Blog

  • ნოტრ-დამის რესტავრაციის საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

    პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი უნდა აღდგეს ზუსტად იმ ფორმით, როგორითაც ის 15 აპრილის ხანძრამდე არსებობდა, ამ განცხადებას საფრანგეთის სენატი აკეთებს. ინფორმაციას CNN-ი წერს.

    ტაძრის აღდგენამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია რომ ტაძარი ისევ ძველი იერსახით უნდა აღდგეს და დაუბრუნდეს მას ის სახე როგორც ჰქონდა, თუმცა მეორე ნაწილს მიაჩნია რომ  მომხდარი ხანძრის ინციდენტი არის შანსი რომ ნოტრ-დამი განახლდეს. 

    ანე ჰიდალგო, პარიზის სოციალისტი მერი აცხადებს  და მხარს უჭერს ტაძრის ძველებური იერით აღდგენას, მაგრამ  ქვეყნის პრემიერმინისტრი ედუარდ ფილიპე უფრო თანამედროვე მიდგომას ემხრობა.

    მაისსსი ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ტაძრის რესტავრაციაზე საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი გამოაცხადა. 12 მაისს კი ფრანგმა არქიტექტორებმა ნოტრ-დამის რესტავრაციის პროექტი წარადგინეს.

    ტაძრის აღდგენა 2024 წლის ზაფხულისთვის უნდა დამთავრდეს. ეს პერიოდი პარიზში ოლიმპიურ თამაშებს და ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ დასახელებულ დედლაინს ემთხვევა. ზოგიერთი არქიტექტორის კრიტიკა რესტავრაციისთვის განკუთვნილმა დრომაც კი გამოიწვია, მაგალითად რესტავრაციის ექსპერტი ფრედერიკ ლეტოფეს თქმით, ამ სამუშაოებისთვის სულ ცოტა 10-15 წელია საჭირო.

    15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლს დაახლოებით 14 საათის განმავლობაში აქრობდნენ. ხანძრიდან რამდენიმე საათში მსხვილმა ბიზნესმენებმა პირობა დადეს, რომ ტაძრის აღსადგენად თანხას გამოყოფდნენ.

    რამდენი რესტავრაცია ჩაუტარდა ნოტრ-დამს და როგორ გადაარჩინა ის ვიქტორ ჰიუგოს წიგნმა შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

  • ფილიპინების პრეზიდენტის თქმით, გეი იყო, მაგრამ განიკურნა

    ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ ტოკიოში ფილიპინელებთან შეხვედრა გამართა და  საზოგადოებას საკუთარი ორიენტაციის შესახებაც ესაუბრა. მან ხალხს განუცხადა, რომ  გეი იყო, მაგრამ იმკურნალა. ამაში კი მას ქალები დაეხმარნენ.

    “კვლავ კაცი გავხდი! ლამაზმა ქალებმა განმკურნეს. ჩემს ყოფილ ცოლს რომ შევხვდი განვიკურნე და კვლავ კაცი გავხდი”,-განაცხადა პრეზიდენტმა.

  • დაპირისპირება სიღნაღის მერიაში.პედაგოგები ხელფასს ითხოვენ

    ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში. 5 სამუსიკო სკოლის პედაგოგები მერიისგან 1 თვით დაგვიანებული ხელფასების მიღებას მოითხოვენ.
    ისინი დილიდან შეიკრიბნენ, მუნიციპალიტეტის მერის გოგი გოგილაშვილის კაბინეტში შევიდნენ და მოითხოვდნენ მერმა მათ კონკრეტული პასუხი გასცეს.
    მათი თქმით, ხელფასები მიზერულია, თუმცა ვერც მის აღებას ახერხებენ. პედაგოგები ამბობენ, რომ სიღნაღის მერმა სამივლინებო ხარჯი 20 ათასი ლარით გაზარდა და პოლონეთში იმოგზაურა, თუმცა აიპების თანამშრომლებისთვის დავალიანების გასტუმრებას არ ფიქრობს.
    მერის განმარტებით კი, ის უკვე ესაუბრა ფინანსთა სამინისტროს შექმნილი პრობლემის შესახებ, თუმცა რა რიცხვში მოხდება დავალიანების გასტუმრება, კონკრეტული თარიღი უცნობია.
  • დონალდ ტრამპი სახელმწიფო ვიზიტით დიდ ბრიტანეთში ჩადის

    დონალდ ტრამპს ლონდონში ელოდებიან. დიდ ბრიტანეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტი დღეს სახელმწიფო ვიზიტით ჩადის. დაგეგმილია, მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან.

    ტრამპი ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის წევრებსაც შეხვდება. ბრიტანული პრესა წერს, რომ ამ შეხვედრას არ დაესწრება პრინცი ჰარის მეუღლე. წარსულში მეგან მარკლი დონალდ ტრამპს მკაცრად აკრიტიკებდა.

    უსაფრთხოების გაძლიერების ფონზე პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტისთვის ათასობით ბრიტანელიც ემზადება. დონალდ ტრამპს ლონდონში საპროტესტო აქციებით დახვდებიან.

  • 5 თვეში საქართველომ ექსპორტზე 87 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა

    ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-მასიში ღვინის ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი ოდენობით 6 მილიონ ბოთლზე მეტი „ქინძმარაულის” ღვინო გაიყიდა, შემდეგ მოდის “მუკუზანი”; წინანდალი და სხვა.

    “ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 126% (322835 ბოთლი), ჩინეთი – 27% (2972733) და პოლონეთი – 18% (1540182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი – 91% (46254), ისრაელი – 72% (131184), ლიეტუვა – 57% (270564), ბელარუსი – 47% (680906), ესტონეთი – 33% (287582), ნიდერლანდები – 27% (42380), კანადა – 26% (76860), მონღოლეთი – 22% (106452), გერმანია – 9% (274721), რუსეთი – 5% (21372581) და ა.შ.
    ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (21372581), უკრაინა (3080562), ჩინეთი (2972733), პოლონეთი (1540182) და ყაზახეთი (1223256).
    ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 6047911 ბოთლი (ზრდა 6%), “მუკუზანი“ – 1957553 (ზრდა 20%), „წინანდალი“ – 1509961 (ზრდა 10%), ახაშენი – 638878 (0%), „ხვანჭკარა“ – 402802 (ზრდა 43%) და ა.შ,”-წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

    ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (21372581), უკრაინა (3080562), ჩინეთი (2972733), პოლონეთი (1540182) და ყაზახეთი (1223256).

    ადგილწარმოშობის დასახელებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 6047911 ბოთლი (ზრდა 6%), “მუკუზანი“ – 1957553 (ზრდა 20%), „წინანდალი“ – 1509961 (ზრდა 10%), ახაშენი – 638878 (0%), „ხვანჭკარა“ – 402802 (ზრდა 43%) და ა.შ.

    წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.

  • ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, არიან დაღუპულები

    ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

    მათი ინფორმაციით, მაშველები 25 მიგრანტს  ეძებენ.

    მიგრანტენის უმეტესობა სუდანის, კენიის, კოტ დივუარის და ნიგერიის მოქალაქეები არიან.

    გასულ წელს ხმელთაშუა ზღვაში 2 297 მიგრანტი დაიღუპა.

  • “ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ტენდერის პირობებს ვერ ასრულებს”-კალაძე

    “ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ტენდერის პირობებს ვერ ასრულებს”- დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბუშის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

    “ბუშის ქუჩაზე ის კომპანია, რომელიც მუშაობდა და მოგებული ჰქონდა ტენდერი, იყო არაკეთილსინდისიერი თავის საქმიანობაში. ის გავაძევეთ და ამ სამუშაოებს სხვა კომპანია გააგრძელებს. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ბევრია ისეთი კომპანია, რომელიც ვერ ასრულებს ტენდერის პირობებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ იქნება. შეიძლება ლევან ხაბეიშვილს უნდოდეს, რომ ეს პროექტი ჩავარდეს და არ განხორციელდეს, მაგრამ არ გამოუვათ, მალე ყველანაირი სამუშაო დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.

  • დღეიდან რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა

    დღეს, 3 ივნისის 08:00 საათიდან რიკოთის გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა. მიზეზი პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

    შსს-ს ცნობით, ამ პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზით. გვირაბში მოძრაობა  7 ივნისს, 08:00-ზე აღდგება.

  • “ჩემმა ამომრჩეველმა მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა”-ნანა კოსტავამ საკრებულოში დარჩენა გადაწყვიტა

    სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულმა ქუთაისის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა. ამის შესახებ კოსტავამ ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში განაცხადა და მიზეზად ამომრჩევლის თხოვნა დაასახელა.

    “ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა ისინი, მე მგონი დავრჩები საკრებულოში, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვები, არ მიგვატოვო, შენი მართალი სიტყვა გაგვაგონე, ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ” – აცხადებს ნანა კოსტავა.

    შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულეს. მან რამდენ სალომე ბარკერის  ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა.ვიდეოს აღწერაში კოსტავამ დაწერა ტექსტი “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. საკრებულოს დეპუტატმა მოგვიანებით, პოსტი წაშალა და  განაცხადა, რომ მან  ტრაგედიის შესახებ არ იცოდა. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტს ეხებოდა  საკრებულოს წევრის კომენტარი.

    31 მაისს ფრაქცია “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით,  ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენეს და  გარიცხეს გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც.

    რაც შეეხება საკრებულოს მანდატს,  მას ოფიციალურად დღეს, 3 ივნისს უნდა დაეტოვებინა, თუმცა გადაიფიქრა.

  • ვარკეთილის ხაზებზე ყვითელი მიკროავტობუსების მოძრაობა შეფერხებულია

    ვარკეთილის ხაზებზე ყვითელი მიკროავტობუსების მოძრაობა შეფერხებულია.შეფერხება ისანი-სამგორის რაიონში   კაიროს ქუჩის მცხოვრებლების აქციამ გამოიწვია, რომლებმაც მიკროავტობუსების ფარეხთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.

    ისინი ქუჩაზე ასფალტის დაგებას ითხოვენ.

    გზის გადაკეტვის გამო ვარკეთილის ხაზებზე მიკროავტობუსები დილიდან ვერ მოძრაობენ.