Blog

  • ბრედლი კუპერის და ირინა შეიკის დაშორება ჭორია.მოსეირნე წყვილი პაპარაცებმა გადაიღეს

    ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ ბრედლი კუპერი და ირინა შეიკი დაშორდნენ. თუმცა ეს ჭორები არ დადასტურდა. წყვილი დროს მშვენივრად ატარებს შვილთან, პატარა ლეასთან ერთად კალიფორნიაში და ბედნიერად გამოიყურება.
    პაპარაცებმა ამ დღეებში წყვილი ლოს ანჯელესის ერთ–ერთ პარკში გადაიღეს. სუპერმოდელს ჯინსი და ადიდასის ბოტასი ეცვა, თავზე კი ბარბერის ქუდი ეხურა. წყვილს პაპარაცები ხშირად აწყდებიან ბავშვთან ერთად სეირნობისას ხან ქალაქში, ხანაც სანაპიროზე.

  • “ეს არის ერთი პატარა ბავშვის ზღაპარი “-მოზარდის წამებაში მხილებული პოლიციელის ადვოკატი

    ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვანის ადვოკატი ყველა იმ პოლიციელის დასჯას ითხოვს, ვინც მისი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებულ წამებაში მონაწილეობდა. ამ დროისთვის საქმეზე მხოლოდ ერთი პოლიციელი, კონსტანტინე ქოჩიშვილია ბრალდებული. ის გუშინ ამოცნობის პროცედურის დასრულებისთანავე დააკავეს. მოზარდი ამტკიცებს, რომ ქოჩიშვილი სწორედ ის სამართალდამცველია, ვინც ის სცემა და სკამიდან გადმოაგდო, რა დროსაც ხელი მოიტეხა. არასრულწლოვანმა ამოიცნო კიდევ ერთი პოლიციელი აკაკი უგრეხელიძე, რომელიც მისი მტკიცებით, გაუპატიურებით ემუქრებოდა. თუმცა ის დაკავებული არ არის, რადგან გამოძების ინფორმაციით, მის წინააღმდეგ მხოლოდ მოწმის ჩვენება საკმარისი არ არის.

    ფაქტის გახმაურების შემდეგ ბოლნისის პოლიციიდან აკაკი უგრეხელიძე გარდაბანში გადაიყვანეს.

    აკაკი უგრეხელიძე დღეს “კურიერის” კამერას დაემალა. გარდაბნის პოლიციაში ჟურნალისტს უთხრეს, რომ ის საქმეზე იყო გასული. მისი ადვოკატი ცოტნე ტყებუჩავა კი ამტკიცებს, რომ აკაკი უგრეხელიძე უდანაშაულოა და მოზარდი “ზღაპრებს ჰყვება”.

    „ძიება მიმდინარეობს. დასაკითხია უამრავი პოლიციელი, ხალხი და აქედან გამომდინარე მე არ მაქვს ჯერ ჯერობით მაგის უფლება, რომ რაიმე ამ წუთას მტკიცებულება წარმოგიდგინოთ თქვენ. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, გპირდებით წარმოგიდგენთ მტკიცებულებას და დაგისაბუთებთ, რომ ეს არის ზღაპარი. ერთი პატარა ბავშვის ზღაპარი. გადაიყვანეს იმიტომ რომ არის პროფესიონალი და საჭირო იყო მისი იქ დახმარება. რა თანამდებობაზეც აქ იყო, იმ თანამდებობაზეა იქაც,“-განაცხადა ცოტნე ტყებუჩავამ.

    კომენტარს არ აკეთებენ აკაკი უგრეხელიძის ოჯახის წევრებიც. ისინი მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ სამართალდამცველი ნამდვილად გარდაბნის პოლიციაში მუშაობს.

    შემთხვევა ბოლნისში 2 თვის წინ მოხდა. ქურდობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს მოზარდის მტკიცებით სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. აწამეს და ხელი მოტეხეს. იყო გაუპატიურების მუქარაც.

    საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი გამომძიებელი, რომლის დაკავების შუამდგომლობით პროკურატურამ რუსთავის საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. სავარაუდოდ საუბარია გამომძიებელზე, რომელმაც გააყალბა მტკიცებულებები არასრულწლოვანზე განხორციელებული ძალადობის საქმეში.

  • “მე იმ აეროპორტში დავბრუნდი, საიდანაც გამიშვეს” – სააკაშვილი უკრაინაშია

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევშია. ის ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება.სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ქვეყანაში დაბრუნდა იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს უკრაინის აღმშენებლობაში.მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის მოქალაქეობის დაბრუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

    „მე მინდა ყველას მივესალმო. რთულია გადმოვცე ემოცია, მავსებს ემოციები ამ ადამიანების დანახვის შემდეგ. მე იმ აეროპორტში დავბრუნდი, საიდანაც გამიშვეს.მე არ ჩამოვსულვარ აქ რომ ვინმეს სამაგიერო გადავუხადო. მე აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ ვაკეთო საქმე, მე ოდესაში შევძელი რაღაცეების გაკეთება, მაგრამ მე არ მომცეს ბოლომდე ჩემი გეგმების განხორციელების საშუალება. მე მინდა მონაწილეობა მივიღო ახალი უკრაინის მშენებლობაში, იმ რამდენიმე მილიონ უკრაინელთან ერთად რომლებიც იმყოფებიან აქ. ჩვენ არ გვაქვს დრო ვიცადოთ 50 წელი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

  • დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ 3 კანონპროექტი პარლამენტის ცარიელ დარბაზში წარადგინა

    პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს პარლამენტის სხდომაზე არქიტექტურული სივრცის დაგეგმარების შესახებ კანონპროექტი ცარიელ დარბაზში წარადგინა. სხდომას მხოლოდ ორი დეპუტატი ესწრებოდა –  ოცნების ყოფილი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი და პატრიოტთა ალიანსის  წევრი გელა მიქაძე.

  • ჯენიფერ ენისტონი ბრედ პიტს ღალატში ადანაშაულებს

    ჯენიფერ ენისტონსა და ბრედ პიტს 5-წლიანი ქორიწინება აკავშრებთ. ისინი ერთმანეთს 2005 წელს დაშორდნენ, დაშორების შემდეგ ისინი საჯაროდ აცხადებდნენ რომ მეგობრობას ინარჩუნებდნენ. 

    მიუხედავად ამისა ჯენისფერ ენისტონი ბრედ პიტს ღალატში ადანაშაულებს.თუმცა  ბრედ პიტი ბრალდებას უარყოფს და ამბობს რომ ანჯელინა ჯოლისთან ურთიერთობა არ ჰქონია მაშინ როდესაც ენისტონთან ქორწინებაში იყო და ახალი ურთიერთობა მან მხოლოდ მაშინ დაიწყო როდესაც ის ენისტონთან ქორწინებაში აღარ იყო.  ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია წერს. 

    დაშორების შემდეგ ჯენიფერ ენისტონმა პირველ ინტერვიუში, რომელიც Vanity Fair-ს მისცა, განაცხადა, რომ ბრედ პიტის გულწრფელობაში დარწმუნებული არ იყო.

    43 წლის ანჯელინა ჯოლისა და 55 წლის ბრედ პიტის განქორწინების პროცესი  15 აპრილს დასრულდა. განქორწინების პროცესი ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი  2005 წლიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად 2014 წლის აგვისტოში იქორწინეს. 2016 წლის სექტემბერში ჯოლიმ განქორწინებაზე საბუთები შეიტანა, 2018 წლის ბოლოს  ყოფილმა ცოლ-ქმარმა ბავშვებზე მეურვეობის შესახებ საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს.

  • ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ივანიშვილის აგარაკთან შიმშილობას იწყებს

    შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის აგარაკთან ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი ბენო ჭელიძე საინიციატივო ჯგუფთან ერთად ხვალიდან შიმშილობას იწყებს.

    მისი განცხადებით, ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა ერთი წლის წინ დასრულდა, თუმცა მედპერსონალს ამ დრომდე მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. ისინი დღემდე საქმიანობას ძველ შენობაში აგრძელებენ.

    მედპერსონალი ამბობს, რომ კლინიკის გადაცემა ერთ-ერთი კერძო სადაზღვევო კომპანიისთვის იგეგმება, რასაც აპროტესტებენ და ითხოვენ შენობა სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩეს.

    სწორედ ამ პრობლემებზე სასაუბროდ ითხოვენ ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას არ შეწყვეტენ.

  • სააკაშვილი უკვე უკრაინაშია (ვიდეო)

    მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ წუთებში კიევში, ბორისპოლის აეროპორტში იმყოფება. ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს პოლიტიკური ლიდერები, ჟურნალისტები, მხარდამჭერები და თანამოაზრეები დახვდნენ. ვარშავიდან გამოფრენილი თვითმფრინავი ბორისპოლის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

    პოლონეთში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მას უკრაინის კონსულმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.

    გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ მიიღო, რომელმაც პეტრო პოროშენკოს 2017 წლის განკარგულება გააუქმა

  • თიბისი დაზღვევა ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებს

    ბოლო 1 კვირის მანძილზე, თიბისი დაზღვევაში 500-მდე აგრო სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა. სეტყვამ ფერმერების მოსავალი განსაკუთრებით მძიმედ შიდა ქართლის რეგიონში დააზიანა. კერძოდ, გორის 20-ზე მეტ სოფელში მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია.

    თიბისი დაზღვევამ მყისიერად დაიწყო ზარალების შეფასება და ამ დრომდე 200-მდე სადაზღვევო შემთხვევაა შესწავლილი და შეფასებული. აქტიურად მიმდინარეობს დარჩენილ სადაზღვევო შემთხვევებზე რეაგირებასაც. შედეგად მაქსიმუმ 1 კვირის ვადაში ყველა შემოსული ზარალის განაცხადის შესწავლა დასრულდება და ფერმერები ზარალის ოდენობისა და ანაზღაურების პროცესის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

    ამასთან, იმ სოფლებში, სადაც სტიქიამ გაანადგურა მოსავლის უდიდესი ნაწილი, მათ შორის, შინდისში, რუისში, მეჯვრისხევში, ტყვიავში, ბებნისსა და მიმდებარე სოფლებში, თიბისი დაზღვევამ დროებით შეზღუდა ახალი სადაზღვევო პოლისების გაცემა დღემდე დაუზღვეველ ნაკვეთებზე.

    ეხლა მიმდინარეობს შიდა ქართლის რეგიონის შესწავლა, რის შემდეგაც დადგინდება, თუ სად და რა ოდენობით არის შენარჩუნებული მოსავალი. ამის შემდეგ, თიბისი დაზღვევა შეძლებს სრულყოფილად განაახლოს ახალი სადაზღვევო პოლისების გაცემა იმ სოფლებში, სადაც მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაურჩა სტიქიას.

    აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთში, აგროდაზღვევის პოლისების გაცემა აქტიურად მიმდინარეობს დღესაც.

    თიბისი დაზღვევა აგროდაზღვევის პროგრამას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და ამ დრომდე თიბისი დაზღვევაში 1500-ზე მეტი ფერმერია დაზღვეული.

  • უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა, Livo.ge უკვე ამოქმედდა

    უძრავი ქონების განახლებული პლატფორმა, Livo.ge უკვე ამოქმედდა.

    ციფრული პლატფორმის შესახებ პრეზენტაციას თიბისი ბანკისა და Livo.ge-ს წარმომადგენლები გამართავენ.

    თარიღი: 30 მაისი, 12:30 სთ, სასტუმრო „სტამბა“

    მისამართი: კოსტავას 14

  • დააზღვიე მოგზაურობა და მოიგე კინოს ბილეთები

    ბი ბოტმამ სამოგზაურო სეზონის გააქტიურებასთან ერთად გადაწყვიტა იღბლიანი მოგზაურები დაასაჩუქროს.

    ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად მოგზაურობა ყველაზე კარგი გამოსავალია. უკან დაბრუნება უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, შეგიძლია კინოთეატრის ეკრანებიდან კიდევ ერთი მოგზაურობა აჩუქო საკუთარ თავს. მას შემდეგ, რაც სამოგზაურო დაზღვევას პირდაპირ Facebook Messenger-ის ჩეთში შეიძენ, თუ ყოველ მეათე მომხმარებელს შორის აღმოჩნდი, ბი კინოს* 2 ბილეთით დაგასაჩუქრებს.

    თუ მეგობრებთან ერთად მოგზაურობ, ბი ბოტს თქვენი ერთად დაზღვევაც მარტივად შეუძლია, რადგან ბიმ უკვე იცის შენი მოგზაურობის პერიოდი, ასეთ დროს კი შენი მოგების შანსები იზრდება.

    შენი მომდევნო მოგზაურობის გასამარტივებლად კი, ბი ბოტს საჭირო ინფორმაცია უკვე დამახსოვრებული ექნება და მათი თავიდან შევსება აღარ დაგჭირდება.მისწერე ბი ბოტს, დააზღვიე მოგზაურობა და დასაჩუქრდი.

    *კინოთეატრის სასაჩუქრე კოდის გამოყენება შეგიძლია: კავეა მოლის, კავეა გალერიას, კავეა ისთფოინთის, ამირანისა და ბათუმის აპოლოს კინოთეატრებში, ასევე ვებგვერდებზე: cavea.ge და kinoafisha.ge