Blog

  • ბუდაპეშტში მდინარე დუნაიზე დაკარგულ ტურისტებს ეძებენ. 7 დაღუპულია

    უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდინარე დუნაიში საექსკურსიო კატერის ბორტზე მყოფი 33 ადამიანიდან 7 დაიღუპა კატერის გადაბრუნების შედეგად. 19 ადამიანსი ისევ ეძებენ. კატერს გემი შეეჯახა, როცა ის უნგრეთის პარლამენტის წინ იდგა.კატერი შეჯახების შედეგად გადაბრუნდა.
    კატერზე სახელად Hableany სამხრეთ კორეელი ტურისტები იყვნენ. კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს 19 მოქალაქის დაკარგვას. სამხრეთ კორეა უნგრეთში ექსპერტების დელეგაციას გზავნის.
    შემთხვევა გუშინ გვიან საღამოს მოხდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ჩაძირული კატერი მაგრიტის ხიდის სიახლოვეს იპოვნეს. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობენ კატერები, მყვინთავები, პროჟექტორები, მდინარეს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე ლოკატეორების საშუალებით სკანირებას უკეთებენ.
    მდინარუ დუნაის დონე მარტის დასაწყისიდან ხშირი წვიმების გამო ადიდებულია, დინება კი აჩქარებული, რაც სამუშაოებს ართულებს.
    მაშველების თქმით რაც მეტი დრო გადის, მით შორს მიაქვს დინებას ცხედრები და ცოცხლად გადარჩენილთა პოვნის ალბათობა მცირდება.
  • მეგან მარკლის ძმა ამბობს, რომ პრინც ჰარიზე გათხოვებით მისმა დამ ცხოვრება დაუნგრია

    მეგან მარკლის გათხოვებიდან ერთი წლის თავზე მისი ნახევარძმა ხმამაღალ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით  დამ ცხოვრება დაუნგრია. ტომას მარკლ უმცროსი თვლის, რომ მეგანისა და პრინცი ჰარის ქორწინება მისი ყველა წარუმატებლობის მიზეზი გახდა.
    ტომასის თქმით ყოფილი მსახიობის მოულოდენლმა სახელმა და დიდებამ მთელი მისი ოჯახის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია. მათ უკვე “მიკროსკოპით აკვირდებიან“, მათ ყოველ ქმედებას თვალყურს ადევნებენ. “ამის მიღება ძნელია, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ, რომ მე ეს არასოდეს მითხოვია.“– განუცხადა მარკლმა გამოცემა Sun Online–ს.
    რამდენიმე თვის წინ მან სამსახური შეიცვალა. ის მეშუშე იყო და სამსახურიდან სუსტი ჯანმრთელობის გამო წამოვიდა. ახალი სამსახური ვერა და ვერ იშოვნა. დამქირავებლებმა არ მოინდომეს სკანდალურად სახელგანთქმულ ადამიანთან ურთიერთობა.

    მალე ტომას მარკლს, მის საცოლე დარლინს და მათ შვილს კიდევ ერთი პრობლემა გაუჩნდათ: უსახლკაროდ დარჩნენ. მეპატრონემ კოტეჯიდან იძულებით გამოასახლა, სხვა ვარიანტი კი ვერა და ვერ იშოვნეს. ისევ და ისევ სკანდალური ცნობადობის გამო. უკვე ორი თვეა სამკაციანი ოჯახი ორეგონში სასტუმროს ნომერს ქირაობს და იქ ორ ძაღლთან ერთად ცხოვრობს.

    “ეს ჩემი ცხოვრების ფსკერია“– ამბობს ტომასი და დასძენს, რომ ახლა, როცა მასზე ამდენი ტყუილ–მართალი ვრცელდება, მის ოჯახთან ურთიერთობა აღარავის უნდა.

    ტომას მარკლი სიბრალულს ნამდვილად იმსახურებს, თუმცა ის თავად არის საკუთარი ბედის მჭედელი. მან და მისმა დამ, სამანტამ ყველაფერი გააკეთეს, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიეპყროთ. ისინი სკანდალებს აწყობდნენ, სხვადასხვა თოქ–შოუებს სტუმრობდნენ და დაუფარავად შოულობდნენ ფულს მეგანთან ნათესაობით.

    ტომასმა დედოფალსაც კი მისწერა წერილი. ის თვლის, რომ მის ოჯახს ისეთივე პატივისცემით უნდა მოექცნენ, როგორც პრინცი უილიამის ცოლის, ქეითის ოჯახს– მიდლტონებს.
  • შეჩერდება თუ არა ანაკლიის პორტის პროექტი.ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მწვავე განცხადება

    ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მწვავე შეფასებას აძლევს გავრცელებულ ინფორმაცის საქართველოს მთავრობის მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემას.
    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადება
    დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში “ ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ – „ეიპიემ ტერმინალსის“ შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ)
    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC თან) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.
    „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება.“
  • ბერა ივანიშვილის და ნანუკას გუდავაძის შვილის სქესი ცნობილია

    ერთი თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდებიან. დღეს ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” ვიდეო გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ რომ წყვილს მალე ბიჭი შეეძინება. 

  • პუტინის გასაიდუმლოებული პირადი ცხოვრება.ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტს ტყუპები შეეძინა

    რუსეთში რამდენიმე დღეა ვრცელდება ჭორები, რომ სავარაუდოდ, რუსეთის ლიდერის 36 წლის მეგობარმა გოგონამ, ყოფილმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მხატვვრულ ტანვარჯიშში ალინა კაბაევამ, რომელიც ახლა მედია სადგურის აღმასრულებელი პირია, თვის დასაწყისში ტყუპები გააჩინა. კაბაევას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „საიდუმლო პირველ ლედის“, ის პუტინზე სამჯერ უმცროსია და ზოგიერთი დაუდასტურებელი ცნობით, 2008 წელს მას შვეიცარიის კლინიკაში ქალიშვილი შეეძინა.

    მაშინაც და ახლა, კრემლი ამ ინფორმაციას მალავდა. პუტინი კაბაევასთან ურთიერთობას უარყოფს. ერთ ჟურნალისტს, რომელმაც პრეზიდენტს ამ კითხვით მიმართა, პუტინმა უპასუხა: „მე ყოველთვის მქონდა ნეგატიური განწყობა იმ ადამიანებზე, ვინც საკუთარ აბრეცილ ცხვირს და ეროტიულ ფანტაზიებს სხვა ადამიანების ცხოვრებაში ყოფს“.

    კაბაევა წარმოშობით უზბეკია, სპორტის დატოვების შემდეგ მოდელი გახდა, ხოლო შემდეგ 2014 წლამდე რუსეთის დუმის დეპუტატი იყო. ახლა ის „ეროვნულ მედია ჯგუფს“ ხელმძღვანელობს. როგორც რუსი გამომძიებელი ჟურნალისტი სერგეი კანევი წერს, მან ტყუპები იტალიელი ექიმის დახმარებით კულაკოვის სამშობიარო კლინიკაში, სპეციალურად გამოყოფილ სექციაში, გააჩინა. კაბაევას მშობიარობის შესახებ ინფორმაცია ყვითელ პრესაშიც გავრცელდა.

    გამოცემა „მასკოვსკი კომსომოლეც“-მა, რომელიც პუტინის ოლიგარქი მეგობრის, არკადი როტენბერგის საკუთრებაშია, დაწერა, რომ კაბაევამ, სავარაუდოდ, ტყუპები გააჩინა. თუმცა სტატია მალევე გაქრა. რუსი ოფიციალური პირები აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.

    2013 წელს პუტინმა, ყოფილ ბორტ-გამცილებელ და მასწავლებელ ლიუდმილა შკრებნევასთან 30 წლიანი ქორწინება დაასრულა. ქორწინებიდან მას ორი ქალიშვილი ყავს. მათი ქორწინების განმავლობაში, შკრებნევა საჯარო სივრცეში ნაკლებად ჩნდებოდა. განქორწინების შემდეგ მან ხელახლა იქორწინა.

    კრემლი გასულ კვირას, მედიასთან დაკავშირებული წყაროების ინფორმაციით, შეეცადა იმ ახალი ამბების შეზღუდვას, რომლებიც ტყუპების დაბადებაზე საუბრობდნენ, რაც მედია თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი მაჩვენებელია. პუტინი, საკუთარ პირად ცხოვრებას მკაცრად იცავს – ეს ერთ-ერთი ჩვევაა, რომელიც მას სუკის აგენტობის პერიოდიდან მოჰყვება.

    2016 წელს სამი რედაქტორი რუსული „არ-ბი-სი“ მედია ჯგუფიდან სამსახურიდან გაათავისუფლეს, მას შემდეგ რაც პუტინის სიმდიდრის შესახებ სტატია გამოქვეყნდა.

    კაბაევას საიდუმლო ისტორია, რუსეთში პრესის თავისუფლების კიდევ უფრო შეზღუდვის პარალელურად ვითარდება. მაისის დასაწყისში 10-ზე მეტმა ჟურნალისტმა გამოცემა “კომერსანტი” – დატოვა. გამოცემიდან მათი წასვლის მიზეზი ორი წამყვანი ჟურნალისტის, ივან საფრონოვის და მაქსიმ ივანოვის გათავისუფლება გახდა, რომლებმაც კრემლისათვის მიუღებელი სტატია დაწერეს.

    გაზეთი მილიარდერი ალიშერ უსმანოვის საკუთრებაშია, რომელსაც პუტინთან ახლო კავშირები აქვს. მარტში, “კომერსანტის” კიდევ ერთი ჟურნალისტი, მარია კარპენკო სანქტ-პეტერბურგში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაშუქების შემდეგ გაათავისუფლეს.

    “კომერსანტში” მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ჟურნალისტების გათავისუფლების გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ “ეს [რუსეთში] შემორჩენილ ჟურნალისტურ დამოუკიდებლობაზე საშინელი დარტყმაა”.

    დამოუკიდებელი გამოცემა, “ზი ბელ” ამბობს, რომ მიუხედავად პოლიტიკური ცენზურისა, “კომერსანტს” მთავრობისგან გარკვეული დამოუკიდებლობა ქონდა. “ჟურნალისტების მასობრივად წასვლა სამსახურიდან, ამ მოცემულობას კითხვის ქვეშ აქცევს”, – აცხადებს გამოცემა. გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ არაა ნათელი, თუ კონკრეტულად რას უკავშირდება მთავრობის გაღიზიანება ზემოთხსენებული ორი ჟურნალისტით (ივანოვითა და საფრონოვით).

    კაბაევას გარშემო მიმდინარე მოვლენები, რუსეთში პრესის თავისუფლების შეზღუდვის ილუსტრაცია. ჟურნალისტები შიშობენ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა კიდევ უფრო შეიზღუდება ახლახანს მიღებული კანონით, რომელიც „ცრუ ინფორმაციის“ გავრცელებას კრძალავს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონი შესაძლოა ოპონენტების და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “რუსეთი ბირთვულ ცდებს ატარებს”- აშშ

    “thedailybeast”-ი ამერიკის შეერთებული შტატების  სამხედრო დაზვერვა ვარაუდებს აქვეყნებს, რომელიც გულისხმობს იმას რომ რუსეთი სავარაუდოდ ფარულად ატარებს  ბირთვულ ცდებს.  დაბალი სიმძლავრის ბირთვული ცდების მიზანი სავარაუდოდ ბირთვული არსენალის განახლებაა. 

    როვერტ ეშლი, აშშ-ს დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  რუსეთი  ბირთვული იარაღის საყოველთაო აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებას არღვევს

    აშშ-ის ადმინისტრაციის ოფიციალური წევრები ადასტურებენ, რომ ანალოგიური მონაცემები სხვა სადაზვერვო და ანალიტიკურ უწყებებსაც მოეპოვებათ.

    რუსმა გენერალმა, ვლადიმირ შამანოვმა განაცხადა, რომ დღეს არსებული ტექნიკის გათვალისწინებით, ბირთვული იარაღის ცდების მალულად ჩატარება შეუძლებელია. შესაბამისად რუსეთი უარყოფს რომ ისინი ბირთვულ ცდებს ატარებენ.

  • სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის ზღვარზეა. გარეჯა შესაძლოა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს

    დავით გარეჯის კრიზისი შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს. ოპოზიცია და კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ ბაქოში ილჰამ ალიევთან საზღვრის დელიმიტაციაზე მოლაპარაკებების გამართვა შესაძლოა, კონსტიტუციის დარღვევად ჩაითვალოს, რაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველს იძლევა. კონსტიტუციის 52-ე მუხლის მიხედვით, პრეზიდენტი ვალდებულია, საგარეო საკითხებზე მოლაპარაკებები მხოლოდ მთავრობის თანხმობით აწარმოოს.

    სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საკითხებზე მოლაპარაკებები თვითნებურად აწარმოა თუ შეათანხმა მთავრობასთან, დანამდვილებით არ იციან საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმაც. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ, რომ საკითხი პარლამენტმა შეისწავლოს.

    ერთადერთი კანონმდებელი „ქართული ოცნებიდან“, ვინც ღიად აცხადებს, რომ ბაქოში ვიზიტის დროს საკითხები, რაზეც ზურაბიშვილი ილაპარაკა, მთავრობასთან შეთანხმებული იყო, გია ვოლსკია.

    დამოუკიდებლობის დღეს კი თავად საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გარეჯის საკითხზე საუბარი მეზობელ ქვეყანასთან მან წამოიწყო.

    პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად პარლამენტის 50 დეპუტატის მოთხოვნაა საჭირო, რის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლომ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყოს. თუ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევა დადგინდება, მაშინ სასამართლო დასკვნას პარლამენტი გადაუგზავნის, საბოლოო პრეზიდენტის ბედს დეპუტატები წყვეტენ და მის გადასაყენებლად 100 ხმა არის საჭირო.

  • მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებამ “ქართულ ოცნებაში” ქაოსი გამოიწვია

    მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებამ “ქართულ ოცნებაში” ქაოსი გამოიწვია. მმართველ გუნდს ნერვებმა იმდენად უმტყუნა, რომ ხელისუფლება ლამის დიპლომატიურ სკანდალშიც გაეხვა. “ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს უკრაინის პრეზიდენტი ოკუპანტ ვლადიმერ პუტინთან გარიგებაში დაადანაშაულა.

    საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ შოკი არ უკვირთ. ენმ-ს წევრების თქმით, ზელენსკის გადაწყვეტილებამ დაადასტურა ის, რომ ყველა ოლიგარქი ერთ და იგივე უკანონო მეთოდით მოქმედებს სააკაშვილის წინააღმდეგ.

    „ოცნების მხრიდან დაბნეულ განცხადებები არ არსი გასაკვირი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენამ დაადასტურა ის რასაც ჩვენ ვამბობდით ყოველთვის, რომ ოლიგარქები როგორც საქართველოში ისე უკრაინაში, ერთი და იგივე უკანონო მეთოდებით ებრძვიან ამ პოლიტიკოსს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    ნუკრი ქანთარიას და ქართული ოცნების სხვა წევრების რეაქცია პროგნოზირებადი აღმოჩნდა ნიკა მელიასთვის. ენმ-ს წევრი აცხადებს მას შემდეგ რაც „ოცნება“ დამარცხდება , მეორე დღესვე დაიწყება საქართველოს წინსვლა, რომლის სათავეშიც დგას მიხეილ სააკაშვილი.

    უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება „ევროპული საქართველო’ გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მეგობარმა ქვეყანამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან აშკარა იყო, რომ მის წინააღმდეგ უსამართლობას ჰქონდა ადგილი.

    მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ეხმაურება დავით ჭიჭინაძეც. ის ამბობს, რომ „ოცნების’ ხელისუფლებამ ე.წ. პიჯაკების საქმეზე უსუსური ბრალდება წაუყენა სააკაშვილს. მისვე თქმით ამ ბრალდებით მისი ექსტრადირების მოთხოვნა არის იუმორის შემცველი. დავით ჭიჭინაძე აცხადებს იმასაც, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არ აწყობას სააკაშვილის ექსტრადირება, რადგან ეს რომ ასე ყოფილიყო, ამას პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მოითხოვდნენ.

  • ქართველი მოდელი “გუჩის” ჩვენებაზე გამოვიდა

    28 მაისს, რომში გუჩის 2020 წლის კრუიზ კოლექციის ჩვენება გაიმართა.ქართველი მოდელი ლიკა რიგვავა მოდის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდის “გუჩის” ჩვენებაზე პირველად გამოჩნდა.

    “Look Models Managment”-ის გოგონამ, ლიკა რიგვავამ ალესანდრო მიკელის მიერ შექმნილი ნამუშევარი წარმოადგინა. 

    “გუჩისთან” მანამდე  კიდევ ერთი ქართველი გოგონა, მარიშა მაისურაძე თანამშრომლობდა.

    იხილეთ “გუჩის” მთლიანი ჩვენება : 

    {{VIDEO}}

  • შეცდომები სექსუალურ ცხოვრებაში: რაზე ჩივიან ყველაზე მეტად ქალები და კაცები

    იდეალურ შემთხვევაში პარტნიორები მორიდების გარეშე განიხილავენ ერთმანეთთან სექსის თემას და ფიქრობენ, როგორ გააუმჯობესონ სექსუალური ცხოვრება. რეალობაში კი ასე ხშირად არ ხდება და ამის გამო ბევრი ურთიერთობა დგება საფრთხის წინაშე. რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად სექსში და რაზე ღირს დაფიქრება.

    ბრიტანელმა მკვლევარებმა 2000 ადამიანი გამოკითხეს და შეადგინეს არასწორი მოქმედებების სია როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთივს.

    ვნახოთ, რა შეცდომებს უშვებენ ქალები მამაკაცების აზრით სექსუალურ ურთიერთობებში:

    • არ გამოდიან სექსის ინიციატორებად
    • უნდათ სექსი სიბნელეში
    • ორგაზმის იმიტაციას ეწევიან
    • სექსის დროს მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობენ
    • არ უნდათ სიახლეების მოსინჯვა
    • მეტისმეტად ბევრს ფიქრობენ სექსზე
    • ცუდად აღეგზნებიან
    • საწოლში ყოფილ მამაკაცებს იხსენებენ
    • დარწმუნებულები არიან, რომ მამაკაცს ყოველთვის უნდა სექსი
    • მეტისმეტად ბევრს ღელავენ საკუთარ გარეგნობაზე

    ახლა კი ვნახოთ რა შეცდომებს უშვებენ მამაკაცები სექსუალურ ურთიერთობებში ქალების აზრით:

    • გამოტოვებენ ხოლმე პრელუდიას
    • ორგაზმს უფრო ადრე აღწევენ ვიდრე პარტნიორი
    • უხეშად იქცევიან
    • საწოლში სისულელეებს ლაპარაკობენ
    • სექსის მერე იძინებენ
    • ქალის გარეგნობას კომენტარს უკეთებენ
    • თვლიან, რომ ყველაფერი უკეთ იციან
    • მინიშნებებს იგნორირებას უკეთებენ
    • სექსის მხოლოდ ფიზიკური შემადგენელი აინტერესებთ.