -განაცხადა მან.

  • “გადააყენეთ და დაიჭირეთ საქართველოს პრეზიდენტი”-მედვედევი  “ოცნებას”

    “გადააყენეთ და დაიჭირეთ საქართველოს პრეზიდენტი”-მედვედევი “ოცნებას”

    “საქართველოს პრეზიდენტ-მარიონეტმა უარი თქვა შედეგების აღიარებაზე და გადატრიალების მოწოდებით კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა. ჩვეული პრაქტიკა ასეთ შემთხვევებში თანამდებობიდან გათავისუფლება და დაჭერაა”,

    ასე მიმართა, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა “ქართული ოცნების” ხელისუფლებას.

  • ალტ-ინფომ მაუწყებლობა შეწყვიტა

    პუტინისტური, ჰომოფობიური მედია ალტ-ინფო მაუწყებლობას წყვეტს. ეს არხის თანადამფუძნებელმა შოთა მარტინენკომ და გადაწყვეტილებას საპარლამენტო არჩევნებში მარცხს უკავშირებს, რომელსაც არ ელოდნენ.

    “ფაქტი ის არის, რომ ჩვენ უბნებზე გვყავდა დამკვირვებლები […] და ჩვენივე დაკვირვებით ვნახეთ, რამდენი ხმა ავიღეთ. ეს ვნახეთ და ჩვენ არჩევნებამდე მივედით ისე, რომ სასწორზე შევდეთ ყველაფერი, რაც გვქონდა, ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა და უკან დასახევი გზა მოვიჭერით თავიდან ბოლომდე. აქედან გამომდინარე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს მარცხი ჩვენთვის არის ძალიან მძიმე. ძალიან სერიოზული დარტყმაა ჩვენთვის ეს მარცხი იმიტომ, რომ ჩვენ არ ველოდით ამ შედეგს და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მაგრამ მაინც ეს შედეგი დადგა”. – თქვა მარტინენკომ.

    ამასთან, ალტ-ინფოს ლიდერები მაუწყებლობის შეწყვეტის გადაწყვეტილებას ასევე ფინანსური პრობლემებით ხსნიან .

    “პირველ რიგში ცხადია, რაც აქედანვე სათქმელია და მე მინდა, ეს ღიად დავაფიქსირო, ჩვენი ტელევიზია ამ ფორმატით ვერ გააგრძელებს მუშაობას. […] თქვენ იცით, თავიდან ბოლომდე ჩვენი ტელევიზია იყო თქვენი დახმარებით, თქვენი ფინანსების დახმარებით, პირველი თეთრიდან ბოლო თეთრამდე. ზოგადად ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა არსებობს და არსებობდა ჩვეულებრივი ხალხის, ჩვენი მაყურებლის,  თანამებრძოლის შემოწირულებებით და სახსრებით. ცხადია, ჩვენ ვერ ვეტყვით და ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მაყურებლებს და თანამებრძოლებს რომ მუდმივ რეჟიმში შეინახონ ამხელა ტელევიზია, ეს ძალიან რთულია და სუფთა ფინანსურად, რესურსებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია. ამიტომ, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული რეორგანიზაცია და მაუწყებლობის შეცვლა.[…]მომავალში რანაირი ფორმით დავუბრუნდებით ჩვენს მაყურებელს და როგორ გავაგრძელებთ ამ პოლიტიკურ და საინფორმაციო ბრძოლას, ცხადია, ამაზე ჯერ მზა პასუხი არა გვაქვს იმიტომ, რომ, კიდევ ერთხელ განვმეორდები, უამრავი საკითხი გვაქვს თავიდან გასავლელი, გასაანალიზებელი”. – თქვა გიორგი ქარდავამ.

  • არჩევნები არ გაყალბებულა ისე გაყალბდა, როგორც სულ ყალბდებოდა – იაგო ხვიჩია

    არჩევნები არ გაყალბებულა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ისევე გაყალბდა, როგორც სულ ყალბდებოდა, თქვენს გონებას შეუქმნეს მატრიცა, რითაც თქვენი არჩევანი გააყალბეს.

    მარტივად რომ ვთქვათ, თქვენით შემოგახაზინეს *ლეობა.

    ახლა რამდენიმე მიტინგზე გამოგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან.

    ბოლოს ყველანი, რა თქმა უმდა, შევლენ “რუსულ” პარლამენტში და იქიდან დაუწყებენ პუტინს ბრძოლას.

    ამაში დაიხარჯება 4 წელი.

    ესაა თამაშის შინაარსი.

    ამ თამაშმა წელსაც იმუშავა და ახლა ხდება მისი კულმინაცია, გაბრაზებული ხალხის სიბრაზის ქუჩაში მიმობნევა და წაგებაზე შეგუების პერიოდის ამაზე გადატარება.

    ჩვენ არ ვიყავით და არც მომავალში ვიქნებით ამის ნაწილი. ჩვენ დიდი ხანია გვღვიძავს.

    დიდი მადლობა 62334 ადამიანს, ვისაც თურმე ასევე ღვიძავთ.

    არ ვიცი რატომ თქვენ, მაგრამ მხოლოდ თქვენ გააკეთეთ სწორი არჩევანი, დანარჩენები მატრიცის თრიფით მოძრაობდნენ, ბოტებივით.

    ვუსურვოთ მათ მალე გამოღვიძება, ჩვენც დავეხმაროთ, რითაც შეგვიძლია.

    მანამდე კი ერთმანეთი ვიპოვოთ.

    წერს გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია Facebook-ზე.

  • რუსეთი არ გაჩერდება! საქართველო მთლიანად უნდა! ევროპამ უნდა შეაჩეროს-ლინკევიჩუსი

    ევროპა ცასლახად ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს. ჩვენ დავინახეთ, თუ რა გამოიწვია უკრაინისადმი დოზირებულმა და ნაწილობრივმა მხარდაჭერამ. იმპერიული ამბიციების მქონე რუსეთი არ გაჩერდება. მას უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მთლიანად სჭირდება. ის უნდა შევაჩეროთ!

    წერს  ამის შესახებ, ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი X-ზე.

  • არჩევნების გაყალბების სქემა გამოვავლინეთ, 189 უბნის ბათილად ცნობას ვითხოვთ! – ”ჩემი ხმა”

    სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიციამ ჩემი ხმა საპარლამენტო არჩევნების გაყალბების ძირითადი სქემა გამოავლინა.1131 საარჩევნო უბნიდან, მათი დამკვირვებლების მიერ მიღებული ინფორმაციის, ფოტოდა ვიდეომასალის, ასევე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციებზე დაყრდნობით, იმ სქემაზე საუბრობს, რომლითაც არჩევნები გაყალბდა. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული სქემის გარდა მოქმედებდა კრიმინალური დაჯგუფებების გამოყენების, მოსყიდვისა და ზეწოლის მეთოდებიც. მათ მიერ გაშიფრული გაყალბების სქემის ნამდვილობა დასტურდება 370-ზე მეტი ფოტო-ვიდეომასალით, თვითმხილველებისა და დამკვირვებლების მიერ მიწოდებული ცნობებით.

    ”ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული გაყალბების შემდეგი სქემა , რომლისთვისაც მზადება დაიწყო არჩევნებამდე – კერძოდ – ცესკომ საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების გარეშე ერთპიროვნულად, თვითნებურად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი, და ნაცვლად იმისა, რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის იყო შეუძლებელი.
    ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესის პარალელურად , მასშტაბურად იმატა ცნობებმა და მტკიცებულებებმა მმართველი  პარტიის მიერ ამომრჩევლის პირადობის მოწმობების ქირავნობისა თუ სხვადასხვა გზით მოპოვების, ასევე პერსონალური მონაცემების  უკანონო შეგროვებისა და სხვადასხვა ფორის დამუშავების შესახებ…

    ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებას არანაირი შეფერხება არ ექნებოდა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო რეალობა იყო: ტოტალურად, სარეგისტრაციო მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი იყო პროცესის სრულყოფილად დაკვირვება. იქ სადაც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დამდგარიყვნენ ვერიფიკაციის აპარატების უკან, კომისიის წევრები მიუთითებდნენ, რომ ადგილს მოშორებულიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ ლოკაციიდან დაკვირვების უფლება. გარკვეულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების გამო, ჩვენი დამკვირვებლებს.

    არჩევნების გაყალბების სქემა სარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს იყო შემდეგი:

    საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ნაწილს პასპორტში მოთავსებული ჰქონდა ან ID ბარათზე დაკრული ჰქონდა ფურცელი, რომელზეც დაწერილი იყო სხვა პირის პირადი ნომერი; ასევე, ამომრჩეველი ხმის მიცემას ტელეფონში არსებული ID ბარათის ფოტოასლის საშუალებით ახერხებდა;

    გამყალბებელ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ მოკავშირე რეგისტრატორები, რომლებსაც: სწრაფად უნდა შეეყვანათ ვერიფიკაციის აპარატში ფურცელზე დაწერილი პირადი ნომერი; არ უნდა გაეკეთებინათ ან უხარისხოდ უნდა გაეკეთებინათ მარკირება;

    გაყალბების ამ სქემაში გამყალბებელს სჭირდებოდა ბიულეტენის მისაღებად მარკირებისაგან თავის მაქსიმალურად არიდება, რათა მას ჰქონოდა იგივე სქემით სხვა უბანზე მისვლისა და არჩევნებში კვლავ მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, მარკირება რომელიც არის და ამ შემთხვევაშიც უნდა ყოფილიყო ვერიფიკაციის პროცესში გაყალბებისგან დამზღვევი მექანიზმი, არ ხორციელდებოდა;

    კერძოდ: მარკირების შემოწმების გარეშე ხდებოდა ამომრჩეველთა შეშვება საარჩევნო უბნებზე, არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე, დაფიქსირდა ასევე მარკირების გაკეთების დროს მანიპულაცია – მარკირების გაკეთების დროს თითის ან ხელსახოცის დაფარების გზით ამომრჩეველს ხელზე არ ხვდებოდა მარკირების სითხე;

    „რიგ შემთხვევებში მარკირების სითხე და ფანრის ხარისხი არ იყო სათანადო: არ რჩებოდა მარკირების კვალი ან მარტივად იშლებოდა იგი, ხოლო ფანრები გამოსული იყო მწყობრიდან – საჭიროებდა ელემენტების გამოცვლას და ა.შ.

    გამყალბებელს და რეგისტრატორს ხელს უწყობდა კენჭისყრის ოთახში რეგისტრატორების მაგიდების იმგვარი განლაგება, რაც შეუძლებელს ხდიდა პროცესის დაკვირვებას. ასეთი ინფრასტრუქტურის პარალელურად, კომისიის წევრები და თავმჯდომარე კატეგორიულად უკრძალავდნენ დამკვირვებლებს რეგისტრატორების მაგიდებთან მიახლოებას. მაგიდასთან მიახლოვებისას ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უბნიდან გამოძევების არაერთ შემთხვევას;

    მნიშვნელოვანი ხარვეზები დაფიქსირდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემის და შედეგების შეჯამების დათვლის პროცესში. უმრავლეს შემხვევაში გადასატანი ყუთები უბანზე.

    არჩევნების გაყალბების პროცესში მოკავშირეებად გვევლინებიან ე.წ. გონგო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებსაც ჰქონდათ სამი ამოცანა:

    1. გაენეიტრალებინათ დამკვირვებლები;

    2.მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად უბანთან მობილიზებული გამყალბებლები შეეყვანათ უბნებზე;

    3. საჭიროების შემთხვევაში შეექმნათ უბანზე ქაოსი, რაც რეგისტრატორსა და გამყალბებელს აძლევდა საშუალებას ყურადღების მიღმა განეხორციელებინათ ვერიფიკაციის პროცესი და გამყალბებლისთვის შეუფერხებლად გადაეცათ ბიულეტენი.

    ყოველივე ზემოაღნიშნული, გამყალბებელს აძლევდა საშუალებას მიღებული ბიულეტენით მიეცა ხმა და ბიულეტენი მოეთავსებინა ელექტრონულ ან არაელექტრონულ ყუთში.

    გაყალბების ეს სქემა არ იწვევს დისბალანსს, რაც ახასიათებს სხვა ისეთ კარუსელებს, რომლებსაც სჭირდება უბნიდან ბიულეტენის გატანა.

    უკიდურესად შეზღუდული დაკვირვების, მტრული გარემოს შექმნის, ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობისა და დაშინების მცდელობის მიუხედავად, დამკვირვებლებმა მაინც მოახერხეს ამ სქემის ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების დოკუმენტირება, რამაც გამოააშკარავა გაყალბების ეს სქემა და მისი მასშტაბი.

    ამ წუთისთვის მომზადებულია და საოლქო საარჩევნო კომისიებს წარედგინება 189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 300 000-ს. ჩვენი იურისტები აგრძელებენ მუშაობას შედეგების ბათილობის მოთხოვნით დამატებითი საჩივრების წარდგენაზე და შესაბამისად, ეს რიცხვი გაიზრდება.

    სადამკვირვებლო მისიის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები შეიცავს საარჩევნო გაყალბების დანაშაულის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაიწყონ გამოძიება არჩევნების გაყალბების კვალიფიკაციით“ , – აცხადებენ სადამკვირვებლო მისიაში „ჩემი ხმა“.