Blog

  • ბარსელონაში სამი ქართველი დააკავეს

    ბარსელონაში სამართალდამცველებმა მძარცველთა 22 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელთაგან 3 ქართველია. მძარცველთა ჯგუფი ძარცვავდა სახლებს, ქურდავდა რესტორნებს და მაღაზიებს.

    ესპანური პოლიციის ინფორმაციით ძალოვანებმა დანაშაულებრივი ჯგუფი სათვალთვალო კამერებიდან მიღებული ინფორმაციის დახმარებით დააკავეს. მათი ბინებიდან ამოღებულია თანხა, მობილური ტელეფონები და კომპიუტერები.

  • ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ მარნეულში მოსახლეობის დიდი ნაწილი დააზარალა

    სტიქია მარნეულის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში – დაახლოებით ერთსაათიანი წვიმისა და სეტყვის შედეგად მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დაზარალდა. მათ უმეტესობას სრულად დაეტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ავეჯი, ტექნიკა. ადგილობრივების თქმით, მოვარდნილმა წყალმა წაიღო ღობეები, გაანადგურა ვენახები და სხვა კულტურები.
    ლემშვენიერას მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათთან მხოლოდ დღეს მივიდა და აუნაზღაურებს თუ არა ზარალს, ჯერჯერობით უცნობია.
  • დავით გარეჯის საკითხზე პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ

    „ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატები პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ. ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხზე მმართველი პარტიის მითითება, რომ ყველა გაჩუმდეს, სწორი არ არის.
    „პოზიცია, რომ მოდი ჩუმად ვიყოთ და ხმა არ ამოვიღოთ, ეს არ არის სწორი. შესახვედრია იმ საბჭოსთან, რომელიც ამ საკითხზე საუბრობს, პრემიერი მოდის პარლამენტში და ეს კითხვები იქნება, კარგი იქნება თუ მოვა საგარეო საქმეთა მინისტრი,“-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
    კანონმდებლების შეფასებით, მამუკა ბახტაძემ და დავით ზალკალიანმა უნდა განმარტონ, დავით გარეჯთან მიმართებაში რა თემებზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან.
    გარდა ამისა, დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ პარლამენტმა ერთობლივი დოკუმენტი უნდა მიიღოს, რითაც ის დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურება.
    უმრავლესობაში კი კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ მათ ყველაფერი უნდა გააკეთონ რათა ვითარების ხელოვნურად დაძაბვა თავიდან აიცილონ.
    „მოლაპარაკების დროს ვითარების ხელოვნურად დაძაბვა არ არის საჭირო და არ არის სახელმწიფოებრივად სწორი და გამართული. ვითარების დაძაბვის დიდოსტატები რომ არიან ჩვენი ოპონენტები, ამაში ეჭვი არც მათ მხარდამჭერებს ეპარებათ,“-ამბობს გია ვოლსკი.
  • ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს უნივერსიტეტმა ხელშეკრულება შეუწყვიტა

    ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, დისციპლინური კომისიის გადაწყვეტილებით, ხელშეკრულება შეუწყდა. ომარ მახარაძის საკითხი ბათუმის უნივერსიტეტის დისციპლინურმა კომისიამ გუშინ საღამოს განიხილა.
    დახურულ სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ სტუდენტებიც, თუმცა მათ ამის უფლება არ მიეცათ.
    სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი 19 წლის გოგოს სოლიდარობას უცხადებენ. თავად ომარ მახარაძე მიწვევის მიუხედავად სხდომაზე არ გამოცხადდა.
    „კომისიის თითოეულმა წევრმა შინაგანი რწმენით და იმ მასალაზე დაფუძნებით, რაც ჩვენ გვქონდა, კენჭი ვუყარეთ და გადავწყვიტეთ, რომ აქ უნდა ყოფილიყო სახდელი შრომითი უფლებების შეწყვეტა. ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება,“-აცხადებს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისციპლინური კომისიის თავმჯდომარე ანზორ ბერიძე.
    ომარ მხეიძე სტუდენტმა სექსუალურ შევიწროებაში ერთი კვირის წინ დაადანაშაულა და მათი მიმოწერა გაასაჯაროვა. ომარ მხეიძე ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ტელეფონი გაუტეხეს. თუმცა უნივერსიტეტმა მას ლექციებზე შესვლა მეორე დღესვე აუკრძალა. მხეიძე ბათუმის საკრებულოს წევრიც იყო. ოპოზიციამ მისთვის საკრებულოს წევრობის შეჩერებაც მოითხოვა.ორი დღის წინ ომარ მხეიძემ საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი და ფრაქცია ქართული ოცნება– მრეწველების რიგები დატოვა.
  • დააზღვიე მოგზაურობა და მოიგე კინოს ბილეთები

    ბი ბოტმამ სამოგზაურო სეზონის გააქტიურებასთან ერთად გადაწყვიტა იღბლიანი მოგზაურები დაასაჩუქროს.

    ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად მოგზაურობა ყველაზე კარგი გამოსავალია. უკან დაბრუნება უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, შეგიძლია კინოთეატრის ეკრანებიდან კიდევ ერთი მოგზაურობა აჩუქო საკუთარ თავს. მას შემდეგ, რაც სამოგზაურო დაზღვევას პირდაპირ Facebook Messenger-ის ჩეთში შეიძენ, თუ ყოველ მეათე მომხმარებელს შორის აღმოჩნდი, ბი კინოს* 2 ბილეთით დაგასაჩუქრებს.

    თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობ, ბი ბოტს თქვენი ერთად დაზღვევაც მარტივად შეუძლია, რადგან ბიმ უკვე იცის შენი მოგზაურობის პერიოდი, ასეთ დროს კი შენი მოგების შანსები იზრდება.

    შენი მომდევნო მოგზაურობის გასამარტივებლად კი, ბი ბოტს საჭირო ინფორმაცია უკვე დამახსოვრებული ექნება და მათი თავიდან შევსება აღარ დაგჭირდება.მისწერე ბი ბოტს, დააზღვიე მოგზაურობა და დასაჩუქრდი.

    *კინოთეატრის სასაჩუქრე კოდის გამოყენება შეგიძლია: კავეა მოლის, კავეა გალერიას, კავეა ისთფოინთის, ამირანისა და ბათუმის აპოლოს კინოთეატრებში, ასევე ვებგვერდებზე: cavea.ge და kinoafisha.ge

  • “სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე საქართველოში“–გრიგოლ ვაშაძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებთ, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება საქართველოსთვისაც დადებითი მოვლენაა.
    „რაც მოხდა უკრაინაში, ამტკიცებს, რომ ფულს ყოველთვის დაამარცხებს იდეოლოგია და ღირებულებები“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინფზე და „გაერთიანებული ოპოზიციისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, სააკაშვილს სამართლიანობის აღდგენა მიულოცა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობის გარეშე დატოვება იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი და მორალური პრობლემა.
    „ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სიხარული და ძალიან დიდი გამარჯვებაა, რადგან საქართველო და უკრაინა ერთნაირ ომში იმყოფებიან და იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილი უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენს გამარჯვებამდე საქართველოში და იმ მომენტამტე, როცა სააკაშვილს დაუბრუნდება მოქალაქეობა საქართველოში და ერთად გავაგრძელებთ იმ გზას, რაც დაიწყო 2003 წელს“ – განაცხადა ვაშაძემ
  • ხუთი წლის ქართველი გოგონა ესპანეთის სანაპიროზე გარდაიცვალა


    უბედური შემთხვევა ესპანეთში.ტარაგონაში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვის ნაპირზე იმყოფებოდნენ. ესპანური მედიის ცნობით იყო ქარი და ტალღები, მოულოდნელად ტალღებმა ბავშვები წყლის სიღრმეში შეიყვანა.

    ბავშვების მამამ წყლიდან ორი მცირეწლოვანის გამოყვანა მოახერხა, ხოლო მესამე კი დინებამ გაიტაცა. მაშველებმა მალევე დაიწყეს 5 წლის გოგონას ძებნა, რამდენიმე წუთში, ნაპირიდან დაახლოებით 200 მეტრში მიაგნეს კიდევაც თუმცა მცირეწლოვანის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.

  • “ფინანსების ძიებას ვიწყებ,საჯაროდ მოვყვები ვინ ითანამშრომლებს ჩვენთან და ვინ არა“-ზურა ჯაფარიძე

    „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ „გირჩისთვის“ ფინანსების მოძიებას იწყებს და დღეიდან მისი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ფინანსების მობილიზება იქნება.
    „ბევრ ცვლილებას ვგეგმავთ 2020 წლის არჩევნებისთვის. პარტიულუი სისტემის გამართვის პრიცესში ვართ. გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა, რაც დროში ძალიან სწრაფად არის მოსაგვარებელი, მათ შორის არის ყველაზე მნიშვნელოვანი „გირჩის“ ფინანსური სტაბილურობის საკიხი. „გირჩი“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც უარს ამბობს საბიუჯეტო დაფინანსებაზე და არსებობს მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით, მაგრამ ეს შემოსავლები სავსებით არ არის საკმარისი, რომ რეალურ საარჩევნო კონკურენციაში შევიდეთ მსხვილ პარტიებთან. არადა, გვინდა სწორედ ასეთ კონკურენციაში შესვლა“ – აცხადებს ჯაფარიძე. მისივე თქმით, „გირჩი“ აკეთებს წარმატებული ადამიანების სიას, და ინდივიდუალურად დაურეკავენ და შეხვდებიან ამა თუ იმ ბიზნესმენს. ვინ წავა ასეთ თანამშრომლობაზე „გირჩთან“ და ვინ – არა, ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ყველაფერს საჯაროდ იტყვის.
    „ვის შევხვდი, როგიორ ჩაიარა შეხვედრამ, ვინ ითანამშრომლებს ჩვენთან . ასევე საჯაროდ მოვყვები ვინ არ ითანამშრომლებს და რა მიზეზებს იტყვის. მსგავსი რამ ამ ქვეყანაში არავის გაუკეთებია. ამ თვალსაზრისითაც „გირჩი“ ახალ სტანდარტს დადებს ქვეყანაში“ – აცხადებს ჯაფარიძე.

  • „ივანიშვილისთვის ეს შავი დღეა” – მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ

    “ეს არის მნიშვნელოვანი ისტორიული პრეცედენტი,” – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მას მოქალაქეობა აღუდგინა.
    საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში ხვალ ჩავა.
    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზელენსკიმ მიღებული გადაწყვეტილებით სამართლიანობა აღადგინა.
    საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ხელისუფლება შეიცვალა, პოროშენკოს ხელისუფლების გენერალურმა პროკურორმა აღიარა, თუ როგორ აყალბებდა მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს. მისივე თქმით, სწორედ ასევე მოხდება საქართველოშიც.
    „მოსალოცია იმიტომ, რომ რეალურად მოხდა სამართლიანობის აღდგენა. სამართლიანობის აღდგენა იმ გაგებით, რომ უკრაინაში ჩემს წინააღმდეგ აღძრეს ზუსტად ისეთივე სისხლის სამართლის საქმე, ზუსტად ისეთივე ოლიგარქებმა, როგორიც აღძრეს საქართველოში – თითიდან გამოწოვილი, მოგონილი, ძალიან თავხედურად გაყალბებული. მთავარმა პროკურორმა მოხსნა პირი და მოყვა, როგორ ავალებდა პოროშენკო ჩემს წინააღმდეგ მტკიცებულებების ფალსიფიცირებას. ზუსტად ასევე, როგორც კი ივანიშვილი კიდევ უფრო შეირყევა, მოხსნიან პირს ფარცხალაძეები, კბილაშვილები, წულუკიანები და აუცილებლად მოყვებიან, როგორ ხდებოდა მტკიცებულებების გაყალბება, ყალბი ჩვენებების მიღება, როგორ ხდებოდა პოლიტიკური დევნა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა არჩევანში ჩართვისას.
    მიხეილ სააკაშვილმა დღეს იმ გეგმებზეც ისაუბრა, რომელსაც უკრაინაში დაბრუნების შემდეგ განახორციელებს.
    მისი თქმით, ის გაუზიარებს გამოცდილებას და დაეხმარება უკრაინის ხელისუფლებას მის იდეებს.
    მიხეილ სააკაშვილი ზელენსკის პოლიტიკურ კურსთან თანხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს ჰქონდა სიმპატიები იმ რეფორმების მიმართ, რაც მან თავის დროზე გაატარა და ასევე იმ პროექტების მიმართ, რაზეც ბოლო პერიოდია, საუბრობს. მათ შორის არის ელექტრონული არჩევნების სისტემის დანერგვა.
    მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილი ცდილობდა, რომ ის უკრაინაში არ შეეშვათ, თუმცა, მას გეგმები ჩაეშალა.
    „ივანიშვილისთვის ეს შავი დღეა ნამდვილად,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
  • ანიტა რაჭველიშვილის და თეა დარჩიას პერფორმანსი თბილისის მეტროში (ვიდეო)

    სოციალურ ქსელებში ვრცელდება თბილისის მეტროში გადაღებული ვიდეო, რომლშიც მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი კარმენს ასრულებს, მოცეკვავე თეა დარჩია კი ცეკვავს. ეს პერფორმანსი მომღერალ თეო ჯორბენაძის კლიპის ფრაგმენტია. კლიპში ახალი თაობის მუსიკოსები მონაწილეობენ. მათი მონაწილეობით 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში ფესტივალი The New Generation Music Festival გაიმართება.
    ფესტივალში ახალგაზრდა მუსიკოსებთან ერთად საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატები, გამოცდილი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.