
ამანდას დედის განცხადებით მას არცერთი წუთით ეჭვი არ შეპარვია, რომ მისი შვილი ცოცხალი იყო. “არც ერთი წუთით იმედს არ ვკარგავდი. ხანდახან სასოწარკვეთილება მიტევდა, მაგრამ მწამდა, რომ თუ ძებნას გავაგრძელებდით ამანდას აუცილებლად ვიპოვნიდით.“


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი ბიძინა ივანიშვილს ბოლოს, დაახლოებით, ორი კვირის წინ შეხვდა,- ამის შესახებ სოსო გოგაშვილმა კურიერთან ინტერვიუში განაცხადა.მისი თქმით, შეხვედრის ინიციატორი ქართული ოცნების თავმჯდომარე იყო.
გოგაშვილის განცხადებით, ივანიშვილი გასცემს პარტიაში დავალებებს, რომელსაც მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები ასრულებენ.
„პარტიის თავმჯდომარე ყველას თავის დავალებას აძლევს და ისინი დავალებებს ასრულებენ. მე არ მაქვს ისეთი პირდაპირი დაქვემდებარება, რომ უშუალოდ პირდაპირი დავალება მივიღო. ბოლოს ვნახე, დაახლოებით, ორი კვირის წინ,“ – განაცხადა სოსო გოგაშვილმა.
“დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს სტრასბურგის მოსამართლის და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთშეთანხმებული ქმედების”- ამის შესახებ ნიკა გვარამიამ სულ ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სტრასბურგში ქართველი მოსამართლე ლადო ჭანტურია საქართველოს ხელისუფლებისგან ინსტრუქციებს იღებს იმისთვის რომ არხისთვის სტრასბურგის მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიება მოიხსნას.
“ჩვენი ინფორმციით საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იგი იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან როგორ იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე და მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებაში გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს შედგა რუსთავი 2-თან დაკავშირებული საქმის პროექტის განხილვა სასამართლო კოლეგიის მიერ, პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს შენიშვნებით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც დაზუსტებით ცნობილია იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროების მხრიდან, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მიიღო ჭანტურიასგან, რაც არის სამოსამართლეო ეთიკის დარღვევა და ამ საფუძვლით ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ლადო ჭანტურიას და მიგვაჩნია რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს”-აცხადებს გვარამიამ და მოსამართლეს აცილებას უცხადებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს “რუსთავი 2”-ის ოფისში პარტნიორთა კრება შედგა, რომელიც არხის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით ჩაინიშნა. კრებაზე 3 საკითხი განიხილეს, მათ შორის, ნიჟარაძის მოთხოვნა, რომელიც არხის მფლობელებს და მენეჯმენტს მისთვის ზიანის მიყენებაში ადანაშაულებს და კომპენსაციას მოითხოვს.
„ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს, მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ბატონ ლადო ჭანტურიას აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს საქართელოს ხელისუფლების მხრიდან, როგორც იმოქმედოს რუსთავი 2-ის საქმეზე. მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. ეს სარჩელიც, რომელიც შესულია სასამართლოში, ემსახურება სწორედ ამ მიზანს და არის ამ სქემის ნაწილი. სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით.“ –ამბობს გვარამია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. მათივე თქმით, ბრალდებულმა 1994 წელს დაბადებულმა ს.ა.-მ უკანონოდ შეიძინა 43 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება “ალფა პვპ”.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ ს.ა.-მ შემდგომი რეალიზაციის მიზნით, უკანონოდ შეიძინა 43 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება “ალფა პვპ”. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, სასაფლაოებთან ახლოს, ტყის მასივში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნარკოტიკის მცირე შეკვრების სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებას ცდილობდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით”,-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი გოგონა ლექტორ მამაკაცს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სტუდენტმა ის მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც სავარაუდოდ, ლექტორი სექსუალურ შევიწროებას ახდენდა. სტუდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს მიმართავს. სტუდენტის მიმართვას კი “ბათუმელები” ავრცელებენ.
“ქალბატონო თამარ, მოგმართავთ ბსუ-ს სტუდენტი – როგორც ქართული მედია წერს, სტუდენტი, რომელმაც თავისი ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. მინდა იცოდეთ, რომ ძალიან მჭირდება თქვენი, როგორც პოლიტიკოსის, მმართველი პარტიის ლიდერის, როგორც ქალის მხარდაჭერა, რადგან ის, რაც ჩემს, 19 წლის გოგოს გარშემო ბოლო პერიოდში ხდება, არის ძალიან დამთრგუნველი და რთული.
ქალბატონო თამარ ალბათ გაიგეთ, მაგრამ მაინც მინდა მოგახსენოთ, რომ სოციალური ქსელიდან, მესინჯერიდან ჩემზე რამდენიმე დღის განმავლობაში ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. კერძოდ, ჩემი ლექტორის ფეისბუქ გვერდიდან მომდიოდა მისი სექსუალური ხასიათის ფოტოები. ის საპასუხოდ მოითხოვდა ჩემი ღირსების შემლახავი ფოტოების გაგზავნას. მომმართავდა არასასურველი სიტყვებით, რაც მიზნად ისახავდა ჩემთვის ღირსების შემლახავ და შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას… ეს მე მაყენებდა ტკივილს.
მიუხედავად ჩემი უარისა, ლექტორის ფეისბუქგვერდიდან მოწერას არ წყვეტდა. აღნიშნულმა ლექტორმა ისარგებლა ჩემი მდგომარეობით, ანუ იმით, რომ მისგან განსხვავებით მე ზურგს არავინ მიმაგრებდა და არც ახლა მიმაგრებს.ბევრი ფიქრის და შიშის შემდეგ გადავწყვიტე ეს ამბავი მხოლოდ ჩემთან არ დამეტოვებინა. გადავწყვიტე, რომ ამის შესახებ უნდა გაეგო საზოგადოებას, სხვა ქალებს, თქვენ, ანუ ვისი მხარდაჭერის იმედითაც დავიწყე ამაზე ღიად საუბარი.
მივმართე ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, რადგან სიჩუმის შემთხვევაში ვშიშობდი, რომ უარეს მდგომარეობაში აღვმოჩნდებოდი…ახლაც ვცდილობ დავიცვა ჩემი უფლებები, ღირსება და ვაჩვენო სხვა სტუდენტებს, რომ ჩვენს ქვეყანაშიც არის შესაძლებელი საკუთარი უფლებების დაცვა და ის, რომ ყველამ უნდა დაიცვას საკუთარი უფლება.
მოგმართავთ მხარდაჭერისთვის, როგორც ქალს, გავლენიან პოლიტიკოსს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს. მოგმართავთ სტუდენტი და გთხოვთ თვალი ადევნოთ საქმის მსვლელობას. გამოიჩინოთ კეთილი ნება და პროცესში ჩაერთეთ მაქსიმალურად. ვფიქრობ, ჩემი, როგორც 19 წლის გოგოს მძიმე გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება ხელს შეუწყობს იმას, რომ თავიდან ავირიდოთ ქალზე ძალადობის მსგავს შემთხვევები თუ სამართალდამცავების უმოქმედობა.
ვფიქრობ, ამით ხელს შევუწყობთ უნივერსიტეტებში სექსუალური შევიწროების ფაქტების აღმოფხვრა, რაც სავალალო იყო.მართალია, ჩემი ლექტორი, რომელიც მე ვამხილე, ამტკიცებს, რომ თავად არ მიგზავნიდა მესიჯებს, რომ მისი „აიქლაუდი“( აიფონის ფოტოარქივის პლატფორმა) და სოციალური ქსელი გატეხეს, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ სიმართლე გაირკვევა და მე არ დავიჩაგრები.
პატივისცემით სტუდენტი, რომელიც თავის სახელს ვერ წერს
სოფელ ფოცხოში მანქანა ხრამში გადავარდა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.
ავტომობილის მძღოლი, კიდევ ერთ პირთან ერთად, ავტოსაგზაო შემთხვევამდე სოფელ ფოცხოდან იმ იშვიათი ჯიშის მორების გატანას გეგმავდა, რომელიც პოლიციის მიერ იყო ჩამორთმეული.
ტყის მასალის დატვირთვის დროს ადგილზე პოლიცია მივიდა, თუმცა, ერთ-ერთმა პირმა გაქცევა მოახერხა, 30 წლის ბაკურ ხასაია კი ადგილზე დარჩა. ხასაიას, ამავე დანაშაულის გამო, პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი.
ხასაიას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ სამართალდამცავებმა ბაკურ ხასაია საჭესთან მართვის მოწმობის არქონის მიუხედავად მაინც დასვეს. მათივე თქმით, სოფელ ფოცხოდან გასვლის შემდეგ, კლდოვან გზაზე 30 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა პოლიციის მხრიდან განხორცილებული დევნის გამო მოხდა.
30 წლის მამაკაცის ახლობლები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან და ბაკურ ხასაიას ადგილმდებარეობის დადგენას ითხოვენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.