Blog

  • ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ

    პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილი აცხადებს, რომ “ატლანტიკური საბჭოს” თანამშრომლებს, ეთო ბუზიაშვილსა და სოფო გელავას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.  გელავასა და ბუზიაშვილის ანგარიშებს ოფიციალურად ყადაღა არ ადევთ, ამიტომ ვარაუდობენ, რომ ანგარიშებზე წვდომა უსაფუძვლოდ და უკანონოდაა შეზღუდული. ნონიაშვილის თქმით, რამდენადმესაათიანი მოკვლევის მიუხედავად, ბანკებმა მათ პასუხი ვერ გასცეს, კონკრეტულად რის საფუძველზე შეიზღუდა ბარათებს და ანგარიშებზე წვდომა.

    “ჩხრეკიდან  4 დღის შემდეგ, სოფო გელავამ მაღაზიაში პური ვერ იყიდა. ასე გავიგეთ ახალი ამბავი. მისი პირადი ანგარიშები და ბარათები გაჩერებულია. აღმოჩნდა, რომ ეთო ბუზიაშვილსაც იგივე პრობლემა აქვს. გუშინდელი საღამოდან “თიბისისთან” და “საქართველოს ბანკთან” ვარკვევთ თუ რატომ. პასუხი არ არის. “ვარკვევთ” “არ ვიცით, რაღაც ხარვეზი იქნება”… თითქოსდა პატარა პრობლემაა. ბანკებში წერილობით ახსნა-განმარტების გაცემაზე და საფუძვლის დასახელებაზეც უარს ამბობენ.

    “თიბისის” ფილიალის მენეჯერი როგორც კი  გადაღება დავიწყეთ, მტკიცებულებისთვის, თავისივე ბანკის ოთახიდან გაგვექცა. ბანკში საათები გავატარეთ. “დაგველოდეთ… დაგველოდეთ, ავალთ, ჩამოვალთ…” მერე ისევ. უსასრულო გაწელვა 6 საათამდე. ოფიციალურად ყადაღა არ ადევს ანგარიშებს, რაც ნიშნავს რომ უსაფუძვლოდ და უკანონოდ შეზღუდულია წვდომა და საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სახელმწიფოს არაფორმალური ინსტრუქტაჟით. გვეუბნებიან რომ ანგარიშები გააჩერეს, თუმცა რა საფუძვლით ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ. )) ვერც იმას, ვინ გადაწყვიტა ეს და ვისი პასუხისმგებლობაა. დალოდების საათები კი არ სრულდება.

    თუ “თიბისი”  და “საქართველოს ბანკი” ვერ ხვდებიან,  რომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი შეიძლება მიიღონ ამ “ბესპრედელის” გამო (ქვეყნის გარეთაც) – გავაგებინებთ”, – წერს ნონიაშვილი.

  • პასუხისმგებელი პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში! – სენატორი შაჰინი სახდეპს საქართველოში არჩევნების გამოძიებისკენ მოუწოდებს

    „ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, მოვუწოდებთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს თაღლითობისა და ნებისმიერი გარე ჩარევის შესახებ ცნობები, რათა დადგინდეს, იქონია თუ არა რაიმე სერიოზულად გავლენა არჩევნების შედეგზე. პასუხისმგებელი პირები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში”,

    აცხადებს ამის შესახებ, ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი.

     

  • საქართველოში მძიმე ვითარების გამო კომიტეტს დღეს სასწრაფოდ შეკრება ვთხოვე – ბორელი

    “პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე.” – ამის შესახებ ნათქვამია, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.

    “საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად.

    საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი.

    პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე.

    საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან”- ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

  • ვერ ვიმუშავებთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ! – შვედეთის პრემიერი

    “ჩვენ საბოლოო ანგარიშები არ მიგვიღია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო, რომ ეს არჩევნები სანდრო არ იყო და სხვადასხვა ფორმით აშკარა დარღვევები იყო. ძალიან შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპასთან სერიოზული დაახლოება შეაჩეროს, რაც ხალხის ნებაა. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ”,

    ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა შვედეთის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა.

  • გახარია ცესკოს მიმართავს, მოთხოვნით : ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, სად და როდის მისცა ხმა

    პარტია ” გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს,  ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: მიიღო თუ არა მან არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანსა და რომელ საათზე მისცა ხმა.

    „მოვითხოვეთ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 076 791 ამომრჩევლის სრული ბაზა გადაეცეს ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს, გადაამოწმოს ეს მონაცემები.[…] არავინ ითხოვს ბაზების გასაჯაროებას, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებასა და დაცვაზე. ცესკოს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, შევიდეს და გადაამოწმოს თავისი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი და მისცეს ხმა. ჩვენ ვითხოვთ, ამ ინფორმაციას დაემატოს ის, რაც ჩამოვთვალე”. – ამბობს გიორგი გახარია.

  • ვერც ქართული ოცნება და ვერც პარლამენტი სიებს ვერც გამოაქვეყნებს..ეს არის ცესკო-ს სიები – პაპუაშვილი

    ვერც ქართული ოცნება და ვერც პარლამენტი სიებს ვერც გამოაქვეყნებს..ეს არის ცესკო-ს სიები – პაპუაშვილი

    ჯერ ეს ერთი, “ქართული ოცნება” და ვერც პარლამენტი, ან მთავრობა სიებს ვერც გამოაქვეყნებს, ვერც ვერაფერი. ეს არის ცესკო-ს სიები, ასე ვთქვათ, და მათი პრეროგატივა არის. სიები მათ აქვთ, სიები მათ სინამდვილეში აქვთ, არჩევნებამდე ყველა პარტია ითხოვს და მათ აქვთ მთლიანი სია ყველა ამომრჩევლის. ზეპირად იციან სიები და არანაირი პრეტენზია არცერთ სიასთან მათ არ ჰქონიათ. ახლა რა სია უნდათ, არ ვიცი, ვინ ვის მისცა ხმა ის სია უნდათ? ასეთი სია არ არსებობს. ამას ჰქვია ზუსტად ამომრჩეველზე ზეწოლა, თუკი ასეთი სია უნდათ ვინ მისცა ხმა ვის. არ ვიცი, საერთოდ რა სიებს გულისხმობენ არ ვიცი, გასულია

    განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

  • “საშინაო გამოძიებას რას ერჩიან?  რატომ არ ენდობიან?” – პაპუაშვილის პასუხი ოპოზიციას

    “საშინაო გამოძიებას რას ერჩიან?  რატომ არ ენდობიან?” – პაპუაშვილის პასუხი ოპოზიციას

    “საშინაო გამოძიებას რას ერჩიან? საშინაო რომ იყოს რა პრობლემაა? რატომ არ ენდობიან?.[…] რასაც საერთაშორისო გამოძიება სჭირდება და რაც ნამდვილად არის მათ იურისდიქციაში და შეუძლიათ, პირველი გამოიძიონ ამერიკული კომპანია “ედისონ რისერჩის” მიერ ეგზიტპოლის გაყალბება. ეს ხომ დადასტურდა რომ გაყალბებულია, თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ გაყალბებული არის? ხომ დადასტურდა რომ ეს არის გაყალბებული კვლევა. ახლა გამოიძიონ აბა რატომ გაყალბდა, იდგა ამის უკან პოლიტიკური კორუფცია და გავლენები, იდგა ამის უკან ფულით კორუფცია ქრთამი, თუ რა იდგა. ფაქტია, რომ ეს იყო გაყალბებული ეგზიტპოლი და “ედისონ რისერჩმა” შეასრულა ის როლი, რაც ISFED (“სამართლიან არჩევნებს”) ჰქონდა 2020 წელს, რაღაც ციფრებით აცდენა, უნდა არეულობა შემოეტანათ საზოგადოებაში. პირველი, შეუძლიათ გამოძიება “ედისონ რისერჩის” და მათ იურისდიქციაშია და კი ბატონო, გამოიძიონ გვაჩვენონ კაი ობიექტური გამოძიება რა არის. მეორე, მე რამდენი ხანია ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ვალად ადევს ამერიკის ხელისუფლებას 2020 წელს გამოიძიოს პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით სინამდვილეში რა ხდებოდა,”

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

  • ყურადღებით, გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე! – ცესკო ზურაბიშვილს

    ”გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებზე” –  ასე ეხმაურება, ცენტრალური საარჩევნო კომისია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ელექტრონული ტექნოლოგიები გამოიყენეს იმისთვის, რომ გათეთრებულიყო გაყალბება.

    “გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტს, მის განცხადებას. სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად.

    მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PROV&V-ს დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს.

    ჩვენ გავაგრძელებთ საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას და რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არცერთ დეზინფორმაციას”. – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

  • ივანიშვილიც და მისი რეჟიმიც იქნება საერთაშორისო იზოლაციის სამიზნე – სამადაშვილი

    ბიძინა ივანიშვილი, არა მხოლოდ, კეტავს ქვეყნის ეროვნულ მომავალს, საქართველოსთან აღარ დაიწყება არც მოლაპარაკებები და ალბათ დღის წესრიგში დადგება იმ ფორმატების, რაც არსებობს, არამედ თავად ივანიშვილიც და მისი რეჟიმიც იქნება საერთაშორისო იზოლაციის სამიზნე.

    ეს არის შედეგი, იმ გადაწყვეტილების, რომელიც რუსეთის დაკვეთით შესრულდა – გაეყალბებინა ტოტალურად არჩევნები საქართველოში, მიეტაცებინა ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ქართველი ხალხი გადაიხდის უზარმაზარ ფასს, მათ შორის, ჩვენს ეკონომიკაზე დარტყმით.

    განაცხადა ფორმულასთან ძლიერი საქართველოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.

  • არჩევნების გაყალბების ყველა მტკიცებულება არსებობს და შეგროვებულია! – ზურაბიშვილი CNN-თან

    “მტკიცებულება ამ ფაქტის არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% ყველა გამოკითხვაში ირჩევს და მხარს უჭერს ევროპულ გზასა და ევროპულ ინტეგრაციას, თუმცა უცბად, ეს ყოველივე ერთ არჩევნებში შემობრუნდა – ხალხი მზადყოფნაშია ამისთვის და გარეთ გამოდის ევროპული გზისთვის.

    ყველაფერი იქნა გამოყენებული არჩევნებზე – სხვადასხვა სახის თაღლითობა, ყველა ინსტრუმენტი და გაყალბების გზა, განსაკუთრებით ახალი, ელექტრონული ხმის მიცემის ფორმატი, რომელზეც დადასტურდა, რომ ისინი შვიდჯერ, 10-ჯერ და 17-ჯერ იყენებდნენ მოქალაქეებისგან ჩამორთმეულ პირადობის დამადასტურბელ მოწმობებს.

    ყველა მტკიცებულება არსებობს და შეგროვებულია.

    რაც ახლა ხდება აჩვენებს პროცესს სისტემური დარღვევებისა, რაც მოხდა.

    ამ მასშტაბისა და ასეთი სიმრავლის თაღლითობა, ვფიქრობ პირველად ხდება საქართველოში”.

    ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.