Blog

  • გია ვოლსკი პარა ანსამბლის ბავშვებთან ერთად უკრავს(ვიდეო)

    პარლამენტის ვიცე–სპიკერი, ქართული ოცნების წევრი გია ვოლსკი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელზეც ის საბავშვო ანსამბლთან ერთად ინსტრუმენტზე უკრავს.

    “აი აქ ვიყავი დღეს. ჩვენი რაიონის ერთ-ერთი დღის ცენტრია ამ პარა ანსამბლს დღეს 5 წელი შუსრულდა მეც ამიყოლიეს. რამხელა სიყვარულისა და მოთმინების მფლობელი უნდა იყვნენ პედაგოგები, გმირები. ბავშვები, სიხარულით სავსენნი. ამ სურათში მათი მხოლოდ ნაწილია. დიდი მადლობა თეონა ყაჭეიშვილს, ყველა მასწავლებელს და ქედუხრელ მშობლებს.“–წერს გია ვოლსკი

  • სერხიო რამოსმა პერესს წასვლის შესახებ აცნობა – ფლორენტინო მის სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს

    სერხიო რამოსმა გუნდის ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ აცნობა. მისი ტრანსფერით არაერთი გუნდია დაინტერესებული, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რას აპირებს ესპანელი მცველი.

    ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ მადრიდელთა კაპიტანი შემოთავაზებებს ჩინეთიდანაც განიხილავს და ისინი ფეხბურთელს ტრადიციულად კოლოსალურ თანხას სთავაზობენ. მაგრამ როგორც აღმოჩნდა მისი გუნდიდან წასვლა ასე მარტივი არ იქნება. ფლორენტინო პერესი მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს. ამ დროისთვის იმის თქმა შეუძლებელია არსებობს თუ არა ევროპაში ისეთი გუნდი ვინც 33 წლის რამოსში ამხელა თანხას გადაიხდის.

    რამოსის მომავლის შესახებ პერესმა ოფიციალური განცხადებაც გააკეთა: ”დღეს რეალში ყველაზე მსხვილი კონტრაქტი სერხიო რამოსს აქვს. ის კაპიტანი, საუკეთესო ფეხბურთელია და ამას სრულებით იმსახურებს. სერხიო რამოსი საკუთარი შვილივით მიყვარს. მითხრეს, რომ მას ჩინური კლუბიდან კარგი შეთავაზება აქვს, მაგრამ იქაური წესებით, კლუბს ტრანსფერის ფასის გადახდის საშუალება არ აქვს. ვუთხარი სერხიოს, რომ ეს შეუძლებელია – არ შეიძლება მადრიდიდან კაპიტანი უფასოდ მიდიოდეს, ეს საშინელი პრეცედენტი იქნება”, – აცხადებს კლუბის პრეზიდენტი.

    სერხიო რამოსს გუნდიდან წასვლა კლუბის ბოსებთან უთანხმოების გამო სურს. იგი არ ეთანხმება მათ პოლიტიკას და გავრცელებული ინფორმაციით, მისი აზრით მისი გუნდიდან წასვლა მასაც წაადგება და გუნდსაც.

  • “შემიყვარდა ის “საძულველი” სასახლე“– მაკა ჩიჩუა ავლაბრის რეზიდენციაზე საუბრობს

    ჟურნალ სარკისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა ავლაბრის სასახლეზე საუბრობს:

    “სხვათა შორის, შემიყვარდა ის “საძულველი” სასახლე, რომელსაც ვისაც არ ეზარება ყველა აგინებდა. დღეს ორი სასახლის შენახვა გვიწევს. ის სასახლე, სადაც გიორგი მუშაობდა რეზიდენცია არ იყო, ამიტომ ბევრს ტყუილად ეგონა რომ იქ ოჯახი ვცხოვრობდით. ამხელა სასახლეში მხოლოდ ერთი მოსასვენებლი ოთახია. ეს სასახლე იმ ადამიანებით შემიყვარდა, რომლებიც იქ მუშაობდნენ.

    ერთადერთხელ დავრჩი იქ ორი ღამით ბავშვთან ერთად, როდესაც სახის სახურავს ვაკეთებდით და წყალი ჩამოდიოდა. გიორგის ერთი ღამეც არ გაუტარებია სასახლეში” – ამბობს მაკა ჩიჩუა სარკესთან ინტერვიუში.

  • ჩელსის შემადგენლობაში პრობლემებია – დაპირისპირება იგუაინსა და დავიდ ლუიზს შორის (ვიდეო)

    ევროპა ლიგის ფინალის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩელსის ვარჯიშზე ორ წამყვან ფეხბურთელს შორის შელაპარაკება მოხდა. იგუაინი უკმაყოფილო იყო ბრაზილიელის უხეში თამაშით და მას სიწყნარისკენ მოუწოდებდა. თავის მხრივ დავიდ ლუიზი ვერ ხედავდა საკუთარ თამაშში ზედმეტ უხეშობას და იგუაინთან საუბარს თავს არიდებდა. საბოლოოდ მოთამაშეებს შორის გუნდის კაპიტანი სეზარ ასპილიკუეტა ჩადგა და მოთამაშეები დააშოშმინა.

    მოთამაშეების დაშოშმინების მიუხედავად ნერვებმა უმტყუვნა გუნდის მთავარ მწვრთნელ მაურიციო სარის. იგი განრისხებული იყო მოთამაშეების ამგვარი ქცევის გამო და გაბრაზებულმა კეპი მოედნის კუთხისკენ მოისროლა.

    შეგახსენებთ ევროპა ლიგის ფინალი 29 მაისს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

  • ნეიმარმა 19 წლის გუნდელს მის მიმართ გაკეთებული ფინტი არ აპატია და მიწაზე დააგდო (ვიდეო)

    ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა კოპა ამერიკისთვის მომზადება დაიწყო. ტიტეს გუნდი ტურნირისთვის აქტიურად ემზადება და ფეხბურთელები ვარჯიშებზე სრული დატვირთვით ირჯებიან.

    ნაკრებში სხვა ვარსკვლავებთან ერთად გამოძახებულია 19 წლის მცველი ვევერტონიც. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელი ბოლო ვარჯიშის შემდეგ ყურადღების ცენტრში მოექცა. მან გუნდის ლიდერ ნეიმარს მოხდენილი ფინთით ფეხებს შორის გაუტარა ბურთი, რაც ამ უკანასკნელს არ მოეწონა და ნეიმარმა ის მიწაზე დააგდო.

    ნეიმარი ფინტის გარდა გაბრაზებული ვერ იქნება, რომ რამდენიმე დღის წინ მას კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და ის მის თანაგუნდელ დანი ალვეშს გადასცეს.

  • “ის დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მალე ქართულ მიწაზე ღირსეულად დაადგამს ფეხს“–სანდრა რულოვსის განცხადება

    სანდრა რულოვსი ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

    “ორ თვიანმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ ზუგდიდში, რომელშიც აქტიურად შემომიერთდნენ ადამიანები, ვისაც ჩემი გამარჯვების სწამდა, თავისი ირიბი შედეგი გამოიღო. ხალხმა ცხადად დაინახა, რა თავხედურად ართმევს მას გამარჯვებას ივანიშვილი – მისთვისვე მოპარული ფულით, სუსის და კრიმინალების გამოყენებით.

    არჩევნებად მონათლულმა სუსის ამ სპეცოპერაციამ, საქართველოს ყველა მოაზროვნე მოქალაქე დაარწმუნა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ასე გარდაუვალია – უარესი სიღატაკე, უარესი განუკითხაობა, უარესი შეურაცხყოფა.

    ჩვენს ხალხს არ დაუმსახურებია იცხოვროს ისეთ გაჭირვებასა და უუფლებობაში, როგორიც ვნახეთ ზუგდიდში და რაც არის მთელს საქართველოში. მოთმინების ფიალა ივსება. უკვე იგრძნობა, რომ ხალხი უფრო და უფრო ძლიერი საპროტესტო ხმით დაიცავს საკუთარ უფლებებს. ამის ნიშნებს ვხედავთ ყველგან, ბოლო კვირაში მაგალითად ჭიათურაში, სხვაგანაც.

    მოქალაქეების ძირითადი უფლებების შელახვით პროტესტს კი ვერ აქრობენ, აძლიერებენ. ასეთ პირობებში კი ხალხი აუცილებად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა და, რომ ცვლილება მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით უნდა გაფორმდეს. მე აუცილებლად ვიქნები ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში, როგორც ქართველი ვაჟების დედა და ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი მოქალაქე!

    საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 7 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად. ის დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს! მანამდე, ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მანდატი ოპოზიციონერის ხელში გადავა – შალვა შავგულიძეს მეც წარმატებას ვუსურვებ 9 ივნისს! რაც შეეხება პრეზიდენტად დანიშნულ ამ გაუგებრობას, დარწმუნებული ვარ, მასაც ხალხი მიუთითებს სახლისკენ იმავე ჩექმებით სწრაფი ნაბიჯებით სვლას, რომლებითაც შეაბიჯა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში.“–წერს სანდრა რულოვსი.

  • ალეკო ელისაშვილის და “სამოქალაქო მოძრაობის“ კანდიდატი შალვა შავგულიძეს მეორე ტურში მხარს არ დაუჭერენ

    მთაწმინდის მაჟორიტარულ არჩევნებში ალეკო ელისაშვილის და მისი “სამოქალაქო მოძრაობის“ კანდიდატმა, ლევან იოსელიანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს არ დაუჭერს თავისუფალი დემოკრატების და ევროპული საქართველოს კანდიდატს, შალვა შავგულიძეს. ლევან იოსელიანმა არჩევნებში ხმების 6.55% აიღო.

    “მთელი ამ დროის მანძილზე გვეკითხებოდნენ, თუ რომელ კანდიდატს ვუჭერდით მხარს მეორე ტურში, თუმცა ეს კითხვა თავიდანვე იყო არასწორი. ჩვენ არასდროს განგვიხილავს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერა. მთელი ეს პერიოდი ვფიქრობდით, დაგვეჭირა თუ არა მხარი შალვა შავგულიძისთვის. საკითხს მივუდექით პასუხისმგებლობით როცა ვთქვით, რომ ეს უნდა ვკითხოთ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დამიჭირა.

    მთელი 10 დღის განმავლობაში სხვა არაფერი გამიკეთებია გარდა იმისა, რომ დავდიოდი ჩემს ამომრჩეველთან და ვეკითხებოდი აზრს, რას ფიქრობდნენ ისინი და როგორ მოვქცეულიყავით. ვადასტურებ ჩემს პიროვნულ პატივისცემას შალვა შავგულიძის მიმართ, თუმცა ჩვენი ამომრჩევლისთვის და ჩვენთვისაც მიუღებელია მხარი დავუჭიროთ მას არჩევნების მეორე ტურის წინ ერთი მიზეზით – მან თავისი პოლიტიკური მომავალი დაუკავშირა იმ გუნდს, რომლის მხარდაჭერაც ჩვენი ამომრჩევლისთვის მიუღებელია.“– აცხადებს იოსელიანი.

    შალვა შავგულიძეს მეორე ტურში არც “გირჩი“ უჭერს, რომლის კანდიდატმა, ჰერმან საბომ მთაწმინდის არჩევნებში 4.76 % მიიღო. იმის შესახებ, რომ შავგულიძეს მხარს არ დაუჭერს განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამაც, რომელმაც ხმების 3.14% მიიღო. 

    მთაწმინდის არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. ერთმანეს  ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპრდებიან.

  • სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ნიშნავს საქართველოში დაბრუნების დაჩქარებას – გოცირიძე

    „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე თლის, რომ ზელენსკის გადაწყვეტილებით, “ქართული ოცნებას” ახალი ტკივილი გაუჩნდა.
    „სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება მნიშვნელოვანი გზავნილია უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან მსოფლიოს თანამეგობრობისადმი. ზელენსკი მოიქცა სამართლიანად და ის ააშენებს სამართლებრივ სახელმწიფოს და არა ოლიგარქიულ სახელმწიფოს, რაც იყო აქამდე. რაც შეეხება საქართველოს, ახალი ტკივილი გაჩნდა “ქართული ოცნებისთვის” და უკვე დაიწყეს უგუნური განცხადებების გაკეთება. თუ საჭირო გახდება, სააკაშვილი იქნება უკრაინის პოლიტიკაში, მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი არის საქართველო და უკრაინაში დაბრუნება ნიშნავს მის საქართველოში დაბრუნების დაჩქარებას” – აცხადებს რომა გოცირიძე.

  • “გავა წლები და ვინც აქ ზიხართ და ხმა არ მიეცით წინ დაგხვდებათ“–პარლამენტმა მაჩალიკაშვილის საქმეზე კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

    თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება. კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა ჭირდებოდა, თუმცა  საკითხს კენჭისყრაზე 30 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე ჰყავდა. საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს ოპოზიციის მოთხოვნას კომისიის შექმნის შესახებ, კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირა, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან მწვავე განცხადებები მოჰყვა.
    „სამწუხაროა, რაც დღეს ამ დარბაზში მოხდა. მოკლული მამა ჩვენგან ითხოვდა პასუხს, რატომ მოუკლეს შვილი. თქვენ დღეს უარი თქვით, შეიტყოთ სიმართლე და გაიგოთ, რატომ მოკლეს მძინარე ადამიანი საკუთარ სახლში. ამ პასუხისმგებლობით მოგიწევთ საკუთარი საქმიანობის გაგრძელება“ – განუცხადა მმართველ გუნდს სალომე სამადაშვილმა. ნიკა მელიამ კი განაცხადა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ, უმრავლესობასთან ლაპარაკი უკვე შაურაცხმყოფელია.

    „პირობას გაძლევთ, გავა წლები და ვინც აქ ზიხართ და ხმა არ მიეცით, წინ დაგხვდებათ. მთელ ქვეყანას უნდა გაეგო, რატომ დაიხვრიტა ბავშვი საკუთარ ლოგინში. მაგრამ ეს არ გინდოდათ, იმიტომ რომ გეშინიათ. მარტო ხელფასს იღებთ ამ პარლამენტში, მარტო მანქანა გაინტერესებთ და მარტო რესტორნები“ – განუცხადა ნიკა მელიამ უმრავლესობას. თინა ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ მმართველ უმრავლსეობაში 20 დეპუტატსაც არ აღმოაჩნდა გამბედაობა, ივანიშვილის ნების წინააღმდეგ მიეღო გადაწყვეტილება.

  • სააკაშვილს უკრაინაში დასაბრუნებლად პირადობის მოწმობა გადასცეს

    მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ ფეისბუქის გვერდზე დადო ვარშავაში, უკრაინის საელჩოში გადაღებული ფოტო. სააკაშვილი წერს, რომ მშვენიერმა კონსულმა ქალმა მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა უკრაინაში დასაბრუნებლად. სააკაშვილი საელჩოდან პირდაპირ ვარშავის აეროპორტში გაემგზავრა.