Blog
-
რიკოთის გვირაბში მოძრაობა 4 დღით იკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ რიკოთის გვირაბში დაგეგმილ პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლით გზაზე. გვირაბში დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება. -
უბედურ შემთხვევას გუდაურში უცხოელი ტურისტი ემსხვერპლა
გუდაურში, ლუდის ხეობაში უბედურ შემთხვევას ფილიპინელი ტურისტი ემსხვერპლა.
21 წლის ი.ნ. და ფილიპინების მოქალაქე პარაპლანით გუდაურიდან გადმოფრინდნენ, ლუდის ხეობაში მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. შემთხვევის შედეგად ფილიპინელი ტურისტი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს-ში განაცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სმართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
-
ტრამპმა ზელენსკი ვაშინგტონში მიიწვია
აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში მიიწვია.უკრაინის პრეზიდენტის პრეს სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მიწვევისთვის და მადლიერება გამოთქვა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხში აშშ–ს თანმიმდევრული მხარდაჭერის პოლიტიკის გამო. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონპროექტი კიევისთვის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც აშშ–ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაშია წარდგენილი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი სიგნალია.უკრაინის პრეზიდენტის პრეს სამსახური აზუსტებს, რომ კანონპროექტის მიხედვით უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გათვალისწინებულია მისთვის შეიარაღების და ლეტალური თავდაცვითი საშუალებების გადაცემა. გარდა ამისა, დოკუმენტში განსაზღვრულია უკრაინისთვის აშშ–ს მთავარი სამხედრო–პოლიტიკური მოკავშირის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია. -
წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობას პრეზიდენტი ჯვრით ხელში გაუძღვა
სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა მსვლელობას, რომელიც დღეს, ნინოობის დღესასწაულზე, ფოკაში დაიწყო, წინ ჯვრით ხელში გამოუძღვა. პრეზიდენტი წუხელ ფარავნის ტბასთან ჩავიდა, დილით კი ფოკას მონასტერში წირვას დაესწრო. ამის შემდეგ დაიწყო მსვლელობა იმ მარშრუტით, რომლითაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა და ქრისტიანობა შემოიტანა.
მრევლის და სასულიერო პირების 42-დღიანი ლოცვითი მსვლელობა სვეტიცხოველში 12 ივლისს დასრულდება. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი მარშრუტის ბოლომდე მომლოცველთა რიგებში არ დარჩება.
მომლოცველების მსვლელობა ქართლის მიმართულებით გრძელდება, ისინი მტკვრის სანაპიროს მოუყვებიან.
სალომე ზურაბიშვილი, წმინდა ნინოს ჯვრით 42-დღიან ლოცვით მსვლელობას რამდენიმე საათით შეუერთდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ქვეყნის პრემიერი და მინისტრებიც.
-
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის პერსონალი მეგან მარკლის რთული ხასიათის გამო სამსახურიდან მიდის
წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი გახდა, თუმცა მის რთულ ხასიათზე უკვე ლეგენდები დადის. ნაკლებად ცნობილი ამერიკელი მსახიობის ბრიტანეთის პრინცზე გათხოვებას ბევრი კონკიას ზღაპარს ადარებს, თუმცა კონკიას ზღაპრის მიხედვით მას ბევრად უკეთესი ხასიათი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში ზღაპარში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ ის სასახლის პერსონალს ცუდად ექცედა. სულ ცოტა ხნის წინ მეგან მარკლს მისი ახალდაბადებული შვილის, არჩის ძიძა გაექცა.ჰარის და მეგანის ვაჟი 6 მაისს დაიბადა და ბუნებრივია, მას ძიძა აუყვანეს. თანაც ერთი კი არა სამი. ამ დღეებში კი ცნობილი გახდა რომ ერთ–ერთმა მათგანმა სამეფო ოჯახი დატოვა მეგან მარკლის პათოლოგიური სურვილის გამო, რომ ყველაფერი აკოტროლოს. “მას უბრალოდ არ შეუძლია ვინმე არჩისთან მარტო დატოვოს, ნებისმიერ დახმარებაზე უარს ამბობს. ბავშვი სულ მეთვალყურეობის ქვეშ ყავს“ – უყვება ბრიტანულ მედიას სამეფო კართან დაახლოებული წყარო. სხვათა შორის, დადის ჭორები, რომ მეგანი ბავშვს არა მხოლოდ ძიძებს, არამედ საკუთარ დედას, დორიასაც კი არ ანდობს, რომელიც ბრიტანეთში ამერიკიდან ჩავიდა ბავშვის დაბადების მომენტისთვის, რათა შვილს დახმარებოდა. თუმცა დორია მალევე დაბრუნდა ამერიკაში.
კიდევ ვინ ვერ გაუძლო მეგანსაპრილში სამეფო ოჯახთან თანამშრომლობის შვიდი წლის თავზე სამსახური დატოვა ოჯახის კერძო ვერტმფრენის პილოტმა, რომელიც აღშფოთებული იყო იმით, რომ მაღალკვალიფიციურ სტაჟიან სპეციალისტს მეგანის “უცნაური საკვების“ მისატანად უწევდა ფრენა, თითქოს ის 24 საათიანი სახლში საკვების მიტანის სერვისი იყო. მფრინავის უკმაყოფილების შესახებ ასევე ბრიტანულმა მედიამ დაწერა.სამეფო ოჯახში მეგანის გამოჩენის შემდეგ ოჯახმა სრულფასოვნად იგრძნო რას ნიშნავს “კადრების გადინება“. მეგანს პირად თანაშემწეებთანაც უჭირდა წარმატებული კომუნიკაცია. მაგალითად, მელისა ტუბატმა ცოტა ხნის წინ პოსტი დატოვა. სწორედ ის ეხმარებოდა პრინცი ჰარის ცოლის მთავარი დღესასწაულის – მისივე ქორწილის ორგანიზებაში. თუმცა მელისამ ამ თანამდებობაზე სულ ექვს თვეს გაძლო. თავიდან ის ბუკინგემის სასახლეზე მუშაობდა და მხოლოდ დედოფლის თხოვნით დათანხმდა ჰარის და მეგანის მარჯვენა ხელი გამხდარიყო, თუმცა საბოლოოდ ვეღარ გაძლო და ბავშვის დაბადების შემდეგ პოსტი დატოვა. ბავშვის დაბადების შემდეგ კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა მეგანის გუნდი – პირადი მდივნის თანაშემწემ, ემი პიკერილმა. გოგონამ თქვა, რომ სხვა ქვეყანაში აპირებს ცოტა ხნით ცხოვრებას, თუმცა სანდო წყაროები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ საბაბია და სინამდვილეში მიზეზი მეგანის ხასიათია.
მეგანსაც სამეფო ოჯახის სხვა წევრების მსგავსად პირადი მცველი ყავდა. წარსულ დროში იმიტომ ვამბობთ, რომ ქალი, ვისაც ეს პოსტი ებარა და ვისი სახელიც დღემდე უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე საიდუმლოდ რჩება, მეგანთან ნახევარწლიანი მუშაობის შემდეგ პოსტიდან წავიდა. რა თქმა უნდა, მიზეზად რთული გრაფიკი ან მეგანთან უთანხმოება არ დასახელებულა, არამედ თანამშრომლის “პირადი განცხადება“. ამბობენ, რომ ჰარი და მეგანი ამ გადაწყვეტილებამ გაანაწყენა. თუმცა ალტერნატიული ვერსიაც არსებობს, რომ მეგანს დიდად არ უდარდია ქმრისგან განსხვავებით, რადგან მზად არ იყო უცხო ადამიანის მხრიდან ტოტალური კონტროლისთვის.“სამეფო ოჯახის სხვა წევრები ბავშვობიდან მიჩვეულები არიან რომ მათ იცავენ, მეგანისთვის კი ეს ერთგვარი შემაკავებელი ფაქტორი იყო. ის ხომ მიჩვეულია, რომ როცა უნდოდა და რასაც უნდოდა იმას აკეთებდა, მათ შორის გადაადგილების თვალსაზრისით“ – ამბობს სამეფო ოჯახის ინსაიდერი. თუმცა, სამეფო ოჯახის წესებიდან გამომდინარე მეგან მარკლს ადრე თუ გვიან მოუწევს იმასთან შეგუება, რომ მას მუდმივად ვიღაც გააკონტროლებს. -
ბესელიას პარტია სასამართლო კლანის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
სასამართლო კლანის წინააღმდეგ მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას პოლიტიკური პარტია სამართლიანობისთვის იწყებს. ეს არის ეკა ბესელიას და მისი თანაგუნდელების პარტია, რომლის შექმნა მათ რამდენიმე დღის წინ დააანონსეს.ქართული ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატები მოქალაქეებს სამომავლო გეგმებს და მიზნებს აცნობენ.პარტიის წევრების თქმით, სამართლიანობა არის მთავარი იდეა, რომლის გარშემო მათი გუნდი ერთიანდება.დეპუტატი, გედევან ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ ახალი პარტია შეძლებს ცვლილებების მოტანას პოლიტიკურ რეალობაში.„დღეს რუსთაველის მეტროსთანაც განვათავსეთ ჩვენი ერთი პუნქტი, სადაც ხელმოწერების შეგროვება იქნება შესაძლებელი. მაქსიმალურად ვაპირებთ შეხვედრებს მოქალაქეებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებს დღეს ხელისუფლება, რომ საზოგადოება იყოს ნიჰილისტურად განწყობილი, არანაირი იმედი არ ჰქონდეთ პოლიტიკური ცვლილებების. ეს, სხვათა შორის, მთაწმინდის არჩევნებზე იგრძნობა, რომ ხალხს, რაღაცნაირად იმედი დაკარგული აქვს იმისი, რომ რაიმე ცვლილებები შეიძლება, მოხდეს. ჩვენ შევძლებთ იმ ტალღის აწევას, რომელიც რეალურ ცვლილებებს გამოიწვევს პოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც დღეს შექმნა ქართულმა ოცნებამ და რომელიც, ჩემი აზრით, ამ ქვეყნის მომავლისთვის საზიანოა,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ. -
რაჭაში მეათე დღეა 24 წლის ბიჭს ეძებენ
რაჭაში 24 წლის ნიკო ჯელაძეს მეათე დღეა, ეძებენ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა, რის შემდეგაც, მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან.
სამძებრო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, ძებნა დაკარგული ახალგაზრდის პოვნამდე არ შეწყდება.
-
“დაგღუპავთ თქვენი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 24 საათი გიზით სახლში“–ლაშა ამირეჯიბი ბიძინა ივანიშვილს
დაიცავი საქართველოს ერთ–ერთი დამფუძნებელი, მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი, ლაშა ამირეჯიბი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლის მცდელობაში ივანიშვილის გარემოცვას და პირადად ივანიშვილს ადანაშაულებს. ის ფეისბუქ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც უცა მამაცაშვილის და ვანო ჩხარტიშვილის ინტერესებზე საუბრობს:“პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა. ამავე დროს ძალიან მეცოდება ნათია თურნავა. არ არის ცუდი გოგო, ძაან ჭკვიანი გოგოა, დიდი ხანია მუშაობს ეკონომიკის სამინისტროში, სააკაშვილის პერიოდში ეკონომიკის მინისტრის მოადგილეც იყო. სამწუხაროდ მას სხვა საშუალება და სხვა უფლება არ აქვს რომ არ დაექვემდებაროს და არ დაადასტუროს ის ბრძანება რაც ზევით არის მოლაპარაკებული.
სანამ სილა არ გააწნეს ამერიკელებმა და ჰოლანდიელებმა საქართველოს ხელისუფლებას იქამდე აზრზე ვერ მოვიდნენ. არის ახლა დიდი პანიკა. თურმე ვიღაც კაკაურიძე ყოფილა, რომელმაც გასცა ბრძანება. კაკაურიძეზე გადატეხეს ჯოხი. ეგეთი რამე არ არსებობოს. ეგეთი რამეები არ ხდება.ახლავე აგიხსნით რა ხდება.ვანო ჩხარტიშვილს ფოთში რამდენიმე ნავსადგომი აქვს. პარალელურად რომ აშენებულიყო ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში პრაქტიკულად ვანო ჩხარტიშვილი და ვანოს ნაირი ადამიანები კარგავდნენ პრაქტიკულად ყველაფერს. ამ საქმეში არის ჩართული რა თქმა უნდა უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი.როცა ვლაპარაკობთ შიდა და გარე მტრებზე, ჩვენი ქვეყნის მტერი დღეს არის უჩა მამაცაშვილი და ვანო ჩხარტიშვილი. ამათი ინტერესის გარეშე დღეს საქართველოში არაფერი არ ხდება.არ მინდა დავიჯერო, რომ ბიძინა ივანიშვილი საქმის ყურაშია, მაგრამ როცა მისი დეიდაშვილი არის საქმის კურსში და როცა ვანო ჩხარტიშვილი უზის 24 საათი ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სახლში, რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში იქნებოდა.არაერთხელ მივმართე მას და ახლაც მინდა ვუთხრა: სიტყვას გაძლევთ ვაჟკაცურს, რომ თქვენ დაგღუპავთ თქვენივე ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 24 საათი გიზით სახლში და რაღაც საინტერესო ფინანსურ იდეებს გაწვდით.ბატონი უჩა მამაცაშვილი ძალიან ხშირად დაფრინავს მოსკოვში. იქ ვანოსთან ერთად რაღაც ბიზნესიც აქვს. ამასწინადაც ყოფილან. ერთი–ორი კვირის წინ მითხრეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მის პარტნიორ რუსებს არ უნდათ ანაკლიის პორტის აშენება.ვინც ანაკლიის პორტს ეწინააღმდეგება ის არის პირდაპირი მტერი ჩვენი ქვეყნის, ვინც ხელს უშლის ანაკლიის პორტის აშენებას ის არის სააკაშვილზე, ბოკერიაზე, ახალაიებზე უფრო მეტი მტერი. არანაირი გარე მტრები არ არსებობენ. არიან შიდა მტრები და პირველი შიდა მტრები არიან ვანო ჩხარტიშვილი და უჩა მამაცაშვილი, რომლის ხელშია მთელი ბიზნესი. თუკი ეს ბრძანება გაიცა და თუკი ფოთის ღრმა წყლოვან პორტზეა ლაპარაკი და მისი აშენება უნდოდათ, ეს იყო მხოლოდ ვანო ჩხარტიშვილის, უჩა მამაცაშვილის და ზევით ბიძინა ივანიშვილის ინტერესიც.“– ამბობს ამირეჯიბი. -
გარდაიცვალა ცნობილი განგსტერი ფრენკ ლუკასი
ცნობილი ამერიკელი განგსეტი, ფრენკ ლუკასი 88 წლის ასაკში, ნიუ ჯერსის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.1960–იან და 1970-იან წლებში ლუკასი ნიუ იორკშის მაღალი ხარისხის ჰეროინით მთავარი მომმარაგებელი იყო. მისი კლიენტები იყვნენ ცნობილი ადამიანები, წამყვანი ბიზნესმენები და პოლიტიკოსები. მან ერთხელ დაიტრაბახა, რომ ვიეტნამიდან ნარკოტიკების გარდაცვლილი სამხედროების კუბოებით გზავნიდა, რადგან იცოდა რომ ასეთ ტვირთ როგორც წესი, არ ამოწმებდნენ. იყო პერიოდი, როცა ის ნარკოვაჭრობით დღე–ღამეში მილიონ დოლარს შოულობდა.1975 წელს ლუკასი დაიჭირეს და 70 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 1991 წელს ლუკასი ციხიდან გამოვიდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერა და ვერ მიაგნეს 50 მილიონ დოლარს, რომელიც ოფშორულ ანგარიშებზე იყო გადამალული.ლუკასის ცხოვრების ისტორიის მიხედვით 2007 წელს გადაიღეს ფილმი “ამერიკელი განგსტერი.“ მთავარი როლი ფილმში დენზელ ვაშინგტონმა შეასრულა. 2010 წელს ლუკასმა გამოსცა მემუარები სახელწოდებით “ნამდვილი განგსტერი.“ მას შვიდი შვილი ყავდა. -
დიდი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე ტრამპი ბორის ჯონსონს უჭერს მხარს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დონალდ ტრამპმა ბორის ჯონსონს მხარი ღიად დაუჭირა.საკუთარი პოზიცია შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ლონდონში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოცემა სანისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოხატა.ტრამპის თქმით, ბორის ჯონსონი ყოველთვის მოსწონდა და ის კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის პოსტზე შესანიშნავი არჩევანი იქნება.პრეზიდენტმა მის მიმართ მეგან მარკლის მიერ წარსულში გაკეთებული კრიტიკული განცხადებებიც შეაფასა და პრინც ჰარის მეუღლეს “საზიზღარი” უწოდა.