Blog

  • “ოცნებამ” სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარება – ზურაბიშვილი

    “ოცნებამ” სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარება – ზურაბიშვილი

    “ჩვენ ვნახეთ, რომ პირდაპირ გამოიყენეს რუსული პროპაგანდა. ხელისუფლება რუსეთთან ხელიხელ ჩაკიდებულმა იმუშავა და სავარაუდოდ რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო დახმარება. ჩვენ გვჭირდება მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერა”,

    აცხადებს ამის შესახებ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Associated Press-სთან ინტერვიუში.

  • ორბანი თბილისში ისაუბრებს უნგრეთის სახელით და არა ევროკავშირის! – ფიშერი

    განმარტებითი განცხადება ქართველი მეგობრებისთვის: როცა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ჩამოვა თბილისში, ის ისაუბრებს უნგრეთის ხელისუფლების სახელით, და არა ევროკავშირის სახელით. იმისთვის რომ ევროკავშირის პოზიცია გაიგოთ, უსმინეთ შარლ მიშელს და ჯოზეფ ბორელს.

    წერს ამის შესახებ,  გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი X-ზე.

    ცნობისთვის, 28-29 ოქტომბერს საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის.

  • ორბანმა საქართველოში რაც არ უნდა თქვას, ის EU-ს არ წარმოადგენს – ბორელი

    “ორბანი დღეს საქართველოში მიემგზავრება […], უდავოდ, საქართველოს მთავრობისადმი მხარდაჭერის დემონსტრაციისთვის.

    ორბანმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში რაც არ უნდა თქვას, ის ევროკავშირს არ წარმოადგენს”

    განაცხადა ამის შესახებ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ რადიოსთან საუბრისას.

  • “ოცნების” არალეგიტიმურ პარლამენტს, ლეგიტიმაციას არ მივცემთ, წერტილი – გახარია

    ჩვენი პარტია ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს. წერტილი. და ამ საკითხს მეორედ აღარ დავუბრუნდები.

    ასე პასუხობს პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია  კითხვას, შევა თუ არა მისი პარტია პარლამენტში.

  • პარტია გახარია-საქართველოსთვის დღევანდელ აქციას დავესწრებით – თეონა აქუბარდია

    პარტია გახარია-საქართველოსთვის დღევანდელ აქციას დავესწრებით – თეონა აქუბარდია

    პარტია გახარია-საქართველოსთვის ჩვენს ხალხთან ერთად დღევანდელ აქციას დავესწრებით. იმიტომ, რომ ამ არჩევნების შედეგი ხალხის ნების ასახვის მაჩვენებელი არ იყო. დანარჩენზე სხვა პარტიების პოზიციებსაც მოვისმენთ და ამის შემდეგ, გარკვეულწილად კოორდინაციას მოვახდენთ. დღევანდელ აქციაზე კი ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.

    თქვა პარტია გახარია-საქართველოსთვის წევრმა, თეონა აქუბარდიამ.

  • ეს ქართველი ხალხის არჩევანია, სხვა ქვეყნები არ ჩაერიონ! – პესკოვი

    როგორც კი რამე მოხდება, ეგრევე რუსეთს აბრალებენ ჩარევას. ეს ასე არ არის, არანაირი ჩარევა არ ყოფილა. ეს განცხადებები უსაფუძვლო ხასიათს ატარებს. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ ამ ბრალდებებს. ეს ქართველი ხალხის არჩევანია და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მესამე ქვეყანა არ ჩაერიოს არჩევნების შედეგებში. სხვათა შორის თავად ქალბატონი პრეზიდენტიც ამბობდა, რომ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს, ზუსტად არ ვიცი, შედის თუ არა საქართველოს პრეზდენტის უფლებამოსილებებში არჩევნების აღიარება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს შიდა ქართული საქმეა.

    თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

  • გაუქმდეს იმ უბნების შედეგები, რომლებიც მასობრივად გაყალბდა, დაკომპლექტდეს პარლამენტი დროებითი ტექნიკური მთავრობით – ოქრიაშვილი

    მინდა, მადლობა გადავუხადო იმ მამაც ხალხს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და არნახული დაშინების ფონზე ხმა მაინც თავისი შინაგანი რწმენის მიხედვით მისცა.

    ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის პოლიტიკიურ განწყობას. „Edison Research“-ის ეგზიტპოლმა, რომელსაც სრულად ვენდობი, რადგან წარსულ არჩევნებზეც, ოფიციალურ შედეგთან მიმართებაში ყველაზე ახლო და ზუსტ მონაცემებს დებდა, ჯამში, ოპოზიციას 52% დაუწერა, 41 ნომერს კი – 41%. ეგ 41 %-იც „ოცნებამ“, რეალურად, 200-ლარიანი მოსყიდვის და მერე მოსყიდული ხალხის კონტროლის შედეგად აიღო. ხალხის ნების გაკონტროლება იმითაც იყო შესაძლებელი, რომ ბიულეტენის ზედმეტად თხელი ქაღალდის გადმოტრიალების შემდეგ სრულიად გარკვევით ჩანდა მარკერით გაფერადებული წრე, რის მიხედვითაც ძალიან ადვილი იყო მიხვედრა, რომელმა ამომრჩეველმა რომელ პარტიას მისცა ხმა.

    აღარავინ დავობს, რომ არჩევნები გაყალბდა! რა შეიძლება იყოს სამართლიანი გამოსავალი აღნიშნული სიტუაციიდან? რა თქმა უნდა, მრავალი ვარიანტი არსებობს და ერთ-ერთს შემოგთავაზებთ: იმ არაქართულენოვან უბნებზე, სადაც გაყალბებას მასობრივი ხასიათი ჰქონდა და „ოცნებამ“ 70%-ზე მეტი დაიწერა, ასევე, მთლიანად საჩხერის ოლქში, არჩევნების შედეგები გაუქმდეს. დარჩენილი უბნების შედეგებით კი დაკომპლექტდეს დროებითი პარლამენტი, დროებითი ტექნიკური მთავრობით, რომელიც 6 თვის ვადაში მოამზადებს და უზრუნველყოფს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

    დღეს 28 ოქტომბერია. მე მივდივარ მშვიდობიან აქციაზე, რომელიც ჩემი აზრით, სულ 2-3 საათი გაგრძელდება და რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ყველას დავანახოთ, რომ ძალადობას არ ვეგუებით!

    ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის სიის მე-11 ნომერი კახა ოქრიაშვილი.

  • დღეს 19:00-ზე რუსთაველზე! ვისზეც არ უნდა იყო გაბრაზებული დაფიქრდი, და მიხვდები, რომ სხვა გზა არ გვაქვს! – ჯაფარიძე

    დღეს 19:00-ზე რუსთაველზე! რასაც არ უნდა გრძნობდე, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყო და ვისზეც არ უნდა იყო გაბრაზებული, დაფიქრდი, და მიხვდები, რომ სხვა გზა არ გვაქვს! დღეს უნდა დაინახოს ყველამ, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ და არ დავთმობთ თავისუფლებას!

    წერს კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე.

  • პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება- პაპუაშვილი

    პარლამენტი 76 ხმით ცნობს დეპუტატების უფლებამოსილებას, ოცნებას 89 მანდატი ერგება- პაპუაშვილი

    “ეს ყველაფერი უკვე ნათქვამი აქვთ 2020-ში, ნამსჯელი და პასუხიც აქვთ გაცემული – მგონი, ეს დეზინფორმაცია, კი ბატონო, შეგვიძლია ავსახოთ, რომ ისეთ ტყუილებს ამბობენ უკვე, თითქოს სიას ჩახსნიან და პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური.

    ძალიან კარგად იქნება პარლამენტი ლეგიტიმური – პარლამენტი იკრიბება და 76 ხმით ცნობს 150 დეპუტატის უფლებამოსილებას – ქართულ ოცნებას ამ მონაცემით, თუ არ ვცდები 89 მანდატი ერგება

    ასევე, როგორც 2020 წელს, ასე შეიკრიბა პარლამენტი და გააგრძელებს მუშაობას როგორც საჭიროა”

    განაცხადა ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • მოგიწევთ რუსული “პეჩენიის” ჭამა, არ გინდათ? წადით საქართველოდან – “ოცნების” პროპაგანდისტი მჟავანაძე

    “ჭამეთ ახლა “პეჩენია” “იუბილენოე”, მოუსმინეთ ალეგროვასა და შუფუტინსკის… აი, ეს 4 წელი მოგიწევთ რუსული სიმღერების მოსმენა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რუსი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, მოგიწევთ რუსული “პეჩენიის” ჭამა და ბევრი რამე მოგიწევთ. თუ არ გინდათ, აგერ არის უამრავი სასაზღვრო გამშვები პუნქტი, წაბრძანდით, ბატონო, არ გინდათ ეს ქვეყანა? წადით საქართველოდან, წადით იმ სოდომისტურ ევროპაში, ჩაბარდით და “მოწმინდეთ უკანალი”

    აცხადებს ამის შესახებ, ქართული ოცნების მხარდამჭერი პროპაგანდისტი ნიკოლოზ მჟავანაძე.