Blog

  • მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა

    მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა. მატარებელმა წვიმის დროს დიდუბის სადგურზე გამოიარა. მეტროს ახალმა მოდერნიზებულმა ვაგონებმა წვიმას ვერ გაუძლო და წყალი ჩამოვიდა.ვაგონში წყალი ყველა მხრიდან ჩამოვიდა და სკამები დაზიანდა.

    მეტროს ვაგონები რამდენიმე თვის წინ განახლდა.

  • რა მარშრუტებით იქნება შესაძლებელი გადაადგილება თბილისში 2 დღის განმავლობაში

    საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეზღუდულია. 

    მოძრაობა აკრძალულია თავისუფლების მოედანზე და მასზე შემომსვლელ და გამსვლელ ყველა ქუჩაზე (შ.დადიანის, კოტე აფხაზის და გ.ლეონიძის ქუჩებზე), ასევე ვარდების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

    მოძრაობა, ასევე, აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს მოძრაობა შეეძლებათ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებენ მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

    ავტომანქანები რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ მელიქიშვილის ქუჩაზე, პეტრიაშვილის ქუჩის გავლით, საიდანაც მოძრაობას ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ.

    მოძრაობის შეზღუდვები შსს-ს განცხადებით, 27 მაისიდან,  სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.

  • ექიმს რომელმაც პაციენტს ქიმიოთერაპია შემთხვევით დაუნიშნა უფლებამოსილება შეუჩერდა

    პაციენტი გიორგი წიკლაური “პირველი არხის” გადაცემაში მიიწვიეს. გადაცემის თემა ექიმების მიერ დაშვებული შეცდომები იყო.  გიორგი წიკლაური კლინიკაში მაღალი სიცხით შევიდა.  როგორც თავად ყვება მას სისხლის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს და  ლეიკემიის მკურნალობა ქიმიოთერაპიით დაუნიშნეს. გიორგიმ დიაგნოზი არ დაიჯერა და  კლინიკა გამოიცვალა თუმცა დიაგნოზი ისევ იგივე დარჩა.  ექიმები მას ქიმიოთერაპიის დაწყებას დაუყოვნებლივ სთხოვდნენ თუმცა გიორგი წიკლაურმა და მისმა ოჯახმა თურქეთში გამგზავრება გადაწყვიტა.  თურქეთში ჩასულ გიორგი წიკლაურს უცხოელმა ექიმებმა უთხრეს რომ მას არ ჰქონდა ლეიკემია და მას არ სჭირდებოდა არანაირი ქიმიოთერაპიის კურსი. 

    “ექიმი ამდენ დროს არ მაძლევდა, მეუბნებოდა , რომ თუ სასწრაფოდ ქიმიოთერაპიას არ დავიწყებდი, შეიძლება ყველაფერი ფატალურად დამთავრებულიყო. 10 დღე მეგონა, რომ ლეიკემია მჭირდა” – გიორგი წიკლაური

    “ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება მკაცრი რეგულაციები. ჩემ შემთხვევაში, ორჯერ ორი ოთხი იყო. კლინიკას ადგილზე არ ჰქონდა შესაბამისი აღჭურვილობა, ექიმი პროფესიონალურად ვერ მოქმედებდა და ერთადერთი, რაც მას ჰქონდა, ამპარტავნება იყო. ამან გამოიწვია ის, რომ ყველაფერი შეიძლებოდა, ფატალურად დასრულებულიყო. იმიტომ კი არა, რომ მე კონკრეტული დაავადება მჭირდა, არამედ იმიტომ, რომ პრობლემა იყო ბევრ ეტაპზე. პრობლემა ჰქონდა კლინიკას, პრობლემა ჰქონდა ექიმს და პრობლემა აქვს სახელწიფოს. თუ ყველა ეს პრობლემა ერთად არ მოგვარდა, ვფიქრობ, იგივე შემთხვევები განმეორდება, რაც ჩვენ ქვეყანაში ბოლო დროს, რატომღაც, უამრავია“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა გადაცემაში.

    „საქართველოში მკურნალობის ეტაპი ორ კლინიკაში გავიარე. პირველად მაშინ, როცა მაღალმა სიცხემ შემაწუხა. სასწრაფომ ინგოროყვას კლინიკაში მიმიყვანა, სადაც ძირითადი გამოკვლევები ჩაატარეს და ეჭვი სისხლის დაავადებაზე მიიტანეს. მითხრეს, რომ ჰემატოლოგიურ კლინიკაში უნდა გადავეყვანე. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან არც ვიცოდი, ჰემატოლოგია რას შეისწავლიდა. გადამიყვანეს დიღომში არსებულ კლინიკა „ნეომედში“, სადაც მკურნალობა წარიმართა. იმ მომენტში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“, – განაცხადა გიორგი წიკლაურმა.

    „ეჭვი მიიტანეს ლეიკემიაზე, შემდეგ ეს დიაგნოზი დაადასტურეს და დაწერეს. ამ დიაგნოზის დამადასტურებელი უამრავი ფორმა 100 მაქვს, სხვადასხვა დღეს დაწერილი და ბეჭედდასმული. ანალიზების გადაგზავნა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ეს ძალიან დიდ პერიოდს მოიცავდა, ექიმი კი ამდენ დროს არ მაძლევდა და მეუბნებოდა, თუ ქიმიოთერაპიას დროულად არ დავიწყებთ, შეიძლება, ყველაფერი ცუდად განვითარდეს და ფატალურად დამთავრდესო. ჩემი თანამშრომლების მხრიდან შეთავაზების შემდეგ, ჩემმა ოჯახმა უცხოეთში კლინიკის ძიება დაიწყო და ყველაზე ახლო კლინიკა მოვიძიეთ თურქეთში, სადაც ჩემი გადაყვანა კლინიკა „ნეომედში“ დაწოლიდან მეთერთმეტე დღეს მოხდა. იქ ხელახლა ჩამიტარეს გამოკვლევა და ფაქტობრივად, მესამე დღეს მითხრეს, რომ საქართველოში დასმული დიაგნოზი ახლოსაც არ იყო იმ დაავადებასთან, რაც მქონდა. ლეიკემიის სიმპტომები ფაქტობრივად, ნული იყო“, – ამბობს წიკლაური

    გადაცემას სტუმრობდა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს საკითხი შეისწავლეს და ექიმებს უფლებამოსილება შეუჩერდათ, მათ შორის ერთს ორი თვით და მას ასევე გადამზადების კურსის გავლა დაევალა.

  • ხელისმოწერა პარიზში-პრეზიდენტის შვილი დაქორწინდა

    სალომე ზურაბიშვილის ვაჟი თეიმურაზ გორჯესტანი დაქორწინდა.  ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა და წყვილის ფოტო დაურთო,სადაც ისინი პარიზში  იმყოფებიან. პრეზიდენტის შვილს ჯვრისწერა ყაზბეგის სამებაში ჰქონდა, ხელისმოწერის ცერემონიალი კი საფრანგეთში გაიმართა.

  • ევერესტზე მთამსვლელი დაიღუპა

    დღეს 25 მაისს ევერესტზე ბრიტანელი მამაკაცი დაიღუპა.ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს მამაკაცი ევერესტზე ასვლისას შეუძლოდ გახდა. 24 მაისს ირლანდიელი მთამსვლელი დაიღუპა.  წელს მიმდინარე სეზონზე ევერესტზე სულ  10 მთამსვლელი დაიღუპა. 

    გაზაგხულზე ნეპალმა ევერესტზე ასვლის 381 ნებართვა გასცა რის გამოც  კრიტიკა დაიმსახურა. წლევანდელ სეზონზე თითოეული ნებართვის ღირებულება $11,000 ღირს

  • ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე მსოფლიო ჩემპიონია

    პოლონეთის ქალაქ პოზნანში გამართულ მსოფლიო თასის პირველი ეტაპის ფინალში ქართველმა ნიჩბოსანმა 200 მეტრიან დისტანციაზე საუკეთესო მაჩვენებელი (39.191 წამი) დააფიქსირა.მეორე ადგილზე ყაზახეთის, მესამეზე კი ბელარუსის წარმომადგენელი გავიდა.

  • ძლიერმა სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

    ძლიერი სეტყვა გორის მუნიციპალიტეტში. ძლიერმა სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა, მათ შორის, შინდისი და ქვემო ხვითი.

    სოფლებში ვაშლის ბაღები და ბოსტნეული დაისეტყვა. ასევე, დაზიანდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტი, მათ შორის, პომიდვრის და კომბოსტოს ნერგები.

  • “დამოუკიდებლობის დღესასწაული დღეს რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არ უნდა გადიოდეს, არამედ დავით გარეჯზე”- არქიმანდრიტი კირიონი

    „დამოუკიდებლობის დღესასწაული დღეს რუსთაველზე ცეკვა-თამაშში კი არ უნდა გადიოდეს, არამედ დავით გარეჯზე,“ – ეს განცხადება დავით გარეჯის არქიმანდრიტმა კირიონმა გააკეთა.

    არქიმანდრიტმა საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად ჩიჩხიტურის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისთვის გზის გაყვანა, თითქმის, დასრულებულია და მძიმე ტექნიკა ადგილზე აღარ მუშაობს.

    არქიმანდრიტი კირიონი აცხადებს, რომ დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

    „საქართველოს ხელისუფლება უმოქმედობით პროვოკაციას უწყობს საკუთარ ხალხს,“ – ამბობს არქიმანდრიტი.

    დავით გარეჯში აღდგომის ტაძართან მისვლა 15 აპრლის შემდეგაა აკრძალული. საკითხზე მომუშავე ქართულ-აზერბაიჯანული კომისიის მუშაობის პარალელურად შეზღუდვა პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად დაწესდა, თუმცა, აზერბაიჯანის მხარეს გზის მშენებლობა ამ დრომდე არ შეუწყვეტია.

  • ნატო-მ, რუსული საფრთხის გამო, სამხედრო სტრატეგია შეცვალა

    რუსული საფრთხის გამო ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამხედრო სტრატეგია შეცვალა.განცხადება ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყოველკვირეული გერმანული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

    იენს სტოლტენბერგის თქმით, უსაფრთხოების სფეროში წარმოიქმა ახალი ვითარება და რუსეთიდან მომდინარე მზარდ ბირთვულ საფრთხეზე შესაბამისი რეაგირებაა საჭირო.

    სამხედრო სტრატეგიის შეცვლის გადაწყვეტილება ნატო-მ ბოლო ათწლეულების განმავლობაში პირველად მიიღო.

  • ” ქალაქში უკანონობა არ უნდა მოხდეს”- კალაძე

    ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის ბანერები თბილისის ცენტრის ქუჩებიდან მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩამოხსნა. ოპოზიციის ინფორმაციით, კანონი ბანერებს არ კრძალავსმ რის გამოც ისინი მომხდარს შალვა შავგულიძის დისკრიმინაციად აფასებენ. პარტიაში თვლიან, რომ ხელისუფლება გაღიზიანებულია იმით, რომ შავგულიძემ პირველ ტურში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოიპოვა და ქართულ ოცნებას შიში აქვს, რომ მათი კანდიდატი არჩევნების მეორე ტურს წააგებს.

    ევროპული საქართველოს დღევანდელ ბრალდებას უპასუხა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, „ევროპულ საქართველოს“ ბანერების გაკვრის არანაირი უფლება არ ჰქონდა , რასაც შესაბამისი რეაგირება მოყვა. კალაძის განცხადებით, ქალაქში უკანონობა არ უნდა ხდებოდეს.

    „ბანერების გაკვრის არანაირი უფლება არ ჰქონდათ და შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება, მუნიციპალურმა ინსპექციამ და შესაბამისმა სამსახურებმა მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ქალაქში უკანონობა არ უნდა მოხდეს,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

    შავგულიძის ბანერების ჩამოხსნასთან დაკავშირებით განცხადება ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე ბარამიძემ, გააკეთა.

    მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის მხარდამჭერი ბანერი შტაბის წევრებმა გუშინ გვიან ღამით გააკრეს, თუმცა, დღეს დილას ადგილზე მისულებს ჩამოხსნილი დახვდათ.

    სანდრო ბარამიძის ინფორმაციით, ბანერი თბილისის მერიის სამსახურებმა ჩამოხსნეს, რაც მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა, რადგან არჩევნების პირველ ტურში ამავე ქუჩებზე სხვა საარჩევნო სუბიექტების პლაკატები არ ჩამოუხსნიათ.