Blog

  • ინტერნეტ რეაქციები სალომე ზურაბიშვილის ჯვრით ხელში მსვლელობის კადრებზე

    სალომე ზურაბიშვილის მსვლელობას ჯვრით ხელში წმინდა ნინოს მარშრუტზე ინტერნეტში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებს, ნაწილი კი აკრიტიკებს, დასცინის და ხუმრობს. კომენტარების გარდა სოციალურ ქსელში უამრავი ფოტო და გიფი  გამოჩნდა, სადაც სალომე ზურაბიშვილის გამოსახულება  წმინდა ნინოს ჯვრით ხელში სხვადასხვა სიტუაციებშია და კონტექსტშია ჩამონტაჟებული. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს და სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოებს:

    გია ხუხაშვილი

    “ყველა მორწმუნე პატივისცემას იმსახურებს. ამასთანავე, საერო პირისგან ამის აქცენტირებული საჯარო დემონსტრირება თვითონ მისივე სარწმუნოების ძირითად მცნებებთან შედის წინააღმდეგობაში. და თუ ეს საერო პირი საერო ხელისუფლებას წარმოადგენს მრავალეროვან ქვეყანაში, ეს უკვე სახუმარო აღარ არის და სახიფათო ფორმები შეიძლება შეიძინოს. ერთი ასეთი ეპიზოდი უკვე გვქონდა დავით-გარეჯთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტულმა პოლიტიკურმა პრობლემამ ლამის რელიგიური, მსოფლმხედველობრივი განზომილება შეიძინა. პრეზიდენტი უნდა იყოს მორწმუნე და ეს მისასალმებელია. მაგრამ, ამასთანავე თუ რამის აქცენტირებულად დემონსტრირებას უნდა ახდენდეს, ეს არის ის, რომ ის ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტია, მართლმადიდებლის, კათოლიკეს, მუსულმანის და ა.შ. იმ ნარატივს კი, რომლის დემონსტრირებასაც ის ახდენს, მივყავართ ერთმორწმუნეობის პრიორიტეტულ პრინციპთან, ანუ გასაგებია სადაც..“
    მერაბ მეტრეველი:

    “აქ ვიღაცები წერენ, როგორ შეიძლება პრეზიდენტს (ზოგადად ადამიანს) რელიგიურობის გამო დასცინოთ, ქრისტიანობას რომ ეხება საქმე იმიტომ შაყირობთ, თორემ სხვა რელიგიას რომ ეხებოდეს, ეგრევე დაიცავდითო. სინამდვილეში, ვინც პრეზიდენტს იმ მსვლელობის გამო დასცინის ( სხვათა შორის მე აქმდე არაფერი დმიწერია ამ თემაზე), ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ ვინმეს რელიგიურობას იგდებს მასხრად, ან ქრისტიანობა მიაჩნია დასაცინად, ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ეს მათ თვალში სიყალბედ ჩანს, პოლიტიკურ პოპულიზმად, რელიგიით სპეკულირებად.“
    დავით ზურაბიშვილი

    “ნეტარხსენებულმა ჩერნომირდინმა რომ თქვა, რა საზოგადოებრივი ორგანიზაციაც არ უნდა შევქმნათ, მაინც სკკპ გამოდისო, ისეა ამ ქალის საქმე: რაც არ უნდა გააკეთოს, ყველა ვარიანტში ან რაღაც სამასხარაო გამოსდის, ან რაღაც მავნებლური, უფრო ხშირად კი ორივე ერთდროულად.
    განა უნდა? უბრალოდ იმდენად შეუფერებელია თანამდებობისთვის, რომ შანსი არაა რამე სხვანაირად გამოუვიდეს.“
    ნიკა გვარამია
    “საქართველოს პრეზიდენტი. 21-ე საუკუნის ოციანი წლები.
    ps მგონი, ამ ქალის კრიტიკა უკვე არაკორექტულია. ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაცინვა ტეხავს მაინც“
    თამარა ჩერგოლეიშვილი
    “იოლად გამოვძვერით!
    ხომ შეიძლება მედეას გზის გავლა გადაეწყვიტა, ნიშნიანიძის არგოთი გამგზავრებულიყო და გორჯისტანელი დაებრიდა?“
    ბონდო მძინარაშვილი
    “ჯერ ვერ გავარკვიე, ეს ავადმყოფი ულტრალიბერალები წმინდა ნინოს ჯვარმა დააფრთხო თუ სალომე ზურაბიშვილმა ჯვრით ხელში.
    ამ იქედნეს ნაშიერებს იმდენად სძულთ ეკლესია, ჯვარი და სანთელი, რომ ვერც კი წარმოუდგენიათ ქვეყნის მეთაური ჯვრით ხელში!
    ამ შეპყრობილებს “მარტივი ეგზორციზმი” (Simple Exorcism) ვეღარ უშველით და 2020-ში “საზეიმო ეგზორციზმი” (Solemn Exorcism) უნდა მოვუწყოთ, როგორც შარშან, მეორე ტურში და წლეულს, ზუგდიდში მოვუწყვეთ. “
    ირინა სარიშვილი
    ხო ამდენი ვიცინეთ და მგონი კოცონს მიმზადებენ შესაპიწკინებლად მაგრამ აი მართლა ხალხო ამ მსვლელობის კადრებს ვუყურებ და ყველაფერს გეფიცებით სიზმარში მგონია თავი! მართლა! ბიჯობიჯოო!

    თაკო ჩარკვიანი
    “ამ ქალის ხელში, ჯვარსაც კი მშვილდ -ისრის ფორმა აქვს, ეტყობა იმდენად არ ვენდობი ამ პ- რეზიდენტს, რომ უკვე ყველაფერს” ამ თვალით ”ვუყურებ“.

  • საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირების ნაკლებობაა და ეს აბრკოლებს ბიზნესს — ავსტრიის ელჩი

    “საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები პირების ნაკლებობაა და ეს აბრკოლებს ბიზნესს “— ეს განცხადება ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ bm.ge-სთან ინტერვიუში გააკეთა.

    “მე ვფიქრობ, საქართველოში თაობათა ჭიდილია. ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება, რაც გადაწყვეტილების მიუღებლობაა, სწორედ ეს წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე”, — განაცხადა არად ბენკომ.

    “საუკეთესო გზა, საქართველოს შემთხვევაში, არის დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გზა კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით. სადაც არ უნდა წავიდეს ქვეყანა, ეს სწორი გზა იქნება, რადგან ისევ დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება”-აღნიშნა ბენკომ.

  • ვადაგადაცილებული სესხები გაიზარდა

    აპრილის თვის სტატისტიკის მიხედვით, ვადაგადაცილებული სესხები 7.1 მლნ ლარით გაიზარდა და 493.7 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო.ამის შესახებ ეროვნული ბანკის  ანგარიშშია ნათქვამი.

    საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.9 პროცენტს გაუტოლდა.

  • ნინო ბურჯანაძის პარტია სახელს იცვლის-რიგგარეშე ყრილობა “შერატონ მეტეხი პალასში”

    ნინო ბურჯანაძის პარტიამ სახელი შეიცვალა, ამის შესახებ პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე გახდა ცნობილი. ყრილობა
    “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა. ბურჯანაძის პარტიას დღეიდან “ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობა” ეწოდება.

    ყრილობაზე ლიდერებმა არჩევნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე მათი პოლიტიკური შეხედულბები წარმოადგინეს. მათ შორის ქვეყნის საგარეო კურსზე. პარტიის წევრები კვლავ რუსეთთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მხოლოდ ამ გზით შეიძლება მოგვარდეს.

    “ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის გარდაუვალი აუცილებლობა, ვესაუბროთ ყველაზე უხერხულ მეზობელს ოკუპანტს, მტერს, მაგრამ უნდა ვესაუბროთ, უნდა ვესაუბროთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 წელიწადია ვტკეპნით ერთ ადგილს და უკან უკან მივდივართ. ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, არის ვესაუბროთ იმათ, სადაც არის შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს,“ – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

    პარტიის ერთ-ერთი წევრი სიტყვით გამოსვლისას სამხედრო ბაზების განთავსების თემასაც შეეხო.

    “ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ბაზების საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსული ბაზები გავიდნენ საქართველოდან. ამისთვის საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებები, ამისათვის საჭიროა მრავალვექტორული დაბალანსებული ურთიერთობები“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

  • გოგო,რომელიც ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ნახევრადშიშველი შევარდა ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა

    მთელი მსოფლიოს ყურადღება გუშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალისას მადრიდის სტადიონზე მიიპყრო გოგონამ, რომელიც თამაშისას მოედანზე თითქმის შიშველი შევარდა. გოგო მოედნის დაცვამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. მთავარი მსაჯი დამირ სკომინა იძულებული გახდა თამაში შეეჩერებინა, სანა სტიუარტებმა გოგონა არ დაიჭირეს და მოედნიდან არ გაიყვანეს.
    მისი ვინაობით გუშინვე მთელი მსოფლიო დაინტერესდა და შეიძლება ითქვას ის ინტერნეტ სივრცის ვარსკვლავი გახდა.
    პოლონელი კინსი ვოლანსკი ინსტაგრამ მოდელია. ჩემპიონთა ლიგის გუშინდელი მატჩისას სტადიონზე შერბენის შემდეგ, მის გამომწერთა რაოდენობა 1,9 მილიონამდე გაიზარდა და ახლაც იმატებს.
    ჩემპიონთა ლიგის ფინალი მადრიდში გაიმართა. ლივერპულმა ფინალში ტოტენჰემს 2:0 მოუგო.

  • განათლების სამინისტრომ მოსწავლეების წითელი ყელსახვევებით სიმღერის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

    საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით,  ახალციხისა და გურიის სკოლებში ზეიმზე მოსწავლეების პიონერის ფორმაში გამოწყობის ფაქტი შესწავლას საჭიროებს.მისი თქმით, თუ ფაქტი  დადასტურდება შესაძლებელია საკადრო ცვლილებები გატარდეს.

    „თუკი მსგავსი აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტი ფიქსირდება რომელიმე სკოლაში, უნდა იყოს შესაბამისი შესწავლით დადასტურებული აღნიშნული ფაქტი და თუკი დადასტურდა, შესაბამისი საკადრო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა  ჯაშმა.

    შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მოსწავლეები თეთრ პერანგსა და წითელ ყელსახვევებში სიმღერას „აყვავებული გურია“ ასრულებენ. როგორც ცნობილია, ვიდეო ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში ზეიმზე გადაიღეს. მანამდე  ასევე გავრცელდა ახალციხის ერთ-ერთ სკოლაში გადაღებული ფოტოები, სადაც მოსწავლეები საბჭოთა სიმბოლიკით ჩანან.

  • არ ვიცოდი, რომ საზიზღარი იყო-ტრამპი მეგან მარკლის შესახებ

    “არ ვიცოდი,რომ საზიზღარი იყო”- აშშ-ს პრეზიდენტმა მეგან მარკლის  შესახებ  გაზეთ The Sun-თან ინტერვიუში განაცხადა.

    ინტერვიუს მთავარი თემა ბრექსიტი, ტერეზა მეის პოლიტიკური შეხედულებები იყო.

    აშშ-ს პრეიდენტს ჟურნალისტა სასექსის ჰერცოგინიას განცხადებები შეახსენა. 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ მეგან მარკლმა ტრამპს ქალთმოძულე  უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში კანადაში გადავიდოდა საცხოვრებლად.

    “არ ვიცოდი,რომ საზიზღარი იყო. იმედი მაქვს, კარგადაა, დარწმუნებული ვარ კარგად გაუძღვება საქმეებს”, განაცხადა ტრამპმა საპასუხოდ.

    დონალდ ტრამპი გაერთიანებულ სამეფოს ოფიციალური ვიზიტით  ეწვევა და  პრინც ჰარის, უილიამსა და ქეით მიდლტონს შეხვდება. მეგან მარკლი კი შეხვედრას, ბავშვის გაჩენის მიზეზით არ დაესწრება. პრინც ჩარლზთან  სავარაუდოდ,ტრამპი კლიმატურ ცვლილებებზეც ისაუბრებს.

    “ვიცი, რომ კლიმატის ცვლილებებზე ვისაუბრებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამჟამად ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ჰაერი გვაქვს. ჩვენს წყალსა და ჰაერს არაფერი სჭირს”, – განაცხადა ინტერვიუს დროს ტრამპმა.

  • ჰიმალაის მთებში დაკარგულ 8 ალპინისტს ეძებენ

    ჰიმალაის მთებში დაკარგულ 8 ალპინისტს ეძებენ. ექსპედიციის წევრებს შორის ოთხი ბრიტანელი, ორი ამერიკელი, ავსტრალიელი და ინდოელი ალპინისტები არიან. ჯგუფი მწვერვალის დაპყრობას ცდილობდა.

    ექსპედიცია 13 მაისს დაიწყო,  თუმცა ბანაკში დათქმულ დროს არ დაბრუნდნენ.  სამძებრო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და თოვლი აფერხებს.

  • კონორ მაკგრეგორი ფლოიდ მეივერზერთან რევანშს ითხოვს

    ირლანდიელი მებრძოლი და UFC-ის ორი სხვადასხვა წონის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორი ფლოიდს მატჩრევანშს ითხოვს.

    ენტონი ჯოშუას სენსაციური მარცხის შემდეგ კონორმა ტვიტერს მიაშურა და ფლოიდი კიდევ ერთხელ გამოიწვია: “დიდებული საკრივო შეხვედრა გამოვიდა და სურვილი მაქვს, კიდევ ერთით დავტკბე. მატჩ-რევანშში ვიწვევ ხუან-მანუელ მეივეზერს. კიდევ შევხვდებით მეგობარო”.

    შეგახსენებთ, 2017 წელს ფლოიდმა ირლანდიელი მე-10 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და იმის შემდეგ არ წყდება ჭორები განმეორებითი შეხვედრის შესახებ.

    საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ ფლოიდის მენეჯერმა საინტერესო განცხადება გააკეთა: ,,თუ კონორს რემატჩი სურს, მან იცის როგორ უნდა მოიქცეს. ფლოიდი ყოველთვის მზადაა მის დასასჯელად და ჭკუის სასწავლებლად. მაკგრეგორსა და დანა უაითს დიდ პატივს ვცემ, ასევე ფლოიდიც, ამიტომ მათთან ერთად საქმის კეთება სიამოვნება იქნება”.

  • ენტონი ჯოშუას სენსაციური მარცხი ენდი რუისთან

    მძიმეწონის დივიზიონის სამი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ენტონი ჯოშუა დღეს გამთენიისას სენსაციურად დამარცხდა აუტსაიდერ ენდი რუისთან. მექსიკელმა გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მოიპოვა.

    იმის მიუხედავად, რომ ენტონი უპირატესობას ფლობდა და მესამე რაუნდში მეტოქე ნოკდაუნშიც ჩააგდო რუისი არ დანებდა, შესანიშნავად იბრძოლა და მეშვიდე რაუნდში ოთხჯერ დაანოკდაუნა და საბოლოოდ ბრძოლა მსაჯმა ტექნიკური ნოკაუტით შეაჩერა და გამარჯვება ენდი რუისს მიაკუთვნა.

    ენტონი დამარცხების შემდეგ ენტონი ღირსეულად მოიქცა – მეტოქეს გამარჯვება მიულოცა და მას ღირსეული მებრძოლი და ღირსეული ჩემპიონი უწოდა. ასევე მან განაცხადა, რომ ეს მარცხიც მისი თავგადასავალის ნაწილი იქნება და ის უფრო ძლიერი დაბრუნდება.

    სენსაციურ შედეგს არაერთი მებრძოლი გამოეხმაურა. განსაკუთრებით საინტერესო იყო ენტონის მთავარი კონკურენტის დეონტე უაილდერის განცხადება. მან საკუთარ ტვიტერის გვერდზე დაწერა: ,, ის ნამდვლი ჩემპიონი არასდროს ყოფილა. მთელი მისი კარიერა ტყუილებზე და იღბალზე იყო აგებული. ფაქტები ფაქტებად რჩება და ეხლა უკვე იცით ვინ ვის გაურბოდა.” შეგახსენებთ, უაილდერი და ჯოშუა ერთმანეთს აბრალებენ, რომ ისინი ბრძოლას გაურბიან და ერთმანეთის ეშინიათ.