Blog

  • სიდნეიში ძლიერმა ნისლმა “ჰარბორ ბრიჯი” მთლიანად დაფარა

    ძლიერი ნისლი სიდნეიში – დღეს დილით ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქში ხილვადობა მინიმუმამდე შემცირდა. ნისლი იმდენად ძლიერი იყო, რომ ქალაქის, თითქმის, ყველა ღირსშესანიშნაობა, მათ შორის ცნობილი “ჰარბორ ბრიჯიც” მთლიანად დაფარა.

    უამინდობის გამო, სიდნეის აეროპორტებში რეისების ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა, ნაწილი კი სხვა აეროპორტებში გადაამისამართეს. შეზღუდული იყო ქალაქის ნავსადგურში მიმოსვლაც. ნისლი სიდნეიში შუადღისთვის გაიფანტა.

  • ირინა შეიკმა ბრედლი კუპერის სახლი დატოვა (ვიდეო)

    ცნობილმა მოდელმა, ირინა შეიკმა ბრედლი კუპერის სახლი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას” Dailymail”-ი ავრცელებს. როგორც მედია იუწყება, მას ხელში სამგზავრო ჩანთა ეკავა და ლოს-ანჯელესის აეროპორტში წავიდა. წყვილი 4 წლიანი ურძთიერთობის შემდეგ დაშორდნენ.
    შეიკისა და კუპერის ურთიერთობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ მედია წერდა რომ ბრედლი კუპერი შეიკს ლედი გაგასთან ღალათობს, თუმცა გაგამ გავრცელებული ჭორები უარყო.

    თავის მხრივ, ფილმის გამოსვლიდან მალევე, ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.

  • მოსკოვში დაკავებულ ჟურნალისტს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

    მოსკოვში დაკავებულ ჟურნალისტს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. გამოძიება ივან გოლუნოვს ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებს.ინტერნეტგამოცემა ”მედუზას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა ორი დღის წინ დააკავეს და სცემეს. დაცვის მხარე მომხდარს გოლუნოვის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. 36 წლის კორესპონდენტი მოსკოვის პოლიტიკურ ელიტაში კორუფციულ სქემებს იძიებდა. სასამართლომ მისი აღკვეთი ღონისძიების საკითხზე გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.

    გოლუნოვის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართება სასამართლოს შენობასთანაც და პოლიციის განყოფილებასთანაც. მიტინგები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.

  • გამოცოცხლდნენ ანტიქართული მტრული ძალები მეზობელ სომხეთშიც – შალვა ნათელაშვილი

    “საქართველოს მთავრობამ ამ დღეებში მოიწვია სომხეთის ახლადარჩეული პრემიერი პაშინიანი თბილისში და ვიზიტი გაასაიდუმლოვა სრულიად, რაზე მოილაპარაკეს, რა გარიგება შედგა, რის გაჩუქებას აპირებენ,” – ეს განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მთავრობამ ნიკოლ პაშინიანი საქართველოში მოიწვია, თუმცა შევხედრის დეტალები გაასაიდუმლოა.

    შალვა ნათელაშვილი ვარაუდობს, რომ პროვოკაციისთვის რუსეთმა შესაძლოა, ჯავახეთი გამოიყენოს და ვითარება დაიძაბოს.

    „გამოცოცხლდნენ ანტიქართული მტრული ძალები მეზობელ სომხეთშიც. რისი დასტურიც არის ამ დღეებში ჩატარებული ე.წ. ტელემარათონი ერევანსა და კალიფორნიაში ჯავახეთის კულტურულ აღორძინებაზე. კარგად გამოიბერტყოს ყური, ეს ვისაც ეხება, უპირველესად საქართველოს მთავრობა რომ ჰქვია, რომელმაც ამ დღეებში მოიწვია სომხეთის ახლადარჩეული პრემიერი პაშინიანი თბილისში და ვიზიტი გაასაიდუმლოვა სრულიად. რაზე მოილაპარაკეს, რა გარიგება შედგა, რის გაჩუქებას აპირებენ, რის მითვისებას აპირებენ კიდე. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წამალი არის ხელისუფლების ძალიან სწრაფი შეცვლა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

  • მესტიაში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა – მაშველები ორ მამაკაცს ეძებენ

    ავტოსაგზაო შემთხვევა მესტიაში – სოფელ ბეჩოში ავტომობილი ხიდიდან გადავარდა, რომელშიც, სავარაუდოდ, ორი ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა. ამ წუთებში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

    ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო ჯგუფები, რომლებიც სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ.

    ასევე, შემთხვევის ადგილზე გაგზავნილია დამატებითი სამაშველო ჯგუფები

  • ლონდონში ლესბოსელი წყვილი 5-მა მამაკაცმა სცემა

    ლონდონის ავტობუსსში, ჰომოსექსუალი გოგონები ავტობუსით სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც რამდენიმე მამაკაცი მათ თავს დაესხა. როგორც აღმოჩნდა ისინი ჰომოფობები ყოფილან და წყვილი ჯერ სცემეს ხოლო შემდეგ გაქურდეს.  ამის შესახებ ინფორმაციას “CNN”-ი ავრცელებს. ერთ-ერთმა დაზარალებულმა, მელანია გეიმონატმა თავდასხმის შემდეგ გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა, სადაც ჩანს, რომ მისი და პარტნიორის ტანისამოსი და სხეულის ნაწილები სისხლითაა მოთხვრილი. როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება წყვილს 5 მამაკაცი დაესხა თავს. თავდასხმელებმა ქალებს რამდენჯერმე დაარტყეს, გაქურდეს და გაიქცნენ. პოლიციამ ხუთივე მათგანი უკვე დააკავა.

    როგორც ერთ-ერთი დაზარალებული იხსენებს, თავს მას შემდეგ დაესხნენ როდესაც ისინი ერთმანეთს კოცნიდნენ.

  • 6 წლის ქართველი ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა

    6 წლის დავით თათვაძე 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა. თათვაძემ მამაიაში მიმდინარე ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე, ზედიზედ რვა პარტია მოიგო.

    “დავით თათვიძემ მერვე პარტიაშიც დამაჯერებლად გაიმარჯვა და ერთი ტურით ადრე მოიპოვა 7 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული”, – აღნიშნულია ჭადრაკის ფედერაციის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში.

    დავით თათვაძის მწვრთნელი ნანა ჭეფხოძეა.

  • გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლეთა სია 200-ით არის გაზრდილი – ცესკო

    ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, რომ მთაწმინდაზე არჩევნების მეორე ტურში გადასატანი ყუთით გაცილებით მეტი ადამიანი ისარგებლებს, ვიდრე პირველ ტურში. ასეთი ამომრჩევლის რაოდენობა, დაახლოებით, 3 კვირაში 200-ით გაიზარდა.

    “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების” წევრებმა ეს ინფორმაცია გუშინ გაასაჯაროვეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმით ხელისუფლების კანდიდატის სასარგებლოდ, ხმების დამატებითი მობილიზება იგეგმება.

    ცოტა ხნის წინ საარჩევნო ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა რაოდენობა გაზრდილია და მიმართვაზე უარი ჟვანიას უწყებამ მხოლოდ 4 ამომრჩეველს უთხრა.

    „არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია ოცდათერთმეტივე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი. გადასატანი ყუთის მოთხოვნით, ამომრჩეველს აქვს უფლება განცხადებით მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. თუკი ამომრჩეველი რეგისტრირებულია გადასატანი ყუთის საარჩევნო სიაში, რომც მივიდეს საარჩევნო უბანზე, ის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან მან ხმა აუცილებლად გადასატანი საარჩევნო ყუთის საშუალებით უნდა მისცეს. დაახლოებით, 200 ადამიანით არის გაზრდილი სია, თუმცა 3%-ზე მაღალი მაჩვენებელი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის კანონდარღვევა“, – განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა, ანა მიქელაძემ.

  • რამდენიმე დღის წინ გამართულ დებატებში ლადო კახაძემ შალვა შავგულიძის რეალური სახე აჩვენა – კახა კალაძე

    რამდენიმე დღის წინ გამართულ დებატებში ლადო კახაძემ შალვა შავგულიძის რეალური სახე აჩვენა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

    როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ხვალინდელ არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატი, ლადო კახაძე გაიმარჯვებს.

    “კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მოლოდინებს რაც შეეხება, მთაწმინდელების მხარდაჭერით, აუცილებლად გაიმარჯვებს ლადო კახაძე, სხვაობა იქნება დიდი, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან მას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა, ძალიან დიდი თანადგომა. რამდენიმე დღის წინ დებატები იყო და ლადო კახაძემ აჩვენა რეალური სახე შავგულიძის”, – განაცხადა კალაძემ.

  • 2 000- ზე მეტმა აბონენტმა მესამედ ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები – “ყაზტრანსგაზი”

    2 ათას 245 აბონენტს ჩართული აქვს თვითნებურად გაზის მიწოდება – “ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, გაზგამანაწილებელმა კომპანიამ იმ მომხმარებლების გადამოწმება დაიწყო, რომლებსაც ბოლო 3 თვეში დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების გამო, გაზის მიწოდება განმეორებით შეუწყდათ.

    3 ათას 545 აბონენტიდან 2 ათას 256-მა უკვე მესამედ თვითნებურად კუსტარულად ჩართო საშიში და აკრძალული გაზის დანადგარები, ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზის გამათბობლები.

    კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაზის მიწოდების თვითნებურად აღდგენისგან თავი შეიკავონ.

    „3 ათას 500 აბონენტი გავთიშეთ პირველი მარტის შემდეგ და ჩვენს მიერ შემუშავებული სპეციალური მექანიზმის გამოყენებით, აღმოჩნდა, რომ 2 ათას 245 აბონენტს ჩართული აქვს თვითნებურად გაზის მიწოდება. მათ უწყდებათ ისევ გაზის მიწოდება ან ხდება დანადგარის დემონტაჟი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღადგინონ გაზის მიწოდება თვითნებურად,“ – განაცხადა „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელმა.