Blog

  • განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 30 მაისს, ჩხოროწყუს რაიონში, 2000 წელს დაბადებული ვ.გ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

    სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მ.შ. დანაშაულის ჩადენიდან უმოკლეს დროში დააკავეს.

    გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

    დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

  • მგალობლიშვილის ქუჩაზე გზა ჩავარდა და 2 მანქანა ჩაიყოლა

    თბილისში, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა. მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა, რასაც გზის საფარის ჩავარდნა მოჰყვა. წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებში ჩაუვიდა. დაზიანებულია სამი ავტომობილი, ორი მათგანი გზის საფარის ჩანგრევის გამო ორმოში აღმოჩნდა. კიდევ ერთი კი წყლის ნაკადმა საკმაოდ დიდ მანძილზე გადაიტანა.

    შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე მაშველების მობილიზება გახდა საჭირო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

    წინასწარი პროგნოზები, როდის მოხერხდება პრობლემის მოგვარდება ჯერჯერობით უცნობია. საბურთალოს რაიონის გამგებლის თქმით პრობლემის მოსაგვარებლად ყველა სამსახური მობილიზებულია, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა სარდაფებიდან და შლამისგან სუფთავდება მიმდებარე ქუჩები. 

    ცენტრალური წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებულ ზარალს მოსახლეობას კომპანია “GWP“ აუნაზღაურებს. კომპანიის გენერალური დირექტორი გამგებელთან ერთად მგალობლიშვილის ქუჩაზე მივიდა. ზარალის დათვლა უკვე დაწყებულია.

    ”ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანდა თუჯის მილსადენი. ირაკლი ბაბუხადია ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება აღუდგა, დანარჩენს კი 24 საათის მანძილზე მიეწოდება სასმელი წყალი.

  • რომის პაპმა ბოშებს დისკრიმინაციისთვის ბოდიში მოუხადა

    რომის პაპმა ფრანცისკმა რუმინეთში ვიზიტის დროს კათოლიკური ეკლესიის სახელით ბოშებს მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის გამო ბოდიში მოუხადა.
    ქალაქ ბლაჟში, რუმინეთში მისი ვიზიტის ბოლო დღეს ბოშური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას პონტიფიკოსმა პატიება სთხოვა მათ “ისტორიის მანძილზე ყველა იმ პერიოდის გამო, როცა ჩვენი მხრიდან დისკრიმინაციას, სასტიკ მოპყრობას ან არასათანადო დამოკიდებულებას განიცდიდით.“
    ჰოლოკოსტის დროს ასობით ათასი ბოშა დაიღუპა.
    ამჟამად ბოშები ძირითადად სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ცხოვრობენ. რუმინეთში ისინი მოსახლეობის 10%–ს შეადგენენ. ისინი ჩივიან, რომ უჭირთ სამუშაოს შოვნა დისკრიმინაციის გამო და ბევრი მათგანი სიღარიბეში ცხოვრობს.
    “პატიებას გთხოვთ ეკლესიის სახელით. გულგრილობა ცრურწმენებს და სტერეოტიპებს ქმნის, მრისხანებას და წყენას კვებავს. ხშირად არასწორად ვმსჯელობთ, ისეთ სიტყვებს ვამბობთ, რაც სხვებს გულს ტკენს, ისეთ აზრებს გამოვთქვამთ, რომლებიც სიძულვილს და განხეთქილებას აღვივებს.“
    ბოშები ევროპაში დევნას საუკუნეების მანძილზე განიცდიდნენ.
    რამდენიმე ფაქტი: 
    • ბოშების უმეტესობა სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში ცხოვრობს, თუმცა ნაწილი აშშ–სა და ბრაზილიაში წავიდა.
    • ევროკავშირი ოფიციალურად აღიარებს ბოშებს ევროპაში უმსხვილეს ეთნიკურ უმცირესობად.
    • ნაცისტური გერმანია ბოშებს დევნიდა. ისტორიკოსების შეფასებით ასეულობით ათასი ადამიანი მოკლეს.
    • ბოშები მთელ ევროპაში უჩივიან დისკრიმინაციას საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილის ძებნისას.

  • განახლებული ორბელიანის მოედანი ხვალ საზეიმოდ გაიხსნება

    “ემოციებს ვერ ვმალავ ისეთი ლამაზი გამოვიდა”-კახა კალაძემ ორბელიანის მოედნის გახსნა დააანონსა.

    განახლებული ორბელიანის მოედანი ხვალ საღამოს 8 საათზე საზეიმოდ გაიხსნება, ამის შესახებ თბილისის მერმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

    “მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ერთ წელზე ცოტა მეტია ჩვენ დავიწყეთ ორბელიანის მოედნის და მისი მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაცია, როგორც მიწისქევშა კომუნიკაციები ისე ფასადებით აღდგენით, გალამაზებით, სკვერების მოწყობით და სამუშაოები დასრულებულია. ხვალ გვინდა ერთი ლამაზი საღამო ვაჩუქოთ თბილისს თბილისელებს”-განაცხადა კალაძემ.

  • “ევროპული საქართველოს” წევრის მეუღლეს აუზზე კამათის შემდეგ გასახდელში თავს დაესხნენ

    ევროპული საქართველოს წევრის, ნინო იმედაშვილის მეუღლეს, ლაშა ბრეგვაძეს, სასტუმრო რედისონში, საცურაო აუზზე თავს დაესხნენ. ინფორმაციას “ტაბულა” ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კამათი რელიგიურ და პოლიტიკურ ნიადაგზე დაიწყო,რის  შემდეგ სამი მამაკაცი ლაშა ბრეგვაძესგასახდელში თავს დაესხა.

    “ჩემმა მეუღლემ გამოთქვა კრიტიკული აზრი, რომ რელიგია არ უნდა იყო აფარებული პოლიტიკას. რაზეც აგრესიით უპასუხეს. საუბარი გაგრძელდა, ჩავიდნენ ასლან აბაშიძემდე. ჩემმა მეუღლემ აბაშიძეს შეაგინა, რაზეც მამაკაცები გაღიზიანდნენ. ინციდენტი ადგილზე განიმუხტა. თუმცა, შემდეგ გასახდელში დახვდნენ სამივე. ერთმა მოუქნია დანა, ჩემმა მეუღლემ აიცილა. მეორემ უკნიდან მოუქნია სავარაუდოდ დანა და მოხვდა თავის არეში”, – განაცხადა ნინო იმედაშვილმა “ტაბულასთან”.

    ამ წუთებში ლაშა ბრეგვაძე დაკითხვაზე იმყოფება.

  • ბათუმში ზღვამ 35 წლამდე კაცის გვამი გამორიყა

    ბათუმში ზღვამ 35 წლამდე მამაკაცის გვამი გამორიყა. მაშველებმა ცხედარი სასტუმრო „კოლიზეუმის“ მიმდებარე ტერიტორიის  წყლიდან ამოიყვანეს. 

    გარდაცვლილი სავარაუდოდ, ირანის მოქალაქეა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

  • ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ტურისტების კატარღას შეეჯახა

    ვენეციაში საკრუიზო ლაინერი ტურისტების კატარღას შეეჯახა. ინციდენტი სან ბაზილიოს ნავმისადგომთან, ხალხმრავალ ადგილას მოხდა.ინფორმაცია და ფაქტის ამსახველი ვიდეო იტალიურმა მედიამ გაავრცელა. 

    არსებული ინფორმაციით, შჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. სულ კატარღაში 130 მგზავრი იმყოფებოდა. 

  • მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს

    ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ამერიკულ სერიალ Homeland-ში კლავ გამოჩნდება და ამჯერად ფინალურ სეზონში ითამაშებს.

    პირველად ნინიძე „შოუთაიმის” ყველაზე პოპულარული  სერიალის მეშვიდე სეზონში გამოჩნდა და მან  რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის, მიროვის როლი შეასრულა.

    ფინალური სეზონის შესახებ კი ინფორმაცია მსახიობმა „იმედის” ეთერში დაადასტურა.

    “სამშობლოს” ფინალური სეზონის პრემიერი ივნისში გაიმართება.

     

  • არგონავტების გემმა რიონზე მოგზაურობა დაასრულა

    არგონავტების გემმა რიონზე მოგზაურობა დაასრულა. ხომალდი ჭყვიშში გაჩერდა. მოგზაურობის ინიციატორი მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნებიდან,” ომარ ნიშნიანიძე იყო.

    დეპუტატების თქმით, მას იმის დადასტურება სურდა, რომ არგონავტების მოგზაურობა არა მითი, არამედ ისტორიის ნაწილია.ნიშნიანიძის განცხადებით,  ხომალდი მან სტუდენტებთან ერთად ააგო და არგონავტების გემის  ზუსტი ანალოგია.

  • აშშ-ის ვიზის მისაღებად სოციალური ქსელების ანგარიშების წარდგენა იქნება საჭირო

    აშშ-ის ვიზის მისაღებად სოციალური ქსელების ანგარიშების წარდგენა იქნება საჭირო. სიახლე უკვე ამოქმედდა.

    აშშ-ში შესვლის მსურველი ვალდებულია  ვიზის მისაღებად საელჩოში  სოციალური ქსელის საკუთარი ანგარიშები წარადგინოს. 

    დამატებითი პუნქტი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შემოიღეს.მიზეზად კი სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბოლო წლებში სოციალური ქსელები ტერორისტული აქტივობის მნიშვნელოვან მოედნად გადაიქცა. 

    მათი განცხადებით, დამატებითი ცნობების მიღება გააუმჯობესებს აპლიკანტის ვინაობის შემოწმებისა და დადასტურების პროცესს. ახალი რეგულაცია ტურისტული, სტუდენტური და სამუშაო ტიპის ვიზებს შეეხება. გამონაკლისი იქნება დიპლომატიური და ოფიციალური დელეგაციების ვიზები.